ოთხშაბათი, მარტი 11, 2026

გიორგი შარაშიძე – მარკ რუტეს განცხადება ადასტურებს, რომ საქართველო ამოვარდნილია გლობალური პროცესებიდან, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანა იზოლაციაში მოაქციოს

მარკ რუტეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო სრულიად ამოვარდნილია მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესებიდან, რასაც ყველა ქვეყანა, მათ შორის ჩვენი მეზობლები, სომხეთი და აზერბაიჯანი თავისი ქვეყნების სტრატეგიული ინტერესებისთვის იყენებენ, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანა იზოლაციაში მოაქციოს.

„სამწუხაროდ, საქართველოს შემთხვევაში სრულიად საპირისპიროს ვხედავთ. შეიძლება, ეს არ იყოს უზარმაზარი მნიშვნელობის მოვლენა, მაგრამ სულ რამდენიმე დღის წინ იყო „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ნატო-ს საინფორმაციო ცენტრის გაუქმების შესახებ, რაც არ შეესაბამება ჩვენ სტრატეგიულ ინტერესებს. „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანა იზოლაციაში მოაქციოს, დააშოროს როგორც ნატო-ს, ისე ევროკავშირის პერსპექტივას და სტრატეგიული პარტნიორების გარეშე დატოვოს პირისპირ ჩვენს მთავარ მტერთან, რუსეთთან. ეს ძალიან სარისკო ნაბიჯია და საქართველოში, ამ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის, ჩვენი განვითარებისთვის უზარმაზარ რისკებს შეიცავს“, – განაცხადა შარაშიძემ.

ცნობისთვის, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა: „საქართველოსთან თანამშრომლობა გვაქვს, შეშფოთებულები ვართ იმით, რაც ხდება და ეს ვაცნობეთ ქართველებს“. 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„სიენენი“ – ირანმა დაიწყო ნაღმების განთავსება ჰორმუზის სრუტეში

ირანმა დაიწყო ნაღმების განთავსება ჰორმუზის სრუტეში, მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან ენერგეტიკულ „ვიწრო წერტილში“, რომელიც ნედლი ნავთობის დაახლოებით ერთ მეხუთედს ატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.წყაროების ინფორმაციით, დანაღმვა მასშტაბური არ ყოფილა, ბოლო დღეებში მხოლოდ რამდენიმე ათეული ნაღმი განთავსდა.„სიენენის“ ცნობით, „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ საკმარის შესაძლებლობებს ფლობს, წყლებში ასობით ნაღმისა და ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული ნავების განსათავსებლად.„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“, რომელიც ამჟამად ფაქტობრივად აკონტროლებს სრუტეს ირანის საზღვაო ფლოტთან ერთად, მანამდე დაიმუქრა, რომ სრუტეში გამავალ ნებისმიერ გემს თავს დაესხმებოდა და არხი ომის დაწყების დღიდან ფაქტობრივად დაკეტილია.

კეროლაინ ლევიტი – პრეზიდენტი ტრამპი გადაწყვეტს, როდის იქნება ირანი უპირობო დანებების პოზიციაში – რაც შეეხება სამხედროების შესვლას, ის არ გამორიცხავს ვარიანტებს

პრეზიდენტი ტრამპი გადაწყვეტს როდის იქნება ირანი უპირობო დანებების პოზიციაში. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა.“როდესაც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ ირანი უპირობო დანებების პოზიციაშია, ის არ ამბობს, რომ ირანული რეჟიმი თავად გამოვა და იტყვის ამას. პრეზიდენტი იმას გულისხმობს, რომ ირანის საფრთხეებს ზურგს აღარ გაუმაგრებს ბალისტიკური რაკეტების არსენალი.შემიძლია ცარიელი მუქარა გავაჟღერო, მაგრამ თუ ქმედებებით არ გავამყარებ, ეს ცარიელი მუქარაა.ასე რომ, პრეზიდენტი ტრამპი გადაწყვეტს, როდის იქნება ირანი უპირობო დანებების პოზიციაში, როდესაც აღარ წარმოადგენენ ანგარიშგასაწევ და პირდაპირ საფრთხეს აშშ-სა და ჩვენი მოკავშირეებისადმი”, - განაცხადა ლევიტმა.თეთრი სახლის პრესმდივანმა ასევე ირანში ამერიკელი სამხედროების შესვლის შესაძლებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ტრამპი ამ ვარიანტს არ გამორიცხავს.“რაც შეეხება სამხედროების შესვლას, პრეზიდენტმა არაერთხელ ისაუბრა ამაზე. ბრძნულად, ის არ გამორიცხავს ვარიანტებს, როგორც ჩვენი მთავარსარდალი”, - განაცხადა ლევიტმა.

ცოტნე კობერიძე – ადამიანებს სიტყვის თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი რამისთვის არ მიგვიღწევია და ახლა ამის ეროზია ხდება მთელ სამყაროში, ჩვენთანაც ფეხს იკიდებს, უბრალოდ, ამის იქით სხვა...

ზიანის პრინციპის დადგენა ძალიან რთულია, როცა ჩვენ ვსაუბრობთ სიტყვაზე და გამოხატვაზე, რადგან გარდა გამომხატველისა, მნიშვნელოვანია, ვისაც ის მიემართება, რას აღიქვამს შენი სიტყვიდან, – ასე უპასუხა პოლიტიკოსმა, ცოტნე კობერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ წამყვანის შეკითხვას, „არის თუ არა მისთვის მისაღები გამოხატვის თავისუფლება ნებისმიერი ფორმით და სიძულვილის ენა შესაძლებელია თუ არა, გამოყენებული იყოს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში“.შეკითხვაზე, „რამდენად ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მაგალითად, ადამიანისთვის მონის დაძახება“, ცოტნე კობერიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ეს სასამართლოში დამტკიცდა.„მე პირადად, ბიძინას მონა დავუძახე ღარიბაშვილს, ბათუმში, რამდენიმე წლის წინ და სასამართლომ გამამართლა. ანუ, სიტყვის თავისუფლების სტანდარტში ეს ჯდებოდა. ახლა რაღაცები შეიცვალა კანონში ცვლილების მიღმაც, მაგრამ აქ ყველაფერი მაინც ხელისუფლების ნებაზეა, იმ დროს რა როგორ უნდა. მკაფიოდ ამოვდივარ მაინც ზიანის პრინციპზე, რომ სადღაც კონკრეტული შემთხვევა მოხდა და შემდეგ ამით შეგიძლია, ახსნა, რომ სიტყვის თავისუფლება შეზღუდო. ისე, უბრალოდ, სიტყვის თავისუფლების შეზღუდა შეუძლებელი კონცეპტია.დღეს მეც რომ შემეზღუდოს სიტყვის თავისუფლება, ვთქვათ, უზრდელი სიტყვების თქმა, ხვალ მოვიდე გადაცემაში და ჩემი ოპონენტი, რომელსაც შეიძლება, ვერ ვიტანდე, ვაქო, იხაროს შენმა გამზრდელმა, იხაროს დედაშენმა, რა მაგარი კაცი ხარ-თქო, ხომ ყველა მიხვდება, რომ ჩემში სხვა მოტივია ჩადებული და სხვა რაღაც ხდება?“, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.შეკითხვაზე, „ვინ ადგენს და როგორ დგინდება ზიანის მასშტაბი“, – ცოტნე კობერიძემ აღნიშნა, რომ როცა არსებობს სასამართლო და ენდობი, ის ადგენს, კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, შენმა ნათქვამმა გამოიწვია თუ არა ზიანი.ცოტნე კობერიძის განცხადებით, მეტროში ჩასვლისას ვიღაც ადამიანმა მას ქვეყნის გამყიდველი უწოდა.„ქვეყნის გამყიდველი დამიძახა მეტროში. ვფიქრობდი, ასეთი რა გავყიდე ეს ქვეყანა-თქო? მეტი საშუალება არ მაქვს, მაგრამ იმ ადამიანის პოზიცია იყო. შეიძლება, ჩემზე მეტად ვერავინ იხეიროს, ასეთი კანონი რომ არსებობდეს, მაგრამ რა ვუთხარი იმ პოლიტიკოსს, რომელიც მაგ შიშის გამო სიტყვის თავისუფლებას შეზღუდავს. არ მინდა, ვინმეს კანონის შიშის გამო მოვწონდე, ვუყვარდე, ასე გამოხატავდეს და სულ სხვანაირად ცხოვრობდეს. ეგ იყო საბჭოთა კავშირში, როცა ორნაირი მორალი არსებობს, ერთი საგარეო მორალი, კინო, თეატრი, რაშიც იმყოფები და მეორე იმის მიღმა რაც ხდება. ჩვენ ვიცით, რომ იმის მიღმა ერთმანეთისადმი სიძულვილი არსებობს. ნანახი გვაქვს პლაკატები პოლიტიკოსების, სისხლიანი ბანერები არსებობს, მთელი თბილისი იყო ასე და ჩვეულებრივი ამბავი იყო. ყველაზე კარგი პოლიციელი ამ შემთხვევაში არის საკუთარი სინდისის ხმა. საკუთარი სინდისის ხმა არის პოლიცია, რომელიც ყველგან დაგყვება. შენ იმ ხმის თუ არ გჯერა და ასეთი კულტურა ჩვენ არ გვაქვს, რომ საკუთარი სინდისის ხმა გვაკავებს, ეს პოლიციელი გავხადოთ სახელმწიფო – მივიღებთ ბევრად ცუდ შედეგებს. უბრალოდ, ვერც შედეგს ვერ მივიღებთ და ეს ბერკეტი გამოყენებული იქნება მაშინ, როცა ვიღაც შენ არ მოგეწონება“, – განაცხადა კობერიძემ.მისივე თქმით, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი რამისთვის ადამიანებს ბოლო საუკუნეში არ მიგვიღწევია და ახლა ამის ეროზია ხდება მთელ სამყაროში.„სამწუხაროდ, ჩვენთანაც ფეხს იკიდებს და ძალიან პოპულარული ხდება, რადგან ბევრი ადამიანია „ფეისბუქით“ ნაწყენი. უბრალოდ, ამის იქით კიდევ უფრო სხვა პრობლემები გამოჩნდება“, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.

„საქართველოშიც გმართებთ ყურადღება… შეეცადეთ ნაკლებად მოხვდეთ საკონსულოებთან, მეტროებთან” – გოგა მანია

გოგა მანია სოციალურ ქსელში მორიგ წინასწარმეტყველებას ავრცელებს.„09.03.2026 ახალი ჩანაწერი.ევროპის არცერთი ქვეყანა არ არის დაცული!! მეტი ყურადღება გამოიჩინეთ და შეეცადეთ ნაკლებად მოხვდეთ საკონსულოებთან, სალოცავებთან და ქვედანაყოფ ბაზებთან, მეტროებთან.ეს არ ეხება მხოლოდ ევროპას ( საქართველოშიც გმართებთ ყურადღება.. მეზობელი ქვეყნების ჩათვლით. ამერიკაში იქნება არაერთი აფეთქება!! გააზიარეთ 2028 წლამდე მსოფლიო მასშტაბით დავკარგავთ სულ ცოტა 12% ამას დაემატება ვულკანური ამოფრქვევებიც !!! საქართველო ყველაზე მეტად არის დაცული, თუმცა ახლა დიდი ყურადღება გმართებთ !!! ჩემი ჩანაწერებიდან რომელიც ყველაზე დაცულ ადგილას ვინახავთ! სანამ თქვენამდე მოვიტან ინფორმაციას მერწუნეთ უდიდესი ტკივილის ქვეშ მიწევს ყოფნა!!! მეტად დააფასეთ და გიყვარდეთ ერთმანეთი!!!! გააზიარეთ !!!",- წერს გოგა მანია. 

CNN: ფასების ზრდის ფონზე ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები რუსულ ნავთობზე სანქციების შემსუბუქებას განიხილავენ

ტრამპის ადმინისტრაციამ განიხილა რუსულ ნავთობზე სანქციების შემდგომი შემსუბუქების საკითხი - ეს არის ენერგომატარებლებზე იმ მზარდ ფასებთან ბრძოლის გადაუდებელი ძალისხმევის ნაწილი, რომელიც ირანთან ომმა გამოიწვია, - განუცხადეს CNN-ს ინფორმირებულმა წყაროებმა.ამ პოტენციური ნაბიჯის მიზანი ნავთობის გლობალური მიწოდების გაძლიერება და ჰორმუზის სრუტის მეშვეობით გადაზიდვების ფაქტობრივი შეჩერების დაბალანსებაა, რამაც გასული კვირის განმავლობაში ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.ორშაბათს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიანიშნა ამ სანქციების შესაძლო შემსუბუქებაზე და პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ჩვენ გვაქვს სანქციები დაწესებული გარკვეულ ქვეყნებზე“ და „ჩვენ ვაპირებთ მოვხსნათ ეს სანქციები, სანამ ვითარება არ გამოსწორდება“.გასულ კვირას ხაზინის დეპარტამენტმა ინდოეთს დროებითი ნებართვა მისცა, შეიძინოს უკვე ზღვაში მყოფი რუსული ნავთობი აშშ-ის მხრიდან სანქციების გარეშე. თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება კრემლისთვის „მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს“ არ მოიტანს, რადგან ნავთობი ისედაც გამოუყენებლად იდგა სანაპიროსთან ტანკერებში.მას შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სანქციების დამატებით შემსუბუქებაზე იმსჯელეს, თუმცა საკითხში ჩახედული პირები აცხადებენ, რომ ამგვარი ქმედების მასშტაბსა და ფარგლებზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

ბოლო სიახლეები