ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026

გია ხუხაშვილი – მაფიოზური ომების არენად იქცა ქვეყანა, დენთის სუნი ტრიალებს, არ არსებობს სამართალი – ბაჩიაშვილის გათავისუფლებაც ერთი ახალგაზრდა კაცის გატეხის სევდიანი ისტორიაა, ღარიბაშვილს და ლილუაშვილსაც იმავეს ეუბნებიან: გადაიხადე, წადი სახლში

ექსპერტ, გია ხუხაშვილის განცხადებით, შესაძლებელია, ყოფილი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ხელისუფლების გაგზავნილია ერთ-ერთ ქვეყანაში მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების დეტალების დასაზუსტებლად.

როგორც ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა, დავითაშვილი შესაძლოა აზერბაიჯანში იმყოფებოდეს. ასევე, ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ გაზის ტრანსპორტირების ოპერატორი კვლავ კომპანია BP-ია, რის გამოც არ გამორიცხავს, რომ იგი ბრიტანეთშიც იყოს ჩასული.

„არ მგონია, რომ დავითაშვილი სადმე გაქცეულიყო. დავითაშვილი შეიძლება კითხვებზე პასუხების გასაცემად ერთ-ერთ ქვეყანაში გაემგზავრა, რომ ამ კონტრაქტთან დაკავშირებით რაღაც დაზუსტებები მოხდეს. ხელისუფლებას თუ არ უნდოდა მისი გაშვება, არ გაუშვებდა. გუშინვე ჩამოართმევდა პასპორტს და დამთავრდებოდა. ხელისუფლების გაგზავნილია – შეიძლება აზერბაიჯანში იყოს წასული, ტრანსპორტირების ოპერატორი ჯერ კიდევ BP-ია და შეიძლება ბრიტანეთში იყოს“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმეს და მის გათავისუფლებას, ხუხაშვილის შეფასებით, ბაჩიაშვილს ჰქონდა იმედი, რომ საკითხი სხვაგვარად დარეგულირდებოდა, თუმცა საბოლოოდ, როცა სიტუაციის უპერსპექტივობა იგრძნო, კომპრომისზე წასვლა გადაწყვიტა.

„ახალგაზრდა კაცია, როდემდე უნდა მჯდარიყო ციხეში?! ხვდებოდა, რომ ხელისუფალი არასდროს გამოუშვებდა. ახალ და ახალ საქმეებს „შეუკერავდა“. შესაბამისად, გარიგებაზე წავიდა. ბაჩიაშვილის დაპატიმრების მიზანი თავიდანვე ხომ არ ყოფილა ციხეში ჩასმა ან პოლიტიკური დევნა, მოტივი იყო ძალიან ბანალური – ფული, როგორც ჩანს. ფული „აახიეს“, რითაც მისი ციხეში ყოფნის საჭიროება გაქრა.

იმედი ჰქონდა, რომ საკითხი სხვანაირად დარეგულირდებოდა. იმედი გადაეწურა, სიტუაციის უპერსპექტივობა იგრძნო და გატყდა“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ბაჩიაშვილის გათავისუფლება საზეიმო მოვლენა არ არის და მას „ერთი ახალგაზრდა კაცის გატეხვის სევდიან ისტორიად“ აფასებს.

ხუხაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი გზავნილები შესაძლოა სხვა მაღალჩინოსნებსაც ეხებოდეს და ამავე კონტექსტში ახსენა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი.

ხუხაშვილის თქმით, მაშინ, როდესაც არ არის სამართალი და სასამართლო, ქვეყანა „მაფიოზური ომების არენად“ იქცა.

„ყველაფერი იქით მიდის, რომ სისხლიანი გარჩევები დაიწყება. მაფიოზური ომების არენად იქცა ქვეყანა. არ არსებობს, არც სასამართლო, არც სამართალი. სასამართლო ჩაცუცქული არჩევს საქმეებს. ბაჩიაშვილის საქმე არ არის ამის დადასტურება? ჯერ სამოქალაქო საქმე სისხლის სამართალში გადაიტანეს. შემდეგ სპეცოპერაცია ჩაატარეს უცხო ქვეყანაში და ქეჩოთი ჩამოათრიეს. ციხეში სცემეს. „აკაჩავეს“, „აკაჩავეს“ და გატეხეს. ბაჩიაშვილის გათავისუფლებაც არ არის საზეიმო. ეს არის ერთი ახალგაზრდა კაცის გატეხვის სევდიანი ისტორია. ღარიბაშვილსაც ეუბნებიან, გადაიხადე, წადი სახლში. ლილუაშვილსაც იმავეს“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

ამ ფონზე, ხუხაშვილის თქმით, საქართველომ დაკარგა სახელმწიფოებრიობის ნიშნები, პარალელურად, მისი შეფასებით, დაპირისპირება მიმდინარეობს ორ კრიმინალურ დაჯგუფებას შორის – მოკლული ბიზნესმენის ლევან ჯანგველაძისა და ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ჯგუფებს შორის.

მისი შეფასებით, პროცესები უკიდურესად იძაბება და არსებობს საფრთხე, რომ დაპირისპირება სისხლიან ანგარიშსწორებაში გადაიზარდოს.

„საქართველომ დაკარგა სახელმწიფოებრიობის ნიშნები როგორც საგარეო პოლიტიკით, ასევე ქვეყნის შიგნითაც. ვიქეცით მაფიოზური ომების არეალად. ჯანგველაძის “ქეისი” რომ ავიღოთ, დღეს ვაკვირდებით ორი დაპირისპირებული კრიმინალური დაჯგუფება ებრძვის ერთმანეთს: ჯანგველაძის და ფარცხალაძის დაჯგუფება. ანუ დაწყებულია მაფიოზური ომი. დენთის სუნი ტრიალებს. უმძიმესი პროცესი მიმდინარეობს. ისე იძაბება სიტუაცია, რომ შეიძლება სისხლიანი გარჩევები ვნახოთ. დღეს, რაც ვნახეთ საქალაქო სასამართლოსთან ეს არ არის სახუმარო. მძიმე შემთხვევაა. მაფიოზური ომების არენად იქცა საქართველო. ხელისუფლებაც კრიმინალიზებულია, რადგან ამ პროცესშია ჩართული“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გია ვოლსკი – ბაჩიაშვილი საკმაოდ გონიერი ადამიანია, მიხვდა, რომ უარი უნდა თქვას წამებულის როლზე და აღიაროს სიმართლე – ვინც აანაზღაურებს თუნდაც მძიმე ზარალს, რაც...

ბაჩიაშვილი საკმაოდ გონიერი ადამიანია და მიხვდა, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა განაპირობებს იმას, რომ მან უარი უნდა თქვას წამებულის როლზე, უარი უნდა თქვას იმაზე, რომ არის პოლიტიკური მოტივით დაჭერილი და აღიაროს სიმართლე, რომელიც, რასაკვირველია, განმტკიცებულია კონკრეტული ფაქტებით და არა ვინმეს ნება-სურვილით , - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის გათავისუფლებას გამოეხმაურა.მისივე თქმით, გიორგი ბაჩიაშვილი პოლიტიკური პატიმარი არც ყოფილა და ვერც გახდებოდა პერსპექტივაში."მტკიცებულებათა ერთობლიობა აღიარების გარდა, სხვა გზას არ ტოვებს. აღიარა იმიტომ, რომ რეალურად ჩაიდინა დანაშაული და მისი დანაშაულებრივი საქმიანობა, რასაკვირველია, აისახა კონკრეტულ ქმედებებშიც. რასაკვირველია, საფუძვლიანი ეჭვია, რომ სწორედ იმიტომ აფინანსებდა რადიკალური ოპოზიციის საქმიანობას, თუნდაც იმ რადიკალიზმს, ექსტრემიზმს, რომ როგორმე თავი აერიდებინა პასუხისმგებლობისგან, რომელიც აუცილებლად მოუწევდა იმ დანაშაულებების გამო, რომელიც რეალურად ჩაიდინა. რეალურია მტკიცებულება, სადაც რეალურად მონაწილეობდა რეალური ადამიანი, აქედან გამომდინარე, მისი აღიარება, თუნდაც ზარალის ანაზღაურება, უნდა გახდეს საფუძველი... არა მარტო ამ შემთხვევაში, ზოგადად, არსებობს ეს პოლიტიკა საქართველოში, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც აანაზღაურებს თუნდაც მძიმე ზარალს, რომელიც სახელმწიფოს, კონკრეტულ პირს, პირთა ჯგუფს მიაყენა, თუ აღიარებს, და ამ შემთხვევაში ესეც მოხდა, რასაკვირველია, კანონი მის მიმართ იქნება შეღავათიანი.ბაჩიაშვილი არათუ პოლიტიკურ პატიმრად იყო აღიარებული, არამედ საერთაშორისო სასამართლოში ამ საკითხის მიტანით ემუქრებოდნენ საქართველოს ხელისუფლებას. რასაკვირველია, ამას პერსპექტივა არ ჰქონდა. ეს ყველაფერი დაინახა თავად ბაჩიაშვილმა. იგი არ არის უგონო ადამიანი, საკმაოდ გონიერი ადამიანია და მიხვდა რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა განაპირობებს იმას რომ მან უარი უნდა თქვას წამებულის როლზე, უარი უნდა თქვას იმაზე, რომ არის პოლიტიკური მოტივით დაჭერილი და აღიაროს ის სიმართლე, რომელიც, რასაკვირველია, განმტკიცებულია კონკრეტული ფაქტებით და არა ვინმეს ნება-სურვილით. ასე რომ, რომელ პოლიტიკურ პარტიასაც არ უნდა უჭერდე მხარს, ჯერ თვალი უნდა გაახილო და უნდა დაინახო, რომ პოლიტიკური პატიმარი ბაჩიაშვილი არც ყოფილა და ვერც გახდებოდა პერსპექტივაში," - განაცხადა ვოლსკიმ.კითხვაზე, შეიძლება თუ არა რომ სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებიც გათავისუფლდნენ, ვოლსკი ასე პასუხობს:"აღიარება, ზარალის ანაზღაურება, რასაკვირველია, შეიძლება გახდეს ლოიალობის წინაპირობა. რაც შეეხება ღარიბაშვილს, ლილუაშვილს - ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გამაჩნია, - განაცხადა ვოლსკიმ.ცნობისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა პენიტენციური დაწესებულება 18 თებერვალს დატოვა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბაჩიაშვილმა ყველა სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაული აღიარა, აანაზღაურა ზიანი და გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება.შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი ბაჩიაშვილი 2025 წლის მაისში დააკავა. ბაჩიაშვილი მსჯავრდებული იყო „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში. მას ამ საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.ბაჩიაშვილი მსჯავრდებული იყო კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს. მას სასჯელის სახით 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.ასევე, გიორგი ბაჩიაშვილს „მტკვარი ჰესის“ საქმეზე ბრალდება საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

თამარ ჩიბურდანიძე: დემოგრაფიული პოლიტიკა პირდაპირ კავშირშია ეროვნული ცნობიერების დაქვეითებასთან

„თუ შობადობა არ იქნება მაღალი და არ იქნება ბუნებრივი მატება, საქართველოში ქართული მოსახლეობა იქნება მილევადი და ჩვენ შევალთ მომაკვდავი ერების სიაში, ანუ განადგურდება ქართული გენოფონდი,“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ.მისი თქმით, ეკონომიკური სიდუხჭირე ვერ ჩაითვლება დემოგრაფიის მიზეზად, რადგან მსოფლიოს უძლიერეს ქვეყნებში, სადაც ეკონომიკა განვითარებულია, დემოგრაფიული პრობლემა იმაზე მაღალია, ვიდრე დღეს საქართველოში.„ეროვნული ცნობიერების დაქვეითება მთავარია დემოგრაფიული პრობლემების გამოწვევაში. როდესაც საუბარია, რომ სოციალური მდგომარეობის გამო მოსახლეობის გარკვეულ ნაწილი მიდის ემიგრაციაში, ფინანსური სიდუხჭირის გამო არ იქმნება ოჯახები, შვილებას არ აჩენენ იმიტომ რომ, არ აქვთ საშუალება, ჩვენ გვესმის ხალხის, მაგრამ დემოგრაფები სხვაგვარად ვუყურებთ ამ პრობლემებს. უძლიერესი ევროპული სახელმწიფოები, რომლებიც ეკონომიკურად ძლიერები არიან - გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, ჩვენზე კიდევ უფრო მძიმე დემოგრაფიული პრობლემების წინაშე დგანან. იაპონია დემოგრაფიული მდგომარეობის გაუარესების კუთხით პირველ ადგილზეა, თუ არ ჩავთვლით ახლა უკრაინას, სადაც საომარი მდგომარეობაა და გასაგებია მიზეზი. იაპონია ერის დაბერების და ახალგაზრდების გადინების პრობლემის წინაშე დგას და ეს მაშინ როცა უმაღლეს დონეზე განვითარებული ქვეყანაა.დემოგრაფიული პოლიტიკა პირდაპირ კავშირშია ეროვნული ცნობიერების დაქვეითებასთან. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ოჯახურ ღირებულებებზე და ოჯახურ კულტურაზე უნდა ვიცოდეთ, რომ დღეს ჩვენთან ახალგაზრდები გვიან შედიან ქორწინებაში ისე, როგორც დასავლეთსა და ევროპაში და ის, ვინც შედის ქორწინებაში სამწუხაროდ, არ უფრთხილდება ოჯახურ ღირებულებებს.დემოგრაფიული უსაფრთხოების მთავარი კომპონენტი შობადობაა, რომელიც სამწუხაროდ, არ გვაქვს მაღალი და გარდაცვალება ჭარბობს შობადობას. შობადობა თუ არ გავზარდეთ, სახელმწიფოს მოსახლეობა გააგრძელებს კლებას. გაერომ პირდაპირ გვითხრა, რომ ქვეყანაში მოსახლეობა იკლებს ქართული ეთნოსის ხარჯზე. თუ შობადობა არ იქნება მაღალი და არ იქნება ბუნებრივი მატება, საქართველოში ქართული მოსახლეობა იქნება მილევადი და ჩვენ შევალთ მომაკვდავი ერების სიაში, ანუ განადგურდება ქართული გენოფონდი,“ - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ERASMUS+ CBHE პროექტ ERIC-GE-ის ორდღიან სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დასრულდა ორდღიანი სამუშაო შეხვედრა, რომელიც ევროკავშირის 2025 წლის ERASMUS+ CBHE (Capacity Building in Higher Education) კონკურსში გამარჯვებული პროექტის - „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევისა და ინოვაციების შესაძლებლობების გაძლიერება“ (ERIC-GE), ფარგლებში გაიმართა. ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა, პარტნიორი ინსტიტუციების წარმომადგენლებთან ერთად, განიხილა პროექტის მიზნები, ამოცანები და სამომავლო საქმიანობის დეტალური გეგმა. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, კვლევისა და ინოვაციების მიმართულებით ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების დანერგვა და მათი სასწავლო პროცესში ინტეგრირება.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერი) და პროექტის კოორდინატორის განცხადებით, „საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევისა და ინოვაციების შესაძლებლობების გაძლიერების“ კონსორციუმში ჩართულია 8 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება - 6 საქართველოს, 2 კი, ევროპის მასშტაბით. პროექტმა მომდევნო ორი წლის განმავლობაში  355,977 ევროს ოდენობის დაფინანსება  მოიპოვა. პროფესორ კარლო კოპალიანის თქმით, საქართველოს მასშტაბით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ინსტიტუტი „ტექინფორმი“ დარჩენილი ოთხი პროექტიდან, პარტნიორი ორგანიზაციის სტატუსით, დამატებით ორშიც გახდა გამარჯვებული. მომდევნო სამი წლის განმავლობაში უნივერსიტეტი, ევროპისა და აზიის ქვეყნების პარტნიორობით, სხვადასხვა სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროცესების განხორციელებას უხელმძღვანელებს, რაც ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცის გაძლიერებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.„ევროკავშირის 2025 წლის ERASMUS+ CBHE კონკურსში გამარჯვება და პროექტის კოორდინატორობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მისიაა. ეს არა მხოლოდ კონკრეტული ინსტიტუციური წარმატებაა, არამედ იმ სამეცნიერო და აკადემიური პოტენციალის აღიარებაა, რომელსაც ჩვენი უნივერსიტეტი წლების განმავლობაში ავითარებს. პროექტი გვაძლევს შესაძლებლობას გავაძლიეროთ კვლევისა და ინოვაციების მიმართულება, დავნერგოთ თანამედროვე საგანმანათლებლო და შეფასების მეთოდები, გავაფართოოთ საერთაშორისოპარტნიორული ქსელი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კოორდინატორის სტატუსით ვახორციელებთ ინიციატივას, რაც გულისხმობს ლიდერობას, მაღალი პასუხისმგებლობის აღებას და პროცესების სტრატეგიულ მართვას. ჩვენი ჩართულობა უზრუნველყოფს, რომ პროექტის შედეგები რეალურად აისახოს როგორც უნივერსიტეტის, ისე ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებაზე. დარწმუნებული ვართ, რომ ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს აკადემიური ხარისხის ზრდას, ახალგაზრდების შესაძლებლობების გაფართოებას და საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ინსტიტუტ „ტექინფორმის“, კერძოდ, დირექტორის მოადგილის, პროფესორ მარი რაზმაძის დამსახურება პროექტის გამარჯვებასა და განხორციელებაში. მისი ხელმძღვანელობით იქნა შემუშავებული პროექტის კონცეფცია და სამომავლო სტრატეგიული გეგმა, რამაც გაზარდა პროექტის წარმატების შანსი” - აცხადებს კარლო კოპალიანი. სტუ-ის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს პროექტის განხორციელების მექანიზმებზე, განსაზღვრეს პასუხისმგებლობები და დაგეგმეს მომდევნო ეტაპები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც უნივერსიტეტების, ასევე ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებას.

გიორგი ვოლსკი ისრაელის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ვალიდ აბუ ჰაიასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.განხილვის ერთ-ერთ თემას ისრაელსა და საქართველოს ირგვლივ არსებული უსაფრთხოების გარემო წარმოადგენდა. საუბარი შეეხო როგორც მსოფლიოში არსებულ გამოწვევებს, ასევე ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში შექმნილ ვითარებას. ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

„ნიუ იორკ თაიმსი“ – აშშ-მა და ისრაელმა შესაძლოა, დაარტყან ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შტაბბინას

„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, აშშ-მა და ისრაელმა შესაძლოა, დაარტყან ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შტაბბინას. სტატიის მიხედვით, ამ დარტყმის მიზანია ირანის იძულება, დათანხმდეს ბირთვულ მოლაპარაკებებში დათმობებს, რაზეც თეირანი აქამდე არ მიდიოდა.გამოცემა წერს, რომ ისრაელი აშშ-თან ერთად ამზადებს ერთობლივ სამხედრო ოპერაციას ირანის წინააღმდეგ, რომლის სამიზნეებად შესაძლოა, განიხილებოდეს ბალისტიკური რაკეტების ბაზები, ბირთვული ობიექტები და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შტაბბინა.ამის შესახებ გაზეთი იტყობინება ისრაელის სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით.მათი თქმით, აშშ და ისრაელი გეგმავენ დარტყმის განხორციელებას უახლოეს დღეებში, რათა „აიძულონ ირანი წავიდეს დათმობებზე მოლაპარაკებების მაგიდასთან“ ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.გაზეთის მტკიცებით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების დაჯგუფება ახლო აღმოსავლეთში საშუალებას იძლევა, განხორციელდეს დარტყმები „ირანის ობიექტების ფართო სპექტრზე, მათ შორის მცირე და საშუალო რადიუსის რაკეტების ბაზებზე, საბრძოლო მასალის საწყობებზე, ბირთვულ ობიექტებზე და სხვა სამხედრო სამიზნეებზე, როგორიცაა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შტაბბინა“.ოპერაციის საბოლოო სამიზნეების შერჩევა, ამერიკული წყაროების თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზეა დამოკიდებული.მანამდე, ტელეკომპანია CBS-მა გაავრცელა ცნობა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია განიხილავს ირანზე დარტყმის შესაძლებლობას 21 თებერვალს.

ბოლო სიახლეები