ხუთშაბათი, ივლისი 30, 2026

გიორგი გახარია სტიქიის ზონაში: ახლა ჩემი მოქალაქეები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონგრესმენები

 

ჩემთვის ახლა ჩემი მოქალაქეები არიან ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე კონგრესმენები. – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მედიის წარმომადგენლებს, რომლებმაც პრემიერს რაჭაში კონგრესმენების წერილზე ჰკითხეს.

„მაცადეთ, სადაური კონგრესმენებიც არ უნდა იყვნენ, სტიქიაა და მადლობა ღმერთს გადავრჩით. ცოტა მშვიდად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ დასმული კითხვის პასუხად.

მთავრობის მეთაური ადგილზე გაეცნო სტიქიით შექმნილ პრობლემებს და მოსახლეობის საჭიროებებზე ინფორმაცია უშუალოდ ადგილობრივი მცხოვრებლებისგან მიიღო.

„გადავდივართ შემდეგზე, რამდენიმე ადგილას არის რამდენიმე მოსახლე, მე რაც ვნახე ჩემი თვალით ღებში და პატარა ღებში, რომლებიც არიან რისკის ზონაში და შეიძლება იქ გასახლებებიც დაგვჭირდეს. ამიტომ, როგორც კი გზა გაიხსნება შესაბამის სამსახურები, გეოლოგები ამოვლენ ყველა ამ სოფელში, შეისწავლიან როგორც ნიადაგებს, ისე ღვარცოფულ ქანებს და იქნება გადაწყვეტილებები მიღებული, რომელიც აუცილებელი იქნება, რომ არც ერთი მოქალაქე რისკის ქვეშ არ დადგეს. ეს არის დღეს ამ სტიქიის შედეგები. რაღაც დროს დავკარგავთ ტურისტულად. მოგეხსენებათ, შოვში ძალიან ბევრი სტუმარია და ეს ხალხი, იმიტომ, რომ 1 თვის განმავლობაში, შოვთან კავშირგაბმულობა ნორმალური გზით შეიძლება პრობლემური იყოს მათაც, თითოეულ საოჯახო სასტუმროს, ყველას მივეხმარებით, რომ მათმა სტუმრებმა მინიმალური დისკომფორტი განიცადონ, ასე რომ აქ იქნება სრული ყურადღება. შტაბი შექმნილია, მას ხელმძღვანელობს გუბერნატორის ერთ-ერთი მოადგილე, ყველა სამინისტროს წარმომადგენელი, რომელიც აუცილებელია აქ რომ იყოს, იქნება აქ და ამ შტაბთან პირადად მე მექნება ყოველდღიური კავშირი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საბერძნეთში ტყის ხანძრებს სამი მეხანძრე ემსხვერპლა

კრეტასა და პელოპონესზე ტყის ხანძრების ჩაქრობისას სამი ბერძენი მეხანძრე დაიღუპა.გამოცემის ცნობით, კუნძულ კრეტაზე ძლიერმა ქარმა ხანძარი გააძლიერა და რამდენიმე სოფლის ევაკუაცია გახდა საჭირო. კიდევ ერთი მეხანძრე გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც სამხრეთ პელოპონესის საპორტო ქალაქ გითეიოს მახლობლად უგონო მდგომარეობაში ნახეს.ხანძრები ასევე გაჩნდა საბერძნეთის სხვა ადგილებში, ეგეოსის ზღვაში მდებარე პაროსისა და ლესბოსის კუნძულებზე და ქალაქ ტრიფილიაში.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: საუდის არაბეთის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, თურქეთის, ჩინეთის, რუსეთის, ინდოეთის, ეგვიპტის, სუდანის, ერაყის, ქუვეითის, ნიგერიის, ბელარუსის, კუბის, კოტ დივუარის, მადაგასკარის, ალბანეთის, უზბეკეთის, ლიბანის, მაროკოს, იორდანიის, ტაილანდის, და სხვა სახელმწიფოების – ჯამში 96 მოქალაქე.მათივე ცნობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ აშშ-ის არმიამ ირანზე მძლავრი საჰაერო დარტყმები განახორციელა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, აშშ-ის არმიამ ირანზე მძლავრი საჰაერო დარტყმები განახორციელა.მათივე ინფორმაციით, იერიშების სამიზნე გახდა „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ათობით სამიზნე, მათ შორის სამხედრო სარდლობის ცენტრები, რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების საწარმოო ობიექტები, სანაპირო სათვალთვალო და თავდაცვის სისტემები, ასევე საზღვაო შესაძლებლობები.საპასუხოდ, „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში“ განმარტეს, რომ თავდასხმა განახორციელეს ამერიკული ბაზასა და სარდლობის ცენტრზე იორდანიაში, ხოლო საზღვაო ძალებმა სამ ტანკერს დაარტყეს ჰორმუზის სრუტეში.ირანის განცხადებით, ეს გემები „საშიშ და უკანონო მარშრუტზე“ მოძრაობდნენ.

გოგა მანიას გაფრთხილება

ეზოთერიკოსი, გოგა მანია მოსახლეობას აფრთხილებს:„ინფორმაცია ჯადოზე და მაგიაზე. ის რაც აქამდე არ იცოდით... შიშველი ხელებით არავითარ შემთხვევაში არ შეეხოთ, მაგიურ ნივთებს, სწორედ მაშინ იწყებს აქტიურობას, როცა მას ეხებით. იყავით ფრთხილად“,- ამბობს გოგა.ნახეთ, ვიდეო: 

საპატრიარქოს უწყებანი ინფორმაციას ავრცელებს

საპატრიარქოს უწყებანი სოციალურ ქსელში ახალი მღვდელმსახურის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.„ამა წლის 26 ივლისს შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) ბახმაროს ფერისცვალების სახელობის ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ გიორგი სიხარულიძეს.მღვდელი გიორგი ჩოხატაურის წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის საკათედრო ტაძარში იმსახურებს“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები