ხუთშაბათი, ოქტომბერი 23, 2025

გიორგი გამსახურდია: ეს არის რეალური საქმე და დაფასება,საქართველოს დამოუკიდებლობის მესარძიკვლისა და მისი ხსოვნის

 გიორგი გამსახურდია: ეს ერთერთი დიდი საქმეა იმ მამულიშვილურ საქმეთა შორის, რაც ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა წლების მანძილზე ქვეყნის სასიკეთოდ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელ ,,ტვიტერზე“ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ ,,ქართუს“ მიერ, სოფელ ხიბულაში იმ სახლის რესტავრაციას ეხმიანება, სადაც ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის უკანასკნელი წუთები გაატარა. როგორც გიორგი გამსახურდია წერს, ეს არის ერთერთი დიდი საქმე, მამულიშვილურ საქმეთა შორის, რაც ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა წლების მანძილზე ქვეყნის სასიკეთოდ ,,ეს არის რეალური საქმე და დაფასება,საქართველოს დამოუკიდებლობის მესარძიკვლისა და მისი ხსოვნის. ერთერთი დიდი საქმეა იმ მამულიშვილურ საქმეთა შორის რაც ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა წლების მანძილზე ქვეყნის სასიკეთოდ”,- წერს გიორგი გამსახურდია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვლადიმერ პუტინი – აშშ-ის სანქციებს გარკვეული შედეგი ექნება, თუმცა ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე არსებითად არ აისახება

არც ერთი თავმოყვარე ქვეყანა ან თავმოყვარე ადამიანი არასდროს არაფერს   წყვეტს ზეწოლის ქვეშ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.პუტინმა აშშ-ის მიერ რუსეთის მსხვილი ნავთობკომპანიებისთვის დაწესებულ სანქციებს არამეგობრული ნაბიჯი უწოდა, რომელიც ხელს არ უწყობს რუსეთ-ამერიკულ ურთიერთობებს.„რაც შეეხება ახალ სანქციებს, უპირველეს ყოვლისა, ამაში არაფერი ახალი არ არის. დიახ, ისინი ჩვენთვის სერიოზული ხასიათის მატარებელია, ეს გასაგებია და მათ ექნებათ გარკვეული შედეგები, თუმცა არსებითად არ აისახება ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე. თავისი პირველი პრეზიდენტობის დროს, პრეზიდენტმა ტრამპმა დააწესა ყველაზე მეტი სანქცია, რაც კი მანამდე დაწესებულა რუსეთის წინააღმდეგ. დღეს მათ ორი ასპექტი აქვთ – სუფთა პოლიტიკური და ეკონომიკური. რაც შეეხება პოლიტიკურს, ეს არის რუსეთზე ზეწოლის მცდელობა. არც ერთი თავმოყვარე ქვეყანა ან თავმოყვარე ადამიანი არასდროს არაფერს წყვეტს ზეწოლის ქვეშ. რუსეთს კი უდავოდ, აქვს პრივილეგია, საკუთარი თავი მიიჩნიოს თავმოყვარე ქვეყნებისა და ერების რიგებში. რა თქმა უნდა, ეს არის რუსეთის მიმართ არამეგობრული აქტი, ეს ცხადია. ის არ აძლიერებს რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებს, რომლებიც ახლა იწყებს აღდგენას“,  – განაცხადა პუტინმა.როგორც ვლადიმირ პუტინმა ბუდაპეშტში დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე კომენტირებისას აღნიშნა, დიდი ალბათობით, აშშ-ის პრეზიდენტი შეხვედრის გადატანაზე საუბრობს.„დიალოგი ყოველთვის ჯობს, ვიდრე რაღაც კონფრონტაცია, დავა ან მით უმეტეს, ომი. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს დიალოგის გაგრძელებას და ახლაც ვუჭერთ ამას მხარს“, – განაცხადა პუტინმა.რაც შეეხება ევროკავშირის დაწესებულ სანქციებს, რუსმა ჟურნალისტმა კითხვის დასმისას აღნიშნა, რომ „ევროკავშირმა აკრძალა უნიტაზების, ძრავიანი სათამაშოების, სამბორბლიანი ველოსიპედების იმპორტი“.  „ის, რომ გააუქმეს ჩვენი უნიტაზების შეძენა, ძვირი დაუჯდებათ. ვფიქრობ, ისინი სჭირდებოდათ დღევანდელ სიტუაციაში, თუ გაგრძელებენ იმავე პოლიტიკას რუსეთის ფედერაციის მიმართ“, – თქვა პუტინმა კითხვაზე პასუხისას.დღეს ევროკავშირმა დაამტკიცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი, რომელიც მიმართულია რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ და კრძალავს თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს. მანამდე კი, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა.

მსახიობი დონა­რა გვრიტიშვილი გარდაიცვალა.

69 წლის ასაკში, საზოგადოებისთვის საყვარელი მსახიობი დონა­რა გვრი­ტიშ­ვი­ლი გარდაიცვალა.ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობლები ავრცელებენ.ცნობილია, რომ გვრი­ტიშ­ვი­ლი მძიმე დაავადებას ებრძოდა. მან ხუთი წელი ამერიკაში გაატარა, სადაც სიმსივნე დაუდგინეს და მკურნალობა გაუწიეს. ორი თვის წინ სამშობლოში რეაბილიტაციის მიზნით დაბრუნდა.

ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 250 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ გატანის ფაქტი აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ფარგლებში, კიდევ ერთი წარმატებული ღონისძიება განხორციელდა, კერძოდ - კონტეინერების კონტროლის დანაყოფის მიერ, დაახლოებით 80 მილიონი ლარის ღირებულების, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საქართველოს გავლით გადაზიდვის ფაქტი აღიკვეთა.უწყებათაშორისი დანაყოფის შემადგენლობაში შემავალი, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, შესაბამისი რისკის პროფილით, ინფორმაციის ანალიტიკურად დამუშავების შედეგად, შეჩერებული იქნა საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი, სატვირთო ავტომობილი, რომლის მისაბმელის დეტალური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა 250 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება წინასწარ დამზადებულ, სველი ხელსაწმენდების შეფუთვებში მალულად იყო განთავსებული. ჰერმეტულად დაფასოებული შეკვრების რაოდენობამ 2 907 ცალი შეადგინა. შემოსავლების სამსახური, დამატებით, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საბაჟო საზღვარზე შემოსული მაღალი რისკის მქონე ტვირთების უმკაცრესი კონტროლი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და საქართველოს ტერიტორია არასდროს გახდება ნარკოტრანზიტის კორიდორი. აქვე შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი დანაყოფი გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის - მგზავრებისა და ტვირთების კონტროლის პროგრამის ფარგლებში, საბაჟო დეპარტამენტში 2012 წელს შეიქმნა და მასში ჩართულია საბაჟო დეპარტამენტის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, ასევე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების წარმომადგენლები-

ირაკლი ღარიბაშვილი მოწმის სახით იქნა გამოკითხული, მან გააკეთა განმარტებები იმ ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით, რომელსაც ეწეოდა იმ პერიოდში, როდესაც იყო კერძო სექტორში, პირველი პრემიერობის შემდეგ –...

არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, აღკვეთის ღონისძიების რა ფორმას მოითხოვს ბრალდება ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებს.სუს-ის ინფორმაციით, ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოკითხვის დროს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი და გამოძიებასთან სრულად ითანამშრომლა.ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი მოწმის სტატუსით გამოიკითხა."ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი მოწმის სახით იქნა გამოკითხული. შესაბამისად, მან გააკეთა განმარტებები იმ ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით, რომელსაც ეწეოდა იმ პერიოდში, როდესაც იყო კერძო სექტორში, პირველი პრემიერობის შემდეგ. ასევე, იმ პერიოდთან მიმართებაში ჰქონდა გამოძიებას კითხვები, რომელიც უკავშირდება მისი პოლიტიკაში დაბრუნების პერიოდსა და მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნას.ვფიქრობთ, რომ ყველა კითხვაზე, რომელიც გამოძიებას ჰქონდა, ამომწურავი და დამაჯერებელი პასუხები იქნა გაცემული. მისი თანამშრომლობა გამოძიებასთან ამ თვალსაზრისით, ცალსახაა და ნათელი. არ გამოვრიცხავ, საჭიროების შემთხვევაში, ბატონმა ირაკლი თავად გააკეთოს შესაბამისი განმარტებები საზოგადოების წინაშე," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა "კურიერთან" საუბრისას.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, ანდრია ლილუაშვილი დააკავეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, ანდრია ლილუაშვილი დააკავეს, – ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.პროკურატურის ცნობით, ანდრია ლილუაშვილს ბრალდება სსკ-ის 194-ე მუხლით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, წინა დღეებში საქართველოს გენერალური პროკურატურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების ბინების, სახლებისa და სეიფების ჩხრეკa, რა დროსაც ამოღებული იქნა სხვადასხვა ელექტრონული ინფორმაციის მატარებლები, დოკუმენტაცია, ძვირფასეულობა და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.დღეს აღნიშნულ საქმეზე საქართველოს გენერალური პროკურატურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებული იქნა გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი – ანდრია ლილუაშვილი.დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.საქართველოს პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინტენსიურად აგრძელებen გამოძიებას იმ პირების მიმართ, ვისთანაც, შესაძლოა, დანაშაულებრივ კავშირში იყო ანდრია ლილუაშვილი, როგორც ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით, ისე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339 პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს ზეგავლენით ვაჭრობას; ასევე ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების გამოვლენის და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გატარების მიზნით“, – განაცხადეს პროკურატურაში.ცნობისთვის, 17 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.ამასთან, 18 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა იმ პირთა ვინაობაც დაასახელა, რომელთა სახლები ღარიბაშვილის, ლილუაშვილისა და ფარცხალაძის სახლების პარალელურად გაიჩხრიკა. კერძოდ, სუს-მა გაჩხრიკა რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, ანდრია ლილუაშვილის და მათი ოჯახების წევრების სახლები.

ბოლო სიახლეები