ხუთშაბათი, ნოემბერი 5, 2026

გიორგი კვირიკაშვილმა ლიტველ კოლეგას უმასპინძლა


“ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, მოხარული ვარ, რომ გმასპინძლობთ თბილისში. ეს ვიზიტი სიმბოლურია ორივე მხარისთვის, რამდენადაც ჩვენ აღვნიშნავთ რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავს. მოხარული ვართ, რომ გვაქვს ძალიან მაღალი დონის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები და ძალიან პოზიტიური დინამიკა. კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება თბილისში. ლიტვა არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერი, რისთვისაც ჩვენ ძალიან დიდ მადლობას გიხდით”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტმა „Horizon Europe“-ის კიდევ ერთ საერთაშორისო საგრანტო პროექტში გაიმარჯვა

„ჰორიზონტი ევროპის“ ფარგლებში დაფინანსებულ WARIE პროექტში მონაწილეობა ჩვენი უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალის, პროფესიონალიზმისა და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში დამკვიდრებული მაღალი რეპუტაციის კიდევ ერთი დასტურია. გულითადად ვულოცავ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო წარმატებას. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჩვენი მეცნიერები მონაწილეობენ ისეთ მასშტაბურ საერთაშორისო ინიციატივაში, რომელიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებას, ინოვაციური კვლევების ხელშეწყობასა და საქართველოს ევროპულ სამეცნიერო სივრცესთან კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაციას ემსახურება. ეს წარმატება ნათლად აჩვენებს, რომ ქართულ მეცნიერებას აქვს როგორც ინტელექტუალური რესურსი, ისე საერთაშორისო კონკურენციისთვის აუცილებელი პროფესიული შესაძლებლობები“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემი9კოსი დავით გურგენიძე აცხადებს.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამის - „ჰორიზონტი ევროპა“ (Horizon Europe) - ფარგლებში დაფინანსებული კიდევ ერთი საერთაშორისო სამეცნიერო პროექტის, WARIE-ის, განხორციელებაში მონაწილეობს. პროექტი, რომლის საერთო ბიუჯეტი 4,2 მილიონ ევროს აღემატება და განხორციელების ვადა ოთხი წელია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ხელოვნური ინტელექტის სფეროში კვლევებისა და ინოვაციების განვითარებას, სამეცნიერო სრულყოფილების ხელშეწყობასა და ევროპულ კვლევით სივრცესთან ინტეგრაციის გაძლიერებას ისახავს მიზნად. პროექტის ოფიციალური გახსნა და პირველი სამუშაო შეხვედრა სომხეთის დედაქალაქ ერევანში გაიმართა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, WARIE - „ხელოვნური ინტელექტის სფეროში კვლევებისა და ინოვაციების გაფართოება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამეცნიერო სრულყოფილების მისაღწევად“ (Widening AI Research and Innovation for Excellence in the Eastern Partnership) - დაფინანსებულია 2025 წლის „ჰორიზონტი ევროპის“ პროგრამის ევროპული სრულყოფილების ინიციატივის (European Excellence Initiative) ფარგლებში. ოთხწლიანი საერთაშორისო პროექტის კოორდინატორია სომხეთის ინფორმატიკისა და ავტომატიზაციის პრობლემების ინსტიტუტი. კონსორციუმი აერთიანებს 13 წამყვან სამეცნიერო-კვლევით და საგანმანათლებლო დაწესებულებას სომხეთიდან, საქართველოდან, მოლდოვიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ფინეთიდან, შვეიცარიიდან და შვედეთიდან. საქართველოდან პროექტში ჩართულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის წარმომადგენლობით, და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.ორდღიანი ღონისძიება ოფიციალურად გახსნა სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ჟანა ანდრეასიანმა. გახსნის ცერემონიაზე მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა „ჰორიზონტი ევროპის“ ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, რეგიონისა და ევროპის წამყვან საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებთან მდგრადი პარტნიორობის ჩამოყალიბებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების აუცილებლობაზე. ღონისძიებაში მონაწილეობდა სომხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, პროფესორი გია შერვაშიძე, რომელმაც თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა საქართველოს როლს რეგიონული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებასა და საერთაშორისო აკადემიური კავშირების გაძლიერებაში.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან პროექტის გახსნის ღონისძიებასა და პირველ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, პროფესორი გიორგი გიორგობიანი, და სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტ „ტექინფორმის“ დირექტორის მოადგილე, პროფესორი მარიამ რაზმაძე. შეხვედრის ფარგლებში კონსორციუმის წევრებმა განიხილეს პროექტის ძირითადი ამოცანები, სამუშაო მიმართულებები, განხორციელების მექანიზმები და პარტნიორ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კვლევითი შესაძლებლობების გაერთიანებას, ევროპული სამეცნიერო ცენტრების გამოცდილების გაზიარებასა და პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის კოორდინირებულ განხორციელებას.როგორც პროფესორმა გიორგი გიორგობიანმა აღნიშნა, WARIE პროექტში მონაწილეობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაფართოებლად და ევროპულ კვლევით პროგრამებში უნივერსიტეტის პოზიციების გასაძლიერებლად.„WARIE-ის ბიუჯეტი 4,2 მილიონ ევროს აღემატება, ხოლო მისი განხორციელების ვადა ოთხი წელია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილეობა პროგრამაში „ჰორიზონტი ევროპა“ თანმიმდევრულად ფართოვდება. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის კოორდინატორობითა და პარტნიორობით გაფორმდა სამი საგრანტო შეთანხმება, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 8 მილიონი ევროა. ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობა და საერთაშორისო პარტნიორული კავშირები ხელს უწყობს როგორც უნივერსიტეტის, ისე საქართველოს მონაწილეობის გაძლიერებას ევროპულ კვლევით და ინოვაციურ პროგრამებში“, - განაცხადა გიორგი გიორგობიანმა.სტუ-ის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, WARIE პროექტის სტრატეგიული მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის - სომხეთის, საქართველოსა და მოლდოვის - სამეცნიერო და ინოვაციური პოტენციალის გაძლიერება და ხელოვნური ინტელექტის კვლევისა და განვითარების საერთაშორისო ცენტრად ჩამოყალიბების ხელშეწყობა.„მეცნიერებისა და განათლების განვითარება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ხელისუფლების მხარდაჭერა, პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის განსაკუთრებული ყურადღება და თანმიმდევრული პოზიცია ქმნის მნიშვნელოვან საფუძველს ქართული მეცნიერების გაძლიერებისთვის, სამეცნიერო პოტენციალის რეალიზებისა და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში ჩვენი ქვეყნის მონაწილეობის გაფართოებისთვის.გვესმის, რომ თანამედროვე მსოფლიოში ქვეყნის კონკურენტუნარიანობა დიდწილად სწორედ მეცნიერებაზე, ცოდნასა და ინოვაციებზეა დამოკიდებული. ამიტომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს, უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო ინსტიტუტების ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გავაძლიეროთ კვლევითი გარემო, შევქმნათ ახალგაზრდა მეცნიერთა განვითარების ახალი შესაძლებლობები და ქართული სამეცნიერო სკოლები საერთაშორისო მასშტაბით უფრო მეტად წარმოვაჩინოთ.კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს მეცნიერებს ამ წარმატებას. დარწმუნებული ვარ, WARIE პროექტში მათი მონაწილეობა ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის უნივერსიტეტს, გააძლიერებს საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო პოზიციებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის სამეცნიერო და ტექნოლოგიურ განვითარებაში“, - აცხადებს დავით გურგენიძე.სტუ-ის ინფორმაციით, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის მონაწილეობა WARIE პროექტში ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო საქმიანობისა და ევროპულ საგრანტო პროგრამებში ჩართულობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგია. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაფორმებული სამი საგრანტო შეთანხმება, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 8 მილიონ ევროს შეადგენს, ადასტურებს ინსტიტუტის შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოს მასშტაბურ საერთაშორისო კვლევით ინიციატივებში და საკუთარი სამეცნიერო რესურსი საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას მოახმაროს.

Reuters – ევროპის მასშტაბით, ბომბის საფრთხის შესახებ შეტყობინებების გამო, ათზე მეტ თვითმფრინავს ავარიულად დაშვება მოუხდა

ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში რამდენიმე რეისის გადამისამართება გახდა საჭირო, მას შემდეგ, რაც ავიაკომპანიებმა ბორტზე ბომბის საფრთხის შესახებ შეტყობინებები მიიღეს,- ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.დღეს დილით, ირლანდიური ავიაკომპანია Aer Lingus-ის Airbus A320 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც დუბლინიდან რომში მიფრინავდა, ავარიულად საფრანგეთში დაეშვა. ავიაკომპანიამ თვითმფრინავის შემოწმების შემდეგ განაცხადა, რომ დაშვება წინასწარი სიფრთხილის ზომას წარმოადგენდა.მოგვიანებით, ბომბის საფრთხის შესახებ შეტყობინებების მიღების შემდეგ, Ryanair-ის სამი თვითმფრინავი ბულგარეთში დაეშვა. ბულგარეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, შემოწმებების შემდეგ საფრთხე არ აღმოჩენილა.ასევე, თვითმფრინავების ავარიულად დაშვება გახდა საჭირო ავსტრიის, რუმინეთის, ჩეხეთის, პოლონეთისა და იტალიის სხვადასხვა აეროპორტებში.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიასა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიასა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კუბლაშვილმა და ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ მოაწერეს.თანამშრომლობის ფარგლებში ტყიბულის ბიბლიოთეკაში გაიმართა პროექტი „ქართული დამწერლობა და ხელნაწერი მემკვიდრეობა - ისტორიის ცოცხალი გაკვეთილი ტყიბულში".ღონისძიებას მერთან ერთად ესწრებოდნენ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე იზოლდა ნემსაძე, მერის პირველი მოადგილე ლევან ჩხიკვაძე, მოადგილე მურმან ვერულაშვილი, ისტორიკოსი ომარ ნიშნიანიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.პროექტი კულტურულ-საგანმანათლებლო შინაარსს მოიცავდა და საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ჩართულობით მოიწყო.ხელნაწერთა ცენტრის დირექტორმა, ისტორიკოსმა ზაზა აბაშიძემ, ლექცია გამართა საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის ისტორიულ-კულტურულ მნიშვნელობაზე. მოეწყო ეროვნულ ცენტრში დაცული ხელნაწერი წიგნის მულაჟების, მათ შორის, გელათის სახარებისა და წერეთლისეული ვეფხისტყაოსნის გამოფენა.გაიმართა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა კონფერენცია ქრისტიანულ თემატიკაზე. ასევე, შედგა სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. მაყვალა ქასრაშვილის ხელოვნების სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა შეასრულეს საგალობლები.კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებას ორგანიზება ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ტურიზმისა და სპორტის მხარდაჭერის სამსახურმა გაუწია.

გია ვოლსკი – როცა პატარა ქვეყნის დამორჩილება გინდა, რამდენიმე დივერსია არსებობს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მზაკვრული გეგმაა, საზოგადოების ერთი ნაწილი მეორესთან იყოს დაპირისპირებული

მარტა კოსის განცხადებაში ჩანს სურვილი – ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ხელისიფლებამ პოლიტიკა ისე უნდა შეცვალოს, რომ თავიდან ბოლომდე დამორჩილებული იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, როცა პატარა ქვეყნის დამორჩილება გინდა, რამოდენიმე სახის დივერსიაა – იარაღის შეტანა, აფეთქებების და რევოლუციების მოწყობა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მზაკვრული გეგმაა, საზოგადოების ერთი ნაწილი მეორესთან დაპირისპირებული იყოს.„მარტა კოსის განცხადებაში ჩანს სურვილი – ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ხელისიფლებამ პოლიტიკა ისე უნდა შეცვალოს, რომ თავიდან ბოლომდე დამორჩილებული იყოს. იგივე ხდება პოლონეთში. პოლონეთის ერთმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ევროკავშირის დიქტატს არ უნდა დაექვემდებაროს. ოღონდ, ევროკავშირში წევრად უნდა იყვნენ. ასეთები ბევრნი არიან. სლოვაკეთი გინდა, უნგრეთი, თუ იტალია. მათ დიქტატი არ უნდათ. ქვეყნები და საზოგადოებებია, ვისაც ეს არ უნდათ. ჩვენც იგივეს ვეუბნებით, რომ არგუმენტი გვაქვს და მოგვისმინონ. ისინი ამბობენ, არგუმენტები არ აინტერესებთ, მათი ამოცანაა, საგარეო კურსი ზუსტად ისეთი იყოს, როგორიც ევროკავშირს გააჩნია. პირდაპირ ლაპარაკია დაპირისპირებაში ჩართვაზე. საგანგებოდ მნიშვნელოვანია დერეფნის მართვაზე გავლენის მოპოვება. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ეს ვერ ხორციელდება და სხვა ფორმულა მოიგონეს. იფიქრეს, ვინაიდან არჩევნების გზით ამათ ვერ ვცვლითო და ხელისუფლების სათავეში ანა წითლიძე ან გვარამია ვერ მოვიყვანეთო, საჭიროა, სასამართლო ხელისუფლების სადავეები ხელში ავიღოთო. რაც მას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას შეუქმნან ისეთი პირობები, როგორიც უნდათ, რომ მართონ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.მისი თქმით, ასეა მოლდოვაში, ამიტომ მოსწონთ, თორემ, მოლდავაში არაფერი მოსაწონი არ არის არც დემოკრატიის და არც ეკონომიკური თუ უსაფრთხოების თვალსაზრისით და ეს თავადაც იციან.„მოლდოველები მიყვარს, უკრაინელები, მით უმეტეს. მათთან ურთიერთობა ყოველდღე მაქვს. ვურეკავთ, მეგობრები გვირეკავენ, ცუდი მდგომარეობაა, მაგრამ ჩადით და ნახეთ, იქ რა მდგომარეობაა, აქ რა ხდება და შეადარეთ. გვეუბნებიან, საქართველოში „თვითნებურად“ დაკავებულები არიანო. ვეუბნებით, რომელია და ეს საკითხი გავარჩიოთ-თქო. როცა პატარა ქვეყნის დამორჩილება გინდა, რამოდენიმე სახის დივერსიაა – იარაღის შეტანა, აფეთქებების და რევოლუციების მოწყობა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მზაკვრული გეგმაა, საზოგადოების ერთი ნაწილი მეორესთან დაპირისპირებული იყოს. ეს შედარებით ადვილად შესასრულებელია და თან ყველაზე მზაკვრული, განსაკუთრებით, ახალგაზრდებში. დაპირისპირების ის ხარისხი შეიქმნას, რომელიც ადვილად სამართავს გახდის ქვეყნას. ამას ვადევნებთ თვალყურს, რაც ახლა ხდება. ქართველთმოძულეობაა სიძულვილი მათ მიმართაც, რომლებსაც ისინი ვითომ მხარს უჭერენ, მაგრამ რეალურად არ აინტერრსებთ. საერთოდ არ ადარდებთ, პაატა ბურჭულაძეზე იჯდება ციხეში თუ კორძი გამოვა და იმღერებს. აინტერესებთ, ერთმანეთს შეაგინონ, რომ ამას პასუხი მოჰყვეს. „ოლეთა საზოგადოებამ“ იცის, რომ ზუსტად იგივე პასუხს გასცემენ, ასჯერ მეტს ეტყვიან, მაგრამ გეგმაა, რომ სიტყვით დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდოს და ვინმე ქუჩაში გაილახოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

უკრაინული მედიის ცნობით, სასამართლომ გენერალურ პროკურატურას დავით არახამიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყება დაავალა

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელს, ანტონ კოვალსკის დაავალა, წინასასამართლო გამოძიებათა ერთიან რეესტრში შეიტანოს ინფორმაცია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ხელმძღვანელის, დავით არახამიას შესაძლო დანაშაულის შესახებ.საუბარია რადას დეპუტატებისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ კონვერტებით ფულის გადაცემის ეჭვზე.კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ცნობით, უკრაინის უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს მოსამართლემ, მარკიან გალაბალამ ორგანიზაციის საჩივარი დააკმაყოფილა. საჩივარი გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის უმოქმედობას ეხებოდა. ახლა კოვალსკი ვალდებულია, არახამიას შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაცია რეესტრში დაარეგისტრიროს.კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრმა განცხადება 19 ოქტომბერს შეიტანა. ვარაუდობდნენ, რომ „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ხელმძღვანელი დეპუტატებს ხმის მიცემისთვის კონვერტებით ფულს აძლევდა. კოვალსკიმ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრა და განცხადება ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროს გადაუგზავნა. გადაწყვეტილება კი იმით ახსნა, რომ აღნიშნულ გარემოებებს ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიურო უკვე იძიებს.ცენტრი აღნიშნავს, რომ დეპუტატის მიმართ სისხლის სამართლის საქმის რეგისტრაცია მხოლოდ გენერალურ პროკურორს ან ამ თანამდებობის მოვალეობის შემსრულებელს შეუძლია. ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში კი დაადასტურეს, რომ რეესტრში შესაბამისი ინფორმაციის შეტანის გარეშე ბიურო არახამიას შესაძლო ქმედებებს ვერ გამოიძიებს.ცნობისთვის, 2025 წლის დეკემბრის ბოლოს ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ განაცხადეს, რომ გამოააშკარავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომლის წევრებიც მოქმედი დეპუტატები იყვნენ. გამოძიების მონაცემებით, დაჯგუფების წევრები სისტემატურად იღებდნენ უკანონო სარგებელს უმაღლეს რადაში საჭირო გადაწყვეტილებებისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ.პროკურორებმა ბრალი ხუთ დეპუტატს წარუდგინეს, რომლებიც, გამოძიების ვერსიით, ხმის მიცემების სანაცვლოდ ქრთამის იღებდნენ. უკანონო სარგებლის ოდენობა 2 000-დან 20 000 დოლარამდე მერყეობდა.გარდა ამისა, 2025 წლის ბოლოს დეპუტატებისთვის კონვერტებით ფულის გაცემის საქმეზე დავით არახამიას თანაშემწე გაჩხრიკეს.

ბოლო სიახლეები