ტარიფების თემა პოლიტიკური დებატებისა და დაპირისპირებისთვის საკმაოდ ნოყიერი ნიადაგია, საქართველოს ხელისუფლებამ ამ პერიოდის განმავლობაში, რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს ტარიფი საზოგადოებისთვის შეღავათიანი ყოფილიყო, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოზე გაცილებით ძლიერი სახელმწიფოს ხელისუფლებებს არ ხელეწიფებათ, ტარიფებში ცვლილება მოახდინონ.
„ზოგადად, მსოფლიოში ძალიან მძიმე პროცესები მიდის და ხშირ შემთხვევაში არათუ საქართველოს, არამედ გაცილებით უფრო ძლიერი სახელმწიფოს ხელისუფლებებს არ ხელეწიფებათ, ტარიფებში ცვლილება მოახდინონ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი ხუთი თეთრით გაიზარდა.

