სამშაბათი, მაისი 12, 2026

გიორგი ვოლსკი: საქართველოსგან რაღაც სხვა მოთხოვნა იყო და ამ მოთხოვნის აქტუალობა დღეს იცვლება

მსოფლიოში პოლიტიკური ლანდშაფტი იცვლება, საქართველოს გარშემო ცეცხლია დანთებული და ბევრი გარემოებებია, რომლებიც მნიშვნელოვანი რესურსის მობილიზებას მოითხოვს ხელისუფლებისაგან, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

მისი თქმით, პატარა კენჭების სროლა, რომელიც საქართველოში ჩანს მსოფლიო მასშტაბით ბალისტიკური რაკეტების ომის ფონზე მიმდინარეობს.

„გამოყენებულია უახლოესი რაკეტები რუსეთის მხრიდან, შეჭრილები არიან უკრაინაში, სისხლშია უკრაინა დღეს, რასაკვირველია, ჩვენ პოლიტიკურად მხარს ვუჭერთ, ყოველთვის ვუჭერდით, არავინ დაგვიფასა და ეს ორმაგი სტანდარტიც უკვე იმას უნდა გვეუბნებოდეს თქვენც და ვინც გვიყურებს მთელს საზოგადოებას, რომ საქართველოსგან რაღაც სხვა მოთხოვნა იყო და ამ მოთხოვნის აქტუალობა დღეს იცვლება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მან აღნიშნა ის სერიოზული პოლიტიკური ცვლილებები, რომელშიც დღეს მსოფლიოა გახვეული.

„უკრაინას მძიმე მდგომარეობა აქვს იმ შემთხვევაში, როდესაც მის წინააღმდეგ ისეთ რაკეტას იყენებენ, რომელსაც საჰაერო თავდაცვის სისტემა ვერ ანეიტრალებს. აი, წარმოიდგინეთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესი, ჩვენ გარშემო დანთებული ცეცხლი და სრულიად უნამუსო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რა გეგმები ჰქონია თურმე ოპოზიციას, რომ ეკონომიკური სიდუხჭირე, ეკონომიკური ნგრევა, თურმე ისეთი განცხადებაც გააკეთეს, რომ ამ მდგომარეობას, ამ არჩევნების შედეგებს მოჰყვება ჩვენი ჩამოქცევა ეკონომიკურად და რომ გადავრჩეთ თურმე ეკონომიკური სანქციები უნდა დავუწესოთ რუსეთს და საომარი მოქმედებებიც გამოუცხადოთ თუ წავალთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. ამას მე ხომ არ ვიგონებ არა? ხომ თქვენც იცით და რეალურად ყველამ იცის, რომ ეს არის მოთხოვნა ჩვენს მიმართ, რომ რუსეთის ძალების დივერსიფიცირება მოხდეს სამხრეთ კავკასიის მიმართულებით“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ყოვლად სომეხთა კათალიკოსი, შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს – თქვენი გამორჩევა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი თქვენი მრავალწლიანი ერთგული მსახურების ნათელი დასტურია

ყოვლად სომეხთა კათალიკოსი გარეგინ II შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს.„თქვენი გამორჩევა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი თქვენი მრავალწლიანი ერთგული მსახურების ნათელი დასტურია“, - აღნიშნულია გარეგინ II-ის წერილში.ყოვლად სომეხთა კათალიკოსმა მისალოც წერილში აგრეთვე განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია, რომ „სომხურ და ქართულ ეკლესიებს შორის არსებული მრავალწლიანი ძმური კავშირები, რომლებიც მდიდარ სულიერ და ისტორიულ მემკვიდრეობაზეა დაფუძნებული, მომავალშიც შექმნის თანამშრომლობის მყარ საფუძველს“.გარეგინ II-მ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უსურვა მრავალი წელი ემსახუროს ქართული ეკლესიისა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ.

🎥რა არის ცნობილი შიო III-ის ერთადერთი დის შესახებ, რომლის ვიდეო ვირუსულად გავრცელდა

2026 წლის 11 მაისი - ეს არის ისტორიული დღე, როცა საქართველომ 142-ე პატრიარქი აირჩია. ის შიო მესამეა.გაფართოებული საეკლესიო კრება სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდა. სამ კანდიდატს შორის, 22 ხმით პატრიარქად მეუფე შიო, პატრიარქის მოსაყდრე გამოარჩიეს.მისი სრული ტიტულატურა შემდეგნაირად განისაზღვრა: მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.სამების საკათედრო ტაძრის ეზოდან გავრცელებულ ვიდეოკადრებს, სადაც პატრიარქს ქალი ეამბორა მხარზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა.როგორც გაირკვა ეს ქალი - ლელა მუჯირია. პატრიარქის და, რომლის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის არ იყო ცნობილი. 

სვეტიცხოველში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის ინტრონიზაცია მიმდინარეობს

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, შიო III-ის ინტრონიზაცია მიმდინარეობს.სვეტიცხოვლის ტაძარში ახალი პატრიარქის ინტრონიზაციას ესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. სვეტიცხოველში იმყოფება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.შიო მუჯირი საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე 11 მაისს აირჩიეს.

რაგბის კლუბი ყაზბეგი სამწუხარო ინფორმაციას ვარცელებს

ახალგაზრდა მორაგბე, ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას რაგბის კლუბი ყაზბეგი სოციალურ ქსელში ავრცელებს.„რთულია რაიმეს დაწერა, მაშინ როცა ყველა სიტყვა უძლურია.. ვუსამძიმრებთ ოჯახს, ხევს და სრულიად საქართველოს ამ დიდ ტრაგედიას!მშვიდად განისვენე წიკო“, - წერს კლუბი სოციალურ ქსელში.

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა ივნისის თვეში ევროკავშირის მიერ დამტკიცებულ 90 მილიარდი ევროს სესხის პირველ ტრანშს ელოდება

უკრაინა ივნისის თვეში ევროკავშირის მიერ დამტკიცებულ 90 მილიარდი ევროს სესხის პირველ ტრანშს ელოდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.„ივნისში ველოდებით ევროკავშირის მხარდამჭერი პაკეტის პირველ ტრანშებს უკრაინისთვის, 90 მილიარდ ევროს. სწორედ ივნისში უნდა ამუშავდეს ეს სახსრები უკრაინის  სასარგებლოდ“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.მისი თქმით, უკრაინელი მაღალჩინოსნები აქტიურად მუშაობენ ევროკომისიასთან, რათა არ მოხდეს პროცესის გაჭიანურება.

ბოლო სიახლეები