კვირა, აპრილი 13, 2025

გიორგი კახიანი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებით ითელება ევროპის ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური ინსტიტუცია – “ეუთო”, რომელმაც, ფაქტობრივად, “ქართული ოცნების” ხელისუფლება არჩეულად და ლეგიტიმურად მიიჩნია

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია კვლავ პოლიტიკური განხილვის თემაა.

დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც PACE-მ საქართველოს, ბოლო დრო დაკავებული პირების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩატარება მოსთხოვა, არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა თბილისში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანი სვამს კითხვას, რატომ მოდის წინააღმდეგობაში PACE-ს რეზოლუცია “ეუთო-ოდირის” დასკვნასთან.

“ის პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ეროვნული ინტერესების დაცვისაკენ, არანაირად არ შეიცვლება და ვერანაირი უსამართლო რეზოლუცია ამას ვერ შეცვლის. ამ რეზოლუციის ერთ-ერთი მოთხოვნა არის, ახალი არჩევნების ჩატარება – არ არსებობს ამის მიზეზი.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გვახსოვს “ეუთო”, რომელიც არის არჩევნებთან მიმართებაში ერთ-ერთი კომპეტენტური ევროპული ორგანიზაცია, არჩევნებს, რომელიც საქართველოში ჩატარდა, უწოდა კონკურენტული. ფაქტობრივად, “ქართული ოცნების” ხელისუფლება არჩეულად და ლეგიტიმურად მიიჩნია.

ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებით ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური ინსტიტუციის გადათელვა ხდება, ისეთის, როგორიც არის “ეუთო”, -განაცხადა გიორგი კახიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

რა მდგომარეობაა ამ წუთებში სუმში – დაღუპულია ათობით ადამიანი, მათ შორის ბავშვები

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა რუსეთის მიერ, 13 აპრილის დილით ორი ისკანდერ-M/KN-23 ბალისტიკური რაკეტით ქალაქ სუმის დაბომბვის შესახებ ისაუბრა:„რუსეთის კიდევ ერთი სამხედრო დანაშაული - ბალისტიკური დარტყმა სუმზე, უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა. ბევრი ბზობის კვირას მიდიოდა ეკლესიაში, ზოგი ღვთისმსახურების შემდეგ სახლში ბრუნდებოდა“მისი თქმით, უკვე ცნობილია, რომ ეს დანაშაულებრივი თავდასხმა 112-ე და 448-ე სარაკეტო ბრიგადების რუსულმა ეკიპაჟებმა ვორონეჟის (ლესკის დასახლება) და კურსკის (ლეჟენკის დასახლება) რეგიონების ტერიტორიიდან განახორციელეს.„ჩვენი საერთო ამოცანაა უზრუნველყოთ, რომ არც ერთი სამხედრო დამნაშავე - მათ შორის, ვინც ბრძანებებს გასცემდა დაუსჯელი არ დარჩეს“ - განაცხადა ბუდანოვმა.მომხდარს გამოეხმაურა ქვეყნის პრეზიდენტიც.„მტრის რაკეტებმა დაარტყეს ქალაქის ერთ ჩვეულებრივ ქუჩას, სადაც ძირითადად საცხოვრებელი სახლები, საგანმანათლებლო დაწესებულებებია... და ეს იმ დღეს მოხდა, როდესაც ადამიანები მიდიან ეკლესიაში, ბზობის კვირას...მხოლოდ ნაძირალას შეუძლია ასე მოქმედება, რომელმაც შეიწირა რიგითი მოქალაქეების სიცოცხლე“, - დაწერა სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკიმ.ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაბომბვის დროს დაიღუპა 32 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. დაშავდა 84 ადამიანი, მათ შორის 7 ბავშვი.

მოეშვას უცხოეთი ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევას. ნუ გავხდებით ქვეყნის გამყიდველები, რამდენი გამყიდველიც არ უნდა იპოვონ, ჩვენ მოვერევით – მეუფე იაკობი

საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა მრევლს ქადაგებით მიმართა. მღვდელმთავარმა ქადაგების დროს ისაუბრა ქვეყნის შიდა და საერთაშორისო ვითარებაზე, ასევე სანქციებთან დაკავშირებით. თქვა, რომ არიან წინა ხელისუფლების კონკრეტული მაღალჩინოსნები, რომლებიც საზღვარგარეთ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებენ. მეუფემ აქცენტი გააკეთა მშვიდობის მნიშვნელობაზეც.„ნუ გავხდებით ჩვენი ქვეყნის გამყიდველები. დღეს ვინც უცხოეთის პარლამენტებში დადის, ქვეყნის მთავრობებთან დადის და თავის ქვეყანაზე ცუდს ლაპარაკობს, ამას შედეგი რა მოაქვს? - სანქციები, სანქციები და სანქციები. მერე ვის ხვდება ეს სანქციები? - თქვენს შვილებს და აღარ ვითარება. ესე იგი სიკეთისთვის კეთდება ეს, თუ ბოროტებისთვის? საბოლოო ჯამში ამას შედეგად ბოროტება აქვს. ნუ ვიქნებით 30 ვერცხლის მოყვარულები. ქვეყნის ყოფილი პირველი პირები დარბიან და ქალის ფორმაც დაკარგეს და ყველაფერიც. ვიღაც ხალხი კი არა, დღესაც ერი ვართ ქართველი ერი, რომელიც მყარად დავდექით და სწორედ ამის გამოა, რომ რაც არ უნდა დაგვეჯახონ, ვერ დაგვამარცხებენ. ჩვენ ვვითარდებით და რაოდენ უფრო განვვითარდებით, თუ მშვიდობა იყო და ერთმანეთში თუ დაპირისპირება არ გვქონდა. მოეშვას უცხოეთი ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევას. რამდენი გამყიდველიც არ უნდა იპოვონ, ჩვენ მოვერევით იმათაც და ამათაც“, - განაცხადა მეუფემ.

ნიკო გომელაურის გარდაცვალებიდან 15 წელი გავიდა

ნიკო გომელაურის გარდაცვალებიდან 15 წელი გავიდა. ცნობილი ქართველი მსახიობი და პოეტი ნიკოლოზ (ნიკო) გომელაური 2010 წლის 13 აპრილს გარდაიცვალა.1992 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. მუშაობდა გრიბოედოვის თეატრსა და თავისუფალ თეატრში. კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი (2003). 2009 წელს მას აღმოუჩინეს ფილტვის კიბო. გარდაიცვალა 2010 წლის 13 აპრილს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ.2011 წელს რეჟისორმა გიორგი ბერიძემ გადაიღო მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „ნიკო... აპლოდისმენტები“, რომელიც ნიკო გომელაურის შემოქმედებას ეძღვნება.

📽️„როგორ კაშკაშებს ეს ბავშვი“ – როლიკო ოქროპირიძის ვაჟის სიმღერა

ეკა ბაქრაძე სოციალურ ქსელში შვილის, გიორგი ბაქრაძის შესანიშნავ ნამღერს გვიზიარებს. როგორც ეკა აღნიშნავს, სიმღერას ბავშვები ცოცხლად ასრულებენ.„უზომოდ რომ უყვარს ეკას, მელოდია უსწრებს პირის მოძრაობას, რატომღაც, როცა აქ ვდებთ. ცნობისთვის, ცოცხლად მღერიან,“ – აღნიშნავს ეკა ბაქრაძე.„საამაყო შვილი გყავს ეკა. გიორგის წარმატებებით ჩვენც ვამაყობთ,“„შესანიშნავი ახალგაზრდები. გიორგი ხომ საოცრებაა. უამრავი წარმატება მათ,“ „უნიჭიერესი და უსიმპათიურესი გიო!!!“ – წერენ სოცქსელში.

რა მდგომარეობაა ამ დროისთვის გზებზე – განახლებული ინფორმაცია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით აკრძალულია.გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის, გუდაური(ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

ბოლო სიახლეები