ოთხშაბათი, თებერვალი 5, 2025

„გირგვლიანის შესწორებებზე” სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებიც იმუშავებენ

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ “გირგვლიანის შესწორებებთან” დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები და ექსპერტებიც შევლენ. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

„ამ პროექტის არსი დაახლოებით იქნება პრევენცია იმ დანაშაულების, რომელიც მიმართულია მართლმსაჯულების წინააღმდეგ და ამ მიმართულებით სანქციები გამკაცრდება”, – თქვა მდინარაძემ და დასძინა, რომ კანონპროექტი რამდენიმე კვირაში იქნება მზად.

29 იანვარს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელების დასჯა მოითხოვა ევროპულმა საქართველოს წევრმა და დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ “გირგვლიანის შესწორებებს” ხელისუფლების მორიგი ფარსი უწოდა მისი თქმით, ქართული ოცნება სისხლის სამართლის კოდექსს ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს.

უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ 29 იანვარს თქვა, რომ “ქართული ოცნება” იწყებს მუშაობას საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტზე, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს გაცილებით მაღალი სტანდარტით მოქალაქეთა დაცულობას სახელმწიფო ძალმომრეობისგან და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მართლმსაჯულების ხელშეუვალობას. მდინარაძის თქმით, ამ ცვლილებებს სიმბოლურად შეიძლება „გირგვლიანის შესწორებები” ერქმევა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველმა დაინიციირებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირს მიმართა,- ამის შესახებ ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული. სახალხო დამცველი მიმართვის მიზეზს განმარტავს. „დღეს, 5 თებერვალს სახალხო დამცველმა მიმართა ეუთო/ოდირს და სთხოვა სამართლებრივი დასკვნის მომზადება იმ კანონპროექტებთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარე კვირას დაინიცირდა საქართველოს პარლამენტში. წარმოდგენილი ინიციატივა დაჩქარებულად განიხილება და მიზნად ისახავს ცვლილებების შეტანას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში. მითითებულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მოწოდების მიუხედავად, პარლამენტი კვლავ დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რაც არ იძლევა მასში სრულფასოვანი მონაწილეობის და ჩართვის შესაძლებლობას. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, ეუთო/ოდირის დასკვნის გამოქვეყნებამდე, არ მისცეს კანონპროექტს შემდგომი მსვლელობა და იმედს გამოთქვამს, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა წარმოდგენილ კანონპროექტებთან დაკავშირებით, სრულად იქნება მხედველობაში მიღებული. ამასთან, მიღებული იქნება ყველა ზომა ადამიანის უფლებებზე ნეგატიური ეფექტების აღმოსაფხვრელად“, - ნათქვამია განცხადებაში.

ახალგაზრდა, რომელსაც ოთხი დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, ასპინძის სოფელ ხიზაბავრაში მცხოვრები, 27 წლის სანდრო შემაზაშვილი, დღეს საღამოს გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ახალციხის ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ ავრცელებს. ახლობლების ინფორმაციით, სანდრო შემაზაშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კლდის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს. სანდრო შემაზაშვილი, სახლიდან პირველ თებერვალს, გვიან ღამით გავიდა. მას ოჯახი და სამართალდამცველები ქვეყნის მასშტაბით, ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე ძიება სსკ-ს 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

თოვისა და ლიპყინულის გამო, მოძრაობა აკრძალულია – გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის  საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია პირველი, მესამე, მეოთხე და მეხუთე ზვავდამცავი გვირაბის შემოვლით გზაზე. ხოლო, მეორე გვირაბის შემოვლით გზაზე აკრძალულია. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, მეორე გვირაბში მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება ცალმხრივად.

ყაზახეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია საქართველოსთვის, შესაბამისად, პრემიერის ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ქვეყნებს შორის ეს ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება

ყაზახეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია საქართველოსთვის, შესაბამისად, პრემიერის ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ქვეყნებს შორის ეს ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება , – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ყაზახეთში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, 2024 წელს სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის 922 მლნ დოლარს შეადგენდა, შესაბამისად, მზარდია საქართველოდან ექსპორტი და რეექსპორტი და ყაზახეთთან ურთიერთობა ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია. „ყაზახეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია საქართველოსთვის, შესაბამისად, ამ ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ეს ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება ქვეყნებს შორის, გვექნება ასევე ხელმოწერა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესახებ ხელშეკრულების, რაც მნიშვნელოვანია, რომ განვაახლოთ. 1997 წლიდან ჩვენ არ გაგვიახლებია ამ მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის ფორმალური ფორმატი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმ დინამიური რეალობის გათვალისწინებით, რომელიც თანამედროვე სამყაროში ამ მიმართულებით არსებობს. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წელს სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის 922 მლნ დოლარს შეადგენდა. მზარდია საქართველოდან ექსპორტი და რეექსპორტი, ასე, რომ ყაზახეთთან ურთიერთობა ჩვენთვის ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყაზახეთი არის ასევე ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო. 2024 წელს გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ყაზახეთიდან. ჩვენ მომავალში ველოდებით ამ ინვესტიციების ზრდას, როგორც მიმდინარე წელს, ასევე განსაკუთრებით უკვე 2026 წლიდან. რამდენიმე მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტი განიხილება, განსაკუთრებით, ენერგეტიკის სფეროში. ასევ ჩვენ გვექნება საუბარი ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობაზე. ტრანსპორტი ერთ-ერთი მიმართულებაა, სადაც მჭიდეო თანამშრომლობა აქვს ორ ქვეყანას, განსაკუთრებით, სარკინიგზო გადაზიდვების მიმართულებით. 2024 წელი აქაც გამორჩეული იყო, იმიტომ, რომ პირველი მულტიმოდალური მატარებლები ყაზახეთის გავლით ჩინეთიდან დაიძრა საქართველოს მიმართულებით. შუა დერეფნის როლი ბოლო წლებში კიდევ უფრო იზრდება. ამ კუთხით, ჩვენ თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავდივართ. შევქმენით ერთობლივი საწარმო ყაზახეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის რკინიგზების მიერ და ეს გაამარტივებს სატვირთო გადაზიდვებს. ასევე ტურიზმი უნდა აღინიშნოს, ყაზახეთი მეექვსე ადგილზეა, როგორც მნიშვნელოვანი ტურისტული პარტნიორი ქვეყანა. 200 000-მდე ტურისტი ეწვია საქართველოს ყაზახეთიდან და მე იმედი მაქვს, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სახელმწიფო ბოლომდე ზრუნავს ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მზია ამაღლობელის შემთხვევაშიც ზრუნვა არის მაქსიმალური – ირაკლი კობახიძე

სახელმწიფო ბოლომდე ზრუნავს ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მზია ამაღლობელის შემთხვევაშიც ზრუნვა არის მაქსიმალური, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ქართველ ჟურნალისტებს. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, მზია ამაღლობელს ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები და გაგრძელდება დაკვირვება პატიმრის ჯანმრთელობაზე. „მე მაქვს ასევე კონკრეტულად ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გამოკვლევები ჩატარდა, ყველაფერი არის ნორმის ფარგლებში. რა თქმა უნდა, გაგრძელდება დაკვირვება და ზრუნვა ყველა პატიმრის ჯანმრთელობაზე, მათ შორის კონკრეტულად ამ პატიმრის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობაზე. ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. აქაც განვსხვავდებით ჩვენ იმ ხელისუფლებისგან, რომელიც არათუ არ ზრუნავდა პატიმრების ჯანმრთელობაზე, პირიქით, ყველაფერს აკეთებდა პატიმრების ჯანმრთელობის გაუარესებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბოლო სიახლეები