ხუთშაბათი, ოქტომბერი 30, 2025

გიორგი გახარია პრეზიდენტის ინიციატივაზე: ბუნდოვანია პლატფორმის მიზანი და ეს ბუნდოვანება თავად პრეზიდენტმა უნდა დახუროს

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბუნდოვანია პლატფორმის მიზანი და ეს ბუნდოვანება არა რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ, არამედ თავად პრეზიდენტმა უნდა დახუროს.

„ბუნდოვანია  ფორმატის და პლატფორმის მიზანი. ჩემი აზრით, ეს არის სპეციალურად გაკეთებული, იმისთვის რომ სივრცეა დატოვებული სხვადასხვა მიმართულებით განვითარებისთვის, როგორც პოლიტიკური, ასევე სხვადასხვა მიმართულებისთვის და როდესაც დარწმუნებული ვიყავით, რომ ამ პლატფორმაში წარმოდგენილი იქნებიან ადამიანები, რომლებიც თავის დროზე კანდიდატის სტატუსთან მიმართებით, აბსოლუტურად ჩვენთვის მიუღებელ პოზიციას აფიქსირებდნენ მოლაპარაკებების დროს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, დღეს როდესაც წინ გველის სერიოზული გამოწვევა არჩევნების თვალსაზრისით, ისევე როგორც ქვეყნის ევროპასთან გაფართოების ღია მოლაპარაკებების დაწყების საკითხი, მე არ ვარ დარწმუნებული ეს ადამიანები, რომლებიც წარსულში ასე იქცეოდნენ, რა მიზნით გამოიყენებენ მსგავს პლატფორმებს. ჩვენ არანაირი პრობლემა პრეზიდენტის ინიციატივებთან არ გვაქვს და იმ შემთხვევაში, თუ აქედან რაღაც ხელშესახები, ან პოზიტიური გამოვა, ხელის მოწერას წინ არაფერი არ უდგას. ვფიქრობ, ეს ბუნდოვანება განზრახ იყო დატოვებული და როდესაც  მძაფრ პოლიტიკურ გარემოში, ასეთი ბუნდოვანება  რჩება, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს უფლება, ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ პრეზიდენტის მიმართ ჩვენს პატივისცემას და არანაირი პრობლემა ქვეყნის ევროპული ან ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით, პრეზიდენტის მიერ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯების არც აქამდე გვქონია და არც მომავალში გვექნება, მაგრამ ის ბუნდოვანება რომელიც იყო დატოვებული, არ უნდა დახუროს ვიღაცა პოლიტიკურმა პარტიებმა, ეს ბუნდოვანება უნდა დახუროს თვითონ პრეზიდენტმა“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები კომპანია HiPP-ის დამფუძნებელ დოქტორ კლაუს ჰიპს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ორგანიზებით, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის, ასევე სტუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ მეცენატს, ცნობილ გერმანელ ხელოვანსა და მეწარმეს, ბავშვთა კვების მსოფლიო ბრენდ HiPP-ის დამფუძნებელს, დოქტორ კლაუს ჰიპს შეხვდნენ.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, კომპანია HiPP-ის დამფუძნებელმა ახალგაზრდებს უკვე ტრადიციად ქცეული კონკურსის ჩასატარებლად ახალი თემა შესთავაზა.სტუდენტებთან შეხვედრაზე დოქტორმა ჰიპმა მრავალ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის პროდუქტის დიზაინის შექმნის პროცესზე, დიზაინერებისა და მარკეტერებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებზე, შემოქმედებითი ფანტაზიისა და კრეატიულობის განვითარებაზე. შეხვედრის განსაკუთრებული ნაწილი კი სტუდენტებისთვის ახალი საკონკურსო თემის გაცნობას დაეთმო - მათ გეომეტრიული ფიგურებისგან ორიგინალური დიზაინის ან ახალი პროდუქტის შექმნა მოუწევთ.დოქტორი ჰიპის განცხადებით, კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა, მიეცემა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს, რომელიც მიიჩნევს, რომ ინოვაციური იდეების გენერირება შეუძლია. კონკურსის ავტორის თქმით, გამარჯვებულ ახალგაზრდას ბავშვთა კვების მსოფლიო ბრენდ HiPP-ის სახელით, ფულადი ჯილდო გადაეცემა.როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ნინო ახობაძე აღნიშნავს, მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სტუდენტთა პროფესიული და შემოქმედებითი უნარების განვითარებას, საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობის გაღრმავებას და საერთაშორისო გამოცდილების მიღებას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარის არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობა მიიღეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა და არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის მეცნიერ-მკვლევრებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის ტერიტორიაზე, ადრე შუასაუკუნეების ხანის (ა.წ. IV-VIII სს) ერთ-ერთი უნიკალური ძეგლის - გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარის არქეოლოგიურ გათხრით სამუშაოებში მონაწილეობა მიიღეს.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, არქეოლოგიურ ექსპედიციაში, რომელიც სოფელ გურიანთაში ერთი თვის განმავლობაში, ოქტომბრის ბოლომდე მიმდინარეობდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსტეტის არქეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები: ქრისტინე კორძაძე, გიგა ვარსიმაშვილი, ომარ შუბითიძე, ნიკოლოზ ახვლედიანი, თემურ კენჭოშვილი და სანდრო კოპალეიშვილი, ასევე დოქტორანტები - ალექსანდრე ნაზღაიძე და თამთა ჭოველიძე მონაწილეობდნენ. არქეოლოგიურ სამუშაოებს ცნობილი არქეოლოგები, სტუ-ის მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის პროფესორები - ვაჟა სადრაძე და მერაბ ძნელაძე ხელმძღვანელობდნენ.როგორც სტუ-ის არქეოლოგიური ექსპედიციის მენტორები აღნიშნავენ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში დამტკიცებული პროექტის საფუძველზე, გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარზე სამუშაოების ჩატარების ძირითადი მიზანი ცალკეული ობიექტის გეგმარების დაზუსტება და მათი საკონსერვაციო-სარესტავრაციოდ მომზადება იყო.მეცნიერთა განმარტებით, სამუშაოები, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა არქეოლოგიური ექსპედიციის ფარგლებში ჩაატარეს, მოიცავდა ადრე შუასაუკუნეების ხანის ისტორიული ნაქალაქარის გალავნის, აკროპოლისის ნაშთის, სამნავიანი ბაზილიკის, მარტირიუმისა და კოშკების გათხრა-გაწმენდას, შესწავლას, დაზვერვით და აგეგმვით სამუშაოებს, რაც ახალგაზრდებმა უდიდესი პასუხისმგებლობით შეასრულეს; შესაბამისად, გურიანთა-ვაშნარის IV-VIII საუკუნეების ძეგლის კონკრეტული მონაკვეთები საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოების ჩასატარებლად მზად არის.  გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრები დაათვალიერა და ექსპედიციის მონაწილე სტუდენტების მიერ ჩატარებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი ალექსანდრე სიჭინავა. მისი თქმით, საველე სამუშაოების პროცესში არქეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება შეიძინეს და ადრე შუასაუკუნეების ხანის ძეგლის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მოიძიეს.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიცია, რომელიც ჩვენი ფაკულტეტის ცნობილი მკვლევრების - მერაბ ძნელაძისა და ვაჟა სადრაძის მენტორობით ჩატარდა, მრავალ შრომატევად და სკრუპულოზურ სამუშაოს მოიცავდა. ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახე და მოხარული ვარ, რომ ჩვენმა სტუდენტებმა ყველა სამუშაოს ზედმიწევნით კარგად გაართვეს თავი. უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის უშუალო მხარდაჭერით, ექსპედიცია შესანიშნავად იყო მომზადებული. ახალგაზრდები უზრუნველყოფილი იყვნენ საჭირო ეკიპირებით, საპრეპარაციო იარაღებით, კვებითა და ტრანსპორტით. მნიშვნელოვანია, რომ საველე პირობებში მათ თეორიული ცოდნაც გაიღრმავეს და პროფესიისთვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევებიც შეიძინეს. დარწმუნებული ვართ, სტუდენტებისთვის დაუვიწყარი იქნება გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარზე გატარებული ერთი თვე, რომელიც აღსავსე იყო შთაბეჭდილებებით და ახლის შემეცნებით“,- განაცხადა ალექსანდრე სიჭინავამ.სტუ-ის ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის ტერიტორიაზე, ადრე შუასაუკუნეების ხანის გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა და მკვლევართა ჯგუფის მიერ ჩატარებული არქეოლოგიური ექსპედიციის მასალები და შედეგები სტუ-ის არქეოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ჟურნალ „ალმანახში“ გამოქვეყნდება.

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელი „ჰამასს“ თავად განაიარაღებს და ღაზის დემილიტარიზაციას მოახდენს თუ ამას უცხოური ჯარები არ გააკეთებენ

„ჰამასი“ თუ გააგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აშკარა დარღვევას, ის ძლიერი თავდასხმების ქვეშ აღმოჩნდება, როგორც ეს ორი დღის წინ მოხდა“,-  ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საბოლოოდ „ჰამასი“ აუცილებლად განიარაღდება და ღაზა დემილიტარიზებული იქნება.„უცხოური ჯარები თუ ამას გააკეთებენ, შესანიშნავი იქნება, თუ ისინი არ გააკეთებენ, ამას ჩვენ გავაკეთებთ“,- განაცხადა ნეთანიაჰუმ.ცნობისთვის, დღეს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელახლა ამოქმედების შემდეგ, „ჰამასმა“ ისრაელს, სავარაუდოდ, კიდევ ორი მძევლის ცხედარი გადასცა.

ნონა გაფრინდაშვილი განცხადებას ავრცელებს

„ძვირფასო მეგობრებო, როგორც შევიტყვე, გავრცელდა ინფორმაცია ჩემი გაჩემპიონების შესახებ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.დღეს მე-9 ტური ყაიმით დავასრულე - წინ კიდევ ორი ტურია. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის!“ - წერს მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, 84 წლის ჭადრაკის დედოფალი იტალიაში იმყოფება და სენიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძვის.

მარტა კოსი – ევროკავშირმა ისწავლა შეცდომებიდან, რომლებიც დაუშვა ბრიტანეთთან და საქართველოსთან, საქართველოს შემთხვევაში ვიცოდით, რომ რუსეთის ჩარევა დიდია, მაგრამ დახმარება არ გაგვიწევია

ევროკავშირს პასუხისმგებლობა აკისრია, დაეხმაროს კანდიდატ ქვეყნებს, რომ ისინი ევროპულ გზაზე დარჩნენ, – ამის შესახებ განცხადება გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა გააკეთა.მისი განმარტებით, ევროკავშირმა ისწავლა გაკვეთილი შეცდომებიდან, რომლებიც დაუშვა დიდ ბრიტანეთთან და საქართველოსთან ურთიერთობაში და ახლა მზად არის, იყოს „უფრო დაჟინებული და მტკიცე“, მათ შორის კანდიდატ ქვეყნებში ინვესტირებით, რათა შეებრძოლოს ყალბ ნარატივებს.მარტა კოსმა აღნიშნა, რომ 2025 წელი გარდამტეხია იმ თვალსაზრისით, თუ როგორ უდგება ევროკომისია გაფართოების პოლიტიკას.„ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ჩვენ ჩავდეთ რესურსი, მათ შორის ადამიანური და ფინანსური, უცხოეთიდან მავნე ჩარევის შესაკავებლად. ეს მოიცავდა ევროკავშირის სწრაფი ჰიბრიდული რეაგირების ჯგუფის პირველად გამოყენებასა“, – თქვა კოსმა.მისი თქმით, შედეგად სარგებელი მიიღო მოლდოვამ, რომლის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ საპარლამენტო არჩევნების წინ გააფრთხილა საზოგადოება, რომ რუსეთი ხარჯავდა „ასობით მილიონ ევროს“, რათა პროევროპული ძალები დამარცხებულიყვნენ. მისივე თქმით, ევროკავშირის სწრაფი ჰიბრიდული რეაგირების ჯგუფი გააგზავნეს ამ ჩარევის საწინააღმდეგოდ, და სანდუს პარტიამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.„ჩვენ ვიყავით უკეთესები“, – განაცხადა ევროკომისარმა.კოსის თქმით, ეს მტკიცებულებაა იმისა, რომ ევროკავშირი საბოლოოდ სწავლობს თავის შეცდომებზე„როცა დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტა რეფერენდუმის ჩატარება, ევროკავშირის დამოკიდებულება ასეთი იყო, ეს მათი შიდა საქმეა, ჩვენ არ ჩავერევით. ჩვენ ესეც კი არ ვთქვით: „გთხოვთ, დარჩით ჩვენთან“. ისევე როგორც საქართველოს შემთხვევაში, ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ რუსეთის ჩარევა დიდია, მაგრამ დახმარება არ გაგვიწევია“, – თქვა ევროკომისარმა.გარდა ამისა, კოსის განცხადებით, ეს აჩვენებს, რომ დეზინფორმაციის საკითხში ევროკავშირი საბოლოოდ იწყებს რეალური წინააღმდეგობის გაწევას რუსეთის მიმართ.„ჩვენ კარგად შევისწავლეთ მათი რუსული ნარატივები, შემოვაბრუნეთ ისინი და ახლა ევროპის მხარდასაჭერად ვიყენებთ. ჩემი აზრით, სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო დაჟინებულები და მტკიცეები, რომ დავიცვათ ჩვენი შეთავაზება და უფრო ახლოს მივიდეთ იმ შიდა დინამიკასთან, რაც კანდიდატ ქვეყნებში არსებობს. იცით, როცა ქვეყანა იღებს კანდიდატის სტატუსს, ესეც ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ მას დავეხმაროთ“, – განაცხადა კოსმა.ცნობისთვის, ევროკავშირის გაფართოების კომისარი მომავალ კვირას წარადგენს ევროკომისიის ყოველწლიურ ანგარიშს კანდიდატ ქვეყნების მიერ გაწევრიანების პროცესში მიღწეული პროგრესის შესახებ. ამ კონტექსტში კოსი აღნიშნავს, რომ „2025 წელი რეალურად კარგი წელი იყო გაფართოებისთვის“ და მიღწეულია  „მეტი პროგრესი, ვიდრე ბოლო 15 წლის განმავლობაში“, თუმცა მისივე თქმით „მომავალი გზა რთული იქნება“.„მომავალ წელს, 2026-ში, უფრო მაღალი ფსონები იქნება და იქნება ერთი მთავარი კითხვა, შევძლებთ თუ არა ჩვენ, როგორც ევროკავშირი, შედეგის მიღწევას?“, – განაცხადა კოსმა.

ბოლო სიახლეები