ოთხშაბათი, აპრილი 30, 2025

გიორგი აბდალაძე – გრიგოლ ვაშაძეს ვაჟკაცობა არ ეყო, ეთქვა, რომ არანაირი დოკუმენტი არ ამიღია სამინისტროდან, პრესკონფერენცია ჩაატარებინეს, სადაც ჩემზე თქვა, მართლა ჯაშუშიაო, გაგვწირა

გრიგოლ ვაშაძემ უდანაშაულო ადამიანი გამიშვა ციხეში, ვაჟკაცობა არ ეყო, ეთქვა, არანაირი დოკუმენტი არ აუღია საგარეო საქმეთა სამინისტროდანო. პრესკონფერენცია ჩაატარებინეს, სადაც თქვა, ეს მართლა ჯაშუშიაო, ჩვეულებრივად გაგვწირა, – ამის შესახებ ფოტორეპორტიორმა გიორგი აბდალაძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.

კომისიის სხდომაზე აბდალაძემ გაიხსენა მასთან დაკავშირებით გრიგოლ ვაშაძის ერთ-ერთი პრესკონფერენცია, როცა ვაშაძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

„აღიარებით ჩვენებაზე მიმდინარეობდა საუბარი, თითქოს მე საგარეო საქმეთა სამინისტროდან რაღაც გრიფით საიდუმლო დოკუმენტაცია ავიღე. გრიგოლ ვაშაძის სინდისსა და ნამუსზე იყოს. სად აქვს სინდისი, ნამუსი ან კაცობა, აღიაროს, რომ უდანაშაულო ადამიანი გამიშვა ციხეში, უდანაშაულო ადამიანები გვაწამეს იმის გამო, რომ ვაჟკაცობა არ ეყო, ეთქვა, ამ ბიჭს არანაირი დოკუმენტი არ აუღია საგარეო საქმეთა სამინისტროდანო. ერთ-ერთმა თანამშრომელმა შემდეგ მითხრა, გრიგოლ ვაშაძეს ვანომ დაურეკა და დაახურა თავზეო, რადგან გრიგოლ ვაშაძის პირველი განაცხადი იყო იმის თაობაზე, რომ ამ ბიჭს წვდომა არ ჰქონდა არცერთ დოკუმენტზე. ეს იყო მისი პირველი განცხადება. შემდეგ გააკეთა მეორე განცხადება, პრესკონფერენცია ჩაატარებინეს, სადაც თქვა, რომ რაღაც დოკუმენტები არის, ეს მართლა ჯაშუშია და ამასთან დაკავშირებით უამრავი მტკიცებულება არსებობსო. გაგვწირა ჩვეულებრივად, უდანაშაულო ხალხი გაგვწირა“, – განაცხადა გიორგი აბდალაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შალვა პაპუაშვილი: თითოეული მოქალაქე უნდა აცნობიერებდეს, რომ ჩვენ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცები ვართ, მხოლოდ ერთი დროშა გვაერთიანებს, ის დროშა, რომელიც თქვენს ხელში ამაყად ფრიალებს

გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს! საქართველოს თავდაცვის ძალებს გაკისრიათ განსაკუთრებული მისია, ფხიზლად იდგეთ წინა ხაზზე და დაიცვათ ჩვენი ქვეყანა ნებისმიერი მტრისაგან, რომელიც ქართულ სახელმწიფოებრიობას შეიძლება ემუქრებოდეს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ვაზიანში, თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.მისივე თქმით, ეს მისია კიდევ უფრო აქტუალურია იმ პირობებში, როდესაც რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ორი რეგიონი, ევროპაში უკვე სამი წელია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი ომი მიმდინარეობს, ჩვენს გარშემო კი კონფლიქტები არათუ იკლებს, მრავლდება.„კომპლექსურ დროში კომპლექსური პასუხებია საჭირო. შეშლილი სამყაროს შემხედვარე, მხოლოდ სიბრძნე, წინდახედულება და საზოგადოების ერთიანობა გადაგვარჩენს. ასე იყო ისტორიულად და ასეა დღესაც. ამიტომ თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს, რომ ჯართან ერთად სახელმწიფოს დაცვა ევალება საზოგადოებასაც, განსაკუთრებით კი დღევანდელი ჰიბრიდული ომების ეპოქაში. ჯარისა და ხალხის, ერისა და ბერის, მთელი საზოგადოების ერთსულოვნება არის უმთავრესი საწინდარი ქვეყნის სიმტკიცის, მთლიანობის, ბრძოლისუნარიანობისა და წინააღმდეგობის გზაზე. თითოეული მოქალაქე უნდა აცნობიერებდეს, რომ ჩვენ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცები ვართ; რომ ჩვენ მხოლოდ ერთი დროშა გვაერთიანებს, ის დროშა, რომელიც თქვენს ხელში ამაყად ფრიალებს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქართული სახელმწიფო მტკიცედ ადგას მშვიდობის შენარჩუნების პოლიტიკას. დღევანდელ რთულ ვითარებაში მშვიდობა განსაკუთრებულ ძალისხმევას, სიბრძნეს და მოხერხებულობას საჭიროებს.„სახელმწიფოს ძალისხმევას თავიდან აირიდოს ომის საფრთხე და პროვოკაცია, ზურგს უმაგრებს ქართული ჯარის სიმტკიცე, ურყეობა, გაბედულება, ყველგან და ყოველთვის, თავგანწირვითა და გმირობით დაიცვას საკუთარი სამშობლო, მხარდამხარ იბრძოლოს და შეასრულოს ყველა დაკისრებული მისია. ჩვენ ვგრძნობთ ამ სულისკვეთებას, ამ ზურგს და ამ მზაობას. ჩვენთვის თითოეული ჯარისკაცი ძვირფასი და მოსაფრთხილებელია. განვლილი სამი წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ინტერესი და მცდელობა, საქართველო ომის ასპარეზად ქცეულიყო დიდი ქვეყნების ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში. ეს მკაფიო მაგალითი ყველამ კარგად უნდა გაისიგრძეგანოს, ზუსტად გაიგოს, თუ რა ავირიდეთ თავიდან“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.პარლამენტის თავმჯდომარემ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს და ახლობლებს მიმართა.„თავდაცვის ძალების დღეს ასევე პატივს მივაგებთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს. მათ თავისი გმირობით შემოავლეს ზღუდე ჩვენი ქვეყნის თავისუფლების და დამოუკიდებლობის ციხესიმაგრეს. მინდა, მივმართო მათ მშობლებს, შვილებს, მეუღლეებს - თქვენი შვილები, თქვენი მამები, თქვენი მეუღლეები ჩვენი საერთო სიამაყეა. ქედს ვიხრით მათი სიმამაცის და თავგანწირვის წინაშე.კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს, თავდაცვის ძალების ეროვნულ დღეს და გარწმუნებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქვეყნის, სამშობლოს და სახელმწიფოს თავდაცვა იყოს მთელი საზოგადოების საერთო საზრუნავი. საქართველოს დაცვა ჩვენი საერთო საქმეა. ვამაყობთ თქვენით და მადლობას გიხდით ღირსეული სამსახურისთვის. ღმერთმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო!“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი.ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

„ფაინენშალ თაიმსი“ – აშშ-სა და უკრაინას შორის წიაღისეულის შეთანხმების შესახებ ბოლო მომენტში უთანხმოება წარმოიშვა

აშშ-სა და უკრაინას შორის წიაღისეულის შეთანხმების შესახებ ბოლო მომენტში უთანხმოება წარმოიშვა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს.როგორც გამოცემა წერს, როდესაც უკრაინის ვიცე-პრემიერი იულია სვირიდენკო აშშ-ში მიფრინავდა, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სკოტ ბესენტის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ ის „მზად უნდა იყოს ყველა შეთანხმების ხელმოსაწერად ან სახლში დასაბრუნებლად“.როგორც გამოცემას უკრაინის ორმა ანონიმურმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა, ვაშინგტონს სურს როგორც ჩარჩოშეთანხმების, ასევე საინვესტიციო ფონდის, რომელიც წიაღისეულის მოპოვებიდან მიღებულ შემოსავლებს განკარგავს, შეთანხმების შესახებ ერთდროული ხელმოწერა.უკრაინულმა მხარემ კი გამოცემას განუმარტა, რომ აშშ-ის ინფორმაცია არაზუსტია და კიევს არ შეუძლია ორივე დოკუმენტის ხელმოწერა ოთხშაბათს, რადგან საინვესტიციო ფონდის შესახებ შეთანხმება ხელმოწერამდე უნდა იყოს რატიფიცირებული უკრაინის უმაღლესი რადას მიერ.უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ კიევი მზადაა, ხელი მოაწეროს ყველა შეთანხმებას, რომელიც საჭიროა აშშ-თან ეკონომიკური პარტნიორობის დასამყარებლად, დაწყებული ჩარჩოშეთანხმებით.დენის შმიგალმა ასევე დაადასტურა მედიაში გავრცელებული ცნობები, რომ წიაღისეულის შესახებ შეთანხმება, შესაძლოა, უახლოეს დღეებში გაფორმდეს და რომ უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერი იულია სვირიდენკო ამასთან დაკავშირებით უკვე გაემგზავრა ვაშინგტონში.

უცხოური მედიის ცნობით, იერუსალიმის შემოგარენში მასშტაბური ტყის ხანძრის გამო ისრაელმა დახმარება რამდენიმე ქვეყანას სთხოვა

იერუსალიმის შემოგარენში, სადაც მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან, სულ მცირე, 13 ადამიანია დაშავებული, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.დაშავებულთა შორის ორი ორსული და ორი ჩვილია, ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. დაშავებულთა უმეტესობას დამწვრობა აღენიშნება.იერუსალიმის სახანძრო და სამაშველო სამსახურის უფროსის განცხადებით, ეს შესაძლოა ისრაელის ისტორიაში უდიდესი ტყის ხანძარი იყოს და მეხანძრეებს ცეცხლის ჩაქრობამდე ჯერ კიდევ დიდი გზა აქვთ გასავლელი.„ჩვენ ვიმყოფებით ძალიან დიდი ტყის ხანძრის ეპიცენტრში, შესაძლოა, ეს იყოს უდიდესი, რაც კი ოდესმე ყოფილა ამ ქვეყანაში. ჩვენ ძალიან დიდი გზა გვაქვს წინ, სანამ კონტროლს დავამყარებთ“, – განაცხადა შმულიკ ფრიდმანმა.შმულიკ ფრიდმანის თქმით, ხანძარი ადგილობრივი დროით დილის 09:30 საათზე დაიწყო.მასშტაბური ხანძარი ეშთაოლის ტყეში გაჩნდა, რის რამდენიმე რაიონიდან მოსახლეობაა ევაკუირებული. გადაკეტილია იერუსალიმისა და თელ ავივის დამაკავშირებელი მთავარი მაგისტრალი, ასევე სხვა რამდენიმე გზა. იერუსალიმსა და თელ ავივს შორის შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლაც.ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარმა დახმარება სთხოვა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ჩეხეთის, შვედეთის, არგენტინის, ესპანეთის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს.ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფისის განცხადებით, გიდეონ საარი ამჟამად უკავშირდება სხვა ქვეყნების ლიდერებსაც.

პუტინი: ადრე თუ გვიან ჩვენი ურთიერთობები ევროპასთან აღდგება – ეს უდავოა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ადრე თუ გვიან, რუსეთსა და ევროპას შორის ურთიერთობები, უდავოდ, აღდგება.„ახლა სიტუაცია უფრო რთულია, ვიდრე მაშინ - თეთრი და შავი, წითელი და ყავისფერი... ეჭვი არ მეპარება, რომ ადრე თუ გვიან ჩვენი ურთიერთობები ევროპასთან აღდგება - ეს უდავოა“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ევროკავშირი თავდაცვის პროექტებისთვის მილიარდ ევრომდე გამოყოფს

ევროკომისია, ევროპის თავდაცვითი ფონდის პროგრამების ფარგლებში, 910 მილიონ ევროს დახარჯავს 62 პროექტზე, რომელშიც მონაწილეობის მიღება ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად შეეძლება ნორვეგიას და უკრაინას, – ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.ინვესტიციები მიზნად ევროპულ თავდაცვით პოტენციალში ხარვეზების აღმოფხვრას ისახავს, მაგალითისთვის, მობილური სამხედრო ძალებისა და უპილოტოებისგან თავდაცვის სფეროში. სულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 300 განაცხადი შევიდა. მათ შორის არის უკრაინული პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ხელოვნური ინტელექტის მიერ მართული უახლესი აეროსისტემის განვითარებას.თავდაცვით პროექტებს შორისაა ახალი თაობის ევროპული შვეულმფრენის შექმნა, ასევე მასობრივი განადგურებისა და ჰიპერბგერითი საფრენი აპარატებისგან თავდაცვისა და წყალქვეშა ომის წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიების განვითარება.„ეს წინადადებები მხარს უჭერს კრიტიკულად მნიშვნელოვანი პოტენციალის განვითარებას, მაგალითისთვის, საჰაერო, ანტისარაკეტო და უპილოტო აპარატებისგან თავდაცვითი სისტემების შექმნას, რაც მისცემს საშუალებას ევროპის შეიარაღებულ ძალებს, რეაგირება მოახდინონ წარმოქმნილ საფრთხეებზე და დაიცვან ჩვენი მოქალაქეები როგორც კოლექტიური თავდაცვის გაძლიერების, ასევე ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის გზით, ისეთის, როგორიცაა უკრაინა, მათ ძალისხმევაში, თავი დაიცვან უცხოური აგრესიისგან“, – განაცხადა თავდაცვის და კოსმოსის სფეროებში ევროკომისარმა, ანდრიუს კუბილიუსმა.

ბოლო სიახლეები