ხუთშაბათი, მაისი 15, 2025

გიორგი გახარია – ჩვენ ზედმიწევნით ვიცით, სად, რომელ სოფელში რა პრობლემაა, ამ პრობლემების გადაწყვეტა დაწყებულია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უახლოეს პერიოდში ერთად ვიამაყოთ, ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი,განათლებული და ევროპული სახელმწიფოთი დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, დღეს, აქ, დიდი ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში საუბარი მომავალზე

ასევე დიდი პატივია, დღეს, სამტრედიაში, მომავალზე საუბარი კახი კალაძესთან ერთად.წარსულიც არუნდა დაგვავიწყდეს და უნდა გვახსოვდეს ყოველთვის და ეს წარსული იყო ამ ქალაქის სიძლიერის  წარსული. სამტრედია ყოველთვის იყო გამორჩეული ქალაქი საქართველოში,თავისი სარკინიგზო კვანძით,სატრანსპორტო კვანძით და სამწუხაროდ,90-იანი წლების შემდეგ,ეს ფუნქციაც შენელდა,დაიკარგა. ახლა,ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის,რომ ეს ფუნქცია სულუფრო და უფრო აქტუალური გახდეს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ,სამტრედიის,წყალტუბოს,ვანის და ხონის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გივი ჭიჭინაძის წარდგენისას, სამტრედიაში განაცხადა. პრემიერ – მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმფაქტზე,რომ მიუხედავად პანდემიისა,ქვეყანაში არც ერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი არ გაჩერებულა.მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ სამტრედია გახდეს სატრანსპორტო კვანძის შემდგომი გაძლიერების ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრი საქართველოში. „ყველამ კარგად იცით, რომ სახელმწიფო, დიდ, მსხვილ, სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში დიდ ფინანსურ რესურსს ხარჯავს.მიუხედავად იმისა,რომ მთელი მსოფლიო პანდემიას,ეკონომიკურ კრიზისს ებრძვის და ჩვენც,ყველანი აქ ვსხედვართ და იძულებული ვართ პირბადით ვიყოთ,არცერთი დღე,არცერთი სისტემური გზის,ჩქაროსნული გზის  მშენებლობა არ გაჩერებულა.ესეც სამტრედიის მომავალია- რომ ქუთაისის შემოვლითი გზა,შემდეგ უკვე სამტრედია გრიგოლეთის გზა- სულ სხვა ხარისხის სიცოცხლე იქნება აქ. აქაურ ახალგაზრდებს არ დასჭირდებათ,რომ საცხოვრებლად სხვაგან გადავიდნენ.მათ,სახელმწიფოს მხრიდან უნდა მიიღონ საბაზისო სერვისები- განათლება,ჯანდაცვა,სპორტი, კულტურა,ყველაფერი ისეთი,როგორც სხვა ქალაქებში. გარდა ამისა,სამტრედიის სატრანსპორტო კვანძის ფუნქციას,ასევე დაემატება აეროპორტი.ქუთაისის აეროპორტს კი ეძახიან,მაგრამ ეს აეროპორტი სამტრედიასთან უფრო ახლოს არის და ამას,თავისი ფუნქცია აქვს.ჩვენ ყველაფერ იუნდა გავაკეთოთ იმისთვის,რომ სამტრედია გახდეს სატრანსპორტო კვანძის შემდგომი გაძლიერების ყველა ზემნიშვნელოვანი ცენტრი საქართველოში.ეს ფუნქცია ამ ქალაქს ისტორიულად ჰქონდა და იმის მაგივრად,რომ ჩვენ,რაღაც ახალი მოვიგონოთ,უნდა გავაგრძელოთ ის,რაც ყოველთვის ვიცოდით და რაშიც ყოველთვის ძლიერები ვიყავით,“- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიას თქმით, სახელმწიფო უნდა მიეხმაროს გლეხს, რომ გახდეს ძლიერი ფერმერი და ამ ნაწილში, პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ახალ პროგრამაზე – „სახელმწიფო – შენი პარტნიორი“. „სამტრედია სოფლის მეურნეობის გარეშე შეუძლებელი და წარმოუდგენელია. ამიტომ, უნდა ვიშრომოთ და მივეხმაროთ ჩვენს გლეხს,რომ გახდეს ძლიერი ფერმერი.მე,სანამ აქ ჩამოვიდოდი,ციფრებში ჩავიხედე და ცოტა გულნაწყენი დავრჩი იმიტომ,რომ სახელმწიფო ძალიან ბევრ პროგრამას სთავაზობს,განსაკუთრებით გლეხებს.სამტრედიაში,რაც ვნახე,2012 წლიდან სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამებით სულარის დაახლოებით 16 მლნ ლარი გამოყენებული,არაფერია საერთოდ,ძალიან ცოტაა.ისევე როგორც, „დანერგე მომავლის“ფარგლებში,სამტრედიაში გაშენებულია ახალი,თანამედროვე ინტენსიური კულტურებიც,სულ რაღაც 60 ჰექტარი,საერთოდ არაფერია ეს.მარტო სამტრედიაში არ ხდებაეს,სხვაგანაც ასეა.ამიტომ,ჩვენ გავაკეთეთ ახალი პროგრამა,რომელსაც ჰქვია- „სახელმწიფო- შენიპარტნიორი“,რაც ნიშნავს იმას,რომ თითოეულ ქალაქში,მათ შორის სამტრედიაშიც საზოგადოებრივ ცენტრში ან იუსტიციის სახლში ზუსტად იმავე სერვისებს მიიღებთ, რისთვისაც გიწევდათ თბილისში ჩასვლა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ახალგაზრდობა, რომელიც მზად არის,დაიწყოს თავისი საქმე,გახსნას ბიზნესი,ეს იქნება ტურისტული,სოფლის მეურნეობა,სატრანსპორტო,არ აქვს მნიშვნელობა,სახელმწიფო მიეხმაროს,წაახალისოს და მივეხმარებით.აქ ხომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის,რომ ადამიანმა იგრძნოს პასუხისმგებლობა,არა მთავრობას და სახელმწიფოს შეჰყურებდეს ხელში,არამედ იგრძნოს პასუხისმგებლობა,გადადგას პირველი ნაბიჯი,დაიწყოს თავისი საქმე და ამას რათქმაუნდა,მიხმარება სჭირდება იმისთვის,რომ ღირსეულად იშრომოს და ღირსეულად არჩინოს თავისი ოჯახი დაშემდგომ მეზობელს დაეხმაროს,ნათესავს და ასე გაძლიერდეს ნელ-ნელა,გლეხი გახდეს ძლიერი ფერმერი.ამისთვის კეთდება ყველა ეს პროგრამა,იმისთვის,რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ეს პირველი ნაბიჯი  გადადგან.არ არის ეს მარტივი,რთულია,მაგრამ მინდა იცოდეთ,რომ ყველა ასეთ ადამიანს,ვისაც არ შეეშინდება,ვისაც ცოდნა,ინიციატივა აქვს,სახელმწიფო დაუდგება გვერდით,“-განაცხადა გიორგი გახარიამ. პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა განათლებისა და საპენსიო რეფორმებზე, აგრეთვე, მასწავლებლის, ექიმისა და პოლიციელის პროფესიის მნიშვნელობაზე და აღნიშნა,რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს,რათა სახელმწიფოამ ადამიანებს გვერდით დაუდგეს.„სახელმწიფოს ძირითადი ფუნქციაა იზრუნოს ბავშვზე- სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა,რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესი  დაიცვას,საერთოდ არავის ახსოვდაეს წლების წინ.ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის,რომ ჩვენს ბავშვებს  სხვაობა არ ჰქონდეთ,დაიბადებიან ისინი თბილისში,ბათუმში,დიდ ჯიხაიშში თუ კიდევ სხვაგან,მათ ერთნაირი დონის განათლება  უნდა მიიღონ და ამისთვის ტარდება განათლების რეფორმა.ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცები არ უნდა იყვნენ დამოკიდებული იმაზე,რომელიმე პოლიტიკური ძალა დაპირდება თუ არ დაპირდება პენსიის გაზრდას.სწორედ,ამიტომ შევცვალეთ ჩვენეს საკანონმდებლო დონეზე და დღეს გარანტირებულია პენსიის ზრდა ყოველწლიურად,ეკონომიკურ ზრდასთან მიბმულია.სახელმწიფოს ფუნდამენტი არის ძლიერი მასწავლებელი,ძლიერი ექიმი,ძლიერი პოლიციელი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის,რომ ამ ხალხს გვერდით დავუდგეთ,რადგან ეს არის სახელმწიფოს განსახიერება,ეს ის ხალხია,რომლებიც ზრუნავენ ჩვენს მოქალაქეებზე,“-განაცხადა გიორგი გახარიამ. პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია თითოეულ ადამიანს ქვეყანაში ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობები.„ ყოველთვის ადამიანი ხდება ჩვენი ყოველი ნაბიჯის, ყველანაირი პოლიტიკის ცენტრში. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მას შემდეგ, რაც ერთად, ერთობლივი შრომით ქვეყანას მოვიყვანთ წესრიგში, სისტემურ ინფრასტრუქტურას მოვიყვანთ წესრიგში,მასშემდგომ,რაც გვეყოლება ძლიერი მასწავლებელი,ძლიერი ექიმი და  პოლიციელი,გვეყოლება ღირსეული სიბერის მქონე პენსიონერი,ვიზრუნებთ ბავშვებზე,რათქმაუნდა,ჩვენ თანაბარი პირობები უნდა შევქმნათ თითოეული ადამიანისთვის და მივცეთ საშუალება,მოახდინოს საკუთარი თავის რეალიზება- ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.ყველამ კარგად იცით,რომ სამტრედიაში დღეს ძალიან მწვავე პრობლემებია,მაგალითად როგორიც არის წყალმომარაგება.სამტრედიის წყალმომარაგების და წყალ არინების სისტემა არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში.ეს პროექტი უკვე დაწყებულია და მისახედია,უნდა გავაკეთოთ ისევე,როგორც სარწყავი წყლები.თქვენს შემთხვევაში,ზოგჯერ წყალი გასატანია,პირიქით,საირიგაციო სამუშაოები სხვანაირად არის გასაკეთებელი,მაგრამ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის,რომ არცერთი გოჯი მიწა არ დარჩეს დაუმუშავებელი. ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთად.აქ,ყველაზე მთავარი არისის,რომ„ქართულმა ოცნებამ“ ზედმიწევნით იცის სად,რომელ სოფელში რა პრობლემაა.ამ პრობლემების გადაწყვეტა უკვე დაწყებულია და ჩვენ,ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის,რომ ერთად,უახლოეს პერიოდში ვიამაყოთ ეკონომიკურად ძლიერი,სამართლიანი,რა თქმა უნდა,განათლებული და ევროპული სახელმწიფოთი.ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი.დარწმუნებული ვარ,რომ გივი ჭიჭინაძე,ადამიანი,რომელიც ამ კუთხის შვილია, უმუშავია გუბერნატორად, ზედმიწევნით ზუსტად იცის თითოეული სოფლის,თითოეული რეგიონის პრობლემა,იქნება ღირსეული ხმა სამტრედიელებისა,ქვეყნის პარლამენტში.დარწმუნებული ვარ,რომჩვენ,ყველანი ერთად,რაც მთავარია,სამართლიან ბრძოლაში გავიმარჯვებთ.გამარჯვებას გისურვებთ,“-განაცხადა პრემიერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ღაზაში ისრაელის საჰაერო იერიშებს, სულ მცირე, 84 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – მათ შორის 22 ბავშვია

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ღაზაში ისრაელის საჰაერო იერიშებს, სულ მცირე, 84 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ყველაზე მეტი - 50 პირი ჯაბალიას დევნილთა ბანაკში დაიღუპა, მათ შორის, 22 ბავშვია. არიან დაჭრილები."ცაჰალმა" დარტყმების შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა თუმცა, მედიის ცნობით, იერიშების განხორციელებამდე კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული "ჰამასის" ინფრასტრუქტურის გამო, ევაკუაციის ბრძანება გაიცა.ჰამასის" მტკიცებით, ღაზის დაბომბვა "ნეთანიაჰუს ვერანაირ გამარჯვებას არ მოუტანს".ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის გავრცელებული განცხადებით, "ცაჰალი" ამ დღეებში ძალისხმევას "ჰამასის" ბოლომდე გასანადგურებლად კიდევ უფრო გააქტიურებს

მაშველებმა მტკვარში, ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, ავტომობილი და მასში 2 პირის ცხედარი იპოვეს- ერთი პიროვნების ძებნა-შველის ოპერაცია კი, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება

მდინარე მტკვარში მაშველებმა, ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, ავტომობილს და მასში 2 პირის ცხედარს მიაკვლიეს.აღნიშნულ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უდასტურებენ.ასევე, კიდევ ერთი დაკარგული პირის საპოვნელად, სამაშველო ოპერაცია კვლავ გრძელდება.მაშველებმა ავტომობილი დღეს დილით, მტკვრის კალაპოტში წყლის დონის ხელოვნური შემცირების შედეგად იპოვეს.ინფორმაციისთვის, 14 მაისს, გამთენიას, მტკვარში გადავარდა ავტომობილი, რომელშიც 4 მგზავრი იმყოფებოდა, 1 პირი მაშველებმა შემთხვევიდან მალევე ამოიყვანეს.პოლიციამ, ასევე 23 წლის ახალგაზრდა დააკავა, რომელსაც მომხდარ ავარიაში ადანაშაულებენ.

მაშველებმა მტკვარში კიდევ ერთი მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელიც 14 მაისს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას არ უკავშირდება

მაშველებმა მტკვარში კიდევ ერთი მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელიც 14 მაისს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას არ უკავშირდება. მანამდე ცნობილი გახდა, რომ მაშველებმა ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, მტკვარში გოგონას ცხედარიც იპოვეს, რომელიც აპრილში გაუჩინარებული აითაჯ მამედოვაა.„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, გუშინ, თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის ორი მგზავრის ცხედარი იპოვეს. ცხედრები წყლიდან უკვე ამოასვენეს და მათ უტარდებათ ყველა შესაბამისი, სამართლებრივი პროცედურა. მდინარე მტკვრის ფსკერიდან ამოტანილია ავტომობილიც.ერთი პიროვნების ძებნა-შველის ოპერაცია კი, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.სამაშველო ღონისძიებაში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი, წყლის საშუალებები და შინაგან საქმეთა სამინისტროს, შესაბამისი დანაყოფები.შემოსული შეტყობინების მიღებისთანავე,მეხანძრე-მაშველების მიერ დაიწყო ძებნა-შველის ღონისძიება, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა წყლიდან ერთი ადამიანის უვნებლად ამოყვანა.ძებნა-შველის ოპერაციის დროს, ასევე, ნაპოვნია მამაკაცის და ქალის ცხედრები, რომლებიც გადასვენებულია ექსპერტიზაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ირაკლი ქადაგიშვილი – ოპოზიციის ნარატივს ნუ ავყვებით, აშშ-თან ურთიერთობაში ლობისტი არასდროს გამოგვიყენებია, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა მეთაურების და ინსტიტუტების მეშვეობით უნდა იყოს

ნუ ავყვებით ოპოზიციის ნარატივს, რომ ხელისუფლებამ ლობისტებით საქმე ვერ გააწყო, ლობისტები არის მათი საქმე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“, ერთ-ერთმა ლიდერმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.„მთელი მათი პოლიტიკა არის ლობისტებთან დაკავშირებული პოლიტიკა და ფაქტობრივად, ლობისტების მომსახურებაში არიან თვითონ, ვიდრე თვითონ იყენებენ ლობისტებს. ჩვენი პოლიტიკა აშშ-თან მიმართებაში ყოველთვის იყო ღია, ცალსახა და არასდროს არცერთი ლობისტი არ გამოგვიყენებია ამერიკის სახელმწიფოსთან ურთიერთობაში. ჩვენ ვართ სახელმწიფო და მეორე სახელმწიფოსთან უნდა იყოს სახელმწიფოს მეთაურების და სხვა ინსტიტუტების მეშვეობით ურთიერთობა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა. მისი თქმით, ე.წ. მეგობარი აქტი რეალობაში იმეორებს იმ მავნე პოლიტიკურ მემკვიდრეობას, რა პოლიტიკური მემკვიდრეობაც ერგო ზოგადად ბაიდენისგან ამერიკას და მსოფლიოს, როგორც თვითონ დონალდ ტრამპი ამბობს, უკრაინის ომით დაწყებული, USAID-ის და სხვა ასეთი ორგანიზაციების ხშირ შემთხვევაში, მავნებლური საქმიანობით.„ამიტომ, ჩვენ ამასთან დაკავშირებით ღიად მივმართავთ ამერიკის პრეზიდენტს, რომ ჩვენი სურვილია, სწორედ ეს მავნე მემკვიდრეობა გვერდით გადაიდოს და რეალური პარტნიორული, სტრატეგიული ურთიერთობები აღდგეს და საქართველოსა და აშშ-ს შორის. ეს არის ამ მიმართვის ერთადერთი მიზანი და განაცხადიც“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ დაიწერა წერილი ოთხი თვის შემდეგ და იქიდან გამომდინარე, რომ ეს პირველი კომუნიკაცია არ ყოფილა, რაც ამ წერილიდან გავიგეთ, როდის შედგა პირველი კომუნიკაცია და რა ფორმით, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ პირველი რეალური კომუნიკაცია შედგა, როდესაც აშშ-ის ელჩი ეწვია საგარეო საქმეთა მინისტრს და ამის შემდეგ, როცა პირველი ვიცე-პრემიერი იმყოფებოდა აშშ-ში.„პრემიერ-მინისტრს შეხვედრა ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან არ ჰქონია. ყოველთვის იყო ასე ვთქვათ, შეთავაზება, როგორც იმავე წერილშია, რომ წერილითაც მიმართა, რომ მზად ვართ ამ თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.შეკითხვაზე, რას ელოდება ხელისუფლება ამ წერილის პასუხად, ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება უყურებს, როგორი იქნება გეოპოლიტიკური ინტერესები.„ჩვენ ხომ უკვე ის სახელმწიფო ვართ, რომელიც ზრდასრულობის ასაკში შევდივართ, თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოზე მაქვს საუბარი და კარგად ვხედავთ, რომ ხშირ შემთხვევაში გეოპოლიტიკური ინტერესები უფრო მთავარია, ვიდრე რამე ობიექტური საზომებით მსჯელობა. ჩვენ ვხედავთ, რომ უცებ შეიძლება, უკიდურესი „ალ-ქაიდას“ და „ისლამური სახელმწიფოს“ სამხედრო ლიდერი გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო დემოკრატი, რადგან გეოპოლიტიკურ ინტერესებს შეესაბამება. გამომდინარე აქედან, ჩვენ მაინც ვუყურებთ, გეოპოლიტიკური ინტერესები როგორი იქნება და აქედან გამომდინარე არის ჩვენი მოლოდინებიც, თორემ რაც შეეხება იმას, რასაც ტრამპი საჯაროდ ლაპარაკობს, დამერწმუნებით, ერთი-ერთში ემთხვევა იმას, რასაც საუბრობდა „ქართული ოცნება“. მნიშვნელოვანია, როგორი იქნება აშშ-ის საგარეო გეოპოლიტიკური ხედვა. ვფიქრობ, ჯერჯერობით, ტრამპს და მის ადმინისტრაციას ეს ხედვა ბოლომდე ჩამოყალიბებული არ აქვს, რადგან ეს ბევრ კომპონენტთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, ხომ არ მოახდენს ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ნეგატიურ გავლენას აღნიშნული წერილი იმის გათვალისწინებით, რომ იქ საუბარია მაგალითად იმაზე, რომ გაჩნდა განცდა, რომ შესაძლოა, ეს იყოს არა ე.წ. დიფ სთეითთან ბრძოლა, არამედ მისი რებრენდინგი, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ ეს არის ის, რასაც თვითონ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ამბობს, რომ ისინი უნდა მოერიონ „დიფ სთეითს.„თუ ვნახავთ, ყველა მათი გადაწყვეტილება და სულ ბოლო გადაწყვეტილებაც, რომელიც დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა მიიღო, არის ის, რომ დაზვერვის სამსახურიდან ორი ხელმძღვანელი პირი გაათავისუფლეს, რადგან ისინი პირდაპირ ბლოკავდნენ შესაბამისი პოლიტიკური ინფორმაციის მიწოდებას ადმინისტრაციაზე და პირიქით, ინფორმაციის გაჟონვას ჰქონდა ადგილიო. ასე რომ, თვითონ მათი განცხადებებია ეს, „დიფ სთეითთან“ დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„სიენენი“ – დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე დასასწრებად თურქეთში გამგზავრებას არ გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე დასასწრებად თურქეთში გამგზავრებას არ გეგმავს.აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ თეთრი სახლის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებებისთვის სტამბოლში ჩასვლა არ გამორიცხა.„ხვალინდელი დღე სრულად დაკავებული გვაქვს, მაგრამ მზად ვარ, შევცვალო გრაფიკი, რათა გადავარჩინო სიცოცხლეები“, – აღნიშნა ტრამპმა მანამდე.ცნობისთვის, დონალდ ტრამპი ოფიციალური ვიზიტით ახლო აღმოსავლეთში იმყოფება. 13 მაისს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ჩავიდა, 14 მაისს კატარს ეწვია და შეხვედრებს 15 მაისს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაასრულებს.ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სტამბოლში მოლაპარაკებებზე წარდგენილი დელეგაციის შემადგენლობა დაასახელა. სიიდან ირკვევა, რომ თურქეთში თავად ვლადიმერ პუტინი არ ჩავა.

ბოლო სიახლეები