გიორგი მამარდაშვილი შესაძლოა „სევილიასთან“, ლა ლიგის მე-19 ტურის შეხვედრაში „ვალენსიის“ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდეს, – ამის შესახებ გამოცემა Jornadaperfecta წერს.
საქართველოს ნაკრების მეკარემ ესპანეთის თასის (კოპა დელ რეი) 1/16 ფინალური შეხვედრა გამოტოვა „ელდენსესთან“, რომელიც „ვალენსიამ“ სტუმრად 2:0 მოიგო.
„ხოსე გაიამ, გიორგი მამარდაშვილმა და მუხტარ დიახაბიმ გუნდთან ერთად ივარჯიშეს. მართალია, მათ „ელდენსესთან“ კოპა დელ რეის მატჩი გამოტოვეს, თუმცა გუნდი მათ დაბრუნებას ელოდება.
მიზანი ლა ლიგის მე-19 ტურში, „სევილიასთან“ შეხვედრისთვის რაც შეიძლება მეტი წამყვანი ფეხბურთელის დაბრუნებაა, განსაკუთრებით გაიასა და მამარდაშვილის. დიახაბის მდგომარეობა ასეთივე დამაიმედებელი არ არის და „ვალენსიაში“ მეტი მოთმინება დასჭირდებათ.
მომდევნო შაბათს „სანჩეს პისხუანზე“ „ვალენსიისა“ და „სევილიას“ მატჩამდე ჯერ კიდევ დიდი დრო რჩება. თუმცა, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორივე მოთამაშის მოედანზე დაბრუნების დიდი შანსია.
მამარდაშვილის შემთხვევაში ისე ჩანდა, რომ შეეძლო, მადრიდის „რეალთან“ თამაშიც, თუმცა ახლა, საბოლოოდ მომჯობინდა და როგორც ჩანს, მისი დაბრუნება ახლოსაა“, – წერს Jornadaperfecta.
ლა ლიგის მე-19 ტურის შეხვედრას „ვალენსია“ „სევილიასთან“ 11 იანვარს, თბილისის დროით 23:55 საათზე გასვლაზე გამართავს.