სამშაბათი, ივნისი 24, 2025

გიორგი გვარაკიძე – საჯარო და კერძო სექტორში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა პროკურატურის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია

საჯარო და კერძო სექტორში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობა ცალკე პრიორიტეტად მინდა გამოვყო, – ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, გიორგი გვარაკიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„ვფიქრობ, გასაზრდელია პროკურატურის საგამოძიებო მიმართულების ანტიკორუფციული ღონისძიებების შედეგიანობა, მათ შორის ყურადღება უნდა გამახვილდეს სახელმწიფო პროგრამული დაფინანსების ხარჯვის მართლზომიერების საკითხებზე და სახელმწიფო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ბოროტად გამოყენების ფაქტებზე“, – აღნიშნა გიორგი გვარაკიძემ

გენერალური პროკურორობის კანდიდატის განცხადებით, გასაძლიერებელია სამოხელეო და კორუფციულ დანაშაულებზე პარალელური ფინანსური გამოძიების არსებული პრაქტიკა, მაღალი რისკების სფეროების იდენტიფიცირების და დაუსაბუთებელი ქონების ლეგალიზაციის ფაქტების გამოვლენის მაჩვენებელი.

როგორც გიორგი გვარაკიძემ აღნიშნა, დანაშაულში თანამონაწილეთა იდენტიფიცირების, სამართალწარმოების დაჩქარებისა და ქონების ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, დანაშაულში ჩართული და მოთანამშრომლე პირების მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საპროცესო შეთანხმების გზით სამართლებრივი შეღავათების გავრცელების პრაქტიკა.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატ გიორგი გვარაკიძეს უსმენენ.

გიორგი გვარაკიძის გამოსვლას საქართველოს პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანის პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ პატივს სცემს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას იმ შემთხვევაში, თუ ისრაელიც იმავეს გააკეთებს.„სიონისტური რეჟიმი თუ არ დაარღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ირანიც არ დაარღვევს“, – განაცხადა ფეზეშქიანმა მალაიზიის პრემიერ-მინისტრთან, ანვარ იბრაჰიმთან სატელეფონო საუბრისას.დონალდ ტრამპმა დღეს დაწერა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა და მოუწოდა ირანსა და ისრაელს, არ დაარღვიონ შეთანხმება.ამასთან, ტრამპის თქმით, „ისრაელი ირანზე თავდასხმას არ აპირებს, ყველა თვითმფრინავი უკან დაბრუნდება, ცეცხლის შეწყვეტა ძალაშია“.

ტრამპი: მივემგზავრები ნატოს სამიტზე, სადაც, უარეს შემთხვევაში, გაცილებით მშვიდი პერიოდი მექნება, ვიდრე ის, რაც ახლახან გამოვიარე ისრაელთან და ირანთან დაკავშირებით

მივემგზავრები ნატოს სამიტზე, სადაც, უარეს შემთხვევაში, გაცილებით მშვიდი პერიოდი მექნება, ვიდრე ის, რაც ახლახან გამოვიარე ისრაელთან და ირანთან დაკავშირებით, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.„მოუთმენლად ველი შეხვედრას ჩემს ძალიან კარგ ევროპელ მეგობრებთან და სხვებთან. იმედია, ბევრს მივაღწევთ!“ - დასძინა დონალდ ტრამპმა. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა გუნდი – „შერეკილები“ ბორჯომის ფესტივალის ერთ-ერთი გამარჯვებულია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა გუნდმა - „შერეკილები“ მორიგი წარმატება მოიპოვა და ბორჯომის მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ფესტივალის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, მხიარულთა და საზრიანთა საუნივერსიტეტო გუნდმა, რომელიც 8 წევრს აერთიანებს, ბოჯომის ფესტივალის ვიცე-ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.როგორც სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპატამენტის ხელმძღვანელი ლევან ფიფია აღნიშნავს, მხიარულთა და საზრიანთა საუნივერსიტეტო გუნდის წარმატება იმ დიდი მხარდაჭერის შედეგია, რაც ახალგაზრდებს მუდმივად აქვთ უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და უშუალოდ რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხრიდან.„ბორჯომის მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ფესტივალზე ჩვენი საუნივერსიტეტო გუნდი - „შერეკილები“ - პირველ სამეულში მოხვდა და დამსახურებულად მოიპოვა ვიცე-ჩემპიონის ტიტული. ამ მორიგ გამარჯვებას ვულოცავთ „შერეკილების“ რვავე წევრს, მათ გულშემატკივარ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს. ჩვენი გუნდის წარმატება სწორედ იმ დიდი მხარდაჭერის შედეგია, რაც ახალგაზრდებს მუდმივად აქვთ უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან და უშუალოდ რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხრიდან. მეორე მხრივ კი, მხიარულთა და საზრიანთა საუნივერსიტეტო გუნდი, შექმნის დღიდან, ძალისხმევას არ იშურებს, იყოს კრეატიული და, მაღალი კონკურენციის ფონზე, დაუღალავი შრომით მიაღწიოს წარმატებებს. შედეგი სახეზეა - „შერეკილები“ ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად ჩამოყალიბდა და წლევანდელ სტუდენტურ ფესტივალზე პირველი ადგილის მოპოვების შემდეგ, ბორჯომის ფესტივალზეც წარმატებას მიაღწია. კიდევ ერთხელ ვულოცავთ გამარჯვებას ჩვენს გუნდს და ჩვენს უნივერსიტეტს - წინ არაერთი წარმატება გველის!“, - ამბობს ლევან ფიფია.ცნობისათვის, ბორჯომის მხიარულთა და საზრიანთა ფესტივალი საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

გიორგი გახარია – შევხდი ფილიპ ფინკს „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან“, რათა განმეხილა ქართველი ხალხის ბრძოლა დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის

შევხდი ფილიპ ფინკს „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან“, რათა განმეხილა ქართველი ხალხის ბრძოლა დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში დაწერა.როგორც გახარია აღნიშნავს, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა „გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან“ პარტიის „საქართველოსთვის“ თანამშრომლობის გაძლიერებაზე.„შევხდი ფილიპ ფინკს „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან“, რათა განმეხილა საქართველოსადმი ევროპის სოციალ-დემოკრატიული სოლიდარობის გაღრმავება და ქართველი ხალხის ბრძოლა თავისი დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის. ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ „გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან“ პარტიის „საქართველოსთვის“ თანამშრომლობის გაძლიერებაზე და „ევროპელი სოციალისტების პარტიაში“ წევრობისკენ გზაზე წინსვლაზე“, – წერს გახარია.

13 ივნისის შემდეგ, ირანის თავდასხმის შედეგად, ისრაელში 28 ადამიანი დაიღუპა, 3 000-ზე მეტი კი დაშავდა

13 ივნისის შემდეგ, ირანის თავდასხმის შედეგად, ისრაელში 28 ადამიანი დაიღუპა, 3 000-ზე მეტი კი დაშავდა.სრაელის სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლების ცნობით, მათ შორის არის დღეს დილით განხორციელებული თავდასხმისას დაღუპული ოთხი ადამიანი.ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ომის დაწყებიდან ირანმა ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 550 ბალისტიკური რაკეტა და დაახლოებით 1 000 დრონი გაუშვა, რომელთა უმეტესობაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს. ამასთან, დასახლებულ რაიონებში სულ მცირე 31 ბალისტიკური რაკეტა ჩამოვარდა, მხოლოდ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი მოხვდა საცხოვრებელ კორპუსს.ამასთან, ხელისუფლების ცნობით, 9 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა დაზიანებული და დანგრეული სახლები.

ბოლო სიახლეები