სამშაბათი, იანვარი 20, 2026

გიორგი შარაშიძე – რატომ ჩათვალა ვინმემ, რომ „ოცნება“ ერთ დღეს გახდებოდა კეთილი, ჰუმანური და ემპათიური რეჟიმი?

„ოცნებამ“ გუშინ საზოგადოებას თავისი ნამდვილი სახე აჩვენა, ეს იყო პირდაპირი შურისძიება იმ ადამიანების მიმართ, ვინც არ აღიარებს დანაშაულს და პრეზიდენტის ინსტიტუტს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანებმა სიცივესა და თოვლში მთელი დღე გაატარეს.

„არაადამიანურად მოპყრობას გავუტოლებდი. არაადამიანური მოპრობა არ ნიშნავს მხოლოდ ციხეებში ადამიანებზე ძალადობას და ფიზიკურ ძალადობას. არაადამიანური მოპრობა შეიძლება იყოს ასევე ემოციური, ფსიქოლოგიური ძალადობა ადამიანებზე და სწორედ ასეთი ტიპის მოპყრობასთან გვქონდა გუშინ საქმე. ნაცვლად იმისა, რომ ხალხს ეზეიმა ნათლისღების დღესასწაული, „ქართულმა ოცნებამ“ ამ უტიფარი ჟესტით ეს დღე ფაქტობრივად მთელ საქართველოს ჩაამწარა“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

რაც შეეხება შეწყალებასთან დაკავშირებულ მოლოდინებს, გიორგი შარაშიძე აცხადებს, რომ ვერ ხვდება, რატომ ჩათვალა ვინმემ, რომ „ოცნება“ ერთ დღეს გახდებოდა კეთილი, ჰუმანური და ემპათიური რეჟიმი.

„რა შეიცვალა? „ოცნების“ ბოლო შეწყალება გიორგობას იყო, 23 ნოემბერს და მართლაც გაუგებარია, რა შეიცვალა ბოლო ორ თვეში, რომ „ოცნება“ ასეთი კეთილი გამხდარიყო და შეეწყალებინა პატიმრები. რომც ვიხილოთ ამ ადამიანების ნაწილი შეწყალებულთა სიაში, იმდენად მძიმე საყურებელი იყო, გუშინ მთელი დღის განმავლობაში რაც ხდებოდა, ამ სიხარულსაც ხაზს გადაუსვამს „ქართული ოცნება“ საკუთარი საქციელით. ეს ერთადერთი შეფასება შეიძლება გაკეთდეს. „ოცნებამ“ გამოავლინა საკუთარი სახე და დაადასტურა, რომ ამ რეჟიმს ჰუმანურობასთან, შემწყნარებლობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. რომც გადადგას ნაბიჯი და შეიწყალოს უკანონო პატიმრები, ნებისმიერ შემთხვევაში ამას გააკეთებს პოლიტიკური მიზნებისთვის. მიზანი კი მას აქვს ერთადერთი, როგორმე ყველაფრის ფასად შეინარჩუნოს ძალაუფლება“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს თამარ მემანიშვილი უხელმძღვანელებს

სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელად თამარ მემანიშვილი დაინიშნა.ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ და პირველმა მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა წარუდგინეს.მინისტრმა თამარ მემანიშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.განათლების სამინისტროს ინფორმაციით, თამარ მემანიშვილს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს იკავებდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის, საქართველოს პარლამენტის ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის ანალიზისა და ინსტიტუციური განვითარების განყოფილების უფროსის თანამდებობებს, იყო საქართველოს შსს აკადემიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი.თამარ მემანიშვილმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ნინო წერეთელი შეცვალა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანს კატარის ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა უმასპინძლა

კატარის სახელმწიფოში ვიზიტით მყოფმა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა კატარის ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, შეიხ საუდ ბინ აბდულრაჰმან ალ თანისთან შეხვედრა გამართა.ირაკლი ჩიქოვანმა მას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრებმა ორმხრივი კავშირების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და იმედი გამოთქვეს, რომ დადებითი დინამიკა, რაც საქართველოსა და კატარის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის განვითარების კუთხით არსებობს, მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები განიხილეს, რაც ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას.საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი კატარის სახელმწიფოს დედაქალაქ დოჰაში კოლეგის მიწვევით იმყოფება. თავის მხრივ, ირაკლი ჩიქოვანმა შეიხ საუდ ბინ აბდულრაჰმან ალ თანი საქართველოში მიიწვია.ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი დოჰაში გამართულ საერთაშორისო სამხედრო გამოფენასაც დაესწრო.ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ანდრო ჭიჭინაძე – გამორიცხულია რომელიმე სისხლის სამართლის დანაშაულის აღიარება, რადგან არანაირი სისხლის სამართლის დანაშაულს ადგილი არ ჰქონია – სხვა რეალობა უნდათ შემოგვთავაზონ, მაგრამ რეალობა...

არც ერთ ეტაპზე, გამორიცხულია რომელიმე სისხლის სამართლის დანაშაულის აღიარება, რადგან არანაირი სისხლის სამართლის დანაშაულს ადგილი არ ჰქონია, - ამის შესახებ ჯგუფურ მოქმედებაში მსჯავრდებულმა მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.მან მას შემდეგ, რაც მისმა ადვოკატებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს, მცირე სიტყვით ისარგებლა.„მადლობა იმისთვის, რომ მოხერხდა დავტეულიყავით. წინა სასამართლოებში მსგავს შუამდგომლობებს არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. ბევრს არ ვილაპარაკებ, ამ ადამიანებს, წინ რომ გვისხედან , უნდათ, რომ რეალობა დაგვანახონ სხვანაირად, ვგულისხმობ იმას, რომ სხვა რეალობა უნდათ შემოგვთავაზონ, მაგრამ რეალობა ერთია... არც ერთ ეტაპზე, გამორიცხულია რომელიმე სისხლის სამართლის დანაშაულის აღიარება, რადგან არანაირი სისხლის სამართლის დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. იმ „მტკიცებულებით“, რაც პროკურატურას აქვს მოტანილი, მაქსიმუმ, შეიძლება ადმინისტრაციულ დანაშაულზე ვისაუბროთ. რეალობის სხვანაირად წარმოჩენის მცდელობაა და ეს ამბავი არ გამოვა. როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, რეალობა ერთი იქნება“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი - ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა - ისინი ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის ცნო დამნაშავედ.მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა თითოეულ ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.დაკავებულ 11 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს. მოსამართლე გალუსტაშვილმა აღნიშნული ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც ჯგუფურ მოქმედებაში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს, რამაც საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია.პროკურატურა მსჯავრდებულების დამნაშავედ ცნობას თავდაპირველად წარდგენილი მუხლით ითხოვს, დაცვის მხარე კი საერთოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

ვირუსული ვიდეო ბათუმიდან: HungryManTV-მ კურიერს სკუტერი აჩუქა

ბათუმში სოციალურ შემოქმედებითმა ვიდეოპროექტმა HungryManTV კიდევ ერთხელ   გააოცა საზოგადოება.HungryManTV (განსაკუთრებით ცნობილი ქართულად „Hungryman – ჰანგრიმენი“) არის პოპულარული YouTube და სოციალური მედიის არხი, რომლის მთავარი მიზანია გასართობი და სოციალურად სტიმულირuvchi ვიდეოების შექმნა სხვადასხვა челენჯებით, გამოწვევებითა და ექსპერიმენტებით, რომლებიც ყოველდღიურ ადამიანებთან და თემებთან მუშაობენ.ამჯერად, ჰანგრიმენი-მ Glovo კურიერი გოგონა, რომელიც ველოსიპედით მუშაობდა, მოულოდნელად სკუტერით დაასაჩუქრა, როგორც ხელშეწყობის და მხარდაჭერის სიმბოლო — ვიდეოში ჩანს კურიერის განცდა და რეაქცია, რაც სწრაფად ვრცელდება სოციალურ ქსელში და იწვევს პოზიტიურ გამოხმაურებებს.  

გოჩა და შორენა – ჩერტკოევების საოცრად შესრულებულმა სამბამ ამერიკელები აღაფრთოვანა

აი თურმე როგორ ცეკვავენ გოჩა და შორენა – ჩერტკოევების საოცრად შესრულებულმა სამბამ ამერიკელები აღაფრთოვანა

ბოლო სიახლეები