ოპოზიციას არჩევნები არ სჭირდება, მათ სჭირდებათ, სააკაშვილმა როგორმე დალიოს ჩაი, ბორჯომი ან წყალი, რომელიც პარლამენტის ტრიბუნაზე დგას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„სააკაშვილი ჩარჩენილია იმ ბოდვაში, როცა შევარდნაძის ჩაი დალია, შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც საკუთარ თავზე მოირგო, რათა პრეზიდენტობიდან პირდაპირ გადასულიყო პრემიერ-მინისტრის სავარძელში. ეს ზღაპარიც, რომ დავიჯეროთ, რომ იქ თურმე შესაძლებელია ბიულეტენების გაქრობა, ახალი ბიულეტენების მოტანა, ოქმების გადასწორება და ფალსიფიცირება, სამართლებრივი საფუძვლის შესაქმნელად ამას სჭირდება საგამოძიებო კომისიის შექმნა.
არავითარი კომისიის საკითხზე ლაპარაკი არ უნდათ, არავითარი არჩევნები ამათ არ სჭირდებათ, მათ სჭირდებათ, სააკაშვილმა როგორმე დალიოს ჩაი, ბორჯომი ან წყალი, რომელიც პარლამენტის ტრიბუნაზე დგას“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.