გოდერძი შარაშია მარიკა ბაკურაძის „ინტელექტიდან“ და „არტანუჯიდან“ გათავისუფლებას გამოეხმაურა. ამ თემზე ჟურნალისტმა „იმედის კვირასთან“ ისაუბრა.
„მარიკა ბაკურაძის ჟურნალისტური საქმიანობის 80%, 100 თუ არა, წიგნიერებას ეხება და მას რომ განათლებისა და წიგნიერების სფეროში ყოფნაზე უარს ეუბნები, ეს წარმოუდგენელი ამბავია. მე ძალიან მარტივ გადაწყვეტილებას მივიღებ – ისევ ისე გავაგრძელებ მარიკა ბაკურაძის გადაცემების, რეპორტაჟების, მოყოლილი ამბების ყურებას და ამ გამომცემლობების წიგნების წაკითხვას აღარ გავაგრძელებ“, – ამბობს შარაშია.
მარიკა ბაკურაძე, „ინტელექტის“ და „არტანუჯის“ თანამშრომელი აღარ არის. ჟურნალისტის თქმით, 15-წლიანი თანამშრომლობა გამომცემლობებიდან მიღებული ერთი მესიჯით შეწყდა.