„ქართული ოცნების“ რეჟიმი თავს ესხმის საქართველოს უახლოესი მეგობრებისა და მოკავშირეების დიპლომატებს, მაშინ როცა მტერს ურიგდება და იმეორებს რუსეთის პროპაგანდას, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ საქართველოს ევროპული მომავლისთვის ყველაზე დიდი შიდა საფრთხეა.
„ჩემი მხარდაჭერა პაველ ჰერჩინსკის, ევროკავშირის ელჩს საქართველოში. „ქართული ოცნების“ რეჟიმი თავს ესხმის საქართველოს უახლოესი მეგობრებისა და მოკავშირეების დიპლომატებს, მაშინ როცა მტერს ურიგდება და იმეორებს რუსეთის პროპაგანდას. ეს არის შეგნებული მცდელობა, რომ დაამცირონ ჩვენი მოკავშირეები, დააზიანონ ევროკავშირის იმიჯი და საქართველო ჩამოაშორონ დემოკრატიულ სამყაროს. „ქართული ოცნება“ საქართველოს ევროპული მომავლისთვის ყველაზე დიდი შიდა საფრთხეა“, – დაწერა გიორგი გახარიამ.