ორშაბათი, მაისი 12, 2025

გიორგი ჩაკვეტაძე: გვაქვს ევროპული პერსპექტივა და მიმდინარე წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსს ველით, თუმცა კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა მიღებულიყო

დღეს საქართველო საკუთარი ისტორიის ძალიან მნიშვნელოვან სტადიაში იმყოფება. ჩვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ველით. საქართველო უკრაინის გვერდით დგას 2022 წელს, რუსეთის უსამართლო, სასტიკი და აგრესიული სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე და მას შემდეგაც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ჩაკვეტაძემ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც გიორგი ჩაკვეტაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოში კი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია დღემდე გრძელდება.

„რუსეთი არ იცავს 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ჩემი თაობა და საქართველოს მოქალაქეები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყოველდღიურ გამოწვევებს აწყდებიან. განათლების მიღების უფლება, გადაადგილების თავისუფლება და უსაფრთხოება რეგულარულად ირღვევა. თუმცა საქართველო სამშვიდობო რეზოლუციას ასრულებს. ეს გადაწყვეტილება ჩვენმა ქვეყანამ დასავლელ პარტნიორებთან კოორდინაციით მიიღო.

ორ წელში საქართველოს ეკონომიკას 10 პროცენტიანი მატება აქვს. რეფორმები ტარდება და ევროკავშირს ვუახლოვდებით ისე როგორც შესაძლებელია ჩვენი მხრიდან. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა და ხალხი ამ მისწრაფების კუთხით ერთადაა. ჩვენი ევროატლანტიკური მიმართულება საქართველოს კონსტიტუციის მიერაა გარანტირებული. 2016 წლის 1-ლი ივლისის შემდეგ, როდესაც ასოცირების შეთანხმება ძალაში შევიდა, ჩვენს შორის ურთიერთობის ახალი ერა დაიწყო. ჩვენ სექტორული ინტეგრაცია გვაქვს. ჩვენმა ქვეყანამ ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში უმნიშვნელოვანესი როლი იკისრა. საქართველო მნიშვნელოვანი რეგიონული აქტორია. ახლა კი გვაქვს ევროპული პერსპექტივა და მიმდინარე წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსს ველით. თუმცა ჩემი პირადი მოსაზრებაა, ისევე როგორც ბევრი ჩვენი მოქალაქის, რომ კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა მიღებულიყო. თებერვალში გამოქვეყნებული ევროკომისიის ანგარიში ასევე ამას ადასტურებს, მაგრამ ვითარებას ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ და ამისთვის ბევრს ვმუშაობთ“, – აღნიშნა ჩაკვეტაძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ერთადერთი პარტიაა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით სტრატეგიისა და გეგმის ინიციატივით გამოვიდა.

მისივე განმარტებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველოს მთავრობა აცხადებდეს, რომ ევროკავშირს საქართველოში მეორე ფრონტის შექმნა სურს, სინამდვილეს არ შეესაბამება.

„არ არსებობს არცერთი განცხადება საქართველოს ოფიციალური პირების მხრიდან, რომელიც ევროკავშირის მიმართ ამ ბრალდებას მოიცავდეს. ასეთი განცხადებები არ არსებობს პარლამენტის უმრავლესობის არცერთი წევრის მხრიდანაც. თუმცა ყურადღების გარეშე ვერ დავტოვებთ ფაქტს და რისკებს, რომლებიც საქართველოში არსებული ოკუპაციის გამო გვაქვს. საქართველო იყო, რუსეთის თავდასხმის პირველი სამიზნე 2008 წელს და დასავლელი პარტნიორები არ იყვნენ ისეთი ერთიანები, როგორც ახლა არიან. ჩემი აზრით, მეორე ყველაზე მნიშვნელოვან არგუმენტია ის, რომ საქართველოს ორი რეგიონი ამ დრომდე ოკუპირებულია და ესკალაციის რისკები კვლავ არსებობს“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ლევან სანიკიძე – არავის აქვს უფლება, ვინმეს განუსაზღვროს, ევროპის დღის აქციაზე, მიიტანოს იმ კაცის პოლიტპატიმრობის გასაპროტესტებელი ბანერი, რომელმაც პირველად აღმართა ამ ქვეყანაში ევროპის დროშა

არავის აქვს უფლება, ვინმეს განუსაზღვროს ევროპის დღის აღმნიშვნელ აქციაზე, მიიტანოს იმ კაცის პოლიტპატიმრობის გასაპროტესტებელი ბანერი, რომელმაც პირველად აღმართა ამ ქვეყანაში ევროპის დროშა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ ევროპის დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა, რა დროსაც სამოქალაქო აქტივისტმა, გოტა ჭანტურიამ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს მიხეილ სააკაშვილის ბანერის ტერიტორიიდან გატანა მოსთხოვა.„თუკი ჩვენ ვაშენებთ ევროპულ სახელმწიფოს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ არის შეჩერებული, მაგრამ საზოგადოებას, რომელიც ყოველდღიურად ვაპროტესტებთ ივანიშვილის რეჟიმს, უნდა ჰქონდეს სამართლიანი პრეტენზია, რომ ამ ქვეყანაში ცივილიზებული აზრისა და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტები უნდა იყოს დაცული. ამ ვითარებაში, როდესაც დემონსტრანტს აქვს კლასიკური პოლიტპატიმრის მიხეილ სააკაშვილის პოლიტმატიმრობის წინააღმდეგ საპროტესტო ბანერი გამოტანილი, არავის არ აქვს უფლება, საერთოდ არავის აქვს უფლება შეზღუდოს, მით უმეტეს, რაიმე სახის ცენზურა დააწესოს. ეს იყო ძალიან ცუდი, უსიამოვნო ფაქტი. ჩვენი ძალისხმევითაც ეს ძალიან უსიამოვნო შემთხვევა არის ამოწურული და პროტესტს ამით არ უნდა შეექმნას რამე დამატებითი პრობლემა. არ უნდა შევიტანმოთ დისონანსი. მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ არავის არ აქვს ამ ქვეყანაში უფლება, ვინმეს განუსაზღვროს ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართულ აქციაზე, ევროპის დღის აღმნიშვნელ აქციაზე, მიიტანოს იმ კაცის პოლიტპატიმრობის გასაპროტესტებელი ბანერი, რომელმაც პირველად აღმართა ამ ქვეყანაში ევროპის დროშა, შექმნა აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ფორმატი და რომელიც არის ივანიშვილის მთავარი მოწინააღმდეგე ამ ქვეყანაში“,- განაცხადა სანიკიძემ.

ნიკოლოზ სამხარაძე – ბუდაპეშტში კონფერენციის მთავარი თემა ევროპის მომავალია, გამოსვლები სწორედ იმ ხედვებზე იქნება, რომელიც თითოეულ ქვეყანას ევროკავშირის მომავალთან დაკავშირებით გააჩნია

კონფერენციის მთავარი თემა ევროპის მომავალია. შესაბამისად, გამოსვლები სწორედ იმ ხედვებზე იქნება, რომელიც თითოეულ ქვეყანას ევროკავშირის მომავალთან დაკავშირებით გააჩნია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ უნგრეთში ვიიზიტის შეფასებისას განაცხადა.მისივე თქმით, პუდაპეშტში იმყოფება ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის დელეგაცია, ასევე კანდიდატი ქვეყნის დელეგაციები.„რა თქმა უნდა, ჩვენს გამოსვლაში მთავარი აქცენტი იმ საკითხებზე გვექნება, რომელიც საქართველოს ევროკავშირში წევრობას ეხება, მათ შორის იმ პრობლემებზე, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს და ასევე იმ ხედვაზე, რაც ევროკავშირის მომავალთან და საქართველოს ევროკავშირში მომავალ წევრობასთან დაკავშირებით გვაქვს.ჩვენი მხრიდან ყურადღება გამახვილდება იმაზეც, რომ საქართველოსთან მიმართებაში, კონკრეტულ შემთხვევაში, უსამართლო მიდგომა იყო და ევროკავშირი არ ითვალისწინებდა საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებს და იმას, რომ რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებაზე მათი მიდგომა არ იყო მაინც და მაინც მეგობრული ჩვენს მიმართ. ასევე ვისაუბრებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის იმ რეფორმების გატარება, რაც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებს“,- განაცხადა სამხარაძემ.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვიზიტით უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში იმყოფება, სადაც მონაწილეობს ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში. ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებულ ორივე სესიაზე დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა. ასევე, შალვა პაპუაშვილი ბუდაპეშტში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით წირვა მიმდინარეობს

მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, მახათას მთაზე საზეიმო წირვა-ლოცვას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მინისტრთა კაბინეტის წევრებიც დაესწრებიან.ტაძარში მისულ საზოგადოებას საშუალება აქვს, მოილოცოს წმინდა მამა გაბრიელის სანაწილე ხატი.„ხატი შეიქმნა „საზოგადოება ივერიისას“ ინიციატივითა და დაკვეთით.გასულ წელს საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და „საზოგადოება ივერიისას“ ინიციატივით ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის სანაწილე ხატი ქართველი ემიგრანტების სანუგეშებლად და მოსალოცად გაიგზავნა რომში, ფლორენციასა და ბარში. 12 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით მამა გაბრიელის სანაწილე ხატი ერთი დღით მახათას ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში დაბრძანდება.ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი არის მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის ნაწილი, რომლის მშენებლობაც მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით 2002 წლიდან მიმდინარეობს.კომპლექსი უნიკალურია თავისი მნიშვნელობით, რამდენადაც ის არის საერთო ეროვნული პროექტი, რომელშიც გაერთიანებულია მთელი საქართველო. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სიტყვებით „წმინდა სამების ტაძრის შემდეგ, ეს არის ქართველი ხალხის მეორე ავტოპორტრეტი“.2010 წლიდან დღემდე მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანის პროექტისთვის შემოწირულობა გაიღო 100,000 ადამიანმა. მათ მიერ მოხსენიებული ცოცხალი და გარდაცვლილი ადამიანების საერთო რაოდენობა კი 1,120,000-ია. თითოეული მათგანი, პატრიარქის კურთხევით, ტაძრის აღმშენებლად-ქტიტორად მოიხსენიება.ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ამოქმედებით დასრულდა კომპლექსის მშენებლობის პირველი ეტაპი. მეორე ეტაპი ითვალისწინებს ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანმანათლებლო ცენტრ-მუზეუმის მშენებლობას, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო, ეკლესია და საზოგადოება ერთობლივად განახორციელებს.საზეიმო წირვის შემდეგ ცნობილ ქართველ კინორეჟისორს მერაბ კოკოჩაშვილს, 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გადაეცემა „საზოგადოება ივერიისას“ სპეციალური ჯილდო - ოქროს ჯვარი (მახათას ტაძრის გუმბათის ჯვრის ასლი) და საქართველოს საპატრიარქოს საპატიო სიგელი. მერაბ კოკოჩაშვილი საზოგადოება ივერიისას ქტიტორთა სათათბიროს წევრია. მას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის აღმშენებლობის საქმეში”, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც „საზოგადოება ივერიისა“ ავრცელებს.

„როიტერი“ – „ქურთისტანის მუშათა პარტიამ“ დაშლისა და განიარაღების შესახებ გამოაცხადა

„ქურთისტანის მუშათა პარტიამ“ დაშლისა და განიარაღების შესახებ გამოაცხადა. „როიტერის“ ცნობით, ეს გადაწყვეტილება ჯგუფთან დაახლოებული მედია ორგანიზაციის Firat News Agency-ისგან გახდა ცნობილი.როგორც მანამდე, 9 მაისს, „ქურთისტანის მუშათა პარტიამ“ განაცხადა, კვირის დასაწყისში ჩატარებულ შეკრებაზე „ისტორიული“ გადაწყვეტილებები მიიღო. მედიისთვის კი ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ეს გადაწყვეტილება სწორედ მათ დაშლასა და განიარაღებას ეხება.27 თებერვალს ქურთების პარტიის ლიდერმა, აბდულა ოჯალანმა, რომელიც 1999 წლის შემდეგ თურქეთის ციხეში იმყოფება, თავის მომხრეებს განიარაღებისა და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა. პირველ მარტს ქურთისტანის მუშათა პარტიამ გამოაცხადა ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტა, თუმცა დაამატა პირობები, მათ შორის, სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა.როგორც მედიისთვისაა ცნობილი, „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ შეკრება 5-7 მაისს ჩრდილოეთ ერაყში, ორ ადგილას ჩატარდა. ჯგუფი 1984 წლიდან ხელმძღვანელობდა შეიარაღებულ აჯანყებას, რომელმაც ათიათასობით სიცოცხლე შეიწირა. ის ტერორისტულ გაერთიანებად არის გამოცხადებული თურქეთისა და მისი დასავლელი მოკავშირეების მიერ.

აკაკი ჯინჭარაძე თბილისის მსოფლიო თასის გამარჯვებულია

აკაკი ჯინჭარაძე (+107 კგ) თბილისში მიმდინარე პარაძალოსანთა მსოფლიო თასის გამარჯვებულია. პარალიმპიადის ორგზის მედალოსანმა და ევროპის ჩემპიონმა ქართველმა ძალოსანმა ინდივიდუალურ შეჯიბრში 240 კგ ასწია, სამი მისვლის ჯამში 475 კგ ჩათვალა და საქართველოს ნაკრებს ორი ოქროს მედალი მოუტანა.თბილისის მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს შოთა ომარაშვილმა, თემო დადიანმა, მირანდა გიგაშვილმა და თამარ ჩალათაშვილმა.საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასზე სხვადასხვა წონით კატეგორიაში 28 პარასპორტსმენით გამოვიდა – 20 ვაჟი და 8 ქალი.მსოფლიო თასის ორგანიზატორი და მასპინძელი საქართველოს პარალიმპიური კომიტეტია.

ბოლო სიახლეები