ხუთშაბათი, მაისი 22, 2025

გიორგი გახარია – 20 ივნისის ღამეს რაც მოხდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის სრულად ჩემზე

20 ივნისის ღამეს რაც მოხდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის სრულად ჩემზე, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.

გახარიას თქმით, არავის არანაირი კანონი არ დაურღვევია.

„ყველა ინტერვიუში, ოფიციალურ ჩვენებაშიც ნათქვამი მაქვს, რომ იმ ღამეს რაც მოხდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის ჩემზე. რაც შეეხება მცდელობას, თითქოს პოლიციელს რაღაც დავაბრალე. არც ერთ პოლიციელს კანონი არ დაურღვევია. ყველა პოლიციელს პოლიციის შესახებ კანონის შესაბამისად ჰქონდა რეზინის ტყვიების გამოყენების უფლება თვითმოგერიების რეჟიმში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

მე პოლიციელებს კი არ ვაბრალებდი რამეს, ყოველთვის ვიცავდი და სწორედ ამიტომ ვამბობდი, რომ ამ ღონისძიებაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის სრულად ჩემზე. რაც შეეხება ბრძანებას, ბრძანებასთან დაკავშირებით, ვიმეორებ, რომ, რა თქმა უნდა, აგრესიული და შტურმში გადაზრდილი აქციის დაშლის ბრძანება მე გავეცი. ამას ყოველთვის ვამბობდი. დიახ, მე გავეცი. პოლიციელებს, რომლებმაც გამოიყენეს ეს რეზინის ტყვიები, მათ პოლიციის შესახებ კანონის შესაბამისად სრული უფლება ჰქონდათ, ამ რეზინის ტყვიების გამოყენების. არავის არანაირი კანონი არ დაურღვევია. ორი სხვადასხვა განზომილება არსებობს. რეზინის ტყვიების გამოყენება მოგერიების რეჟიმში და რეზინის ტყვიების გამოყენება აქციის დაშლის კონტექსტში. ეს არის და ეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თინა ბოკუჩავა – პირადად მე არ გადავიხდიდი ივანიშვილის ხარკს, მაგრამ ეს არის ძალიან პერსონალური არჩევანი, გადაიხდის თუ არა ადამიანი უკანონო გირაოს

ე.წ. საგამოძიებო კომისია, სინამდვილეში ღალატის კომისია, გარდა იმისა, რომ მიზნად ისახავს საქართველოს უახლესი ისტორიის გადაწერას რუსული ვერსიით და 2008 წლის ომის საქართველოზე დაბრალებას, ასევე მიზნად ისახავს საზოგადოების დაშინებას და ოპონენტების განეიტრალებას, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.მისი თქმით, ზურა ჯაფარიძე ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა, რადგან დიდი პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდა თაობაში.„ზურა ჯაფარიძე ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა, ის დიდი პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდა თაობაში და ეს არიან სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე დიდი სიმამაცით იბრძვიან რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ისინი არიან საპროტესტო ძალის მთავარი მონაწილე და მთავარი აქტორი. წულუკიანის ღალატის კომისიის გამოყენებით ზურა ჯაფარიძის განეიტრალება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მიზანია ივანიშვილისთვის. ამიტომ, სამწუხაროდ, ვერ გამოვრიცხავ და ამას არც ზურა გამორიცხავს, რომ დღეს ე.წ. სასამართლომ და სინამდვილეში უსამართლობის ბასტიონად ქცეულმა ამ შენობამ, ზურა ჯაფარიძის წინააღმდეგ პატიმრობა გამოიყენოს, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.მისი თქმით, გირაოს არ გადაიხდიდა, თუმცა ეს არის ადამიანის პერსონალური არჩევანის საკითხი.„ივანიშვილს განსხვავებული მიდგომები საშინლად აღიზიანებს და თავის პროპაგანდას გამოიყენებს ოპოზიციონერების დისკრედიტაციისთვის. სიმართლე კი ის არის, რომ ეს არის ძალიან პერსონალური არჩევანი, გადაიხდის თუ არა ადამიანი ამ უკანონო გირაოს. პირადად მე რომ დავდგე ამ არჩევანის წინაშე, არაერთხელ მითქვამს და ახლაც ვიტყვი, ნამდვილად არ გადავიხდიდი ივანიშვილის ამ ხარკს. ვაფასებ ზურა ჯაფარიძის გამბედაობას, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ძალიან პირადი გადაწყვეტილება. ტყუილად ცდილობს ივანიშვილის პროპაგანდა, რომ ამ გზითაც მოახდინოს ოპოზიციის წევრების დისკრედიტაცია“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გია ვოლსკი – არავინ ელოდა, მარკო რუბიო განაცხადებდა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ინტენსიურ თანამშრომლობას ხვალიდან იწყებენ და კონგრესის მიერ მხარდაჭერილი რეზოლუცია მცდარია

არავინ ელოდა, მარკო რუბიო განაცხადებდა, რომ ისინი საქართველოს ხელისუფლებასთან ინტენსიურ თანამშრომლობას ხვალიდან იწყებენ და მხარდაჭერილი რეზოლუცია მცდარია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერიმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, კონგრესმა „მეგობარი აქტის“ სახელით მიუღებელი რეზოლუცია მიიღო საქართველოს თაობაზე და რუბიოს პასუხი იყო, რომ ყველაფერს სიღრმისეულად ნახავენ, დასკვნებს გააკეთებენ და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.„მსოფლიოში მძიმე პროცესები მიმდინარეობს. ამერიკა ინტენსიური მოლაპარაკებების პროცესშია რუსეთთან, რომელიც საქართველოს სტაბილურობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებული აქვს. რასაკვირველია, არ უნდათ, მოლაპარაკების პროცესში ახალი თემა წარმოიშვას. იმ კონგრესს უპასუხა, რომელმაც „მეგობარი აქტის“ სახელით მიუღებელი რეზოლუცია მიიღო საქართველოს თაობაზე. ამ დოკუმენტში საქართველოს მოკავშირედ ირანი და ჩინეთი გახადეს, რაც არასწორია და ეს ყველამ იცის. აქედან გამომდინარეობდა მისი პასუხიც, რომ ყველაფერს კარგად ნახავენ, სიღრმისეულად ჩაიხედავენ, დასკვნებს გააკეთებენ და ამის შემდეგ გადაწყვეტილებას მიიღებენ. რასაკვირველია, არავინ ელოდა, რუბიო განაცხადებდა, რომ ისინი საქართველოს ხელისუფლებასთან ინტენსიურ თანამშრომლობას ხვალიდან იწყებენ და მხარდაჭერილი რეზოლუცია მცდარია. მცდარი რომ არის, ყველამ კარგად იცის. ვერ გამოიყენებენ ამ პროცესს, რამაც პოლიტიკურ ოპონენტებში მხიარულება და ყიჟინა გამოიწვია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

ხმაური და დაპირისპირება საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ზურაბ ჯაფარიძის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პროცესი მიმდინარეობს, ოპოზიციური პარტიების წევრები და აქტივისტები არიან შეკრებილნი. საქმე ეხება პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას, რისთვისაც ჯაფარიძეს 20 000 ლარიანი გირაო დაეკისრა, რომლის გადახდასაც, მისივე თქმით, არ აპირებს.თავად ზურაბ ჯაფარიძესაც და მის მხარდამჭერებსაც აქვთ მოლოდინი, რომ ზურაბ ჯაფარიძეს დღეს აღკვეთის ღონისძიებას პატიმრობით შეუცვლიან."ვფიქრობთ, რომ დააკავებენ უკანონოდ, იმიტომ, რომ მათ პოლიტიკური ლიდერების გარეთ ყოფნის ეშინიათ. "ქართული ოცნება" შევიდა ჩიხში, რომლიდან გამოსასვლელიც უბრალოდ არ არსებობს. მთავარია, ვიყოთ გარეთ, პროტესტი გაგრძელდეს და ამ ბრძოლას ქართველი ხალხი აუცილებლად მივიყვანთ გამარჯვებამდე," - აცხადებს "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, სოფო ჯაფარიძე.ცოტა ხნის წინ, აქტივისტებსა და პოლიციას შორის მცირედი სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აქტივისტებს საქალაქო სასამართლოს ეზოში სურდათ აქციის გამართვა, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ."ბოლო პერიოდში, ყველამ კარგად ვიცით, რომ სადაც გარკვეული სახის შეკრება ხორციელდება აქციის მონაწილეების, სულ ყველგან არის პოლიცია და არის იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც საჭიროა უსაფრთხოების დაცვის მიზნით", - აცხადებს ვაჟა სირაძე.

უშბაზე ექსპედიციის დროს ალპინისტი ნიკოლოზ ფალიანი დაიღუპა

უშბაზე ექსპედიციის დროს ალპინისტი ნიკოლოზ ფალიანი დაიღუპა.აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ალპინისტის ოჯახის ახლობლები ავრცელებენ.„დიდ მწუხარება დაგვატყდა თავს, დღეს შევიტყვეთ უშბაზე ექსპედიციის დროს ნიკოლოზ ფალიანის ტრაგიკული დაღუპვის შესახებ. ნიკოლოზ ფალიანი იყო გამორჩეული ალპინისტი და სამთო გიდი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტურიზმის განვითარებაში. მისი გარდაცვალება დიდი დანაკარგია როგორც მისი ოჯახის, მეგობრებისა და სვანეთისთვის, ასევე მთელი სპორტის და ტურიზმის საზოგადოებისათვის. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებს, თანამოაზრეებს, სვანეთს და საქართველოს მთელ საზოგადოებას. ნიკოლოზის ძალა, სიმამაცე და სიყვარული მთების მიმართ მუდამ დარჩება ჩვენთან“, – აღნიშნულია Adrenaline-ის სამძიმრის ტექსტში.

რუსუდან შარაძე – დათა ახალაიას მარჯვენა ხელი, მოწმე ყვება, რომ ახალაიას მიერ გამართულ თათბირზე მამაჩემს დასცინოდნენ – „როგორ გააგორეს პროფესორა“, მიდის ლაპარაკი, როგორ მოკლეს...

აკადემიკოს გურამ შარაძის შვილის, რუსუდან შარაძის განცხადებით, დათა ახალაიას მარჯვენა ხელმა, მისი ბინძური საქმეების შემსრულებელმა, ოქროს მოწმე ვახტანგ გაბელიამ, მეტსახელად პაპაიამ 2016 წელს კახა მიქაიას უთხრა, რომ ხუთ საქმეზე, მათ შორის გურამ შარაძის მკვლელობის საქმეზე ჰქონდა აუდიოჩანაწერი, მტკიცებულება და მასალებს გადასცემდა სუს-სს, სანაცვლოდ კი ითხოვდა უკანონოდ წართმეული მიწის საკითხის მოგვარებას.„სუს-ში მაშინ გახლდათ სოსო გოგაშვილი, ყველაფრის განმკარგავი, თუ არ ვიცი, თავად ყოველ შემთხვევაში ასეთი იმიჯი უნდოდა, რომ ჰქონოდა და მას მოუყვა პირადად ყველაფერი. კახა რადგან შუამავალი იყო და ინფორმაცია უნდა გადაეცა, მეტი დაზღვევისთვის დასვა ეს მოწმე, თვითონაც ზის კადრში, ერთ საათამდე ჩანაწერში მოწმე ზის და ყვება ხუთ საქმეზე. ეს რომ ჩაწერა, ჩანაწერი მისცა სუს-სს. ჩვენს საქმეზე მოწმე ყვება, რომ ჯერ კიდევ მაშინ იყო დათა ახალაიას სამსახურში. ახალაიამ გამართა თათბირი, რომელსაც ესწრებოდნენ ლევან ქარდავა, თვითონ ეს მოწმე და კუდ-ის კიდევ ორი თანამშრომელი. იქ წავიდა ლაპარაკი, დასცინოდნენ მამაჩემს, „პროფესორა, როგორ გააგორეს პროფესორა“. იქ დასახელებულია მკვლელის ზედმეტსახელი, ჩემი პირადი ვარაუდით, ეს უნდა იყოს ჯგერე. დათა ახალაია ასახელებს „პირველს“, რომ ეს „პირველის“ დავალებით მოხდა და მე თვითონ გადმოვიწერე, სააკაშვილი როგორ ამბობს სიამაყით, რომ მას უწოდებდნენ „პირველს“. მიდის ლაპარაკი იმაზე, „პირველის“ დავალებით როგორ მოკლეს პროფესორა. დათა კითხულობს, ზედმეტსახელით მოიხსენიებს, ეს ხომ არ შექმნის პრობლემას, ხომ არ არის დასაბრედი, მამაჩემის მკვლელზე ამბობს, რაზეც დათა ახალაიამ მიიღო პასუხი, რომ არ შექმნიდა არავითარ პრობლემას ის მკვლელი.საბოლოოდ, სოსო გოგაშვილმა ეს მოწმე ისე დაატერორა და ისე გადამკიდა, რომ მირეკავდა და მოკვლით მემუქრებოდა ეს მოწმე, ვახტანგ გაბელია. ვახტანგ გაბელია, ზედმეტ სახელად პაპაია მირეკავდა. სოსო გოგაშვილმა ისე დაატერორა, რომ მირეკვდა, ღრიალებდა, მოგკლავო“, – განაცხადა რუსუდან შარაძემ.რუსუდან შარაძის თქმით, მაშინ დარჩა შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფოს არ ჰქონდა გურამ შარაძის მკვლელობის გახსნის ნება.„მაშინ ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სახელმწიფოს არ ჰქონდა ნება, გურამ შარაძის მკვლელობა გახსნილიყო, მაგრამ გოგაშვილი არის როგორც მეხორცე და მოიქცა როგორც მეხორცე. მე რას ვთხოვდი მას? ვთხოვდი შეხვედრას. მთელი ისტორიაა, შემდეგ გოგაშვილი კახა მიქაიას როგორ ატერორებდა, რომ მე რატომ მითხრა ეს ამბავი. სოსო გოგაშვილმა რაც ჩაიდინა შემდეგ და დღეს სადაც იმყოფება, რა მიზეზიდაც, მე არ გამოვრიცხავ, რომ მას ჰქონდა დავალება სხვა მხრიდან. მე მაშინ შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სახელმწიფოს არ სურს გურამ შარაძის მკვლელობის გახსნა, გოგაშვილს უთხრეს, რომ არ გვინდა ეგ საქმე და მეხორცემ შეასრულა მეხორცეს როგორც შეეფერება“, – განაცხადა რუსუდან შარაძემ.რუსუდან შარაძის თქმით, აღნიშნული მოწმე არაერთხელ დაიკითხა პროკურატურაში.ამ განცხადების შემდეგ, საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ სოსო გოგაშვილი არ წარმოადგენდა მთლიანად სახელმწიფოს და გოგაშვილის ეპიზოდზე უნდა დაისვას კითხვები. თეა წულუკიანის განმარტებით, სისხლის სამართლის საქმეზე, ერთადერთი, ვინც სახელმწიფოს წარმოადგენს, არის პროკურატურა.„მე ვერ დაგეთანხმებით, რომ მთლიანად სახელმწიფოს წარმოგვადგენდა სოსო გოგაშვილი, თქვენ მასზე ზედმეტად დიდი წარმოდგენა ნუ გექნებათ. ჯერ ერთი, თვითონ იყო გოგაშვილი სამართალდამცველი, მას ჰყავდა ზემდგომი უშუალო ხელმძღვანელი, თუ მის უფლებამოსილებას რაღაც აღემატებოდა, მას პირდაპირი ვალდებულება ჰქონდა, მთავარი პროკურორი და პროკურატურა ჩაეყენებინა საქმის კურსში. ამიტომ თუ ეს იყო ერთი ინდივიდის ინიციატივა, რომ რაღაცისთვის ხელი შეეშალა, ეს ერთია, მეორე მხრივ, თქვენვე ამბობთ, რომ პროკურატურამ რეალურად ძალიან ბვერი ადამიანი დაკითხა და გამოკითხა 2012 წლიდან. ამიტომ აქ არ ვიცი, რამდენად შეიძლება გამოიკვეთოს სახელმწიფოს ნების არსებობა-არარსებობის საკითხი, ამაზე შეგვიძლია, ცალკე გავაღრმაოთ კვლევა. სისხლის სამართლის საქმეზე, ერთადერთი, ვინც სახელმწიფოს წარმოადგენს, არის პროკურატურა, ჩემთვის ეს არის მთავარი, რაც შეეხება გოგაშვილის ეპიზოდს, იქ უნდა დაისვას კითხვები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ბოლო სიახლეები