პარასკევი, მაისი 9, 2025

გიორგი ვაშაძე – „ქართული ოცნების“, ივანიშვილის და ლიდერების – მეტი იზოლაცია, ჩვენი – მეტი ინტეგრაცია ამერიკასთან, აი, ეს არის „MEGOBARI აქტი“ – ეს აქტი საქართველოს სჭირდება

„ქართული ოცნების“, ივანიშვილის და ლიდერების – მეტი იზოლაცია, ჩვენ – მეტი ინტეგრაცია ამერიკასთან, აი, ეს არის „MEGOBARI აქტი“. ამ აქტის განხილვა იწყება სენატში – დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ მისთვის არასასურველ ბევრს მოისმენს და ჩვენ, ძალიან ბევრ კარგს მოვისმენთ, რაც მეტ იმედს მოგვცემს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „ინტერპრესნიუსს“ თბილისში მიმდინარე აქციაზე განუცხადა.

მისი თქმით, ამერიკასთან მეგობრობა და „მეგობრობის აქტი“ საქართველოსთვის ნიშნავს დაცულობას, განვითარებას და წინსვლას, „ივანიშვილის გზა კი, არის იზოლაციისკენ და ის ყველაზე დაუცველი გზაა“.

„თუ მარტო დავრჩებით ძალიან მარტივი იქნება ჩვენი დამონება, ამიტომ გვინდა ჩვენ მეგობრობა ამერიკასთან და ჩავთვალოთ, ეს არის ამერიკის მეგობრობის მხარდაჭერის მსვლელობა. ეს „მეგობრობის აქტი“ საქართველოს სჭირდება. ჩვენ ბევრი გვყავს ამერიკაში, ევროპაში და მათაც სჭირდებათ ჩვენგან გამხნევება ჩვენი აქციებით, ჩვენი მოქმედებით, ჩვენი ხმამაღალი სიტყვით, რომ არ დაიღალონ ჩვენ მხარდაჭერაში იმიტომ, რომ ჩვენ დარწმუნებული ვართ, გამარჯვებაში. ეს უნდა ვაჩვენოთ.

„ქართული ოცნების“, ივანიშვილის და ლიდერების – მეტი იზოლაცია, ჩვენ – მეტი ინტეგრაცია ამერიკასთან. აი, ეს არის „მეგობარი აქტი“. ამ აქტის განხილვა იწყება სენატში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჯერჯერობით მიღების კონკრეტული ვადები არ არის ცნობილი, ამიტომ ეს განხილვა უმნიშვნელოვანესია. ჩვენ ბევრ რამეს გავიგებთ საქართველოსთან მიმართებაში, მითუმეტეს, ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში, რა პოზიციები არის ამერიკიდან საქართველოსთან მიმართებაში. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ მისთვის არასასურველ ბევრს მოისმენს და ჩვენ, ძალიან ბევრ კარგს მოვისმენთ, რაც მეტ იმედს მოგვცემს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი სამეგრელოში იყო.მათივე ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპთან საუბრისას დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების განზრახვის სერიოზულობა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ომის დასრულება სურს.„განვიხილეთ მშვიდობისთვის შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობა, კერძოდ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას. პრეზიდენტი ტრამპი დაინტერესდა ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციით და მე მოკლედ მივაწოდე მას ინფორმაცია. ასევე გავაცანი, რომ უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუნდაც დღეიდან. ჩვენ ველოდებით რუსეთისგან ამ წინადადებაზე თანხმობას. მე ასევე დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების თავისი განზრახვის სერიოზულობა, დაიწყოს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით“, – წერს ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ სურს ამ ომის დასრულება, მზადაა დასახმარებლად და მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას. ამასთან, ლიდერები მიესალმნენ უმაღლესი რადას მიერ ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირებას.

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. კერძოდ, აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც “რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების” (RFE/RL) ძალისხმევებს შეუწყობს ხელს, მიიღოს კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხები, რომლებიც მომდევნო კვირებში საქმიანობის გაგრძელებისთვის სჭირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება იგივე სასამართლოში რამდენიმე საათით ადრე სამი მოსამართლისგან შემდგარი პანელის გადაწყვეტილებას აპაუზებს. აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების სრული 11-კაციანი შემადგენლობით მიღებულმა გადაწყვეტილებამ პანელის გადაწყვეტილება “ადმინისტრაციულად შეაჩერა”.

ქუთაისში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ეძებენ

ქუთაისში, მდინარე რიონში, ე.წ. ბალახვანის ხიდის მიმდებარედ 19 წლის გოგოს ეძებენ.ინფორმაციას „ინფო იმერეთი“  ავრცელებს.ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.

🎥„მე იცით რომელი ბავშვი ვარ?…“ – ვინ არის და როგორ ცხოვრობს ბადრი პატარკაციშვილის ულამაზესი შვილიშვილი

ბიზნესმენისა და მილიარდერის, ბადრი პატარკაციშვილის შვილიშვილი, ლიზა მაღრაძე, მაყურებელმა წლების წინ თათია გიორგობიანთან ერთად შესრულებული დუეტით გაიცნო.ლიზა ცნობილი ბიზნესმენის დის, მზია პატარკაციშვილის შვილიშვილია.მას შემდეგ, რაც ლიზა სოციალურ ქსელში აქტიურად გამოჩნდა, მის მიმართ ინტერესი არ წყდება.მისი ჩაცმულობა, სტილი, ცხოვრების წესი, ყოველთვის განხილვის საგანია.ლიზა ოჯახთან ერთად ბევრს მოგზაურობს, ჰყავს მეუღლე გიორგი კაკაბაძე და ულამაზესი პატარა გოგონა ანინე, რომელთან ერთადაც გადაღებულ ვიდეოებს ხშირად აქვეყნებს. 

ბოლო სიახლეები