ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025

გიორგი ტყემალაძე – წლების წინ გვქონდა ამბიცია, რომ ავტობუსების პარკი სრულად განახლებულიყო, თუმცა იყო გარკვეული შიშებიც – დღეს ეს უკვე რეალობაა

ბოლო წლების დაპირება იყო 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანა და ეს შესრულებულია, – ამის შესახებ ვიცე-მერმა, გიორგი ტყემალაძემ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შეჯამებისას განაცხადა.

გიორგი ტყემალაძემ საზოგადოებას წარუდგინა ბოლო წლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებული პროექტები.

„ჩვენ თავიდანვე დავაანონსეთ, რომ დედაქალაქს 10 სატრანსპორტო დერეფანი ექნებოდა და დღეს ეს ყველაფერი დასრულებულია. გვაქვს შესაძლებლობა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დავაკავშიროთ ყველა დიდ გამზირს. ეს არეალი კრავს ყველა რაიონს ერთმანეთთან. საუბარია 12 და 18-მეტრიან ავტობუსებზე, რომლებიც კიდევ უფრო კომფორტს ქმნის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლისთვის. წლების წინ გვქონდა ამბიცია, თუმცა იყო გარკვეული შიშებიც, რამდენად შესაძლებელი იქნებოდა ავტობუსების პარკის განახლება. დღეს კი უკვე რეალობაა და 900-ზე მეტი ახალი ავტობუსი გვყავს. ასევე, ბოლო წლების დაპირება იყო 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანა და ესეც შესრულებულია. ასევე, გვაქვს მიკროავტობუსების განახლებული პარკი“, – აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.

რაც შეეხება მეტროპოლიტენის რეაბილიტაციას, მისი თქმით, მეტროს დაემატა 27 ერთეული ვაგონი; კაპიტალურად შეკეთდა 138 ერთეული ვაგონი; რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია ჩაუტარდა მეტროსადგურებს „გოცირიძე“ და „ავლაბარი“; გაფორმდა ხელშეკრულება 12 მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების კონცეპტუალური პროექტის მოსამზადებლად.

ვიცე-მერის თქმით, უახლოეს მომავალში გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება და მეტროს 111 ერთეული ახალი ვაგონი დაემატება.

ამასთან, გიორგი ტყემალაძემ ისაუბრა ინტეგრირებული ტარიფისა და უფასო სამგზავრო აბონემენტის პროექტზეც, რომელიც მუნიციპალიტეტმა განახორციელა.

„საკმაოდ მნიშვნელოვანია ინტეგრირებული სატარიფო სისტემის დანერგვა, რაც ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადახდის ერთ აბონემენტში გაერთიანებას გულისხმობს. მთაწმინდის საბაგირო არის ჩვენი ქალაქის ისტორიის ნაწილი და სავიზიტო ბარათი. დღეს უკვე საბაგიროც ინტეგრირებულია სატრანსპორტო სქემაში და ესეც მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გთხოვთ გავავრცელოთ-27 წლის ნოდარ ნაცვლიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

27 წლის ნოდარ ნაცვლიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება.ნოდარ ნაცვლიშვილს 2023 წელს დაუდასტურდა მწვავე მიელოიდური ლეიკემია (AML). დიაგნოზის მიღებისთანავე ოჯახმა დაუყოვნებლივ დაიწყო მკურნალობა. საქართველოში ჩატარებული ქიმიოთერაპიების შემდეგ ნოდარ ნაცვლიშვილი გადაიყვანეს სტამბოლის Florence Nightingale Hospital-ში, სადაც ჩაუტარდა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია.დაავადებამ რეციდივი განიცადა, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული გახდა.ანალიზებისთვის საჭიროა 20 000 დოლარი, მკურნალობის კურსი კი შეადგენს 200 000 დოლარს. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშებზე:🔸„საქართველოს ბანკი“: GE09BG0000000100913919მიმღები:  მარიამ ოდიკაძე.🔹„თიბისი“ ბანკი: GE32TB7456545064300016მიმღები: ნინო ნაცვლიშვილი.

აშშ-ის ავიამზიდი USS Ford მომდევნო კვირაში ისრაელის სიახლოვეს, ხმელთაშუა ზღვაში განთავსდება

აშშ-ის ავიამზიდი USS Ford მომდევნო კვირაში ისრაელის სიახლოვეს, ხმელთაშუა ზღვაში განთავსდება. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.ეს მესამე ავიამზიდია, რომელიც ისრაელ-ირანის დაპირისპირების ფონზე, კონფლიქტის ზონის სიახლოვეს აშშ-მა გადაიყვანა.ამასთან, გზაშია კიდევ ერთი ავიამზიდი, რომელიც სავარაუდოდ „კარლ ვინსონს“ ჩაანაცვლებს.

ავარია სამეგრელოში – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

სამეგრელოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ჭალადიდი ფოთის დამაკავშირებელ გზაზე.ამ წუთებში, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები. შემთხვევის გამო, მოძრაობა დროებით შეფერხებულია.ამ ეტაპზე უცნობია, არიან თუ არა შემთხვევის შედეგად დაშავებულები.

დღეს, დავით ყიფიანი 74 წლის გახდებოდა.

დღეს, 18 ივნისს, დავით ყიფიანი 74 წლის გახდებოდა. თბილისის „დინამოს“, ქართული ფეხბურთისა და ზოგადად, ქართული სპორტის ლეგენდა ისტორიაში.დავით ყიფიანი 1951 წლის 18 ივნისს თბილისში დაიბადა. თამაშობდა თბილისის „ლოკომოტივში“, თბილისის „დინამოში“ და საბჭოთა კავშირის ნაკრებში. იყო პერიოდი, „დინამოში“ ადგილი ვერ დაიმკვიდრა და დროებით ისევ „ლოკომოტივში“ დაბრუნდა.მაგრამ მოთამაშე, რომელზეც თქვეს, რომ „ამისგან ფეხბურთელი არ გამოვიდოდა“, საბოლოოდ ისტორიაში კახი კავსაძის ცნობილი სიტყვებით შევიდა – „ის იყო ხალხის სიხარული“.ნიჭიერი მოთამაშე ისევ „დინამოში“ მიიწვიეს, პოზიცია შეუცვალეს და 26 წლის ასაკში დაიწყო ისტორია მოთამაშის, რომელმაც გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული სახელი დატოვა. საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 245 მატჩი, გაიტანა 79 გოლი; საბჭოთა კავშირის ეროვნულ ნაკრებში – 19 მატჩი, 7 გოლი; ევროტურნირებზე – 35 მატჩი, 16 გოლი. სულ ოფიციალურ შეხვედრებში გატანილი აქვს 106 გოლი. იყო ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1976), ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშების გამარჯვებული (1981). 1977 წელს აღიარეს საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო ფეხბურთელად. რვაჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.დავით ყიფიანი კარიერის შემდეგ ავარჯიშებდა თბილისის „დინამოს“, თბილისის „ლოკომოტივს“, ნიქოზიის „ოლიმპიაკოსს“, ქუთაისის „ტორპედოს“, იაროსლავლის „შინიკს“ და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. მისი ხელმძღვანელობით „დინამო“ (1990, 95, 96, 97) და „ტორპედო“ (2000, 01) საქართველოს ჩემპიონები გახდნენ, ხოლო „დინამომ“ (1995, 96, 97) და „ტორპედომ“ (2001) საქართველოს თასი მოიპოვეს.ქართული ფეხბურთის ლეგენდა 2001 წლის 17 სექტემბერს, 50 წლის ასაკში ავტოავარიაში გარდაიცვალა. 2011 წლის 17 მაისს, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად – დავით ყიფიანს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა. დავით ყიფიანის სახელობისაა საქართველოს საფეხბურთო თასი და გურჯაანის ცენტრალური სტადიონი.

დონალდ ტრამპი – ისრაელის პრემიერ-მინისტრს ვუთხარი – განაგრძე, მას ყოველდღე ვესაუბრები, კარგი ადამიანია და ბევრს აკეთებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ირანში კამპანიის გაგრძელებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.„მე ვუთხარი – განაგრძე. მას ყოველდღე ვესაუბრები. ის კარგი ადამიანია და ბევრს აკეთებს“, – აღნიშნა ტრამპმა.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ თავად ბენიამინ ნეთანიაჰუს ისრაელში მოქალაქეები ძალიან უსამართლოდ ეპყრობიან.ტრამპმა „სიენენის“ კითხვაზე, ხომ არ მიუნიშნებია ნეთანიაჰუსთვის, რომ აშშ-მ შესაძლოა, დახმარება გაუწიოს იმაზე მეტად, ვიდრე აქამდე, ტრამპი ამბობს, რომ – არა.

ბოლო სიახლეები