გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვივიან მოცფელდი აცხადებს, რომ გრენლანდია მზად არის, გააძლიეროს თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მოცფელდტის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ამერიკის საკუთრება გახდებიან.
„ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-თან ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ გვინდა, ვიყოთ შეერთებული შტატების საკუთრება“, – განაცხადა მოცფელდტმა.
გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ-სა და გრენლანდიას სჭირდებათ, დაუბრუნდნენ „ნორმალიზებულ ურთიერთობას, რომელიც ადრე არსებობდა“.
ვივიან მოცფელდის თქმით, ორივე ქვეყნის ინტერესებშია ბალანსის პოვნა.
„ჩვენ ვართ მოკავშირეები, ჩვენ ვართ მეგობრები“, – აღნიშნა გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცნობისთვის, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა და გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვივიან მოცფელდმა შეხვედრა გამართეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თეთრ სახლში შეხვედრაზე მხარეები გრენლანდიის საკითხზე მაღალი დონის სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ.

