შაბათი, მარტი 14, 2026

გიგა ფარულავა – „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნა არის უმძიმესი ჩვენი ქვეყნისთვის, სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით, ჟრიამულის საფუძველი არავის არ აქვს

2022 წელი – რუსეთი, 2023 წელი – ბელარუსი, 2026 წელი – საქართველო, ეს არის ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედების წლები და ქვეყნები, ყოჩაღ „ქართულ ოცნებას“, მაგრად დაგილაგებიათ ყველაფერი, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიგა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებით საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.

„გამოქვეყნდა ეუთო-ს საგამოძიებო მექანიზმის დასკვნა, რომლითაც „ოცნება“ ოფიციალურად, უკვე ეუთო-ს მიერ შეფასდა ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევის, ძალადობის, დაშინების, გაყალბების, უსამართლობის, განსხვავებული აზრის დევნის, შურისძიებისა და ჩაგვრის ავტორად. მათ შორის, დასკვნაში დადასტურებულია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პოლიტიკური დევნა და შურისძიების მოტივით მასზე ფიზიკური თავდასხმა. რითიც არ უნდა იმართლონ თავი, რამდენადაც არ უნდა სცადონ პროპაგანდით ამ დასკვნის გაუფასურება, როგორც არ უნდა ამშვიდონ ერთმანეთი – ეს არის დოკუმენტი, რომელიც „ოცნების“ თითოეულ წევრს, თითოეულ პროპაგანდისტს მთელი ცხოვრება პერსონალურ პასუხისმგებლობად გაჰყვება. ეს დასკვნა არის უმძიმესი ჩვენი ქვეყნისთვის – სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით, ჟრიამულის საფუძველი არავის არ აქვს.

არ მივმართავთ „ოცნებას“, მივმართავთ მხოლოდ „ოცნების“ ამორმჩეველს, ერთადერთი, ვიზეც „ოცნება“ ჯერ კიდევ რეაგირებს და ვისაც ჯერ კიდევ შეუძლია ამ არაადეკვატურობის გაჩერება, ხართ თქვენ. ისიც ნათლად ვნახეთ, რომ დღევანდელი „ოცნება“ თავისიანსაც აღარ ინდობს. დღეს უკვე აღარ არის კითხვა, რა ხდება ქვეყანაში – ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ ამ ხელისუფლებით საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება! კითხვა არის მხოლოდ ერთი, შევეგუებით თუ არა, რომ საქართველო იმავე სიაში დარჩეს, სადაც არიან რუსეთი და ბელარუსი. ქვეყნის ბედი ჯერ კიდევ შეიძლება შეიცვალოს“, – აღნიშნა ფარულავამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, იზიარებს თუ არა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნაში მოთხოვნილი კანონების გაუქმებას, ფარულავამ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ დასკვნაში არსებულ ჩანაწერებს საკუთარი პროპაგანდისთვის ამოგლეჯილად იყენებს.

„ეს დასკვნა ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმესი და ტრაგიკულია. ეუთო-ს ამ კონკრეტული საგამოძიებო მექანიზმის დასკვნა არის ამ ბოლო წლების, განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განმავლობაში, „ოცნების“ მმართველობის შედეგი. ვინაიდან საქმე სახელმწიფო ინტერესებს ეხება, არცერთ მხარეს საჟრიამულო ამ მიმართულებით არ აქვს. რაც შეეხება უშუალოდ კანონებს, გარდა ამ კანონებისა, დამერწმუნეთ, ძალიან მძიმე შენიშვნები, მითითებები და რეკომენდაციებია წარმოდგენილი ამ დასკვნაში. შესაბამისად, „ოცნება“ დღეს საკუთარი პროპაგანდისთვის კონკრეტულ ჩანაწერებს იყენებს, ოღონდ კონტექსტიდან ამოგლეჯილად. რაც შეეხება ოჯახურ ღირებულებებსა და სხვა თანმდევ კანონებს. ჩვენი ოჯახური ღირებულებები, ოჯახი, როგორც უმაღლესი ღირებულება, ჩვენ განმტკიცებული გვაქვს საქართველოს კონსტიტუციით, შესაბამისად, დღეს „ოცნება“ რაც არ უნდა ეცადოს საკუთარი პროპაგანდით ამ დასკვნის გაუფასურებას, ნამდვილად არ გამოუვა.

„ოცნება“ ვერცერთ საერთაშორისო აქტორს ვერ უსაბუთებს საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობას. ის ცვლილებები, რომლებიც განსაკუთრებით უახლოესი ერთი თვის განმავლობაში მოხდა საკანონმდებლო დონეზე, შეეხება გრანტების კანონს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სხვა. ბუნებრივია, ჩვენ ამას პრინციპულ დონეზე არ ვეთანხმებით და რეპრესიულია. თუ „ოცნება“ თვლის, რომ ეს კანონები სახელმწიფოს სუვერენიტეტისთვის აუცილებელია, ამის დასაბუთება უნდა შეეძლოთ. თუმცა ამ კანონებს ისინი საკუთარი პროპაგანდისთვის იყენებენ და არა რამე კონკრეტული ღირებულების დაცვის მიზნით, ამიტომ  ვერ ასაბუთებენ იმას, თუ რატომ არის აუცილებელი ეს საკანონმდებლო ჩარჩო ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ფარულავამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დიდი ძალების უხილავი თამაში კავკასიაში -რატომ გაიზარდა მოულოდნელად საქართველოს მნიშვნელობა

ბოლო პერიოდში საერთაშორისო ანალიტიკურ წრეებში სულ უფრო ხშირად ისმის ერთი კითხვა: რატომ გაიზარდა სამხრეთ კავკასიის მნიშვნელობა გლობალურ პოლიტიკაში?ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ რეგიონი დღეს ერთგვარ „გეოპოლიტიკურ გადაკვეთის წერტილად“ იქცა, სადაც ერთმანეთს სხვადასხვა დიდი სახელმწიფოს ინტერესები ხვდება.საქართველო, თავისი მდებარეობის გამო, ამ პროცესში განსაკუთრებულ როლს თამაშობს. ქვეყანა ევროპასა და აზიას შორის მდებარეობს და მასზე გადის სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფნები, რომლებიც კასპიის რეგიონს ევროპასთან აკავშირებს.საერთაშორისო ანალიტიკოსები ხშირად აღნიშნავენ, რომ სწორედ ასეთი გეოგრაფიული მდებარეობა ხდის საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ სივრცედ.გლობალური პოლიტიკის პირობებში, როდესაც მსოფლიო ძალთა ბალანსი იცვლება, მსგავსი რეგიონები ხშირად იქცევა ყურადღების ცენტრად.ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა საუბარი ახალი სავაჭრო და სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაზე, რომლებიც ევროპასა და აზიას შორის უფრო სწრაფ კავშირს უზრუნველყოფს. ამ პროცესში სამხრეთ კავკასია ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლად განიხილება.ექსპერტები ამბობენ, რომ უახლოეს წლებში რეგიონში მიმდინარე ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესები შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდეს.საქართველოსთვის ეს შეიძლება გახდეს როგორც შესაძლებლობა, ასევე სერიოზული გამოწვევა. ქვეყნის სტაბილურობა და გონივრული საგარეო პოლიტიკა დიდ გავლენას მოახდენს იმაზე, თუ რა როლს შეასრულებს საქართველო მომავალ გეოპოლიტიკურ პროცესებში.

ვიქტორ ორბანი ვიქტორ იუშჩენკოს პასუხობს – „გააფრთხილეთ თქვენი პრეზიდენტი, არ შეეხოს უნგრელების თავისუფლებას, თავისუფლებისთვის თქვენი ბრძოლა არ გაძლევთ უფლებას, გვაშანტაჟოთ ან პირობები გვიკარნახოთ“

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის მესამე პრეზიდენტის წერილს პასუხობს.ვიქტორ ორბანი ვიქტორ იუშჩენკოსადმი საპასუხო წერილს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.„გთხოვთ, გააფრთხილოთ თქვენი პრეზიდენტი, არ შეეხოს უნგრელების თავისუფლებას. გთხოვთ, დაარწმუნოთ თქვენი პრეზიდენტი, არ აშანტაჟოს და არც დაემუქროს ჩემს ქვეყანას და მის ლიდერებს. უნგრელები თავისუფალი ხალხი არიან. თავისუფლებისთვის თქვენი ბრძოლა არ გაძლევთ უფლებას, გვაშანტაჟოთ ან პირობები გვიკარნახოთ. გთხოვთ, გააგებინოთ თქვენს პრეზიდენტს, სახელმწიფო ტერორიზმი, რომლის მეშვეობითაც მან გერმანული გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი“ ააფეთქა, უნგრეთის წინააღმდეგ არ გამოდგება“, – აღნიშნავს ორბანი.მისი თქმით, უნგრეთმა მიიღო უკრაინელი ლტოლვილები და ბავშვებისთვის გახსნა უკრაინულენოვანი სკოლები.„მადლობა ღმერთს, რომ ქვეყანა, რომელთანაც თქვენ ამჟამად ომში ხართ, დღეს არ არის არც უნგრეთის და არც უნგრელების მტერი და ჩვენ არ ვაპირებთ ამის შეცვლას. ჩვენ კვლავ გვსურს, ვიყოთ თქვენი მეგობრები, მაგრამ თქვენს ომში მონაწილეობას არ მივიღებთ. ვისურვებ, ეს ძმათამკვლელი ომი არ დასრულდეს უკრაინის სახელმწიფოს ფატალური დასუსტებით და რომ ჩვენ შევძლოთ, დავუბრუნდეთ უკრაინულ-უნგრული მეგობრობის ძველ სულს“, – განაცხადა ორბანმა.წერილის ბოლოს უნგრეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ მზად არის, შესთავაზოს იუშჩენკოს ან მის ოჯახს უსაფრთხო ადგილი, ოდესმე რომელიმე უცხო სახელმწიფო თუ დაემუქრება.შეგახსენებთ, რომ უკრაინის მესამე პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ, სოციალურ ქსელში ვიქტორ ორბანს ღია წერილით მიმართა და ის დრო შეახსენა, როდესაც მომავალს ერთნაირად უყურებდნენ.„დღეს, როცა შენს ქმედებებს ვუყურებ, საკუთარ თავს ვეკითხები: სად გაქრა ის ვიქტორი? როგორ მოხდა, რომ ადამიანი, რომელმაც თავისუფალი უნგრეთის აღმასვლა ნახა, ახლა თამაშობს იმ ძალების ხელში, რომლებსაც მეზობელი ქვეყნის თავისუფლების განადგურება სურთ?“, – წერს იუშჩენკო.

„ეს ამერიკული ძალაა თუ უკან დახევა?“ – ირანის ელჩი საქართველოში ტრამპის განცხადებებს ეხმაურება

,,გასულ თვეში ტრამპს ირანის შესახებ უნდოდა: დაე ხალხი აჯანყდეს, მთავრობა უნდა შეიცვალოს, დაე განადგურდეს რაკეტის ძალა. რეგიონალური პოლიტიკა უნდა შეიცვალოს; ახლა ომის მეორე კვირაში იმედი აქვს, რომ ჰურმოზის სრუტეს ღია დარჩება სხვების დახმარებით. ეს ამერიკული ძალაა თუ უკან დახევა?''- ამის შესახებ ირანის ელჩი საქართველოში  ალი მოჯანი სოციალურ ქსელ facebook- ზე წერს.

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.„ საბჭომ დღეს სანქციების გახანგრძლივება გადაწყვიტა კიდევ ექვსი თვით, 2026 წლის 15 სექტემბრამდე, მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებლები არიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის ძირის გამოთხრაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.სანქციების მოქმედება გაგრძელდება 2,600 ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ, ვინც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის გაუმართლებელი და არაპროვოცირებული სამხედრო აგრესიის საპასუხოდ დასანქცირდნენ. სანქციები მოიცავს მოგზაურობაზე შეზღუდვებს, აქტივების გაყინვას, და დასანქცირებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ფინანსების ან სხვა ეკონომიკური რესურსების მიწოდებას.

გიგი წერეთელი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე – თუ „ქართული ოცნება” არ გაითვალისწინებს ამ დრამატულ მომენტში რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს და ეს არ იქნება თანხვედრაში მოთხოვნებთან,...

ამგვარი მექანიზმის აღძვრა მხოლოდ იმ ქვეყნებში ხდება, სადაც მძიმე დარღვევებია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებით,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა.მისი თქმით, ეს დასკვნა ნებისმიერი ქვეყნისთვის მძიმე იქნებოდა.„ეს დასკვნა, ნებისმიერი ქვეყნისთვის იქნებოდა მძიმედ აღსაქმელი. ვფიქრობ, რომ საქართველოში საზოგადოების იმ ნაწილისთვის, ვისაც ესმის, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყნის მომავალი და ეს ვითარება არის გაუსაძლისი, საქართველო თმობდეს კუთვნილ ადგილს მსოფლიოში და მიდიოდეს იმ გზაზე, რომელსაც რუსეთის ან არადემოკრატიული ქვეყნების მცირე ჯგუფში მივყავართ, ეს კატასტროფული პერსპექტივაა.ყველას კარგად ესმის, რომ ამგვარი მექანიზმის აღძვრა მხოლოდ იმ ქვეყნებში ხდება, სადაც მძიმე დარღვევებია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებით და საქართველო სწორედ, ამ ქვეყნების რიგში აღმოჩნდა. ყველა ის მცდელობა, რომ დასკვნის ნიველირება მოხდეს, ან იმის თქმა, რომ მიკერძოებულია და მხოლოდ 24 ქვეყანას უთქვამს თანხმობა ამ მექანიზმის ამუშავებისთვის, ეს სრულ თანხვედრაშია არადემოკრატიული ქვეყნების პასუხთან როგორიც ბელორუსში ან რუსეთში იყო. ასევე, ასეთი დამოკიდებულება არის კონტრპროდუქტიული და კიდევ უფრო მძიმე შედეგებს გამოიწვევს ქვეყნისთვის, იქნება ეს ინდივიდუალური თუ ცალკეული ქვეყნების მერ დაწესებული სანქციები.თუ „ქართული ოცნების" ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ამ დრამატულ მომენტში რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს და ეს არ იქნება თანხვედრაში იმ მოთხოვნებთან, რომელიც არსებობს, შედეგი იქნება ნეგატიური და ეს თითოეულ მოქალაქეზე აისახება.რაც შეეხება ჰააგის სასამართლოს, ამას თავისი სპეციფიკა აქვს, მაგრამ დიდი საფუძველი შექმნა „მოსკოვის მექანიზმის" ამ დასკვნამ. ყველა მოქალაქე განიცდის იმას, რომ ჩვენს ქვეყანას ასეთი შეფასებები აქვს. სომხეთს დღეს დიდი წარმატება აქვს და მის პრემიერ-მინისტრს ფეხზე ამდგარი ტაშს უკრავენ და ამავე დარბაზში, საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების მიმართ, ამგვარი ეპითეტებია, ეს მტკივნეულია. ამას კი გადაწყვეტა სჭირდება და სწორედ ამისთვის არის საზოგადოების დიდი ნაწილი ცვლილებებისთვის განწყობილი და მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და დემოკრატიული ცვლილება იქნება, საქართველოს განვითარების საფუძველი",- განაცხადა გიგი წერეთელმა.

ბოლო სიახლეები