ორშაბათი, მაისი 19, 2025

გიორგი კახიანი – რაც დრო გადის, საზოგადოება კიდევ ერთხელ რწმუნდება, რომ არჩევნები იყო ლეგიტიმური

რაც დრო გადის, ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან აღიარებებს ვისმენთ, რომ არჩევნები ლეგიტიმური იყო. ამ აღიარებებს სწორედ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ვისმენთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

გიორგი კახიანმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც: „ანი წითლიძე ამბობს, რომ არჩევნებში ზუსტად ის ციფრი და პროცენტები მიიღეს, რაც ცესკო-ს მონაცემებშია ასახული“. ვლადიმერ ბოჟაძის შეფასებით, ანა წითლიძემ თქვა ის, რაც არის სიმართლე.

კახიანის თქმით, მათ კარგად იციან, რა რაოდენობის ხმები მიიღეს და ეს პროცენტულად როგორ იყო გამოხატული.

„ამის მიუხედავად გაყალბებაზე საუბრობენ, რაც მათი მოქმედების სტილია. იციან, რომ ხელისუფლებაში არჩევნების გზით ვერ მოვლენ და ამიტომ, არეულობით და რევოლუციური გზით ხელისუფლებაში მოსვლას ცდილობენ. იმასაც ხვდებიან, რომ შანსი არც ამ მიმართულებით არ აქვთ. რაც დრო გადის, საზოგადოება კიდევ ერთხელ რწმუნდება იმაში, რომ არჩევნები იყო ლეგიტიმური“,- განაცხადა კახიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რუსა ბურჯანაძე-მამაჩემის კაცობაში, სიმართლეში ან სამშობლოს სიყვარულში ეჭვი არავის არ ეპარება იმედია და თუ ფიქრობთ, რომ რამეს ამეტებს გეტყვით რომ კიდევ იმდენი ვერ თქვა...

მსახიობ გია ბურჯანაძის ქალიშვილი რუსა ბუჯანაძე სოციალურ ქსელში წერს:„მამაჩემის კაცობაში, სიმართლეში ან სამშობლოს სიყვარულში ეჭვი არავის არ ეპარება იმედია და თუ ფიქრობთ, რომ რამეს ამეტებს გეტყვით რომ კიდევ იმდენი ვერ თქვა, რადგან შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დროში იყო შეზღუდული (თურქეთიდან ჩაერთო, კლინიკიდან) ახლა რაც შეეხება ნაცებს და მაგათ მხარდამჭერებს, ახლაც რომ დარბიან ქუჩებში. რამდენიც არ უნდა იძახოთ რომ "რაღა დროის ნაცებიაო და ვის ახსოვს ეგენიო" იცით რა? - 80 წელი გავიდა რაც ფაშიზმი დავამარცხეთ, მაგრამ დღემდე გვახსოვს და დღემდე იხდის გერმანია რეიხის ვალებს თუნდაც ფიზიკურს და თუნდაც მორალურს. და ხო, ნაციონალები და მაგათი ნებისმიერი სახის განშტოებები სამუდამოდ უნდა აიკრძალონ ამ ქვეყანაში და დამნაშავეებიც შეიძლება გვიან, მაგრამ აუცილებლად უნდა დაისაჯონ.ნიურნბერგის პროცესზე დასაჯეს ჰანს ფრიჩშე (Hans Fritzsche) ადამიანი, რომელიც გებელსის პროპრაგანდისტული რადიოს დიქტორი იყო, ახმოვანებდა უბრალოდ გებელსის და ჰიტლერის დაწერილ მოსაზრებებს და ჰიტლერის საყვარელი არქიტექტორიც იგივენაირად სამართლდებოდა ნიურნბერგში, როგორც გერინგი, ჰესი, რიბენტროპი და ა.შ მთელი ტრიბუნალის განვმალობაში. ესე მოექცა ევროპა ჯალათებს და ზოგადად ნიურნბერგის მერე დაფუძნდა სიტყვა “გენოციდი” რომელიც მერე ჰააგის სასამართლოს სამხედრო ტრიბუნალმა აქტიურად გამოიყენა მაგალითად იუგოსლავიის საქმეზე. იგივე გააკეთეს ნაცებმა და ნაცების პერიოდის ციხე იგივე თანამედროვე კონცლაგერი იყო ჩემი აზრით, გენოციდზე, შიშზე, ტერორზე აღარ ვიტყვი არაფერს.აქვე კიდე ვიღაც ვიღაცებს მინდა შევახსენო, რომ სხვათაშორის იტალიაში მუსოლინი შეყვარებულთან ერთად აწამეს და მოკლეს სახალხოდ, ამიტომ ვინც თქვენი ქმრების და ნაშების ბინძურ საქმეებში ხართ გარეულები და ეხლა ბევრს ლაპარაკობთ იცოდეთ, რომ ისტორია ყოველთვის მეორდება, მაკიაველი გადაიკითხეთ“, - წერს გია ბურჯანაძის ქალიშვილი რუსა ბურჯანაძე.

რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის და, რაც მთავარია, ომის დასრულების მიზნით – ტრამპი პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ

ახლახან დავასრულე პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი - ვფიქრობ, რომ საუბარი ძალიან კარგად წარიმართა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.მისი თქმით, რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის და, რაც მთავარია, ომის დასრულების მიზნით.„მოლაპარაკებების პირობებზე ორივე მხარე იმუშავებს, როგორც ეს ბუნებრივია, რადგან მათ იციან მოლაპარაკებების ისეთი დეტალები, რაც სხვებისთვის უცნობი იქნება. საუბრის ტონი და სულისკვეთება შესანიშნავი იყო. რომ არა, ამას ახლავე ვიტყოდი და არა მოგვიანებით. რუსეთს სურს ფართომასშტაბიანი ვაჭრობა შეერთებულ შტატებთან, როდესაც ეს კატასტროფული „სისხლისღვრა“ დასრულდება და მე ვეთანხმები ამას“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.„რუსეთისთვის უზარმაზარი შესაძლებლობა არსებობს შექმნას სამუშაო ადგილებისა და სიმდიდრის კოლოსალური რაოდენობა. მისი პოტენციალი შეუზღუდავია. ანალოგიურად, უკრაინას შეუძლია დიდი სარგებელი მიიღოს ვაჭრობით, ქვეყნის აღდგენის პროცესში. რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება. ამის შესახებ უკვე ვაცნობე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის“, - დასძინა მან.

ფრანგული მედია – ზურიკო დავითაშვილს საფეხბურთო კლუბ „სტრასბურგში“ იწვევენ

საფრანგეთის ლიგა 2-ში დაქვეითებული „სენტ-ეტიენი“ რამდენიმე ლიდერს დაემშვიდობება, მათ შორის ზურიკო დავითაშვილსაც, რომელსაც „სტრასბურგი“ იწვევს, — ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.L’Équipe-ის ცნობით, დაგეგმილია ლუკას სტასენის, ზურიკო დავითაშვილისა და ბენჟამენ ბუშუარის გაყიდვა. გამოცემის მტკიცებით, ზოგიერთი ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილია.სხვადასხვა ფრანგული გამოცემა აღნიშნულ თემას ეხმაურება.ActuFoot: „ზურიკო დავითაშვილი ამ ზაფხულს „სტრასბურგში“ გადასვლის სერიოზული კანდიდატია“.lnstantFoot: „„სტრასბურგი“ სერიოზულად განიხილავს ზაფხულში ზურიკო დავითაშვილის დამატებას“.დავითაშვილისადმი ინტერესი არ არის შემთხვევითი — საფრანგეთის ლიგა 1-ში სადებიუტო სეზონში ქართველმა შემტევმა 8 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.„სტრასბურგი“ ევროსაგზურისთვის ბრძოლაში „ლიონის“ კონკურენტი იყო და საბოლოოდ ლიგა 1-ში მე-7 ადგილი დაიკავა. თუ ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ საფრანგეთის თასს მოიგებს, „სტრასბურგს“ კონფერენსლიგაზე თამაშის უფლება მიეცემა.

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი დასრულდა – პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, კიევთან ერთად იმუშაოს სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების მემორანდუმზე

აშშ-ის რეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი დასრულდა. აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის დიალოგი ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.სატელეფონო საუბრის დასრულების შემდეგ ვლადიმერ პუტინმა კომენტარი გააკეთა მედიასთან და აღნიშნა, რომ ტრამპთან დიალოგი იყო გულწრფელი და შინაარსიანი.რუსეთის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპმა საუბრისას გამოთქვა თავისი პოზიცია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელია შესაბამისი შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაში.ამასთან, როგორც ვლადიმერ პუტინი განმარტავს, რუსეთი მზადაა, კიევთან ერთად იმუშაოს სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების მემორანდუმზე.პუტინის თქმით, რუსეთი მხარს უჭერს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, მაგრამ საჭიროა მშვიდობისკენ სვლის ყველაზე ეფექტური გზების შემუშავება.ასევე ვლადიმერ პუტინმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთმა და უკრაინამ უნდა იპოვონ კომპრომისები, რომლებიც ყველა მხარისთვის მისაღები იქნება.

მიხეილ ყაველაშვილმა რომის პაპ ლეო XIV-თან შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა რომის პაპ ლეო XIV-თან შეხვედრა გამართა.  პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მიულოცა მის უწმინდესობას კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრად არჩევა და განაცხადა, მისი პონტიფიკატის დასაწყისი მთელი მსოფლიოსთვის მომავლის იმედის, სულიერი განახლებისა და ერთიანობის სიმბოლოა.საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები.მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებული კავშირი მჭიდრო პარტნიორობის მნიშვნელოვანი საფუძველია.პრეზიდენტმა რომის პაპს ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.თავის მხრივ, რომის პაპმა, ლეო XIV-მ საქართველოს პრეზიდენტთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა მსოფლიოში მშვიდობის დამყარების მნიშვნელობაზე და საქართველოსთან არსებული პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოხატა.მიხეილ ყაველაშვილმა კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი საქართველოში მოიწვია.

ბოლო სიახლეები