ოთხშაბათი, მარტი 25, 2026

გია ვოლსკი – სამძიმარზე ელჩების მოსვლამ, შეიძლება, დააბალანსოს ის დუმილი, რომელიც გავიგეთ ევროპული დედაქალაქებიდან, ელჩებს მადლობა

დიდხანს პროპაგანდა მეფობდა, რომ ყველაფერი პრორუსულია, თითქოს ქართული ეკლესიაც პრორუსულია იმის გამო, რომ რუსეთის ეკლესიას არ ლანძღავს, მწვავე განცხადებებს არ აკეთებს. საქართველოს ხელისუფლებასაც პრორუსს უწოდებდნენ იმის გამო, რომ ისეთ დაპირისპირებაში არ შედის, რომელიც ქვეყნისთვის სასიკვდილო განაჩენი იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ტრენდია, რომელსაც ევროპელი ლიდერები ვერ დაუპირისპირდნენ და გაურკვევლობაშიც ჩავარდნენ.

„ევროპელი ელჩები დაკრძალვის დღეს იყვნენ და სამძიმარიც გამოხატეს. მახინჯი ტრენდი ჩამოყალიბდა, რომ საქართველოს ხელისუფლება თითქოსდა პრორუსულია. ეკლესია კი, რომელიც მას მხარს უჭერს, შერაცხული იყო პრორუსულ რაღაც სტრუქტურად. ის დამოკიდებულებაც აქედან გამომდინარეობს, რაც ვიხილეთ. ელჩებს მადლობა, რომ ქართულ ეკლესიას და პატრიარქს პატივი მიაგეს, მაგრამ განცხადებების არგაკეთება, რაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რუბიოს მხრიდან გავიგეთ, იმის გამოხატულებაა, რომ პოლიტიკური რაკურსით განიხილავენ ეკლესიას და ყურადღებას არ აქცევენ რეალური დამოკიდებულების გამოხატულებას, რისი დემონსტრირებაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა მოახდინა. გარკვეული ტრენდი შექმნეს და ამას საზოგადოების დიდი ნაწილი დაუპირისპირდა. ამ გაურკვევლობამ პოლიტიკური პოზიცია ჩამოაყალიბა და ეცადნენ, რომ ქვეყანაში არსებული რეალობა ამ პოლიტიკური ტრენდით გადაეფარათ. მათი დუმილი არანაირ მხარდაჭერას და სიმპათიას არ გამოხატავდა, რაც საქართველოს თავს დაატყდა. ეს ყველაფერი სამწუხაროა, მაგრამ სამძიმარზე მათი ელჩების მოსვლამ, შეიძლება, დააბალანსოს ის დუმილი, რომელიც გავიგეთ ევროპული დედაქალაქებიდან“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – ირანი სამხედრო თვალსაზრისით მიწასთანაა გასწორებული, ჩვენ ეს ომი მოვიგეთ

ჩვენ ეს ომი მოვიგეთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანზე საუბრისას განაცხადა.„ჩვენ ეს ომი მოვიგეთ. ეს ომი მოგებულია. ირანი სამხედრო თვალსაზრისით მიწასთანაა გასწორებული“, – აღნიშნა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა „ნიუ იორკ თაიმსი“.„კითხულობთ „ნიუ იორკ თაიმს“ და გგონიათ, რომ ომს ვერ ვიგებთ მაშინ, როცა ირანს არც ფლოტი აქვს, არც საჰაერო ძალები და საერთოდ არაფერი გააჩნიათ“, – აღნიშნა ტრამპმა.

ჯონი ხეცურიანი – სახელმწიფოს ცალმხრივად ჰქონდა უფლება, ეკლესია დაექვემდებარებინა, ეს შეიზღუდა კონსტიტუციური შეთანხმებით, ხელისუფლებები რაიმეს ვერ შეცვლიან, თუ ეკლესიას არ მოელაპარაკნენ

სახელმწიფოს ცალმხრივად ჰქონდა უფლება, ეკლესია დაექვემდებარებინა, კონსტიტუციური შეთანხმების შემდეგ კი, ეს უფლება შეიზღუდა, – ამის შესახებ აკადემიკოსმა, ჯონი ხეცურიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა.„ყველაზე დიდი ზიანი სახელმწიფოსგან მიადგა ეკლესიას და ეს მოხდა სწორედ სამართლებრივი აქტების მეშვეობით. ეს შიშის კონსტიტუციაა, შიშისგან გამოწვეული, რომ არ მოხდეს ისევ ისტორიის განმეორება, რაც დაემართა ჩვენს ერს, სახელმწიფომ ცალმხრივად რომ არ იმოქმედოს. ხელისუფლებები იცვლებიან, სხვადასხვა შეხედულების, იდეოლოგიის ადამიანები მოდიან და რა ვიცით, ვინ რას გააკეთებს? ამის შედეგად, თუ რამე უნდათ, შეცვალონ, ვერ შეცვლიან, თუ ეკლესიას არ მოელაპარაკნენ. ეს არის“, – განაცხადა ხეცურიანმა.მისივე თქმით, 2022 წელს კონსტიტუციაში ჩაიწერა ნორმა, რომ კონსტიტუციური შეთანხმება სრულად უნდა შეესაბამებოდეს არა მარტო კონსტიტუციას, ჩვენს ძირითად კანონს, არამედ საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს ადამიანის უფლებების სფეროში.„შესაბამისად, თუ არ იქნება შესაბამისობა დაცული და დარღვეული იქნება ვინმეს ინტერესები ან უფლებები, მოქალაქეს უფლება აქვს, გაასაჩივროს კონსტიტუციური შეთანხმება საკონსტიტუციო სასამართლოში. ამიტომ, კონსტიტუციური შეთანხმებისგან თუ ვინმეს ზიანი მიადგება, არსებობს სასამართლო დაცვის უფლება“, – განაცხადა ხეცურიანმა.ხეცურიანის თქმით, ასევე იყო ხმაურიანი განცხადებები დისკრიმინაციის ნაწილზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარედან.„ძირითადად, იყო ორი შენიშვნა, რომელსაც უფრო რეზონანსი მიეცა. ერთი, რომ თქვენ ამით ფაქტობრივად, სახელმწიფო რელიგიას ადგენთ და მეორე, ქვეყანაში სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს აყენებთ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში და ისინი მოითხოვდნენ, მათთანაც დადებულიყო კონსტიტუციური შეთანხმება. მინდა გითხრათ, რომ აქ არავითარი სახელმწიფო რელიგიის დადგენა არ ხდება და სხვათა შორის, ასეც რომ იყოს, მსოფლიოს 43 ქვეყანაშია სახელმწიფო რელიგია გამოცხადებული; მათ შორის ნატო-ს წევრ ქვეყნებშიც. ქვეყნების რიგში, სადაც სახელმწიფო რელიგია აქვთ, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც არიან. აქ არის, როგორც მონარქიული ქვეყნები, სკანდინავიის ქვეყნები, დანია მათ შორის, ასევე აქ არის საბერძნეთი, ბულგარეთი, პორტუგალია და ა.შ; მაგალითად, ნორვეგიის კონსტიტუციაში ასეთი მუხლია ჩაწერილი, რომ ნორვეგიაში ოფიციალური რელიგია არის ევანგელურ-ლუთერანული რელიგი და ამ აღმსარებლობის მცხოვრებნი ვალდებული არიან, ასევე აღზარდონ შვილები. ეს ძალიან მძიმე მუხლია და ჩვენ კონსტიტუციის შეთანხმებაზე როდესაც ვმუშაობდით, მე ვენეციის კომისიის წევრი გახლდით და ვთხოვე იქ, რომ განმარტება მოეცათ ამის თაობაზე. იქ მითხრეს, რომ ეს ფორმალურად წერიაო და მე ვუთხარი, რომ ჩვენც ფორმალურად ჩავწერთ, ანალოგიურად, მაგრამ ამაზე კატეგორიული წინააღმდეგი წავიდნენ, ამაზე არც იფიქროთ და რაღაცო, გვითხრეს“, – განაცხადა ხეცურიანმა.

დელსი როდრიგესი – მომდევნო კვირას ჩვენი დიპლომატიური დელეგაცია აშშ-თან პოლიტიკური დიალოგის დასაწყებად ვაშინგტონში გაემგზავრება, ტრამპს მოვთხოვეთ, მოეხსნა სანქციები ვენესუელაზე

ვენესუელის პრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა განაცხადა, რომ მომდევნო კვირას ვენესუელის დიპლომატიური დელეგაცია აშშ-თან პოლიტიკური დიალოგის დასაწყებად ვაშინგტონში გაემგზავრება.ამის შესახებ როდრიგესმა კარაკასში ინვესტორებთან შეხვედრისას განაცხადა.როგორც როდრიგესმა ინვესტორებს განუცხადა, ვენესუელა მათ გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის სამართლებრივ გარანტიებსა და პოლიტიკურ სტაბილურობას სთავაზობს.ვენესუელის ლიდერმა ასევე პირდაპირ მიმართა აშშ-ის პრეზიდენტს, რომ მოუხსნას ვენესუელას სანქციები.„ჩვენ პრეზიდენტ ტრამპს მოვთხოვეთ, არა მხოლოდ ვენესუელის, არამედ თავად ინვესტორების სახელითაც, მოეხსნა სანქციები ვენესუელაზე, მხოლოდ ლიცენზია არ იძლევა გრძელვადიანი ინვესტიციისთვის საჭირო სიცხადეს“, – აღნიშნა დელსი როდრიგესმა.

რომელ დღეებში დაისვენებენ სააღდგომოდ სკოლებსა და ბაღებში

წელს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომას 12 აპრილს აღნიშნავს. ოფიციალურად, სააღდგომო დღეებში დასვენებაა: წითელი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე. ამიტომ, 10-13 აპრილი ოფიციალურად უქმე დღეებია.აღსანიშნავია, რომ 9 აპრილი, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე, ასევე ოფიციალურად უქმე დღეა, რომელიც წელს ხუთშაბათს ემთხვევა.შესაბამისად, სკოლებსა და ბაღებში 9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანელმა მომლაპარაკებლებმა აშშ-ს ნავთობსა და გაზთან დაკავშირებული „მნიშვნელოვანი საჩუქარი“ გადასცეს

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ირანელმა მომლაპარაკებლებმა შეერთებულ შტატებს ნავთობსა და გაზთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საჩუქარი გადასცეს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, ახალი შიდა უსაფრთხოების მდივანის, მარკვეინ მალინის ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ განაცხადა.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ეს საჩუქარი ჰორმუზის სრუტეს უკავშირდება, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.ტრამპის განმარტებით, აღნიშნული ფაქტი მას კიდევ ერთხელ არწმუნებს, რომ სწორ ადამიანებთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს.დონალდ ტრამპმა ასევე ისაუბრა სპარსეთის ყურის ქვეყნებზე, რომლებმაც, მისივე თქმით, მოლოდინი გაამართლეს. რაც შეეხება ნატო-ს წევრ ქვეყნებს, აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ მათით უკმაყოფილოა.ტრამპმა შეაქო სპარსეთის ყურის რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი და ქუვეითი.

ბოლო სიახლეები