ორშაბათი, მაისი 18, 2026

გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის თავდაცვის მდივანს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას, როგორც თავდაცვისუნარიანობის ამაღლების, ისე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მატისმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

პრემიერმა აშშ-ის თავდაცვის მდივანს დიდი მადლობა გადაუხადა საქართველოს ძალიან მტკიცე და აქტიური მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ გასული წელი, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ორმხრივ ურთიერთობებში განსაკუთრებულად წარმატებული იყო.

მხარეებმა განიხილეს რეგიონის უსაფრთხოების საკითხები და რუსეთის აგრესიული ქმედებები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და ადამიანის უფლებების კუთხით იქ არსებული მძიმე მდგომარეობა. აღინიშნა საქართველოს ძალისხმევა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში ძირითად საკითხებზე შედეგების მაქსიმალურად მიღწევის მნიშვნელობა.

პრემიერ-მინისტრმა აშშ-ს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებისთვის გაწეული ფასდაუდებელი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და განსაკუთრებით აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივნის პირადი და ამერიკის მხარდაჭერა თავდაცვის სფეროში მსგავსი დონის თანამშრომლობის მიღწევის პროცესში.

ყურადღება გამახვილდა თავდაცვის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, ასევე – საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში და სამხედრო შეიარაღების მიმართულებით თანამშრომლობაზე.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესსა და ნატოს მომავალ სამიტზე. აღინიშნა, რომ აშშ-ის პოზიცია, საქართველოს ნატოში წევრობასთან დაკავშირებით, ურყევია და ამერიკა მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ხაზი გაუსვა საქართველოს უმნიშვნელოვანეს წვლილს და ქართველი სამხედროების როლს რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებაში და განაცხადა, რომ ეს მნიშვნელოვანია, როგორც აშშ-თვის, ისე – გლობალური უსაფრთხოებისთვის.

შეხვედრისას, ასევე, განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოში განხორციელებული წარმატებული ეკონომიკური და დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც ხელს უწყობს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და ქვეყანას აძლიერებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის თავდაცვის მდივანს ფლორიდის შტატის სკოლაში მომხდარი თავდასხმისას დაღუპულთა გამო მიუსამძიმრა, რასთან დაკავშირებითაც აშშ-ში ხუთდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გოგა მანია ახალ მიმართვას ავრცელებს

ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში მორიგ წინასწარმეტყველებას ავრცელებს:„2025 წლის ჩანაწერების გაგრძელება!!! ეხება მომავალს 2028 წლამდე !! ძალიან ბევრი ლიდერია ლიკვიდირებული და უდიდესს თამაშს თამაშობენ ხალხის წინაშე… ახალი წინასწარმეტყველებით მოვედი თქვენთან!! ომები ზუსტად ისე იქნება როგორც ვთქვი!! საქართველო დაცულია!!! მეტად გიყვარდეთ და დააფასეთ ერთმანეთი. ბოლომდე ნახეთ!! გააზიარეთ!! ჩემთვისაც მძიმეა ამ ყველაფრის ნახვა და მერე თქვენამდე მოტანა მერწმუნეთ!!! ვერტმფრენი!!!", - წერს გოგა მანია. 

ცვლილებების თანახმად, პროკურორი ვალდებული აღარ იქნება, მომეტებული საშიშროების დანაშაულებთან დაკავშირებით ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ პირს დაუყოვნებლივ აცნობოს

პროკურორი ვალდებული აღარ იქნება, მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროების მქონე დანაშაულებთან დაკავშირებით ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ შესაბამის პირს სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ აცნობოს.შესაბამისი ცვლილებები „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შედის, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა.„საკითხის ამგვარი გადაწყვეტა არათანმიმდევრული და ალოგიკურია. შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისთანავე, შესაბამისი პირისთვის დაუყოვნებლივ შეტყობინების ვალდებულება მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროების მქონე დანაშაულებთან მიმართებით არ უნდა არსებობდეს, რადგან შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება არ ნიშნავს იმას, რომ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ შესაბამისი პირისთვის შეტყობინება ავტომატურად მიზანშეწონილია. სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შესაძლებელია, ისეთი ახალი გარემოება გამოვლინდეს, რომელიც შესაძლოა, არა მხოლოდ იმაზე მიანიშნებდეს, რომ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ შესაბამისი პირისთვის დაუყოვნებლივ შეტყობინება მიზანშეუწონელი იყო, არამედ აღნიშნული ახალი გარემოება შესაძლებელია, გახდეს იმის საფუძველი, რომ თუ შემაჯამებელი გადაწყვეტილების ფარგლებში სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება იქნა მიღებული, გაუქმდეს ეს შემაჯამებელი გადაწყვეტილება და სისხლისსამართლებრივი დევნა განახლდეს, როგორც ამას „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 108-ე მუხლი ითვალისწინებს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ შესაბამისი პირისთვის შეტყობინების ვალდებულება შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისთანავე დაუყოვნებლივ კი არ წარმოიშობოდეს, არამედ აღნიშნული შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებიდან კანონით დადგენილი გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

სკოტ ბესენტი – აშშ-მა რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 30 დღით შეამსუბუქა

აშშ-მა რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 30 დღით შეამსუბუქა, – ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა.აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, ყველაზე მოწყვლადი ქვეყნებისთვის გაიცემა დროებითი, 30-დღიანი გენერალური ლიცენზია, რომლითაც ქვეყნები ზღვებში მყოფ გემებზე დატვირთული რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შეძენას შეძლებენ.„ლიცენზია ხელს შეუწყობს ნედლი ნავთობის ბაზრის სტაბილიზაციას და უზრუნველყოფს იმას, რომ ნავთობმა ენერგეტიკულად მოწყვლად ქვეყნებამდე მიაღწიოს. ეს ასევე ხელს შეუწყობს არსებული მარაგების იმ ქვეყნებში გადამისამართებას, რომლებსაც ნავთობი ყველაზე მეტად სჭირდებათ, რათა შემცირდეს ჩინეთის შესაძლებლობა, ფასდაკლებული რუსული ნავთობის მარაგი დააგროვოს“, – წერს ბესენტი.​აღნიშნულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დიტრიევი. მისი თქმით, აშშ-ის მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების შემსუბუქება პოზიტიური სიგნალია.როგორც დიმიტრიევმა აღნიშნა, ეს დასტურია იმისა, რომ გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოება რუსეთის ენერგორესურსების გარეშე შეუძლებელია. 

ირაკლი კობახიძე – მოხარული ვარ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრით, საუბრისას განვიხილეთ საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა

მოხარული ვარ მსოფლიო ურბანული ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, მის აღმატებულება ილჰამ ალიევთან  შეხვედრით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, საუბრისას განიხილეს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა.„მოხარული ვარ მსოფლიო ურბანული ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან  შეხვედრით. საუბრისას განვიხილეთ საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა და  განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ  იმ ერთობლივ პროექტებს, რომლებიც ჩვენი რეგიონის როლს აძლიერებს გლობალური დაკავშირებადობის კონტექსტში“, – აღნიშნავს პრემიერი.

ანგელა მერკელი რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებში შუამავლების მონაწილეობას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მსგავსი საკითხები პირდაპირი დიალოგის გზით უნდა გადაწყდეს

გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებში შუამავლების ჩართვის იდეას აკრიტიკებს. ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.ანგელა მერკელის თქმით, ასეთ მიდგომას მართებულად არ მიიჩნევს.ვლადიმერ პუტინის წინადადების კომენტირებისას, რომლის მიხედვითაც, უკრაინის კონფლიქტში შუამავლის როლი გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, გერჰარდ შრედერმა უნდა შეასრულოს, მერკელმა განაცხადა, რომ მსგავსი საკითხები პირდაპირი გზით უნდა გადაწყდეს.მერკელმა გაიხსენა მინსკის მოლაპარაკებები, რომლებიც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და დონბასში კონფლიქტის დაწყების შემდეგ გაიმართა. მისი თქმით, იმ ვითარებაში „არ მოუვიდოდა აზრად, ეთხოვა შუამავლისთვის მინსკში ჩასვლა და მის ნაცვლად პუტინთან საუბარი“. მისი განცხადებით, მსგავსი პროცესები ლიდერების პირად მონაწილეობას მოითხოვს და პასუხისმგებლობის მესამე პირებზე გადატანა სწორი არ არის. ყოფილმა კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპამ მოლაპარაკებების პროცესი „საკუთარ ხელში უნდა აიღოს“. ეს განცხადებები მერკელმა კონფერენციაზე გამოსვლისას გააკეთა, სადაც ასევე ისაუბრა ევროპის პოტენციალის უფრო აქტიურად გამოყენების აუცილებლობაზე რუსეთთან ურთიერთობებში.მერკელმა ევროკავშირი ​გააკრიტიკა იმის გამო, რომ, მისი აზრით, ევროპა საკმარისად არ იყენებს საკუთარ დიპლომატიურ გავლენას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასრულების ხელშესაწყობად.„ვფიქრობ, სამხედრო მხარდაჭერა, რომელიც აქამდე გავწიეთ, აბსოლუტურად სწორი იყო. ასევე სწორად მიმაჩნია, რომ გაცილებით მეტი უნდა გავაკეთოთ შეკავების ეფექტის შესაქმნელად, უკრაინის მხარდაჭერის ფარგლებს მიღმა. თუმცა ვნანობ, რომ, ჩემი აზრით, ევროპა საკუთარ დიპლომატიურ პოტენციალს საკმარისად არ იყენებს“, – განაცხადა მერკელმა.„საკმარისი არ არის, მხოლოდ დონალდ ტრამპი ინარჩუნებდეს კონტაქტს რუსეთთან“, – განაცხადა მან.ცნობისთვის, „პოლიტიკომ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიუსელში რუსეთისა და უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებების პროცესში ევროკავშირის წარმომადგენლად გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის, იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მარიო დრაგისა და ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის კანდიდატურებს განიხილავენ.შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 9 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთ-ევროპის მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენლის პოზიციაზე მისთვის სასურველი კანდიდატი გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრედერი იქნებოდა.

ბოლო სიახლეები