პარასკევი, დეკემბერი 12, 2025

გიორგი გახარიამ და ფატუ ბენსუდამ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ ისაუბრეს

2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე მიმდინარე გამოძიებაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ შეხვედრაზე, რომელიც დღეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

საუბრისას აღინიშნა ქართული მხარის ნაყოფიერი თანამშრომლობა პროკურორის ოფისთან, რათა დეტალურად იყოს გამოძიებული ქართული მხარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრიორიტეტები, როგორებიცაა ქართველების ეთნიკური წმენდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ქართველი სამხედრო ტყვეების წამება და წამების შედეგად დამდგარი სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა აღნიშნა გამოძიებაში არსებული პროგრესი და ყურადღება გაამახვილა იმ ძალიან დიდ ძალისხმევაზე, რომლის გაწევაც მის გამომძიებლებს უხდებათ, რათა გამოძიება კიდევ უფრო ნაყოფიერად და სწრაფი ტემპით წარიმართოს.

ქართულმა მხარემ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, მომავალშიც განაგრძოს პროკურორის ოფისთან თანამშრომლობა და ხელი შეუწყოს მას აგვისტოს ომის დროს ეთნიკური ქართველების უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტების წარმატებით გამოძიების პროცესში.

შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი დაესწრნენ.

ამასთან, ჰააგის სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდამ განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში ხელშესახები პროგრესი აქვთ. ჰააგის სასამართლოს პროკურორი ქართულ მხარესთან თანამშრომლობით კმაყოფილია.

„შემიძლია დაგიდატუროთ, რომ ნამდვილად კარგად ვთანამშრომლობთ ქართულ მხარესთან და ახლა ვცდილობთ, ვიპოვოთ გზები, როგორ შეიძლება მეტი მტკიცებულების მოპოვება“, – განაცხადა ფატუ ბენსუდამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ვენესუელის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

აშშ-ის ხაზინამ ვენესუელის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, სანქციები ექვს ნავთობტანკერსა და მათთან დაკავშირებულ გადაზიდვის კომპანიებს, ასევე პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მეუღლის სამ ძმისშვილს დაუწესდათ.მედიის ცნობით, სანქცირებულთაგან ოთხი ტანკერი, მათ შორის 2002 წელს აგებული H. Constance და 2003 წელს აგებული Lattafa, პანამის დროშის ქვეშ დაცურავს, დანარჩენი ორი კი კუკის კუნძულების და ჰონგ-კონგის დროშის ქვეშ.სანქციები დაუწესდათ ვენესუელის პირველი ლედის, სილია ფლორესის, ძმისშვილებს, რომლებიც ნარკოგარიგებებში მონაწილეობის გამო 2016 წელს ჰაიტიში დააკავეს და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ 2022 წელს ვენესუელასთან პატიმრების გაცვლის შედეგად გაათავისუფლეს.იქამდე კი ცნობილი გახდა, რომ გემს, რომელიც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა კარიბის ზღვაში 11 დეკემბერს დააკავა, სამართლებრივი პროცესის შემდეგ მის ბორტზე არსებულ ნავთობს ჩამოართმევენ, თავად ტანკერს კი აშშ-ის პორტში გადაიყვანენ.ცნობისთვის, ტრამპის ადმინისტრაცია ნიკოლას მადუროს ვენესუელის არალეგიტიმურ ლიდერად მიიჩნევს, რომელიც სათავეში უდგას „კარტელ დე ლოს სოლესის“ დაჯგუფებას. შეერთებული შტატები სექტემბრიდან იერიშებს ახორციელებს გემებზე, რომლებსაც, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებები გადააქვთ.

პური ყველას აჭამე, მაგრამ პურს ყველასთან ნუ შეჭამ. გაჭირვებულს ყველას დაეხმარე, მაგრამ თავად გაჭირვებაში მყოფი, ყველასგან ნუ მიიღებ დახმარებას, არაფერია იმაზე დიდი ტრგედია, ვიდრე...

"_ პური ყველას აჭამე, მაგრამ პურს ყველასთან ნუ შეჭამ. გაჭირვებულს ყველას დაეხმარე, მაგრამ თავად გაჭირვებაში მყოფი, ყველასგან ნუ მიიღებ დახმარებას, არაფერია იმაზე დიდი ტრგედია, ვიდრე უღირსი კაცის წინაშე ვალში ყოფნა.. თუკი ბეჩავს შეხვდები მუხლზე დაჩოქილს, მასთან ერთად დაიჩოქე და ისე უშველე წამოდგომაში... შენზე ძლიერის წინაშე კი არასოდეს იკადრო Მუხლზე დადგომა.. Გახსოვდეს, სიტყვა "ადამიანი" ზოგჯერ "ღვთის ხატის" მნიშვნელობით გამოიყენება და ზოგჯერ "ცხოველის ხატისა"... კაცობა ის არის, ღვთის ხატად შექმნილი კაცის სახელით რომ წახვალ ამქვეყნიდან.. ცოტა გქონდეს, მაგრამ ბევრისთვის იბრძოლე... ბევრს რომ მიაღწევ, იმათ გაუნაწილე ვისაც არაფერი აქვს, შენთვის კი ისევ ცოტა დაიტოვე... ჩვენ გვიჭირს ცუდ ადამიანებთან მეგობრობა და თავს ვარიდებთ მათ... ჰოდა, ისე არასოდეს მოიქცე, რომ ღმერთს გაუჭირდეს შენთან მეგობრობა"მამა გაბრიელი

საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს ოთახიდან გაიპარა და კარადის ქვეშ მოჰყვა

ქარელის ერთ-ერთ სოფელში მდებარე საბავშვო ბაღში 3 წლამდე ასაკის ბავშვი ოთახიდან დერეფანში გაიპარა, კარადაზე აძვრა, რის შემდეგაც კარადა გადმოვარდა და ბავშვი მოიყოლა. მცირეწლოვანს სახის არეში ოპერაცია ჩაუტარდა.შემთხვევის შემდეგ აღმზრდელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. აღმზრდელმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა და განაცხადა, რომ გათავისუფლება უკანონოა.პირველ ეტაპზე საქმე ხაშურის სასამართლოში განიხილეს, სადაც მოსამართლის შეფასებით, გათავისუფლება „კანონიერად“ მოხდა. დავა სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდა.სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა კოლეგიამ დაასკვნა, რომ აღმზრდელის გათავისუფლება უკანონოდ მოხდა. ის სამსახურში აღადგინეს, ხოლო სააგენტოს განაცდურის ანაზღაურებაც დააკისრეს...უზენაესმა სასამართლომ საბოლოოდ დაადგინა, რომ საბავშვო ბაღში არ იყო შექმნილი ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემო, რაც ადმინისტრაციის პასუხისმგებლობაა.წყარო: „ქართლის ამბები“

დაკავებულია დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი

ცნობილი დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი დააკავეს.უწყების ცნობით, დიზაინერს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ა ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვას გულისხმობს.

თბილისში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, დიდ დიღომში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს.„ქართლის ამბების“ ინფორმაციით, 29 წლის კაცი ხაშურის მუნიციპალიტეტიდან იყო. ახალგაზრდას ახლობლები სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

ბოლო სიახლეები