პარასკევი, აგვისტო 1, 2025

გივიკო დიდია-ეხლა მომწერეს 21 წლის გიორგის ვჭირდებით გააზიარეთ

,,ეხლა მომწერეს 21 წლის გიორგის ვჭირდებით გააზიარეთ
მეგობრებო
21 წლის, გიორგი კვირიკეიშვილს თქვენი დახმარება ძალიან სჭირდება❗️ რამდენიმე დღის წინ გიორგი მოყვა უმძიმეს ავარიაში, იგი ამჟამად იმყოფება ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში.
დაზიანებული აქვს ორივე ფილტვი, აქვს ხერხემლის უმძიმესი დაზიანება,ასევე დაზიანებული აქვს მარჯვენა მხარეს არსებული ნეკნები..
იმყოფება აპარატზე, ესაჭიროება ქირურგიული და ტრავმატოლოგიური ჩარევები, რაც მოგეხსენებათ ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული..
ოჯახმა თითქმის ამოწურა ყველა ფინანსური რესურსი და ახლა მხოლოდ თქვენი იმედი გვაქვს 🙏🏻
ყველა თეთრი მნიშვნელოვანია გიორგის სიცოცხლის გადასარჩენად 🙏🏻
ანგარიშის ნომერი:
მიმღების სახელი და გვარი: ბექა კვირიკეიშვილი
P.S უმორჩილესად გთხოვთ დაგვეხმარეთ ინფორმაციის გავრცელებაში
მჯერა,ერთად ყველაფერს შევძლებთ!-წერს გივიკო დიდია
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თელავში ძლიერმა ქარმა და წვიმამ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა, მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები

თელავში ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად, დაზიანდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის ნაწილი. მოგლეჯილია ხეები, რამაც ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანება გამოიწვია.ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფები და მერიის ყველა შესაბამისი სამსახური. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოგლეჯილი ხეებისგან გზების გაწმენდის სამუშაოები.მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.

ქართველებმა მილიონ ლირამდე ძვირფასეულობა მოიპარეს – ისინი სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა

თურქეთში, სივასის სუშეჰრის რაიონში მდებარე სამკაულების მაღაზიიდან მილიონ ლირამდე ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარეს.სამი პირი ეჭვმიტანილი ქვეყნის დატოვებას და საქართველოში გაქცევას შეეცადა.სამკაულების მაღაზიის მეპატრონემ მალევე შეამჩნია ქურდობის ფაქტი და დაუყოვნებლივ მიმართა პოლიციას.გამოძიების დაწყებისთანავე სამართალდამცავებმა სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით დაადგინეს, რომ ეჭვმიტანილები გადაადგილდებოდნენ საქართველოს სანომრე ნიშნებით აღჭურვილი ავტომობილით.ეჭვმიტანილები სარფის საზღვართან დააკავეს. 

ქართველმა საბერძნეთში ეჭვიანობის ნიადაგზე, ცოლი მუცლის და კისრის არეში სასიკვდილოდ დაჭრა – მამაკაცი დაკავებულია

საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში, ანალიფსის რაიონში ქართველმა კაცმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე მუცლის და კისრის არეში სასიკვდილოდ დაჭრა.მომხდარის შესახებ ბერძნული მედია წერს.სამართალდამცველებმა ქართველი შემთხვევის ადგილას დააკავეს.ქალი კლინიკაშია გადაყვანილი მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ბრალდებული წარსულშიც ფიგურირებდა სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმეში, მათ შორის ყაჩაღობასა და ქურდობაში.

დმანისში, ოროზმანის საერთაშორისო არქეოლოგიური გათხრების ფარგლებში 1.8 მილიონი წლის წინანდელი ადამიანის ქვედა ყბა აღმოაჩინეს

დმანისში, ოროზმანის საერთაშორისო არქეოლოგიური გათხრების ფარგლებში 1.8 მილიონი წლის წინანდელი ადამიანის ქვედა ყბა აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.სააგენტოს ცნობით, აღმოჩენის ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის ხელმძღვანელი კონსტანტინე ფიცხელაური.„საექსპედიციო ჯგუფმა, არქეოლოგ გიორგი ბიძინაშვილის ხელმძღვანელობით, სააგენტოს მიერ 2024 წლის 29 ნოემბერს გაცემული სანებართვო მოწმობის საფუძველზე, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ოროზმანის ტერიტორიაზე არსებულ არქეოლოგიურ ობიექტზე 1.8 მილიონი წლით დათარიღებულ ფენაში ადამიანის ქვედა ყბა აღმოაჩინა. აღნიშნული აღმოჩენა, სავარაუდოდ, ადრეულ Homo erectus-ს ეკუთვნის.გათხრები მიმდინარეობს 1.84-1.77 მილიონი წლების არქეოლოგიურ ფენებში, ზუსტად იმ ტერიტორიაზე, სადაც ამავე ექსპედიციამ 2022 წელს ადამიანის კბილი აღმოაჩინა. გათხრები 2025 წლის ივლისში განახლდა და სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება.ექსპედიციაში, პროფესიონალ არქეოლოგებთან ერთად, მონაწილეობენ სტუდენტები საქართველოდან, აშშ-დან, საფრანგეთიდან, დანიიდან, კოლუმბიიდან და ყაზახეთიდან“, – წერს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.

ქართველი მეზღვაური გარდაიცვალა

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. მეგობრები და ნათესავები მოულოდნელად გარდაცვლილ ქართველ მეზღვაურს, აჩი უსტიაშვილს ემშვიდობებიან. როგორც პოსტის კომენტარებიდან ირკვევა, ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების მიზეზი, გულის შეტევა გახდა.„ცრემლებით ვაკოწიწე შენი ფოტოები აჩი... იცით როგორი ბიჭი იყო აჩი? ყველგან სითბოსა და სიყვარულს რომ აფრქვევდა... მოღიმარი, მოციმციმე თვალებით ყველას შეაყვარა თავი. რამდენის გულები გაანადგურე და თან წაიღე... როგორ უნდა მოგინელონ შენმა მშობლებმა, მამიდებმა, მთელმა სანათესავომ, მეგობრებმა, ჩვენო მზეჭაბუკო. როგორ უნდა ჩავხედოთ შენს დედიკოს თვალებში, შენს გაყინულ მამიკოსა და ძმას რა ვუთხრათ, რით ვანუგეშოთ? გულიდან არ ამომდიხარ ჩვენო ბიჭო... გელოდებით შორეული ნაოსნობიდან, გულგახეთქილები“.„ჩვენო აჩი, დაგვღუპე და გაგვანადგურე შვილო, გაუსაძლისი ტკივილი ხარ. აწი უშენოდ რა უნდა ვქნათ“, - წერენ სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები