სალომე ზურაბიშვილმა ფხა ვერ გამოიჩინა. მიუხედავად იმისა, რომ მასში ევრობიუროკრატიამ ყველაფერი ჩადო, ქარტია დაუწერეს და ქოლგა დააჭერინეს ხელში, რომლის ქვეშაც მთელი ოპოზიცია უნდა გაერთიანებულიყო, ეს ვერ ქნა. „არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
გია ვოლსკის ოპოზიციის გაერთიანების საკითხზე დაუსვეს კითხვა.
„გუშინ სალომე ზურაბიშვილს თამარ მეფეს ეძახდნენ, დღეს უნიათოს უწოდებენ. ოპოზიციაში, ერთმანეთში არავითარი დაპირისპირება არ არსებობს. შეიძლება, გარკვეულ თემებზე ცალკეული გამოხტომებია, მაგრამ ფაქტია, რომ ყველას დღის წესრიგი – არჩევნების ბოიკოტი, დესტრუქცია, დესტაბილიზაცია, რევოლუცია, გადაყენება, რიგგარეშე არჩევნების უსაფუძვლო მოთხოვნებია. სალომე ზურაბიშვილმა ფხა ვერ გამოიჩინა, რომ ეს ყველაფერი გაეერთიანებინა, მიუხედავად იმისა, რომ მასში ევრობიუროკრატიამ ყველაფერი ჩადო – შეხვედრები მოუწყვეს, ქარტია დაუწერეს და ქოლგა დააჭერინეს ხელში, რომლის ქვეშაც მთელი ოპოზიცია უნდა გაერთიანებულიყო, ეს ვერ ქნა. „არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი“. აქედან გამომდინარეობს რაღაც მითი იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციაში თითქოსდა შეუთანხმებლობა არსებობს. ერთი შეთანხმება არსებობს – ეს არის ადამიანების გაერთიანება, როლებიც საქართველოს წინააღმდეგ არიან შეკრულები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.