შაბათი, ივნისი 21, 2025

გიორგი ვოლსკი: ამერიკაში გაცილებით მკაცრია კანონი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, მაგრამ როგორც ჩანს, მძიმე კითხვებზე პასუხის გაცემას, ზოგიერთმა, მათ შორის ხაზარაძემ არჩია, ამ კანონს დაუპირისპირდეს

როგორია პარლამენტის საგამოძიებო კომისიებში გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული სანქციები ევროპულ და ამერიკულ პრაქტიკაზე დაყრდნობით? –  პარლამენტის საგამოძიებო კომისიებში გამოუცხადებლობისთვის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სანქციები განსხვავდება, თუმცა, უმეტეს ქვეყანაში, დაუმორჩილებლობა სერიოზულ სამართალდარღვევად მიიჩნევა და სისხლის სამართლის კანონმდებლობითაც ისჯება.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების უმეტესობას, კანონიერი უფლება აქვთ გამოიძახონ მოწმე და მოითხოვონ დოკუმენტები. ზოგ ქვეყანაში საჯარო მოხელეებს აღნიშნული კანონმდებლობის დაცვა მკაცრად ევალებათ.

აღნიშნულ საერთაშორისო პრაქტიკასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში შეფასებები კეთდება:

“კანონი კანონობს და არამარტო საქართველოში, ეს მიღებული პრაქტიკაა. ამერიკის შეერთებულ შტატებში გაცილებით უფრო მკაცრია კანონი გამოუცხადებლობისთვის. მაგრამ, როგორც ჩანს, მძიმე კითხვებზე პასუხის გაცემას, ზოგიერთმა, მათ შორის ხაზარაძემ არჩია, რომ ამ კანონს დაუპირისპირდეს და თავი პოლიტიკურ დევნილად შერაცხოს. მძიმე კითხვებია, რომელზეც პასუხები არ აქვს არცერთს,”- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი გველესიანმა „პერსეპოლისი“ დატოვა – მიზეზი საომარი ვითარებაა

გიორგი გევლესიანმა „პერსეპოლისი“ ირანში არსებული საომარი მდგომარეობის გამო დატოვა – ინფორმაციას ირანული გამოცემა eghtesadazad-ი ავრცელებს.„ირანული გუნდები ლეგიონერებმა დატოვეს. ამჟამად არსებულმა სამხედრო ვითარებამ უცხოელი მოთამაშეებისა და მწვრთნელების ყოფნის შესაძლებლობა თითქმის ნულამდე შეამცირა. ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ უცხოელმა მოთამაშემ ან მწვრთნელმა ჩვენს ქვეყანაში წასვლა მოისურვოს.ცნობილი გახდა, რომ ირანულ ფეხბურთსა და „პერსეპოლისში“ მრავალწლიანი ასპარეზობის შემდეგ ქვეყანა და გუნდი გიორგი გველესიანმა დატოვა. ის კარგად იცნობს ქვეყანაში არსებულ ცხოვრების პირობებს.ვრცელდება ხმები, რომ ზოგიერთი ლეგიონერი – და მათ შორის გველესიანი – გუნდებს დაუბრუნდებიან, როდესაც ვითარება შეიცვლება. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია და ამჟამინდელ სიტუაციაში ვინ მოვა და ვინ წავა, ამის შესახებ მეტი არაფერია ცნობილი“, – წერს ირანული გამოცემა.გიორგი გველესიანმა საკლუბო კარიერა „დინამო თბილისში“ დაიწყო. შემდეგ ირანში გადავიდა, სადაც თამაშობდა „ზობ აჰანში“, „ნასაჯში“ , „სეპაჰანში“ და ბოლოს – „პერსეპოლისში“.

საქართველოს პრეზიდენტმა 37 პირი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა 37 პირი შეიწყალა.საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეწყალება შეეხო 29 არასაპატიმრო და ხუთ საპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო სამ პირს მოეხსნა ნასამართლობა.„საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს“, – აღნიშნულია პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ბრაზილიაში საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა

ბრაზილიაში საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა.შემთხვევა ბრაზილიის სანტა კატარინას შტატის ქალაქ პრაია გრანდეში მოხდა.შტატის გუბერნატორის ცნობით, ბურთზე 21 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 13 გადარჩა.გუბერნატორის განცხადებით, სამაშველო ჯგუფები ადგილზე არიან და დაზარალებულებს და მსხვერპლთა ოჯახებს ყველა საჭირო დახმარებას აღმოუჩენენ.

ევროკავშირის ქვეყნები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ – პაველ ჰერჩინსკი სამ პრობლემას ასახელებს

ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის განმარტებით, შეხვედრაზე, რომელიც 23 ივნისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გაიმართება, საქართველოზეც იმსჯელებენ და სამ კონკრეტულ პრობლემას განიხილავენ. ამის შესახებ ჰერჩინსკიმ ბათუმში, ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მედიასთან განაცხადა."ზუსტად არ ვიცი, რაზე ისაუბრებენ , თუმცა ელჩების დონეზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შემიძლია გითხრათ, რომ EU-ს წევრი სახელმწიფოები, ალბათ, სამ ძირითად პრობლემაზე ისაუბრებენ.პირველი - ეს არის ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული უზარმაზარი დეზინფორმაციის კამპანია და ევროკავშირის დემორალიზაციის მცდელობა ქვეყნის უმაღლესი მაღალჩინოსნების მიერ;მეორე საკითხი, რაზეც ისაუბრებენ, საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო სანქციების დაწესების შესაძლებლობა იქნება;ხოლო მესამე, რასაც განიხილავენ, ის უვიზო მიმოსვლის პრივილეგიაა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში სარგებლობენ, ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის სერიოზული უკუსვლის ფონზე - ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ ორშაბათს და ეს კითხვები ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს დავუსვათ", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.მანამდე ევროკავშირის ელჩმა "ბათუმელებთან" ინტერვიუში განმარტა, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ევროკავშირი რამდენიმე თვეა განიხილავს და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება, სანქციების შემოღებასთან შედარებით, გაცილებით მარტივი პროცედურაა, რომელიც წევრი ქვეყნების 2/3-ის მხარდაჭერას მოითხოვს.

ბინები თბილისსა და მადრიდში, კრიპტოაქტივები… – როგორ შეიცვალა რომეო მიქაუტაძის ქონება 2017-2024 წლებში?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით დაკავებულ რომეო მიქაუტაძეს უკანონო გზით მილიონობით ლარის სარგებელი აქვს მიღებული.bm.ge დაინტერესდა, რა ქონებით მოვიდა და რა ქონებით დატოვა საჯარო სამსახური საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ. ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდის თანახმად, ის დეკლარაციების შევსებას 2017 წელს იწყებს, როცა იმჟამინდელი ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის მოადგილე გახდა. მიქაუტაძის ქონებრივი დეკლარაციების ანალიზი აჩვენებს, რომ 2017 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში მისი და მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული აქტივები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ცვლილებები ფიქსირდება როგორც უძრავ ქონებაში, ასევე ფინანსურ აქტივებსა და ვალდებულებებში. უძრავი ქონება თუ 2017 წელს მიქაუტაძეს თბილისში ერთ ბინა (113.44 კვ.მ, ჩუქებით მიღებული 2011 წელს) ჰქონდა და მეუღლე ფლობდა:ბინას ბათუმში (44 კვ.მ, ნასყიდობა 2017, $20,000), მანსარდს თბილისში (48 კვ.მ, ნასყიდობა 2011, $10,000),2024 წლის დეკლარაციით მათ საკუთრებაში დამატებით არის:ბინა მადრიდში — 120 კვ.მ, შეძენილი 660,000 ევრო (შეძენილი 2024); ბინა ჭავჭავაძის გამზირზე — 240,000 დოლარი (შეძენილი 2018); სასტუმრო ბეთლემის ქ. 15 (479.71 მ²) — 825,000 დოლარი (შეძენილი 2020); სასტუმროს ეზო ბეთლემის ქ. 15 (300 მ²) — 0 ლარი (შეძენილი 2021); მიწის ნაკვეთი წყნეთში — 320,000 დოლარი (შეძენილი 2023); მიწის ნაკვეთი დედოფლისწყაროში — 12,000 დოლარი (შეძენილი 2022); სარდაფი (127.4 მ²) — შეძენილი 2019; სათავსო — შეძენილი 2018.მოძრავი ქონება და კრიპტოაქტივები 2017 წელს: მხოლოდ ერთი მსუბუქი ავტომანქანა – Mini Cooper Paceman, 23,000 ევრო ღირებულებით. 2024 წელს: დეკლარაციაში არ ფიქსირდება ახალი მანქანები, მაგრამ პირველად ჩნდება კრიპტოაქტივები:13,000 აშშ დოლარის ღირებულების Ripple. 3,000 აშშ დოლარის ღირებულების Shiba Inu (84 მილიონი ერთეული).საბანკო ანგარიშები და ნაღდი ფული 2017 წელს:საბანკო ანგარიშებზე: დაახლოებით 4,200 დოლარი და 4,280 ლარი. ოვერდრაფტი და საკრედიტო ბალანსი ჯამურად 421,000 ლარამდე.2024 წელს:საბანკო ანგარიშებზე ფიქსირდება მცირე დადებითი ნაშთები. თუმცა დეკლარაციაში პირველად ჩნდება 115,000 აშშ დოლარის ოდენობის ნაღდი ფული – დანაზოგის სახით.ვალდებულებები ფინანსურ ვალდებულებებში მნიშვნელოვან ცვლილებებს ვხედავთ: თუ 2017 წელს ჰქონდა მხოლოდ 420,000 ლარის ოდენობის სესხი, 2024 წლისთვის ოჯახს რამდენიმე ახალი სესხი აქვს:მცირე ბიზნესის სესხი – 85,000$; იპოთეკური სესხი – 100,000$; ორი სესხი სასტუმროებზე – 685,000 და 230,000 ევრო.შემოსავლები, ანაზღაურება და საჩუქრები 2017 წელს: დეკლარაციაში დაფიქსირებულია დივიდენდებიდან მიღებული 10,000 ლარი. 2024 წელს:რომეო მიქაუტაძის ანაზღაურება – 85,470 ლარი ( მინისტრის მოადგილეობის). მეუღლის საერთო ანაზღაურება რამდენიმე კომპანიაში მუშაობიდან – 266,230 ლარი. მიღებულია საჩუქარი – 10,000 დოლარი დედისგან. დამატებითი შემოსავლები – ვალების დაბრუნება, ყოველდღიური ხარჯებისთვის თანხები, სამედიცინო ხარჯები და სხვა – ათეულობით ათასი ლარისა და უცხოური ვალუტის ოდენობით.სამეწარმეო საქმიანობა დეკლარაციების შედარება აჩვენებს, რომ სამეწარმეო აქტივობა მნიშვნელოვნად გაფართოებულია როგორც ბიზნესის რაოდენობის, ასევე სფეროების მიხედვით. 2017 წელს: მეუღლე, ნინო მიქაუტაძე ფლობდა 100%-იან წილს და იყო დირექტორი შპს "Little One"-ში2024 წლის დეკლარაციაში ჩანს, რომ რომეო მიქაუტაძე იყო მეწილე შპს „ჯორჯიან ენერგო სერვისში“ და შპს „როქსთოუნში“ (ორივე შემთხვევაში მონაწილეობა დასრულდა 01.12.2023), ასევე არის მეწილე შპს „ბლუბერი ლაბში“ (მონაწილეობა უვადოა). ნინო მიქაუტაძის მონაწილეობა: ნინო მიქაუტაძე 2024 წლის დეკლარაციით არის დირექტორი შპს „პარაგონსა“ და შპს „ვიუ ფოინთში“, ასევე მეწილე შპს „პარაგონსა“ და შპს „ვიუ ფოინთში“. გარდა ამისა, მან დაასრულა მონაწილეობა შპს „ლითლ ვან“, შპს „მ და ბ“ და შპს „მინი მი Georgia“ კომპანიებში. 2017 წლის დეკლარაციაში ნინო მიქაუტაძე იყო 100%-იანი მესაკუთრე-დირექტორი შპს „Little One“-შირაც შეეხება მიქაუტაძის ოჯახის სხვა შემოსავლებს და გასავლებს თანამდებობიდან წასვლამდე. დეკლარაციით ირკვევა, რომ მინისტრის მოადგილეს აქტიურად უბრუნებდნენ სხვადასხვა პირები ვალს. რომეო მიქაუტაძე:ვალი შემოსავალი: 16400 EUR (ეთერ მთვრალაშვილის მიერ განხორციელებულია 3 ჩარიცხვა). ვალი შემოსავალი: 4000 GEL (ეთერ მთვრალაშვილის მიერ განხორციელებულია ჩარიცხვა). ვალი შემოსავალი: 17600 GEL (გიორგი ქურცუას მიერ დაბრუნებული ვალი, 6 ჩარიცხვა). ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ხარჯებისათვის შემოსავალი: 5000 USD (საკანდელიძე გიორგი). ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ხარჯებისათვის შემოსავალი: 18000 GEL (ნიკოლეიშვილი თამარ). ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ხარჯებისათვის შემოსავალი: 25000 GEL (სალუქვაძე ეკატერინე). ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ხარჯებისათვის შემოსავალი: 30000 GEL (ყუფარაძე მერი). ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ხარჯებისათვის შემოსავალი: 15000 GEL (ღამბაშიძე მარიამი). ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ხარჯებისათვის შემოსავალი: 15000 GEL (ასლანიშვილი ლელა). ქონების მართვა: 65000 GEL (ბადალაშვილი მერაბ); რომეო მიქაუტაძის მიერ მეგობრისთვის შეძენილი საჩუქრის ღირებულება: 6859 GEL, შპს "კოლიბრი"; რომეო მიქაუტაძის სამოგზაურო ხარჯები მეგობრებთან ერთად: 18 000 ევრო.

ბოლო სიახლეები