ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025

გიორგი გახარია აცხადებს, რომ დღევანდელ გარემოში მისი პარტია სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განაცხადის გაკეთებას არ აპირებს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ ჯერჯერობით არ აპირებს, პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით მიმართოს. აღნიშნულის შესახებ გახარიამ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც შეეხებოდა, მიმართავს თუ არა პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით.

გადაცემაში სტუმრობისას ჟურნალისტმა გახარიას ასევე მიმართა: „რამდენად სწორად გავიგე თქვენი პოზიცია, მანდატს არ დაჭრით თუ არ გაიუქმებთ?“, რაზეც გახარიამ განაცხადა: „კოლექტიურად არ დავწვავთ, თან ისეთებთან, ზოგიერთებთან“.

კითხვაზე, პარლამენტში შესვლას ჯერჯერობით არ აპირებთ?“, გახარიამ განაცხადა:

„არ ვაპირებთ, დღეს, დღევანდელ გარემოში არ ვაპირებთ. დავუშვათ, ხვალ საოცრება მოხდა და ივანიშვილმა გააკეთა განცხადება, მეგობრებო, ვნიშნავ ახალ არჩევნებს, გპირდებით, კონსენსუსურად ავირჩიოთ ეს, ეს, ეს. ფაქტობრივად, კაპიტულაციაა. როგორ ფიქრობთ, ქართველმა ამომრჩეველმა და ხალხმა, რომელმაც ჩვენ ხმა მოგვცა, ეს გამარჯვება არ უნდა იზეიმოს? საბოლოო ჯამში, ყველა ადამიანი, რომელიც გამოდის არა თავისი პერსონალური, პარტიული ინტერესებიდან, არამედ სახელმწიფო ინტერესებიდან, არასოდეს შეიზღუდავს მანევრის სივრცეს პოლიტიკაში. კითხვის ნიშნები მიჩნდება მაშინვე, როდესაც ვხედავ, რომ პოლიტიკოსები სივრცეს ივიწროებენ, რადგან შეუძლებელია, პოლიტიკოსს არ უნდოდეს, პოლიტიკაში არ გინდოდეს მოქმედების სივრცის მაქსიმალურად გაფართოება. როგორც კი თვითონ ივიწროებ ამ სივრცეს, ვერ ვხვდები, რა ახსნა შეიძლება ჰქონდეს ამას? მით უმეტეს, რომ რაღაც რიტუალურ ცეკვებს ცეკვავ, რომელსაც იცი, სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება, შემდეგ ცდილობ, რაღაც წნეხის ორგანიზებას. ეს ყველაფერი სასაცილოა“.

გადაცემის წამყვანმა გახარიას მიმართა, მასზე ხომ არ არის წნეხი, რაზეც გახარიამ აღნიშნა:

„ჩემზე წნეხი ვინ უნდა მოახდინოს? ათი თუ თხუთმეტი ბოტი, ტროლი ჰყავთ, რაღაცებს აწერინებენ და შემდეგ თავის მედიებში ჭიქაში ქარიშხალს ტეხენ. ამ ქვეყანაში დღეს არავის აქვს პოლიტიკაში რესურსი, ჩვენზე ზეწოლა მოახდინოს. შეხედეთ, ფინანსურად ჩვენ როგორ ჩავატარეთ კამპანია. ამასთან ერთად, შეხედეთ, სხვებმა როგორ ჩაატარეს და ვერ ვხდები, როგორ უნდა მოახდინონ ჩვენზე წნეხი. ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა არის ფასეულობები და სახელმწიფოს ინტერესი. დამთავრებულია. გავიგე, რომ რთული იქნება, არ იქნება მარტივი. ვერ ვხდები, რა ინტერესით უნდა შევიზღუდო სივრცე, რადგან ვიღაც იდიოტს მოუნდა, რაღაც მოდელში, ფორმაში მოგვაქციოს? ვერასდროს მოგვაქცევს, არც არის სწორი. ხშირად მითქვამს, არ შეიძლება, ზოგჯერ მოიქცე ისე, რომ სასარგებლო იდიოტი გახდე „ოცნებისთვის“. ჩვენ ხომ არ გვამოძრავებს მიზანი, პარლამენტში შევიდეთ, გვამოძრავებს მიზანი, არჩევნებს შევუნარჩუნოთ აზრი, რომ მომავალ არჩევნებზე ადამიანები უბრალოდ მივიდნენ არჩევნებზე და როგორმე გავაცოცხლოთ ევროპული მომავალი, რომელზეც ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ „ოცნებამ“ მოკლა საქართველოს ევროპული პერსპექტივა. მე სხვა მიზანი არ მაქვს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

“მანქანა გზიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა…” – 28 წლის ფორვარდის ტრაგიკულად დაღუპვის დეტალები

28 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა „ლივერპულის“ ფეხბურთელი დიოგუ ჟოტა.უცხოური მედიის ცნობით, პორტუგალიის ნაკრების და „ლივერპულის" ფეხბურთელი, ესპანეთში, სამორას პროვინციაში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა.არსებული ინფორმაციით, მათი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რის შემდეგაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციითვე, მანქანაში იჯდა მისი 26 წლის ძმაც. გავრცელებული ინფორმაციით, ავარიას ისიც ემსხვერპლაფეხბურთელი სულ რაღაც 10 დღის წინ დაქორწინდა, რუტე კარდოსოზე. ქორწილი 22 ივნისს შედგა. ფოტოებზე წყვილი სამ შვილთან ერთად იყო გამოსახული.ჟოტა „ლივერპულს“ 2020 წლის სექტემბერში შეუერთდა.

ირაკლი ფავლენიშვილი – ფოკუსი გასასწორებელი აქვთ იმ ძალებს, რომლებიც არჩეულ კურსს ღალატობენ, ჩვენ უნდა მოვუწოდებდეთ, რომ ფოკუსი გაასწორონ, მაგრამ ბედავენ და აქეთ გვეუბნებიან

ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელიც არის პოლიტიკური პატიმარი, მაგრამ ეს პოლიტპატიმრობა არ არის იმუნიტეტი მისი პოლიტიკური ძალისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” გენერალურის მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.ფავლენიშვილის თქმით, ფოკუსი გასასწორებელი აქვთ იმ ძალებს, რომლებიც არჩეულ კურსს ღალატობენ.„პოლიტიკური ძალა როდესაც ბრძოლაში კი არ შედის, არამედ ბრძოლიდან გამოდის და სურს, მოახდინოს რეჟიმის ნორმალიზება, მათ შორის საერთაშორისო წნეხის შემსუბუქება, ამ შემთხვევაში, ეს ძალა მიიღებს შესაბამის რეაქციას და შესაბამის პასუხს, მათ შორის ჩვენი პოლიტიკური ძალის მხრიდან. ეს თავდასხმა არ გახლავთ, უბრალოდ ფაქტის კოსტანტაციაა, ვინმეს თუ ჰგონია, რომ ჩუმად ვიქნებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი საერთოდ ბრძოლას და პროტესტს გამოეთიშებიან.ფოკუსი გასასწორებელი აქვთ იმ ძალებს, რომლებიც არჩეულ კურსს ღალატობენ, ე.წ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აპირებენ, უარს აღარ ამბობენ არჩევნებზე. პირიქით. ჩვენ უნდა მოვუწოდებდეთ მათ, რომ ფოკუსი გაასწორონ, მაგრამ, საერთო ჯამში, პირიქით ხდება და ბედავენ, რომ აქეთ გვეუბნებიან“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ წერილი გამოაქვეყნა, სადაც მოუწოდა ყველას, „გავაერთიანოთ ძალები, წინ ახალი არჩევნები გველოდება და იქამდე ბრძოლით მისვლაა საჭირო და არა ბოიკოტით“.

თუშეთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა – ერთადერთ საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა

თუშეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა. მიზეზი უამინდობაა, რის გამოც ფშაველი-აბანო-ომალოს მიმართულებით ხევის მონაკვეთზე მეწყერია ჩამოსული.ადგილზე შესაბამისი სამსახურებია მობილიზებული, თუმცა გზის გაწმენდას ამ ეტაპზე ძლიერი წვიმა აფერხეს.ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მოძრაობის აღდგენა ამინდზეა დამოკიდებული. სტიქიის დროს არავინ დაშავებულა.ცნობისთვის, თუშეთისკენ მიმავალი გზა, სატრანსპორტო საშუალებებისათვის დაახლოებით ერთი თვეა გაიხსნა.

ახალ­გაზ­რდა მო­ცეკ­ვა­ვე და ქო­რე­ოგ­რა­ფი თე­ო­ნა მუ­სე­ლი­ა­ნი, რო­მე­ლიც მძი­მე სენს ებ­რძო­და გარ­და­იც­ვა­ლა

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება, რომ გარდაიცვალა მოცეკვავე, თეონა მუსელიანი.,,ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ ქართველ ქორეოგრაფთა და მოცეკვავეთა დიდ ოჯახს გამოაკლდა ახალგაზრდა შემოქმედი - თეონა მუსელიანი",-წერია განცხადებაში.ახალგაზრდა ქალი მძიმე სენს ემსხვერპლა.

მიხეილ ყაველაშვილი – ძვირფასო აბიტურიენტებო, გისურვებთ წარმატებებს გამოცდების ყველა ეტაპზე, მიზანდასახულობა და მონდომება აუცილებლად მიგიყვანთ სასურველ შედეგამდე

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში წარმატებებს უსურვებს.როგორც მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მიზანდასახულობა, მონდომება და შრომისმოყვარეობა აბიტურიენტებს აუცილებლად მიიყვანს სასურველ შედეგამდე.„ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპი დაიწყო.გჯეროდეთ საკუთარი თავის – თქვენი მიზანდასახულობა, მონდომება და შრომისმოყვარეობა აუცილებლად მიგიყვანთ სასურველ შედეგამდე.ჩვენი ქვეყნის მომავალი განათლებული და პროგრესული თაობაა. დარწმუნებული ვარ, თქვენს სათქმელს იტყვით ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში.ძვირფასო აბიტურიენტებო, გისურვებთ წარმატებებს გამოცდების ყველა ეტაპზე“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.

ბოლო სიახლეები