ოთხშაბათი, მაისი 14, 2025

გიორგი ვოლსკი: თეონა აქუბარდიას პოზიცია მესმის, შეამჩნია რომ “სტრატეგია აღმაშენებელის” მიზანია დესტრუქცია

თეონა აქუბარდიას პოზიცია მესმის, ის ბევრ რამეში კრიტიკულია, ბევრ რამეში არ ვეთანხმები, მაგრამ საქმე ეხება კონკრეტული პოლიტიკური პარტიების საქმიანობას პარლამენტში. – – ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ “ქრონიკასთან” განაცხადა.

“ყველა ამჩნევს და არ არის გასაკვირი, რომ პარტიის ერთ-ერთმა წევრმა შეამჩნია ის, რომ არ არის მიზანი მუშაობა, მიზანია დესტრუქცია და იმ სტრატეგიის ხელშეწყობა, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავიდანვე დასახა, რომ როგორმე დესტაბილიზაციით მიაღწიონ წარმატებას“, – განაცხადა გიორგი ვოლსკი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირაკლი კობახიძე – აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება დამოკიდებული იქნება იმაზე, ვინ გაიმარჯვებს ტრამპსა და „დიფ სთეითს“ შორის ორთაბრძოლაში, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს

ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-თან და ეს თავიდან ბოლომდე დამოკიდებული იქნება იმაზე, ვინ გაიმარჯვებს ორთაბრძოლაში პრეზიდენტ ტრამპსა და „დიფ სთეითს“ შორის. დავიტოვოთ იმედი, რომ გაიმარჯვებს პრეზიდენტი ტრამპი, თუმცა ყველა სცენარისთვის ვართ მზად, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რუმინეთში ევროპული ბიუროკრატიის მხარდაჭერით ერთჯერადად გააუქმეს არჩევნები და რაც იქ ერთჯერადად მოხდა, საქართველოში ეს ხდება განგრძობითი ფორმით.„ბოლო წლები რომ ავიღოთ, 2020 წლიდან რაც ხდება საქართველოში – ერთი არჩევნების არაღიარება, მეორე არჩევნების არაღიარება, მოლაპარაკებები, ოპოზიციის პარლამენტში არშესვლა, ლეგიტიმაციის არცნობა, არმილოცვა, ჩვეულებრივი საბჭოური მეთოდები. ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია ის დუმილი, რასაც ვხედავთ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან და ამის გამო გადავწყვიტეთ, ღია წერილით მიგვემართა ტრამპის ადმინისტრაციისთვის. იმედს ვიტოვებთ, რომ რეაქცია იქნება, თუმცა ვნახოთ, ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება, თუ ვინ გაიმარჯვებს ორთაბრძოლაში ტრამპის ადმინისტრაციასა და დიფ სთეითს შორის. აშკარა ბრძოლა წარიმართება. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ გაიმარჯვებს პრეზიდენტი ტრამპი, თუმცა მეორე ვერსიასაც არ გამოვრიცხავთ. ზოგადად, ჩვენ ყოველთვის ყველა სცენარისთვის ვიყავით მზად, ჩვენ პრეზიდენტ ტრამპის ოპონენტის გამარჯვებისთვისაც კი ვიყავით მზად, რაც, ბუნებრივია, უარესი სცენარი იქნებოდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ტრამპის გამარჯვებამ ჩვენთვის უკვე მოიტანა ძალიან მნიშვნელოვანი სარგებელი. გახსოვთ, რამხელა კამპანია ჰქონდათ წარმართული გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ. რუსული კანონი დაარქვეს, ათასი ეპითეტით ამკობდნენ ამ კანონს და იმის გაფიქრებასაც კი გვიკრძალავდნენ, რომ შეიძლება ვინმემ დასავლეთიდან რაღაც ცუდი დააფინანსოს ჩვენს ქვეყანაში. მოვიდა პრეზიდენტი ტრამპი, მისი ადმინისტრაცია და მათ პირდაპირ განაცხადეს ის, რისი მტკიცებაც ჩვენ გვიწევდა საზოგადოების წინაშე. მათ პირდაპირ აღიარეს, რომ კონკრეტულად მაგალითად USAID-ის მეშვეობით, NED-ის მეშვეობით, სხვა ფონდების მეშვეობით სხვადასხვა ქვეყანაში იგეგმებოდა რევოლუციური პროცესები და ხდებოდა არეულობის ხელშეწყობა. ეს უკვე იმხელა სარგებელია, რაც ტრამპის გამარჯვებამ მოგვიტანა, ამისთვის, უკვე შეიძლება, ითქვას მადლობა. მაგრამ, რა თქმა უნდა ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-სთან და ეს იქნება დამოკდებული თავიდან ბოლომდე იმაზე, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ ორთაბრძოლაში პრეზიდენტ ტრამპსა და დიფ სთეითს შორის. დავიტოვოთ იმედი, რომ გაიმარჯვებს პრეზიდენტი ტრამპი, თუმცა ყველა სცენარისთვის ვართ მზად. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ეს წლები რომ გავიხსენოთ კიდევ ერთხელ, დიფ სთეითი როცა მართავდა აშშ-ს, 2020-2024 წლები, მაშინ ბოლომდე დავიცავით ჩვენი ეროვნული ინტერესები, არც ერთ სცენარის პირობებში არ დავთმობთ ამას. თუ გაიმარჯვებს ტრამპი, ჩვენთვის ბევრად უფრო გამარტივდება სიტუაცია და უკეთ იქნება დაცული ამ შემთხვევაში ჩვენი ეროვნული ინტერესები. დანარჩენი, უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ნუგზარ წიკლაური – დაიკარგა საქართველოს ისტორიულ-პოლიტიკური იდეა, რაც გულისხმობდა დასავლურ სამყაროსთან დაახლოებას, ეს არის უმძიმესი რეალობა ქართული სახელმწიფოსთვის

დღევანდელი გამოსვლა პრაქტიკულად, არის აღიარება იმის, რომ ვერ მოხერხდა ამ ურთიერთობების ჩამოყალიბება და ვერ დაიძლია ის საერთაშორისო კრიზისი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს ჩვენს ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.„პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის უმძიმესი რეალობა და ნამდვილი დრამა ქართული სახელმწიფოსთვის. რეალურად, ამ შემთხვევაში, ამ ფაქტის კონსტატაციისას ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ დაიკარგა საქართველოს ისტორიულ-პოლიტიკური იდეა, რაც გულისხმობდა დასავლურ სამყაროსთან დაახლოებას“, – განაცხადა წიკლაურმა.მისი თქმით, როდესაც აშშ-ის კონგრესი უდიდესი უმრავლესობით, 80%-ით იღებს რაღაც გადაწყვეტილებას, საუბარი იმაზე, რომ რაღაც მასონური ძალები ებრძვიან ხელისუფლებას და „დიფ სთეითი არსებობს, ეს არის ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა.გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ექნება თუ არა მხარდაჭერა მეგობარი აქტს“ აშშ-ის სენატში, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ მას ახლა ამის პროგნოზირება არ შეუძლია, თუმცა ინდიკაციები არსებობს.„ეს წერილი, რომელიც გამოქვეყნდა, სადაც არის ლაპარაკი და შეურაცხმყოფელი ტონალობა, რაღაც „დიფ სთეითზე“ მიმართებები, სამწუხაროდ, არ ტოვებს უკეთესის იმედს“, – განაცხადა წიკლაურმა.

ირაკლი კობახიძე – ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, გვინდა, დავადგინოთ გზამკვლევი, სადაც ასახული იქნება სარგებელი როგორც საქართველოსთვის, ისე აშშ-თვის

ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, გვინდა, ეს იყოს ხელშესახები სტრატეგიული პარტნიორობა და არა ზოგადი, როგორც მანამდე ვიყავით მიჩვეული და მზად ვართ, კონკრეტული გზამკვლევი დავადგინოთ ორივე ქვეყნისთვის, სადაც იქნება ასახული სარგებელი როგორც საქართველოსთვის, ასევე აშშ-თვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა წერილობითი კომუნიკაცია ტრამპის ადმინისტრაციასთან, პრეზიდენტ ტრამპთან და რადგან პასუხი არ მიუღია, ღია წერილის გავრცელება გადაწდა.„ჩემგან გავრცელდა ეს ღია წერილი და რა თქმა უნდა, ეს გამოხატავს ხელისუფლების პოზიციას და შესაბამისად ჩვენი სახელმწიფოს პოზიციას. ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში. მე გარდა წერილებისა, საჯარო განცხადებებიც გავაკეთე, რომ აბსოლუტურად ღია ვართ სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, თან გვინდა, ეს იყოს ხელშესახები სტრატეგიული პარტნიორობა და არა ზოგადი, როგორც მანამდე ვიყავით მიჩვეული და მზად ვართ, კონკრეტული გზამკვლევი დავადგინოთ ორივე ქვეყნისთვის, სადაც იქნება ასახული სარგებელი როგორც საქართველოსთვის, ასევე აშშ-თვის. ამისთვის მზად ვართ, მაგრამ ჯერჯერობით პასუხს აყოვნებენ. ამიტომ გადავწყვიტეთ ღი წერილის გავრცელება. ღია წერილში დეტალურად არის გაშლილი ჩვენი არგუმენტები ყველაფერთან დაკავშირებით და გამოხატულია ჩვენი გაკვირვება იმის შესახეb, რომ აქამდე ისმის დუმილი რეალურად იმ ფონზე, როდესაც ჩანს აშკარა ღირებულებითი თანხვედრა, ანუ გაცხადებული რაც არის, გვაქვს სრული ღირებულებითი თანხვედრა, მიდგომებთან დაკავშირებით არის სრული თანხვედრა. გავიხსენეთ კონკრეტული მაგალითებიც, მაგალითად რუმინეთის მაგალითი. ტრამპის ადმინისტრაციამ დაგმო ის, რაც ევროპული ბიუროკრატიის მხარდაჭერით გაკეთდა რუმინეთში. კაცმა მოიგო არჩევნების პირველი ტური და საერთოდ გააუქმეს არჩევნები. არ ვიცი, ასეთი რამ სადმე თუ მომხდარა იმ სივრცეში, რასაც ჰქვია დასავლეთი. ასეთ რაღაცაზეც კი წავიდნენ, უხეშად ანტიდემოკრატიული ნაბიჯი გადაიდგა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ევროპული ბიუროკრატიის მხარდაჭერით და მანამდე აშშ-ის წინა ადმინისტრაციის მხარდაჭერით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ვალენსია“ სტუმრად „ალავესთან“ დამარცხდა – გიორგი მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 36-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ სტუმრად „ალავესთან“ 0:1 დამარცხდა.საქართველოს ნაკრების მეკარე შეხვედრაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო და მიუხედავად იმისა, რომ 75-ე წუთზე „ვალენსიის“ კარში პენალტი მის მიერ წესების დარღვევას მოჰყვა, მაინც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. პენალტიდან კი შეხვედრაში ერთადერთი გოლი 79-ე წუთზე ჟოან ჟორდანმა გაიტანა.გიორგი მამარდაშვილმა თამაშის მანძილზე ოთხ მომენტში თავისი გუნდი გადაარჩინა. განსაკუთრებით ეფექტური მისი მოგერიებები პირველ ტაიმში იყო.„ვალენსია“ 36 ტურის შემდეგ ესპანეთის ლა ლიგაში 45 ქულით მე-11 ადგილზეა და კონფერენს ლიგის ზონამდე ორი ქულა აშორებს.

“ჩინეთთან ვაჭრობა და ურთიერთობა არ გვქონდესო, ეს ვინ თქვა?!. ღიად მოხდა ამერიკის გაგდება და ჩინეთის მოყვანა, თორემ ჩინეთის ხელისუფლებასთან სავაჭრო ურთიერთობა საქართველოს არ ჰქონდესო,...

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი, გიორგი ბარამიძე "ღამის კურიერის" ეთერში საქართველოს ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ჩინეთთან ურთიერთობები ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა არა აშშ-სთან ურთიერთობების დალაგების ხარჯზე."ჩინეთთან ვაჭრობა არ გვქონდეს და ურთიერთობა არ გვქონდესო, ეს ვინ თქვა?! - ღიად მოხდა ამერიკის გაგდება და ჩინეთის მოყვანა, თორემ ჩინეთის ხელისუფლებასთან სავაჭრო ურთიერთობა საქართველოს არ ჰქონდესო, ამას არავინ, არასდროს არ ამბობს. ჩვენი ხელისუფლების დროსაც ვითარდებოდა სავაჭრო ურთიერთობები და აქ სავაჭრო ურთიერთობების პრობლემა არავის არ აქვს.ისეთ სტრატეგიულ ობიექტში, როგორიც არის ანაკლიის პორტი, მნიშვნელოვანი იყო ის ძალა ყოფილიყო, რომლისკენაც ვართ ჩვენ ორიენტირებული, მაგრამ როდესაც ამ ძალას შენ გააგდებ დემონსტრაციულად და შემოგყავს ჩინეთი, ამით შენ ამბობ, ამერიკა-ჩინეთის კონკურენციას შორის რომლის მხარეს იჭერ. ეს ყველაფერი კი იმ კონტექსტში ხდება, როცა შენ NATO-ზე უარს ამბობ, ევროკავშირზე უარს ამბობ, ჩვენს ყველა მეგობარს მტერს უწოდებ და, ამავდროულად, "ჰამასთან" და ირანთან მეგობრობ, ეს ყველაფერი მთლიანობაში გამოკვეთილი სურათია. აქედან გამომდინარე, შანსი არ არის ამ რეჟიმმა რამე "დაალაგოს" ტრამპის ხელისუფლებასთან," - აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.

ბოლო სიახლეები