ხუთშაბათი, იანვარი 2, 2025

გიგა ოთხოზორიას დედა – რეზოლუციის მიღებით არც არჩილ ტატუნაშვილს და არც გიგას ეშველება რამე, თუმცა იმედი მაქვს, რომ ის მომავალში სხვის შვილებს დაიცავს

რეზოლუციის მიღებით არც არჩილ ტატუნაშვილს და არც გიგას ეშველება რამე, თუმცა მე იმედი მაქვს, რომ ეს მომავალში სხვის შვილებს დაიცავს, – ამის შესახებ „ინტერპერსნიუსს“ გიგა ოთხოზორიას დედამ, ჯულიეტა ჭანტურიამ განუცხადა.

„ამ რეზოლუციისთვის მხარის დაჭერას დიდი იმედით ვუყურებ. იმედი მაქვს, რომ გიგას და არჩილის მკვლელები დაისჯებიან. ვფიქრობ, რომ ეს რეზოლუცია იქნება შემაკავებელი, რათა მომავალში მაინც არ განმეორდეს მსგავსი შემთხვევა. უბრალოდ აქამდე რატომ არ დაუჭირეს მხარი არ მესმის, ვის უშლიდა ეს რეზოლუცია ხელს?“, – განაცხდა ჯულიეტა ჭანტურიამ.

გიგა ოთხოზორიას დედა და ოჯახის წევრები ხვალ წილკანში ჩასვლას და არჩილ ტატუნაშვილის ოჯახისთვის სამძიმრის გამოცხადებას გეგმავენ.

„ოჯახის ყველა წევრი წავალთ, ბავშვებსაც წავიყვანთ. პატივისცემის, თანაგრძნობის, თანადგომის ნიშნად. რა შეიძლება ამ დროს კიდევ გამოხატოს ადამიანმა?“, – აღნიშნა ოთხოზორიას მეუღლე ნინო მატკავამ.

ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 26 დღის შემდეგ, გუშინ გადმოასვენეს. გიგა ოთხოზორია კი 2016 წლის მაისში, ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან აფხაზმა მესაზღვრემ მოკლა.

რაც შეეხება ოთხოზორია-ტატუნაშვილის საქმეებთან დაკავშირებულ რეზოლუციას, ის პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ფოტო/ვიდეო: „გილოცავთ ახალ წელს“ – ნანუკა გუდავაძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

ბერა ივანიშვილის მეუღლე ნანუკა გუდავაძე სოციალურ ქსელში ოჯახურ კადრებს გვიზიარებს და ახალ წელს გვილოცავს. „გილოცავთ ახალ წელს“, – წერს ნანუკა.  

„საქართველოს გაუმარჯოს!“ – ილია თოფურია და მისი ოჯახი 2025 წელს გვილოცავენ

UFC-ის ქართველი ჩემპიონის ილია თოფურიას მეუღლე „ინსტაგრამზე“ გვიზიარებს კადრებს, თუ როგორ აღნიშნა ოჯახმა ახალი 2025 წლის მოსვლა. როგორც გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, ოჯახმა დრო ბედნიერად გაატარა.

ირაკლი ჩიქოვანმა 2025 წლის დადგომა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ახალი 2025 წლის დადგომა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ჩიქოვანი ახალ წელს სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და დასავლეთის სარდალთან, ბრიგადის გენერალ კობა გრიგოლიასთან ერთად იმყოფებოდა. მათ პირად შემადგენლობას და ბრიგადის მეთაურს, პოლკოვნიკ ირაკლი კალანდაძეს ახალი წელი მიულოცეს და სამხედროებს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს. უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას ახალი წელი ვიდეოკონფერენციის საშუალებით სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადიდან მიულოცეს. ირაკლი ჩიქოვანმა სამხედროებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მათ მშვიდობა, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა.

თიკა ალავიძე და ზაზა ფაჩულია 2025 წლის დადგომას გვილოცავენ – ფოტოები

 კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას მეუღლე თიკა ალავიძე ფაჩულია სოციალურ ქსელში საოჯახო ფოტოებს გვიზიარებს და ახალი, 2025 წლის დადგომას გვილოცავს. გამოქვეყნებულმა ფოტოებმა დიდ მოწონება, თიკამ და მისმა ოჯახმა კი უამრავი მილოცვა მიიღეს.

ნახეთ, გიორგი ძოწენიძის და მია მაჩაბლის საახალწლო ფოტოსესია

მომღერალი გიორგი ძოწენიძე მეუღლესთან, მია მაჩაბელთან და შვილებთან ერთად გადაღებულ საახალწლო კადრებს გვიზიარებს და ახალი 2025 წლის დადგომას გვილოცავს. გამოქვეყნებულმა კადრებმა უამრავი მოწონება და გულთბილი კომენტარები დაიმსახურა.

ბოლო სიახლეები