შაბათი, სექტემბერი 13, 2025

გიორგი კახიანი: არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარება არ აწყობს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ჯგუფებს, რომლებიც ცდილობენ გარკვეული დაძაბულობისა და პროვოკაციების შემოტანას ამ პროცესში

„ვხედავთ, რომ დაძაბულობის შემოტანისა და პროვოკაციების მცდელობაა. ეს არის ხელწერა, რომელიც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“ ადრეც და ახლაც ამას აგრძელებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა ტვ „რუსთავი 2“-ის ეთერში. მისი თქმით, თუ არ ჩავთვლით ბოლო რამდენიმე ინციდენტს, წინასაარჩევნო პროცესი ძალიან მშვიდად მიმდინარეობდა. „როგორც ჩანს, ეს მშვიდობიანი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესი. ამიტომ იწყებენ პროვოკაციებს. ნებისმიერი ადამიანი იტყვის, რომ მშვიდობიანი არჩევნების ჩატარება არის ხელისუფლების ინტერესში, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ყველა კვლევით იმდენად დიდი მხარდაჭერა გვაქვს, დამოუკიდებლად ჩამოვაყალიბებთ უმრავლესობას და მთავრობის ფორმირებასაც მოვახდენთ. ვის არ აწყობს ეს? ბუნებრივია, არ აწყობს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ჯგუფებს, რომლებიც 12-13 %-იან პარტიებად იქცნენ. ისინი ამას მშვენივრად აცნობიერებენ და ცდილობენ გარკვეული დაძაბულობისა და პროვოკაციების შემოტანას მთელ ამ პროცესში. ჩვენ მუდამ მოვუწოდებდით და აწიც მოვუწოდებთ ჩვენი პარტიის აქტიურ მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ, რადგან ასეთი პროვოკაციები მოსალოდნელი იყო. რაიმე ახალი ხომ არ ხდება? ეს ხდებოდა წინა არჩევნებზეც, იმის წინაც და ყველა არჩევნებზე, რომელიც აქამდე იყო და ხდება ახლაც. ეს არის მათი მოქმედების სტილი და მანერა. ამიტომ ვაფრთხილებდით ჩვენს აქტივისტებს, რომ ამ პროვოკაციებს არ უნდა წამოეგონ. უმეტეს შემთხვევაში, ვხედავთ თავდაჭერილ პოზიციას მათი მხრიდან, დიდი ნაწილი ყველანაირად ცდილობს, რომ განერიდონ. მიმაჩნია, რომ არანაირ ძალადობას გამართლება არ აქვს, მაგრამ სამწუხაროდ, როცა არა მარტო სიტყვიერად, არამედ ფიზიკურადაც გიპირისპირდებიან, როგორც ჩანს, ვერ მოთხოვ ყველას, რომ თავი შეიკავოს.
ჩვენ ვსაუბრობთ ორი დღის წინ მომხადარ ამბებზე. ჩვენი პრინციპული პოზიციაა შესაბამისი რეაგირება იყოს სამართალდამცავების მხრიდან. ზოგიერთ შემთხვევაზე საქმეებიც არის აღძრული, მიმდინარეობს გამოძიება და დარწმუნებული ვარ, რომ თუ გამოიკვეთა დამნაშავე პირები (და ეს აუცილებლად ასე იქნება), შესაბამის პასუხისგებაშიც მიეცემიან, რადგან ძალადობა ჩრდილს აყენებს საარჩევნო პროცესს და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ჩვენი ინტერესია არჩევნები ჩატარდეს სამართლიან და თავისუფალ გარემოში“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლევან ხაბეიშვილს კიდევ ერთი მუხლით წარედგინა ბრალი, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრს, ლევან ხაბეიშვილს კიდევ ერთი მუხლით წარედგინა ბრალი, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.აღნიშნულის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.შესაბამისად, პროკურატურის ინფორმაციით, ხაბეიშვილს უკანონო ქმედების განხორციელების სანაცვლოდ ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების მუხლებით აქვს წარდგენილი ბრალი.„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის აგვისტოსა და სექტემბერში პოლიტიკური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საჯარო სივრცეში – სატელევიზიო ეთერებსა და სოციალურ ქსელებში სისტემატურად ავრცელებდა მოწოდებებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ჰპირდებოდა 200 000 აშშ დოლარის ქრთამის სახით გადაცემას იმ შემთხვევაში, თუ ისინი უარს იტყოდნენ წვრთნასა და ვარჯიშზე, მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე და საჭიროების შემთხვევაში არ გამოიყენებდნენ მათ ხელთ არსებულ კანონით ნებადართულ სპეციალურ საშუალებებს. ამავდროულად, ლევან ხაბეიშვილი დასახელებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ქრთამის სახით გადახდას ასევე საჯაროდ ჰპირდებოდა პოლიციის იმ თანამშრომლებსაც, რომლებიც მიაწვდიდნენ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და საიდუმლო მასალებს. აღნიშნული ქმედებისათვის იგი დაკავებული იქნა სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025 წლის 11 სექტემბერს და წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის (ფულის გადაცემის) დაპირებას, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.გარდა ზემოაღნიშნული ბრალდებისა, ამავე საქმეზე დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. ბრალდებული 2025 წლის ივნისიდან სატელევიზიო ეთერებიდან და სოციალური ქსელის საშუალებით მოქალაქეებს სისტემატიურად მოუწოდებდა ისეთი ქმედების ჩადენისაკენ, როგორიცაა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა, რისთვისაც განსაზღვრავდა კონკრეტულ თარიღსა და ადგილს“, – განაცხადეს საქართველოს პროკურატურაში.

სანდრო ელოშვილი: მოვედი… წელი გავიდა!- ზურა ბერიკაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა

ზურა ბერიკაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა.მოვედი… წელი გავიდა! წერს სანდრო ელოშვილი და ფოტოს აქვეყნებს.მსახიობი ზურაბ ბერიკაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა.ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მსახიობი სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა.ზურაბ ბერიკაშვილი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო.თეატრალური სპექტაკლების გარდა, ზურაბ ბერიკაშვილს მონაწილეობა აქვს მიღებული კინოფილმებსა და სატელევიზიო სერიალებში. 

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელი ცენტრი ავრცელებს.მიწისძვრა დედოფლისწყაროში, სოფელ საბათლოში დაფიქსირდა.ბიძგების სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა შედაგინა.

გარდაიცვალა თსუ-ს ლეგენდა, ფოტოგრაფი ალეკო – უნივერსიტეტის ბაღის და ჩვენი სტუდენტობის ერთგული მემატიანე

ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია 90-იანი წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი, ვის­თვი­საც ალე­კოს ფოტო არ გა­უ­ღია. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ის ჩვე­ნი - უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ლე­ბის მე­მა­ტი­ა­ნეც იყო.უმე­ტე­სო­ბამ მისი გვა­რიც არ ვი­ცო­დით, ჩვენ­თვის ის ალე­კო იყო, მუ­დამ ხა­ლი­სი­ა­ნი, მო­ღი­მა­რი, ფო­ტოს გა­და­ღე­ბი­სას კომ­პლი­მენ­ტებ­საც რომ არ იშუ­რებ­და.მისი ფირ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი, ძვე­ლი ტექ­ნი­კით და­ბეჭ­დი­ლი შავ-თეთ­რი ფო­ტო­ე­ბი, დღეს ციფ­რულ ეპო­ქა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხიბ­ლით იყო აღ­ბეჭ­დი­ლი.

ირაკლი კობახიძე – უნდა დავადგინოთ, ვის უნდა ჩვენს ქვეყანაში არეულობის შემოტანა, ქვეყნისთვის ზიანის მიყენება, ჩვენ არ დავუშვებთ ასეთ რამეს, რეაგირება ყველაფერზე იქნება მაქსიმალურად მკაცრი

თავისთავად მძიმე ფაქტია, რომ კონკრეტული ეჭვმიტანილი, საქმის ფიგურანტი საუბრობს უკრაინის სპეცსამსახურებზე. ეს არის ის საკითხი, რითიც განსაკუთრებულად უნდა დაინტერესდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და, ბუნებრივია, დაინტერესდება კიდეც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.კობახიძის თქმით, უნდა დადგინდეს, ვის უნდა საქართველოში არეულობის შემოტანა და ქვეყნისთვის ზიანის მიყენება.„რაც შეეხება შესაძლო კავშირს იმ შიდაპოლიტიკურ მოვლენებთან, რომლებიც ვითარდება ქვეყანაში, მათ შორის დაანონსებულ ე.წ. დამხობასთან და ა.შ., თქვენ ხედავთ, რომ აბსოლუტურად სასოწარკვეთილია ოპოზიცია, არის დასუსტებული და ეს არის მთავარი მიზეზი. ასეთ დროს ნებისმიერი ტიპის პროვოკაცია შეიძლება დაიწყონ. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მართებს ყველა უწყებას, განსაკუთრებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. დარწმუნებული ვარ, რომ უსაფრთხოების სამსახური ბოლომდე მიჰყვება ამ საქმეს, ნებისმიერი ასეთი ფაქტი უნდა იყოს სრულად გამოძიებული და უნდა დავადგინოთ, ვის უნდა ჩვენს ქვეყანაში არეულობის შემოტანა, ვის უნდა ქვეყნისთვის ზიანის მიყენება. ჩვენ არ დავუშვებთ ასეთ რამეს, შესაბამისად, ჩვენი რეაგირება ყველაფერზე იქნება მაქსიმალურად მკაცრი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.საქართველოში უკრაინიდან შემოტანილ ასაფეთქებელ ნივთიერებასთან დაკავშირებით დღეს სუს-მა ახალ დეტალებზე გააკეთა განცხადება. კერძოდ, როგორც სუს-ში აღნიშნეს, ოპერატიული მასალების მიხედვით, უკრაინიდან შემოტანილი ასაფეთქებელი ნივთიერების დანიშნულების ბოლო ადგილად იკვეთება თბილისი, ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი.

ბოლო სიახლეები