შაბათი, აპრილი 4, 2026

გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო ამაყობს ეფექტიანი დემოკრატიული მმართველობით

საქართველო ამაყობს თავისი ეფექტიანი დემოკრატიული მმართველობით, კანონის უზენაესობით, რომელიც დღითიდღე მტკიცდება, აქტიური პოლიტიკური ცხოვრებით, მედიის თავისუფლებით, ეკონომიკური დინამიზმით, ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემოთი და კორუფციის დაბალი დონით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში სპეციალურად საქართველოსადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა ისაუბრა არა მხოლოდ საქართველოს მიღწევებზე ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე, არამედ ქვეყნის ბუნებრივ ევროპულ სულისკვეთებაზე ისეთ განსხვავებულ სფეროებში, როგორიცაა პოლიტიკა და ლიტერატურა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ კორუფციის დაბალი დონით, საქართველო ზოგიერთ ევროპულ ქვეყანასაც კი უსწრებს, ხოლო 2017 წლის სექტემბერში საქართველომ ჩაიბარა გლობალური მულტინაციონალური ინიციატივის – ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარეობა, რომელიც ხელს უწყობს გამჭვირვალობის განმტკიცებას და ასაზრდოებს მოქალაქეთა ძალაუფლებას მთელ მსოფლიოში და ქვეყანა ამ აღიარებით ამაყობს.

“დაახლოებით 26 წლის წინ დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული საქართველო ისწრაფვის ევროატლანტიკურ სივრცეში შესვლისკენ, უფრო სწორად – დაბრუნებისკენ, რომელთანაც ჩვენ გვაქვს საერთო ისტორია, კულტურა და ღირებულებები. ეს არის ჩვენი ხალხის დიდი უმრავლესობის არჩევანი, რომელიც ასახულია საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიზანში, გახდეს ნატოსა და ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ჩვენი მისწრაფებები იმ პოლიტიკურ და კულტურულ სივრცეში დაბრუნებასთან დაკავშირებით, რომლიდანაც ჩვენ იძულებით ამოგვგლიჯეს, გაზიარებული და მიღებულია მეორე მხარის მიერ. როგორც ნატომ, ისე ევროკავშირმა, ასევე მათმა წევრმა სახელმწიფოებმა, მხარდაჭერის ხელი გამოუწოდეს ჩვენს ახალგაზრდა დემოკრატიას და ამას ქართველი ხალხი დიდად აფასებს. გერმანია ყოველთვის იყო საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მოკავშირე და დასაფასებელი და სანდო მეგობარი. 90-იანი წლების დასაწყისში გერმანიის ეკონომიკური დახმარების წყალობით, საქართველო გადაურჩა იმ მძიმე პირობებს, რომლებიც მოჰყვა საბჭოთა კავშირის დაშლას. დროთა განმავლობაში თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის მართლაც მრავალგანზომილებიანი გახდა და დღეს მოიცავს პოლიტიკას, ეკონომიკას, თავდაცვას, უსაფრთხოებას, განათლებას, მეცნიერებას, კულტურას და ბევრ სხვა სფეროს. გერმანია გადამწყვეტ როლს ასრულებს საქართველოს დასავლურ გეზის განხორციელებაში. გერმანიის მნიშვნელოვანი წვლილი და ევროკავშირის ინსტიტუციური მხარდაჭერა დაეხმარა საქართველოს, იქცეს მდგრადი დემოკრატიის მქონე ქვეყნად”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, ევროკავშირთან ამბიციური ასოცირების შეთანხმების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება რჩება საქართველოს მთავრობის ძირითად პრიორიტეტად.

გიორგი კვირიკაშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს ტრანსფორმაციის ამსახველ უკანასკნელ მონაცემებზეც.

“საკმარისია, ვახსენოთ, რომ საქართველომ, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსის თანახმად,104-ე ადგილიდან (2012 წელი) გადაინაცვლა 64-ე ადგილზე; ასევე, გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის თანახმად, 137-ე ადგილიდან 48-ე ადგილზე; ასევე, 74 ადგილით გაიუმჯობესა პოზიცია, გადაინაცვლა რა 120-ე ადგილიდან 46-ე ადგილზე საკუთრების უფლების კატეგორიაში. საქართველო არის ბუნებრივი კვანძი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს. ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს აღმოსავლეთ-დასავლეთის სტრატეგიულ ინიციატივებს, მათ შორის სამხრეთის დერეფანს და აბრეშუმის ახალ გზას. ჩვენმა მთავრობამ წამოიწყო ამბიციური ინფრასტრუქტურული პროექტები, რათა ხელი შეუწყოს აღმოსავლეთ-დასავლეთის სახმელეთო, საზღვაო და სარკინიგზო ვაჭრობას. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზამ, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს, რეგიონში ახალი დინამიკა შემოიტანა. აქტიურად მიმდინარეობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რითაც მზადდება საფუძველი რეგიონში სამომავლო ინვესტიციებისა და კეთილდღეობისთვის. ევროკავშირის გარდამქმნელი ძალის, ასევე ჩვენი ხალხის ევროპული არჩევნისა და ურყევი გადაწყვეტილების წყალობით, საქართველო იქცა ლიდერად რეგიონში სტაბილური ევროპული დემოკრატიის მშენებლობის თვალსაზრისით”, – განაცხადა პრემიერმა.

მისი განცხადებით, საქართველო ძალიან აფასებს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსს, რომელიც იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, გერმანულ და გლობალურ აუდიტორიებს მიეცეთ თანამედროვე ქართული ლიტერატურისა და მდიდარი მემკვიდრეობის, ისტორიის, ტრადიციებისა და კულტურის გაცნობის საშუალება.

სპეციალურად საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თანაორგანიზებით გაიმართა. თემატურ დისკუსიაში საქართველოს მთავრობის წევრებმა და ქართველმა ავტორებმა მიიღეს მონაწილეობა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლუკა კურტანიძე მიმართვას ავრცელებს

რამდენიმე თვის წინ, პარლამენტის ყოფილი წევრი, ვეტერანი მოჭიდავე ლუკა კურტანიძე დააკავეს. მას ოჯახში ძალადობისა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების, ვალდებულებების შეუსრულებლობა ედებოდა ბრალად.კურტანიძემ საპატიმრო ერთი თვის წინ დატოვა. ბრალდებებთან დაკავშირებით და ციხეში გატარებულ პერიოდზე მან ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა:კურტანიძე აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები მიზანმიმართული პროვოკაცია იყო.მისი თქმით, წარსულში ნდობით გადაცემული ქონება მოტყუებით იქნა მითვისებული, ხოლო შემდეგი კონფლიქტები სამართლებრივ დავამდე მივიდა, რის შედეგადაც მას ფსიქოლოგიურ ძალადობაში დასდეს ბრალი და შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს.ლუკა კურტანიძე აღნიშნავს, რომ სასჯელი სრულად მოიხადა და იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფო შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მისცემს მომხდარს.გარდა ამისა, იგი ადასტურებს, რომ ორჯერ მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, თუმცა უარი მიიღო. 

ლოცვა, რომელიც ლაზარეს შაბათის დღესასწაულზე იკითხება

ლაზარეს შაბათი — ბზობის წინა შაბათი. ამ დღეს ეკლესია დღესასწაულობს, ოთხი დღის მკვდარი და საფლავში დადებული, მართალი ლაზარეს მაცხოვრის მიერ მკვდრეთით აღდგინებას.ლაზარეს აღდგინების შესახებ მოთხრობილია იოანეს სახარების მე-11 თავში. სადაც უფალმა ასევე დაადასტურა იმის შესახებ, რომ ის არის ჭეშმარიტად სიკვდილის მძლეველი, აღთქმული მესია ისრაელისა. ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება წინ უსწრებს მაცხოვრის აღდგომას. უფალს სურდა თავისი მკვდრეთით აღდგომისთვის შეემზადებინა მოციქულები.ტროპარი:ყოველსა აღდგომასა პირველ ვნებისა შენისასა მოასწავებდი, ამისთჳსცა მეგობარი შენი ლაზარე მკუდრეთით აღადგინე, ქრისტე ღმერთო, რომლისათჳს ჩუენცა, ვითარცა შვილნი ებრაელთანი, შევწირავთ შენდა ძლევისა გალობასა, რომელმან დასთრგუნე სიკუდილი: ოსანნა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.კონდაკი:ჭეშმარიტად ყოველთათვის მხიარულებაი არს ქრისტე, ნათელი და ცხოვრებაი სოფლისა, რამეთუ აღდგომაი მკვდართა ცხად-ჰყო სახიერებითა თვისითა და სახე გვექმნა აღდგომისა, და ყოველთა ღმრთაებრ მიმადლებს ცოდვათა მიტევებასა.კონდაკი: ყოველთა არსთა ცნობისა უფსკრულო მიუწვდომელო, იკითხევდ დღეს საფლავსა ლაზარესსა, მირახვედ და აღადგინე იგი მკვდრეთით, ოთხ0დღე დამარხული და დაყროლებული, ვითარცა ღმერთმან ყოვლადძლიერმან, და შეიწირე იგი ცრემლნი მართას და მარიამისნი.

ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი „ფორმულასთან“ ინტერვიუს სრულ ჩანაწერს აქვეყნებს

თბილისში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში, ირანთან დაკავშირებულ მოვლენებთან, ამერიკისა და ისრაელის თავდასხმასა და ამ ყველაფერის რეგიონულ ასპექტებთან დაკავშირებით, ინტერვიუ მივეცი ტელეკომპანია ,,ფორმულას". -ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელ  facebook- ზე წერს

გია ვოლსკი – ხელისუფლებაში ეკა გიგაური რომ იყოს, რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებდა თუ ომს დაიწყებდა ტერიტორიების გასათავისუფლებლად?

ხელისუფლებაში ეკა გიგაური რომ იყოს, რას გააკეთებდა ისეთს რუსეთთან მიმართებაში, რასაც მოქმედი ხელისუფლება არ აკეთებს? ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებდა თუ ომს დაიწყებდა ტერიტორიების გასათავისუფლებლად? – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერma გია ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს  განუცხადა.ვოლსკიმ უპასუხა კითხვას ნიდერლანდების პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დირექტორის, ეკა გიგაურის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით.„ისტორია მეორდება. საქართველოში როცა დაძაბულობა იყო და ცდილობდნენ, რომ ერთიანობა შეენარჩუნებინათ, აქ ვიღაც გამოჩნდებოდა დიდგვაროვანი, რომელიც წავიდოდა და სხვა ქვეყნის მეფის კარზე, მუხლებზე დაეცემოდა და საკუთარი ქვეყნის დასასჯელად ჯარს სთხოვდა. თანამედროვე სამყაროში ეს უკვე პარლამენტში გამოსვლით ხდება. სამწუხაროა, რომ ეს ასე ხდება, მაგრამ პრაგმატული ნაწილიც არსებობს, ამას რის გამო აკეთებენ, რატომ, რა არ გავაკეთეთ? ხელისუფლებაში ეკა გიგაური რომ იყოს, რას გააკეთებდა ისეთს რუსეთთან მიმართებაში, რასაც მოქმედი ხელისუფლება არ აკეთებს? ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებდა, ომს დაიწყებდა ტერიტორიების გასათავისუფლებლად? რასაც აკეთებენ, მოღალატეობრივი აქტია, რასაც გამართლება არ აქვს, არც პრაგმატული და არც ემოციური“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

„წვიმა და ზოგან თოვლი“ – ამინდის პროგნოზი 6 აპრილის ჩათვლით

4 აპრილს - შაბათს დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლჭყაპი, ზოგან ძლიერი და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ღამით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +8, +13°, დღისით +12, +17°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +8, +13°; მაღალმთაში ღამით 0, +5°, დღისით +4, +9°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლი, ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი და  ელჭექი. დასავლეთის ქარი  10-15 მ/წმ,  ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +8, +13°, დღისით +14, +19°; მთაში ღამით +2, +7°, დღისით +9, +14°;  მაღალმთაში ღამით -2, +3°,  დღისით +3, +8°.5 აპრილს - კვირასდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონშიხანმოკლე წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლჭყაპი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +6, +11°, დღისით +11, +16°; მთაში ღამით +4, +9°, დღისით +9, +14°; მაღალმთაში ღამით -2, +3°, დღისით  +5, +10°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლი.  დასავლეთის ქარი 10-15  მ/წმ, ზოგან ძლიერი 22-27 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +6, +11°, დღისით +9,+14°, ზოგან +20°-მდე;  მთაში ღამით +1, +6°, დღისით +10, +15°; მაღალმთაში ღამით -2, +3°, დღისით +5, +10°.6 აპრილს - ორშაბათსდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში  ხანმოკლე წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლჭყაპი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +7, +12°, დღისით +11, +16°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +10, +15°; მაღალმთაში ღამით -1, +4°, დღისით  +6, +11°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლი.  დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 20-25 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +6, +11°, დღისით +10,  +15°, ზოგან +20°-მდე; მთაში ღამით +2, +7°, დღისით +11, +16°; მაღალმთაში ღამით -2, +3°, დღისით +7, +12°.

ბოლო სიახლეები