სამშაბათი, მაისი 13, 2025

გიორგი გახარია-თუ ასე გააგრძელებენ, კალაშნიკოვის ლულის მაგივრად ტანკის ლულას მოგვადებენ თავთან

„ის რაც დღეს უკრაინაში ხდება უშუალოდ ეხება საქართველოს, მათ შორის ჩვენს ხელისუფლებასაც თუ ჰგონია, რომ ამაზე ყურადღების არ მიქცევით ეს ჩვენ არ შეგვეხება, ძალიან ცდება“, – ამის შესახებ ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ „პალიტრას“ ეთერში რუსეთ-უკრაინის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, რუსული რევიზიონისტული პოლიტიკა ფაქტობრივად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იმ ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობის შედეგებს, რომელსაც ქართველებმა 30 წლის წინ მიაღწიეს.

„ახალი მსოფლიო წესრიგი ყალიბდება და უსაფრთხოების ახალი არქიტექტურაც იქმნება. დღეს რაც ხდება, ეს არის რუსული რევიზიონისტული პოლიტიკა, რაც ფაქტობრივად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იმ ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობის შედეგებს, რომელსაც ჩვენ 30 წლის წინ მივაღწიეთ.

ფაქტობრივად ყველაფერი იყო გაკეთებული და ნათქვამი იმისთვის, რომ სახელმწიფოებს, ისეთები როგორებიც არიან საქართველო, უკრაინა… მათი სუვერენიტეტი უნდა იყოს შეზღუდული სხვადასხვა საკითხებში. ეს არის რუსეთის ჩვეულებრივი რევიზიონისტული პოლიტიკა, რომელიც აქამდე მოქმედებდა რბილი ძალის ინსტრუმენტებით და რეალურ ომში გადაიზარდა.

ის რაც დღეს უკრაინაში ხდება, უშუალოდ ეხება საქართველოს და მათ შორის ჩვენს ხელისუფლებასაც თუ ჰგონია, რომ ამაზე ყურადღების არ მიქცევით ეს ჩვენ არ შეგვეხება, ძალიან ცდება“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ  სიფრთხილე და გონიერი პოლიტიკა აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველო ჩათრეული არ იქნეს ცხელ ომში.

„ყველაფერი იქნება პირიქით, რამდენადაც დავხუჭავთ თვალს და არ გვეყოფა არც კომპეტენცია, არც სითამამე და არც ღირსება ამ რეალობას თვალი გავუსწოროთ, უფრო მძიმე დარტყმას მივიღებთ. ყველაფერი რასაც სიფრთხილის ნიღაბქვეშ გვთავაზობენ, ამას არაფერ გონიერებასთან და პრაგმატულ, ცივსისხლიან, პოლიტიკასთან და სიფრთხილესთან საერთო არაფერი აქვს.

თუ ასე გააგრძელებენ, კალაშნიკოვის ლულის მაგივრად ტანკის ლულას მოგვადებენ თავთან, ზუსტად ასე იქნება. აგიხსნით რატომ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სიფრთხილე და გონიერი პოლიტიკა აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველო, რა თქმა უნდა, ცხელ ომში არ იქნეს ჩათრეული. ჩვენ ეს 2008 წელს გამოვიარეთ და ეს ფასი გადახდილი გვაქვს.

ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს როგორც ხელისუფლებამ, ასევე, ოპოზიციამაც. ამის შემდგომ იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები. როდესაც ჩვენ ვხედავთ მსოფლიოს უპრეცედენტო მხარდაჭერას უკრაინის მიმართ ყველა დონეზე, მათ შორის პრაქტიკულ დონეზეც, ჩვენ სახელმწიფომ, რომელმაც ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პირობებში, ოკუპაციის და რუსეთთან ბრძოლის პირობებში ფასი გადავიხადეთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის  უპრეცედენტო ფარდა სოლიდარობის, რომელიც ფარავს და იცავს უკრაინას, ჩვენზეც უნდა გავრცელდეს.

ჩვენს უსაფრთხოების საკითხებზე ერთ-ერთზე თუ დავრჩით, დამთავრებულია… ჩვენი სახელმწიფოებრიობის საკითხი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება“, – დასძინა გიორგი გახარიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ავარია მარშალ გელოვანის გამზირზე – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.ამ წუთებში, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.არიან თუ არა შემთხვევის შედეგად დაშავებულები, ამ ეტაპზე უცნობია.

ნიკა გვარამია-„MEGOBARI აქტი“, სანქციები, ეს ქართველი პოლიტიკოსების გარეშე არ ხდება. როგორ ფიქრობთ, ამერიკელი პოლიტიკოსები იმდენად ჩართულები არიან ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომ ყოველ დღე ამაზე...

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემაში „რეაქცია“, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „მეგობარი აქტი“, სანქციები და საქართველოს წინააღმდეგ გატარებული სხვა ღონისძიებები „ქართველი პოლიტიკოსების გარეშე არ ხდება“.მისივე თქმით, ეს ყველაფერი არც მხოლოდ იმიტომ არ ხდება, რომ ხალხი ქუჩაში დგას.„MEGOBARI აქტი“, სანქციები და ა.შ. ეს ხომ ქართველი პოლიტიკოსების გარეშე არ ხდება. როგორ ფიქრობთ, რომ ამერიკელი პოლიტიკოსები ასე დაჩქარებულად ჩართულები არიან ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში იმდენად, რომ ყოველ დღე ამაზე ფიქრობენ როდის გაიტანონ სენატში, კონგრესში, ქვედა პალატაში, როდის მიიღონ და რა თქვან ამასთან დაკავშირებით, თქვენ ფიქრობთ რომ ეს თავისით ხდება? არ ხდება ეს თავისით და არც მხოლოდ იმიტომ არ ხდება, რომ ხალხი ქუჩაში დგას. ეს ასე არ ხდება. ყველა ვმუშაობთ ამაზე - მედიაც, ხალხიც და პოლიტიკოსებიც. შეუძლიათ თუ არა პოლიტიკოსებს, რომ მეტი გააკეთონ ადგილზე?!- ალბათ შეუძლიათ. ჩვენ დავსხდებით, ამაზე ვილაპარაკებთ და დარწმუნებული ვარ, რომ მეტს გავაკეთებთ. ჩამოშლა, გინდა დამხობა დაარქვით, გინდა დანგრევა რეჟიმის, გარდაუვალია“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსები პირდაპირ მოლაპარაკებებზე საუბრობენ, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, იმალებიან

რუსები პირდაპირ მოლაპარაკებებზე საუბრობენ, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, იმალებიან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსული დრონის დარტყმის შემდეგ ხარკოვში სამაშველო სამუშაოები გრძელდება.„ამჟამად ხარკოვში გრძელდება სამუშაოები რუსული დრონის დარტყმის შემდეგ. წინასწარი ინფორმაციით, ადამიანები არ დაშავებულან. ეს იყო მორიგი რუსული დარტყმა ენერგეტიკულ ობიექტზე – სამოქალაქო ობიექტზე. რუსეთი ჩვეულებისამებრ იქცევა. როდესაც მათგან ყველა ელოდება პასუხს ცეცხლის შეწყვეტასა და პირდაპირ მოლაპარაკებებზე, ისინი ახალი დარტყმებითა და თავდასხმით პასუხობენ. ერთადერთი, ვინც ომს აჭიანურებს, ერთადერთი, ვის გამოც ომი დაიწყო, ვის გამოც ის გრძელდება, ეს სწორედ რუსეთია და მასზე უნდა განხორციელდეს ზეწოლა. რუსეთი ბევრს საუბრობს პირდაპირ მოლაპარაკებებზე, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, ისინი იმალებიან. საჭიროა გადაწყვეტილების მიღება. საჭიროა გადაწყვეტილების მიღება იმასთან დაკავშირებით, ვისზეც ნამდვილად არის დამოკიდებული, რა მოხდება შემდგომ. ამჟამად ჩვენი გუნდი აქტიურად ამზადებს თურქეთში ვიზიტს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

დიმიტრი პესკოვი – რუსეთის დელეგაცია 15 მაისს სტამბოლში იქნება და უკრაინულ მხარეს დაელოდება

რუსეთის დელეგაცია 15 მაისს სტამბოლში უკრაინულ მხარეს დაელოდება, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.ჟურნალისტმა პესკოვს კითხვა დაუსვა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებების შესახებ, სადაც მან რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილს გამოთქვა.„ჩვენ მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებებს ვაფასებთ, რომელმაც სტამბოლში ხუთშაბათს დელეგაციებს შეხვედრის გამართვა შესთავაზა. ჩვენი დელეგაცია იქ იქნება და უკრაინულ მხარეს დაელოდება“, – განაცხადა პესკოვმა.პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამჟღავნდება მაშინ, როდესაც პრეზიდენტისგან შესაბამისი მითითებები იქნება.

დონალდ ტრამპი – მსურს გარიგება ირანთან, მაგრამ ირანის ხელმძღვანელობა თუ უარყოფს მშვიდობიან წინადადებას, არ გვექნება სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ მათზე მაქსიმალური ზეწოლა განვახორციელოთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის ირანთან ახალი შეთანხმების დასადებად, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ლიდერები კურსს შეცვლიან.„მე მსურს, გარიგება დავდო ირანთან, შემიძლია ირანთან გარიგების დადება, ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ თქვენს რეგიონს და მსოფლიოს უფრო უსაფრთხო ადგილად ვაქცევთ, მაგრამ ირანის ხელმძღვანელობა თუ უარყოფს ამ მშვიდობიან წინადადებას, ჩვენ არ გვექნება სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ მათზე მაქსიმალური ზეწოლა განვახორციელოთ“, – განაცხადა ტრამპმა.საუდის არაბეთის დედაქალაქში, საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, ტრამპმა განაცხადა, რომ „ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი“ და აღნიშნა, რომ მისი შეთავაზება სამუდამოდ არ იქნება ძალაში.„ეს არის შეთავაზება, რომელიც სამუდამოდ არ გაგრძელდება. ახლა არის დრო, რომ აირჩიონ – ახლავე“, – განაცხადა ტრამპმა.

ბოლო სიახლეები