პარასკევი, მარტი 27, 2026

გია მურღულია – ვინმეს თუ სურვილი აქვს, თავი ევროპულ არჩევანთან გააიგივოს, კეთილი უნდა ინებოს და კარგად გაიაზროს, ევროპა რას ნიშნავს და რა ღირებულებებს ეფუძნება

ჩემთან თუ არ ხარ, ჩემი მტერი ხარ, ამაზე მეტი კომუნისტური ლოზუნგი არც გამიგონია და არც ვიცი, – ამის შესახებ ფილოლოგიის დოქტორმა, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, გია მურღულიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„თუ ვინმეს სურვილი აქვს, თავისი თავი ევროპულ არჩევანთან გააიგივოს, მაშინ კეთილი უნდა ინებოს და კარგად გაიაზროს, ევროპა რას ნიშნავს და რა ღირებულებებს ეფუძნება. საქართველოს უნდა ისეთი ევროპა, რომელიც ამ ღირებულებებს განასახიერებს საუკუნეების განმავლობაში და არა ის წარმოდგენები, რომლებიც ხანდახან ფაქტებს ჩაანაცვლებენ ხოლმე. ჩვენი შეშფოთება, პირველ რიგში, იმან გამოიწვია, რომ ჩვენი არხის ჟურნალისტების მიმართ იყო გამოჩენილი ასეთი ძალადობრივი ამბები. ბუნებრივია, ჩვენ, ყველანი ერთად ვქმნიდით ამ ტექსტს და ვთქვით, რომ ჩვენ არ დავუშვებთ, პირველი არხის ჟურნალისტებს ასე მოექცნენ ან პირველ არხს ასე დაემუქროს ვინმე, ვინც გნებავთ, ის“, – განაცხადა მურღულიამ.

მისი თქმით, პოლიტიკოსს უნდა ესმოდეს, რომ ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლა დაუშვებელია.

„რა გინდა შენ, ამას რომ აკეთებ? ამას მარტივი პასუხი აქვს. ესე იგი, შენ გინდა, არ ითქვას სიმართლე, რომელსაც ის ამბობს. ამაზე ბევრი კამათი არ დაიწყოს ახლა არავინ, რომ პირველი არხი მიუკერძოებელია, ეს მიუკერძოებლობა არაერთმა საერთაშორისო დამკვირვებელმა და ასევე არაერთმა ორგანიზაციამ დაადასტურა. ესე იგი, შენ გინდა, ეს სიმართლე არ მივიდეს ადამიანებთან და შენ გინდა, საზოგადოებას თავს მოახვიო შენი აღქმები და არა სიმართლე, რომელიც არის სასარგებლო ჩვენი საზოგადოებისა და სახელმწიფოს განვითარებისთვის“, – განაცხადა მურღულიამ.

გია მურღულიამ ასევე განაცხადა, რომ სრულ სოლიდარობას უცხადებს სხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტებსაც, რომლებიც ბულინგის მსხვერპლი გახდნენ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, – გვაქვს თუ არა საქმე ორმაგ სტანდარტთან, როცა მუდმივი თავდასხმა ხდება იმ ჟურნალისტებზე, რომლებიც მათთვის სასურველ კითხვებს არ სვამენ, მათი ინტერესების შესაბამისად არ მოქმედებენ და ამ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, უფლებადამცველები ამ დრომდე დუმან, რაც ახალი არ არის, რადგან როცა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ჟურნალისტების შევიწროებასთან დაკავშირებით არაერთხელ მიმართა ნინო ლომჯარიას, როცა ის სახალხო დამცველი იყო, ის ამბობდა, რომ ეს მის კომპეტენციაში არ შედიოდა, ზოგჯერ კი ამბობდა, რომ ეს გამოხატვის თავისუფლება იყო, – გია მურღულიამ განაცხადა, რომ საქმე გვაქვს სისტემასთან.

როგორც მურღულიამ აღნიშნა, ცესკო-ს თავმჯდომარისთვის საღებავის შესხმა იყო საზოგადოებისთვის აბსოლუტურად მიუღებელი ფაქტი და ამის მომწონებელს საზოგადოებაში თავი საერთოდ არ გამოეყოფა.

„მოდით, დავარქვათ სახელები ამ მოვლენებს და ადამიანებს. ჩვენ ერთი საზოგადოება გვაქვს, ეს ყველაფერი უნდა გადავლახოთ და მივიდეთ რაღაც კონსენსუსამდე, მაგრამ როდესაც შენ ასეთ რამეს აქეზებ და საჯაროდ იწონებ, მით უმეტეს, ვაშაძე რომ მოუწოდებდა, ძალიან კარგი სიმბოლური ქმედებაა, სადაც გამყალბებელს ვნახავთ, მელანი შევასხათ სახეშიო, ეს რა არის?“ – განაცხადა მურღულიამ.

ამასთან, გია მურღულიამ აღნიშნა, რომ ბოლო დროს ხშირად ისმის მოწოდებები ქალაქის პარალიზებისკენ, რაც აბსოლუტურად მიუღებელია.

„„პარალიზებას“ ხმარობენ ბოლო დროს ძალიან ინტენსიურად, ქალაქის ყველა წერტილს უნდა მოვედოთ ნელ-ნელა და ყველგან პარალიზებული უნდა იყოს მოძრაობაო. საზოგადოებას პოლიტიკოსი იმისთვის სჭირდება, რომ მან პრობლემები მოაგვაროს და არა იმისთვის, რომ ახალი პრობლემები შექმნას და ადამიანები შეაწუხოს, ხომ? ყველა პრობლემის მოგვარება შეიძლება დიალოგით და იმ მექანიზმებით, რაც კულტურულმა კაცობრიობამ შეიმუშავა ამდენი ხნის განმავლობაში“, – განაცხადა გია მურღულიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს რკინიგზა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 8 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით, თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ფოთის მიმართულებით მატარებლების დამატებით რეისებს ნიშნავს.„მოძრაობის განრიგი იხილეთ ფოტოზე ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებგვერდის საშუალებით: https://gr.com.ge;ჩვენი აპლიკაციის საშუალებით: onelink.to;საქართველოს რკინიგზის სალაროებში;საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა დახურულ შეხვედრაზე მსხვილ ბიზნესმენებს შესთავაზა, გააკეთონ ნებაყოფლობითი შენატანები ბიუჯეტში უკრაინასთან ომის დასაფინანსებლად

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დახურულ შეხვედრაზე მსხვილ ბიზნესმენებს შესთავაზა, გააკეთონ ნებაყოფლობითი შენატანები ბიუჯეტში უკრაინასთან ომის დასაფინანსებლად. ამის შესახებ ინფორმაცია წყაროებზე დაყრდნობით რუსულმა ეკონომიკურმა გამოცემა The Bell-მა გაავრცელა.როგორც გამოცემა წერს, წყაროების თქმით, რუსეთის მეწარმეთა კავშირის ყრილობის კულუარებში გამართულ შეხვედრაზე პუტინმა განაცხადა, რომ აპირებს ომის გაგრძელებას და რუსეთის არმია დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრამდე უნდა მივიდეს. ამის შემდეგ მან ბიზნესმენებს შესთავაზა ბიუჯეტში ნებაყოფლობითი შენატანების გაკეთება.გამოცემის ინფორმაციით, „ბიზნესის შეჯანჯღარება“ პუტინს „როსნეფტის“ ხელმძღვანელმა, იგორ სეჩინმა შესთავაზა, რომელმაც შეხვედრამდე პუტინს წერილი გაუგზავნა, სადაც დაფინანსების მექანიზმად შეთავაზებული იყო სამხედრო ობლიგაციების გამოშვება.ორი წყაროს ინფორმაციით, ბიზნესმენი სულეიმან ქერიმოვი მაშინვე დათანხმდა მოთხოვნას და ბიუჯეტში 100 მილიარდი რუბლის შეტანას დაჰპირდა პუტინს.

ისტორიაში პირველად – საქართველოს ნაკრების წევრებმა, ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრებმა, ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ სპორტულ წყვილებში თავისუფალი პროგრამა წარმოადგინეს.მოკლე პროგრამის შემდეგ მეტელკინა-ბერულავას წყვილი მეორე ადგილზე იყო, მათ თავისუფალი პროგრამა უმაღლეს დონეზე შეასრულეს, მსაჯებისგან 138.96 ქულა დაიმასახურეს, ორი პროგრამის ჯამში კი 218.41 მოაგროვეს და ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ.კვარცხლბეკი:1. მინერვა ფაბიენ ჰასე-ნიკიტა ვოლოდინი (გერმანია)2. ანასტასია მეტელკინა-ლუკა ბერულავა (საქართველო)3. ლია პერეირა-ტრენტ მიშო (კანადა).

კაია კალასი – რუსეთი ირანს სადაზვერვო ინფორმაციას გადასცემს, რაც მათ ამერიკელების მოკვლაში ეხმარება

რუსეთი ირანს სადაზვერვო ინფორმაციას გადასცემს, რაც მათ ამერიკელების მოკვლაში ეხმარება, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმოამდგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.„პოლიტიკოს“ ცნობით, კალასმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მხარდაჭერა ირანის მიმართ აჩვენებს, თუ რატომ უნდა გააგრძელოს ევროპამ კრემლზე ზეწოლა უკრაინაში ომთან დაკავშირებით.„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი ირანს სადაზვერვო ინფორმაციით ეხმარება ამერიკელების მიზანში ამოღებაში, ამერიკელების მოკვლაში. რუსეთი ასევე უჭერს მხარს ირანს დრონებით, რათა მათ შეძლონ მეზობელ ქვეყნებსა და აშშ-ის სამხედრო ბაზებზე თავდასხმა“, – განუცხადა კაია კალასმა ჟურნალისტებს დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს.როგორც „პოლიტიკო“ წერს, მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანზე სამხედრო დარტყმები დაიწყეს, ახლო აღმოსავლეთი კონფლიქტში, სულ მცირე, 13 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა.

„აქსიოსი“ – პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში დამატებით 10 000 სამხედროს გაგზავნას განიხილავს

პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში დამატებით 10 000 სამხედროს გაგზავნას განიხილავს. „აქსიოსი“ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის მაღალი რანგის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.წყაროს ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია დამატებითი სამხედროებს გაგზავნას თუ გადაწყვეტს, ეს მნიშვნელოვნად გაზრდის რეგიონში აშშ-ს ჯარისკაცების რაოდენობას.მაღალჩინოსნის თქმით, ეს კიდევ ერთი სიგნალია იმისა, რომ ირანში აშშ-ის სახმელეთო ოპერაცია „სერიოზულად მზადდება“.როგორც „აქსიოსი“ წერს, გადაწყვეტილებას მომავალ კვირას მიიღებენ და ჯარისკაცები არა რეგიონში აქამდე გაგზავნილი ქვედანაყოფებიდან, არამედ სხვა საბრძოლო ქვედანაყოფებიდან იქნებიან.

ბოლო სიახლეები