სამშაბათი, ივნისი 3, 2025

გიგა მაქარაშვილი გიორგი გახარიას-ალბათ იმ დღეს წყევლი, როცა ბატონმა ჯერ ახალგაზრდების დაბრმავება დაგავალა, მერე ბრძანების გაცემა დაგაბრალა და ბოლოს პრემიერად დაგნიშნა

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში გიორგი გახარიას მიმართავს და ჩვეულებისამებრ ზიზღითა და ღვარძლით სავსე პოსტს უძღვნის

‘მძიმე დღეში ხარ პრემიერო!

ალბათ იმ დღეს წყევლი, როცა ბატონმა ჯერ ახალგაზრდების დაბრმავება დაგავალა, მერე ბრძანების გაცემა დაგაბრალა და ბოლოს პრემიერად დაგნიშნა!

მაგ დროს ვერც იფიქრებდი, რომ შენი მმართველობის დროს შეიძლებოდა ასეთი კრიზისი დამდგარიყო, ამხელა საფრთხეებს შეფეთებოდი, ასეთი განწირული ყოფილიყავი, მაგრამ, შენ ვერც მაშინ და ვერც ეხლა ვერ წყვეტ საკუთარ ბედს.

შენ განწირული ხარ!

ზუსტად ვიცი, როგორ გინდა ახლა ოჯახთან ერთად იყო ამ მძიმე დროს, შვილები გაამხნევო, ჩუსტებით იჯდე სავარძელში, ბევრი წიგნი გქონდეს მომარაგებული და სანახავი ფილმების სიას ჩაჰყურებდე, აი ზუსტად ისე, როგორც შენი ბატონი ბიძინაა მოკალათებული (თუმცა ის წიგნებს არ კითხულობს)!

მაგრამ არა, შენ განწირული ხარ!

მანმადე კი, სანამ შენი მძიმე და სამარცხვინო კარიერის დასასრული დადგება, გისურვებ კრიზისის მართვა იმაზე უკეთ შეძლო, ვიდრე ამას შენგან ვინმე ელის. ახლა შენზე ძალინ ბევრი ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული და ზუსტად ამიტომ…

დაიძახე თუ სადმე დახმარება დაგჭირდება!

მარტივად მიპოვი. შენი ბიჭები ზოგი ტელეფონზე მისმენს, ზოგი ჩემს ფეისბუქში ცხოვრობს, ნაწილიც ისევ მდარაჯობს თეთრი შკოდით სახლთან!

დაბადების დღეს არ გილოცავ! ვერ გილოცავ და არც მოგილოცავ, სანამ მაკოს ახალი თვალი არ ექნება !!!

აუცილებლად გადავრჩებით ♥️
-წერს გიგა მაქარაშვილი

შეგახსენებთ,რომ გიგა მაქარაშვილი არის სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც მხარს უჭერს და გვერდით უდგას სანდრო გირგვლიანის,ბუტა რობაქიძის,ზურა და იური ვაზაგაშვილების მკვლელებს და ვერასოდეს გაბედავს მათ მოსთხოვოს პასუხი ჩადენილ დანაშაულებებზე. მეტიც, ყოველ დღე, მათ “გაპრავებაში “იღებს ხელფასს!

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თურქეთში 5,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ძლიერი მიწისძვრა მოხდა თურქეთში  - თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, 3 ივნისს 03:17 საათზე მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე 5,8 მაგნიტუდას შეადგენდა.მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა ხმელთაშუა ზღვაში, მუგლას პროვინციის სანაპიროსთან ახლოს, დაახლოებით 68 კილომეტრის სიღრმეზე.მედიის ცნობით, მიწისძვრის შედეგად, მარმარისში 7 ადამიანი დაშავდა. პანიკის და მაღალი სართულებიდან გადმოხტომის შედეგად მიღებული ტრავმების გამო სამედიცინო დახმარება 69 ადამიანს დასჭირდა.მიწისძვრა ასევე იგრძნობოდა მეზობელ საბერძნეთის როდოსის კუნძულზე, რომელიც ეპიცენტრიდან დაახლოებით 29 კილომეტრში მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ კუნძულზე შენობები ირყეოდა, არ დადასტურებულა სერიოზული დაზიანებები ან მსხვერპლი.მიუხედავად იმისა, რომ მიწისძვრის სიმძლავრე 5.8 მაგნიტუდა იყო, თურქეთი განლაგებულია აქტიურ სეისმურ ზონაში, სადაც მიწისძვრები ხშირია. ამიტომ, მსგავსი მოვლენის დროს პანიკა და მსხვერპლი ხშირად დაკავშირებულია მოსახლეობის რეაგირებასთან და უსაფრთხოების ზომების ნაკლებობასთან.

“ავტობუსი მოცურდა, აალდა წინა მხარე, მოხდა ჭყლეტა, გვეგონა ცეცხლი მოგვედებოდა…”- რა მოხდა წეროვანთან

წეროვანთან მეტროს ავტობუსი მოცურდა და ბორდიურს შეეჯახა - ინფორმაციას "მოგზაურთა კლუბში" მოქალაქე ავრცელებს და წერს:"წეროვანთან ვიგრძენით რომ ავტობუსმა გააკეთა რთული მანევრი,საშიში, შევხტით გაქანდა მარცხნივ, შემდეგ მარჯვნივ, მთელი სიჩქარით წავიდა გზიდან მარცხნივ და დაეჯახა ბორდიულებს.აალდა წინა მხარე, ფორსაჟივით განათდა ყველაფერი, აქ უკვე კივის ყველა და ვდგებით, მოხდა ჭყლეტვა, დამეცა 5 ადამიანი თავზე.კარი არ იღება. ვკივით, არ იღება. ასე სადღაც 2 წუთი. ყველა ველოდებით რომ ეს ცეცხლი მოგვედება და ცოცხლად დავიწვებით ხალხი. დავიწყეთ შუშის ჩატეხვა, ვერ ჩატყდა.საბოლოოდ წინა კარი გაიღო და გადმოვედით.მთელ გზაზე დაიღვარა ბენზინი.ბორდიულები არის შეტეხილი.ჯანმრთელობით ყველა გავხდით ცუდად, დედაჩემი დარბოდა ფეხშიშველი და ეხმარებოდა ხალხს.მე დავიწყე ტირილი, ვტირით ყველა და ვზეიმობთ გადარჩენას.მე არვიცი რა მოხდა, მაგრამ ამ ამბავს ჩვენ ესე არ დავტოვებთ.აქვე: გამცილებელი ბიჭი ადიოდა და თითოეული ნივთი მისი სიცოცხლის ფასად ვამოჰქონდა იმიტომ რომ არაფერი იყო იმ წამს უსაფრთხო, უდიდესი მადლობა ამ ადამიანს ჩემი ოჯახისგან.ჩვენ დავიბადეთ მეორედ.ხვალვე ველოდებით ამ კომპანიის პასუხისმგებლობას.მეტროს ავტობუსი მოგვიცურდა 2 საათის წინ წეროვანთან.რა გადავიტანეთ, რას გადავრჩით მაგას არ მოვყვები, ვერ გამოვდივარ ისტერიკიდანსხვები როგორ ხართ? აქ ვკითხულობ გამიზნულად, ბევრი იქნებით",-წერს ნინა ჟვანია.

აღმაშენებლის ხეივანში მანქანა ბენზინგასამართ სადგურს დაეჯახა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მანქანა ბენზინგასამართ სადგურს დაეჯახა.შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა.

მე მინდა, სოროებში მოგიკითხოთ ყველა “კვარას” კრიტიკოსი – შემძვრალი… მეძებარი ძაღლი თუ გამოგიყვანთ იქიდან აწი-ოთარ ტატიშვილი

ტელეკომპანია "იმედზე" გადაცემა "იმედის დილის" ერთ-ერთმა წამყვანმა, ოთარ ტატიშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა."ხვიჩა კვარაცხელია დღეს მსოფლიოში საუკეთესოა! ამას მე გეუბნებით - ჩემი ტყუილიც დაიჯერება უკვე, და სიმართლეც დაიჯერეთ.მე მინდა, სოროებში მოგიკითხოთ ყველა "კვარას" კრიტიკოსი - შემძვრალი... მეძებარი ძაღლი თუ გამოგიყვანთ იქიდან აწი! სულ ყველა, განსაკუთრებით ისინი, ვინც ამბობდა, ბათუმის "დინამოა" მისი მაქსიმუმიო", - განაცხადა ოთარ ტატიშვილმა გადაცემა "იმედის დილაში". შეგახსენებთ, 31 მაისს, "კვარა" პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

„ხომ სამარცხვინოა ეს ყველაფერი, მაგრამ, ხომ არავის შერცხვება? ესაა ის ევროპა, ქართველებს რომ არ გვიშენებია“ – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში შვედეთის მთავრობის განცხადებას ეხმიანება, რომელიც ერთი დღის სხვაობით საქართველოზე და საკუთარ ქვეყანაზე ურთიერთგამომრიცხავ განცხადებას ავრცელებს. საქართველოში ისინი FARA კანონს რეპრესიულს უწოდებენ, ხოლო შვედეთში მიიჩნევენ, რომ უცხოური დაფინანსება უნდა აიკრძალოს. შალვა პაპუაშვილის მათ დამოკიდებულებას სამარცხვინოს უწოდებს. „ხომ სამარცხვინოა ეს ყველაფერი, მაგრამ, ხომ არავის შერცხვება? ესაა ის ევროპა, ქართველებს რომ არ გვიშენებია,“ - წერს პაპუაშვილი.

ბოლო სიახლეები