კვირა, მარტი 1, 2026

გია ხუხაშვილი – დიდი იმედი მაქვს, ოპერაცია ომში არ გადაიზრდება და ირანელი ხალხი ძალიან მძიმე სიტუაციიდან გამარჯვებული გამოვა – იმედს ვიტოვებ, საქართველოშიც გამოფხიზლდებიან და ქვეყანას ნორმალური განვითარების გზაზე დააბრუნებენ

ბიძინა ივანიშვილი ზუსტად ისეთი ტიპის ლიდერია, როგორც აიათოლა ალი ხამენეი იყო, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც ირანში განვითარებულ მოვლენები შეაფასა.

გია ხუხაშვილის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებამ ირანის მხარდამჭერი ძალიან ბევრი სამარცხვინო ნაბიჯი გადადგა. მისივე თქმით, “ბიძინა ივანიშვილი დღეს მთლად კარგ ხასიათზე არ უნდა იყოს”.

„საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან ბევრი სამარცხვინო ნაბიჯი გადადგა არა მხოლოდ პრო-ირანული, აქ მარტო ინაუგურაციაზე დასწრებაზე არ არის საუბარი, 11 თებერვალს, თბილისის ანძა ირანის ისლამური რესპუბლიკის დროშის ფერებში განათდა. ამით საქართველოს ხელისუფლება მტრულს თუ არა, ძალიან უარყოფით გზავნილს აგზავნიდა როგორც აშშ-ის და ევროპის, ასევე, ისრაელის მიმართ, რომელიც ჩვენი მრავალსაუკუნოვანი პარტნიორი და მეგობარია. ბუნებრივია, ეს შესაბამის კითხვებს იწვევდა. ვფიქრობ, ჩვენი ხელისუფალი ძალიან შეშფოთებული უნდა იყოს, რადგან ტრამპს რომ თავი დავანებოთ, მარკო რუბიოს [ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი] განცხადება იყო დაახლოებით 10 დღის წინ, სადაც მან თქვა, რომ ძალიან ძნელია ირანის ხელისუფლებასთან რამეზე საუბარი, რადგან ქვეყანას მართავს პირი, რომელიც მოლაპარაკებების მაგიდასთან არ ჯდება. მხედველობაში ჰყავდა აიათოლა ალი ხამენეი. ირანთან მოლაპარაკება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან გაურკვეველია, ვის ველაპარაკოთო. გადაწყვეტილებებს იღებს პირი, რომელიც ინსტიტუციურად არსად არის. ეს განცხადება ბიძინას შეეძლო საკუთარ თავზე აღექვა, რადგან ისიც ზუსტად ამ ტიპის ლიდერია, როგორც ხამენეი იყო. შორს ვარ იმ აზრიდან, რომ იგივე ბედი ვუსურვო, პირიქით, დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ვუსურვებ, მაგრამ თეთრი სახლის ეს გზავნილი ბიძინას შეეძლო საკუთარ თავზე მიეღო. ვფიქრობ, ის დღეს მთლად კარგ ხასიათზე არ უნდა იყოს“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

მისი განმარტებით, შექმნილ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლებამ სწორი პოზიცია უნდა აირჩიოს და ქვეყანა ნორმალური განვითარების გზაზე დააბრუნოს.

„დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ოპერაცია ომში არ გადაიზრდება და ირანელი ხალხი ამ ძალიან მძიმე სიტუაციიდან გამარჯვებული გამოვა. ჩვენ ვიცით ირანის რეჟიმი როგორ მუშაობდა, ბოლო თვეების განმავლობაში უზარმაზარი მსხვერპლი გაიღო ირანელმა ხალხმა. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, უნდა ვიცოდეთ, სად ვართ, რომელ უსაფრთხოების სისტემაში მოვიაზრებთ საკუთარ თავს და ამის მიხედვით უნდა გვქონდეს რეაქცია. ჩვენი უსაფრთხოების და მომავალი განვითარების ადგილი კონსტიტუციით არის განსაზღვრული – ეს არის დასავლური, ამერიკული და ევროპული გზა. ეს თავისთავად გულისხმობს იმას, რომ აშშ-ის მოკავშირეები ვართ. ამის გათვალისწინებით, ძალიან გასაკვირი იქნება, საქართველოს ნეიტრალური პოზიცია ჰქონდეს. აშშ-ის და დასავლეთის გაძლიერება, ბუნებრივია, ჩვენს ინტერესებშია. ვხედავთ, რომ ჩვენი ხელისუფლება განსხვავებული პოზიციის დემონსტრირებას ახდენს ბოლო პერიოდში, მაგრამ იმედს ვიტოვებ, გამოფხიზლდებიან და ქვეყანას ნორმალური განვითარების გზაზე დააბრუნებენ“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

მისი განმარტებით, შესაძლო რისკები დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენ ხანს გაგრძელდება მიმდინარე ოპერაცია. გია ხუხაშვილის განცხადებით, სავარაუდოდ, მიმდინარე მოვლენები სწრაფად დასრულდება. „ეს არის ირანელი ხალხისთვის საჩუქარი, რომელიც ამერიკელებმა და ებრაელებმა, პირველ რიგში, ხალხს გაუკეთეს“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ის მიიჩნევს, რომ ირანის “რეჟიმებთან” კონსტრუქციული დიალოგი ვერ ჩატარდება და აუცილებელია არჩევნების ჩატარება.

„რეჟიმის „რბილი“ ჩამოშორება უნდა მოხდეს, ამას არჩევნების ჩატარება სჭირდება. ირანის ხელისუფლების ნაშთებთან გარკვეული მოლაპარაკებები იქნება, უფრო დემოკრატიულ სამყაროსთან კაპიტულაციის და არჩევნების ჩატარების პირობებზე, ვიდრე სხვა საკითხებზე. სერიოზულად, ირანის ხელისუფლებას როგორც პარტნიორს და მომლაპარაკებელ მხარეს, უკვე არავინ აღიქვამს არა მხოლოდ აშშ-ში და ისრაელში, არამედ მგონი დედამიწაზეც“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანს ტელეფონით ესაუბრა.როგორც პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს, გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ძლიერი და მზარდი პარტნიორობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან.„რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, ტელეფონით ვესაუბრე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანს. გამოვხატე გულწრფელი სოლიდარობა და იმედი გამოვთქვი, რომ ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდება. ასევე აღვნიშნე, რომ ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრობას და კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი ძლიერი და მზარდი პარტნიორობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან“, – აღნიშნავს პრემიერი. 

Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის შედეგად ამერიკელთა მხოლოდ 27% უჭერს მხარს ირანზე აშშ-ის დარტყმებს, 43% ირანზე დარტყმების წინააღმდეგია

Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის შედეგად ამერიკელთა მხოლოდ 27% უჭერს მხარს ირანზე აშშ-ის დარტყმებს, 43% ირანზე დარტყმების წინააღმდეგია გამოკითხვა აჩვენებს, რომ აშშ-ის ირანზე დარტყმებს 43% არ ეთანხმება56% მიიჩნევს, რომ ტრამპი ზედმეტად მზად არის სამხედრო ძალის გამოყენებისთვისამერიკელები შეშფოთებულნი არიან შესაძლო მსხვერპლით და საწვავის ფასების ზრდით ვაშინგტონი, 1 მარტი (Reuters) – ამერიკელთა მხოლოდ ყოველი მეოთხე მოქალაქე ამტკიცებს აშშ-ის დარტყმებს, რომლებმაც ირანის ლიდერი იმსხვერპლა, ხოლო დაახლოებით ნახევარი — მათ შორის ყოველი მეოთხე რესპუბლიკელი — მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი Donald Trump ზედმეტად მზად არის სამხედრო ძალის გამოყენებისთვის. ამის შესახებ ნათქვამია Reuters/Ipsos-ის გამოკითხვაში, რომელიც კვირას დასრულდა. გამოკითხულთა 27%-მა განაცხადა, რომ დარტყმებს ეთანხმება, 43% წინააღმდეგია, ხოლო 29%-ს მკაფიო პოზიცია არ აქვს. რესპონდენტთა დაახლოებით ათიდან ცხრამ თქვა, რომ დარტყმების შესახებ მაინც გარკვეული ინფორმაცია ჰქონდა მიღებული. სამხედრო ოპერაცია შაბათს დილით ადრე დაიწყო.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის ახალ ლიდერებს მასთან საუბარი სურთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა The Atlantic-ის რეპორტიორს განუცხადა, რომ ირანის ახალ ლიდერებს „საუბარი სურთ“.„მათ საუბარი სურთ და მე დავთანხმდი საუბარს, ამიტომ მათ გავესაუბრები. ეს უფრო ადრე უნდა გაეკეთებინათ. ის, რაც ძალიან პრაქტიკული და ადვილი იყო, უფრო ადრე უნდა გაეკეთებინათ. ისინი ძალიან დიდი ხანი იცდიდნენ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.დონალდ ტრამპს არ დაუკონკრეტებია, როდისთვის გეგმავს ირანულ მხარესთან საუბარს.„ამას ვერ გეტყვით“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი ლიდერი, რომელთანაც აშშ-ის ადმინისტრაციის წევრები საუბრობდნენ, მოკლულია.„ამ ადამიანების უმეტესობა დაიღუპა. ზოგიერთი იმ ადამიანთაგანიც დაიღუპა, ვისთანაც გვქონდა საქმე, რადგან ეს დიდი დარტყმა იყო“, – აღნიშნა ტრამპმა.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანში ოპერაცია გრაფიკზე ადრე მიმდინარეობს – „ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივი რეჟიმი, ჩვენ საქმეს ვაკეთებთ არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მსოფლიოსთვის“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა CNBC-თან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ აშშ-ის ოპერაცია ირანში „გრაფიკზე ადრე“ მიმდინარეობს.„ეს არის ძალიან ძალადობრივი რეჟიმი, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივი რეჟიმი. ჩვენ საქმეს ვაკეთებთ არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მსოფლიოსთვის. ყველაფერი გრაფიკზე ადრეა. ამჟამად ყველაფერი ძალიან პოზიტიურად ვითარდება, ძალიან პოზიტიურად“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ახლო აღმოსავლეთის ძირითად აეროპორტებში კიდევ 3 400-ზე მეტი საჰაერო რეისი გაუქმდა

ახლო აღმოსავლეთის ძირითად აეროპორტებში დღეს კიდევ 3 400-ზე მეტი საჰაერო რეისი გაუქმდა.არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა განაცხადა, რომ დუბაიში და დუბაიდან ყველა ოპერაცია 2 მარტის, არაბთა გაერთიანებული საამიროების დროით 15:00 საათამდე შეჩერდა.„კატარის ავიახაზებმა“ განაცხადა, რომ ოპერირებას განაახლებს მას შემდეგ, რაც კატარის სამოქალაქო ავიაციის ორგანო კატარის საჰაერო სივრცის უსაფრთხოდ გახსნის შესახებ გამოაცხადებს.„კატარის ავიახაზები“ განმარტავს, რომ დამატებით ინფორმაციას ორშაბათს, დოჰას დროით დილის 9:00 საათისთვის გაავრცელებს.„ეთიჰადის“ ცნობით, აბუ დაბის მიმართულებით და აბუ დაბიდან რეისები ორშაბათს, არაბთა გაერთიანებული საამიროების დროით დილის ორ საათამდე შეჩერდა.

ბოლო სიახლეები