რაც დღეს ფოგ რასმუსენმა განაცხადა ზუსტად იმას ადასტურებს, რასაც საქართველოს ხელისუფლება, მისი სხვადასხვა წარმომადგენელი და პირველ რიგში ირაკლი ღარიბაშვილი მთელი ამ თვეების განმავლობაში ლაპარაკობს, – ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„როდესაც ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ისეთი ვითარება შეიქმნა, უკრაინის ტერიტორიაზე შეიძლება შევიდეს ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის ჯარები, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ზუსტად ეს უნდოდათ საქართველოსთვის და არ გამოუვიდათ“, – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.