შაბათი, მაისი 3, 2025

გია ვოლსკი – სააკაშვილის განცხადებები საგამოძიებო კომისიის მუშაობაზე და იმ უბედურებაზე, რაც ქვეყანაში გააჩაღა, შემაძრწუნებელია და გამოხატავს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ არსს

ათეულობით შემთხვევა იყო, როდესაც ქუჩაში ადამიანები მხოლოდ იმიტომ დახოცეს, რომ საქართველოში შიში დაენერგათ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები კომისიაზე და იმ უბედურებაზე, რაც ქვეყანაში გააჩაღა, შემაძრწუნებელია და გამოხატავს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ არსს.

„კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობა როგორც არ უნდა შეაფასოს, ფაქტებია მძიმე და უტყუარი, თუ როგორ ხოცავდნენ ახალგაზრდებს. დღევანდელ სხდომაზე განიხილეს, თუ როგორ მოკლეს ქუჩაში ახალგაზრდა, აჭარელი ბიჭები, საზიზღრად, სადისტურად, საკონტროლო გასროლებით. საუბარია იმ ახალგაზრდებზე, რომელთაც არაფერი დაუშავებიათ. ასეთი ათეულობით შემთხვევა იყო, როცა ქუჩაში ადამიანები მხოლოდ იმიტომ დახოცეს, რომ საქართველოში შიში დაენერგათ. ჩვენ ფაქტებით ვსაუბრობთ და არა მოტანილი ზღაპრებით, რასაც სააკაშვილი პერიოდულად ახალგაზრდებს უყვებოდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი სადისტების ლიდერი იყო.

„სააკაშვილს რომ უსმინო, საქართველოში კულტურა მან ჩამოიტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართველები მასიურად ღიპიანი, ულვაშებიანი, ბრტყელკუდიანი ადამიანები იყვნენ, რომელთაც სადღეგრძელოების და ცეკვის გარდა, სხვა ცოდნა არ ჰქონდათ. სიმღერაც არ დაუსახელებია. უკრაინიდან, ეთერში თქვა, რომ საქართველოში კულტურის მომტანი ის ყოფილა. მრავალსაუკუნოვან და დიდი კულტურის ქვეყანაზე საუბრობს. მისი ბოროტი იდეა იყო, რომ საზოგადოება შეეცვალა და მორჩილი, შეშინებული გაეხადა. ამას აკეთებდა კიდეც და ამ თემებს კომისია იხილავს. მისი განცხადებები არა მხოლოდ კომისიის მუშაობაზე, არამედ იმ უბედურებაზე, რაც ქვეყანაში გააჩაღა, შემაძრწუნებელია და გამოხატავს არა მხოლოდ მის პიროვნებას, არამედ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ არსს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის“ – ტატა ხვედელიანი

5 თვე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე და ისევ გაურკვევლობა ოპოზიციაში. ჯერ კვლავ უცნობია ვინ მიიღებს მონაწილეობას 4 ოქტომბრის არჩევნებში."ნაციონალური მოძრაობის" გარდა, მკაფიო უარს არცერთი ოპოზიციური პარტია არ ამბობს. გაურკვევლობა ოპოზიციაში განხეთქილების და დაპირისპირების მიზეზია."საქართველოსთვის" წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, მათი პარტია ნებისმიერი არჩევნებისთვის ემზადება."ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის, ანუ რაიმე სახით მიპარვით არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან საუბარი არ ყოფილა. ყოველთვის ვიძახდით, რომ გადაწყვეტილებას მივიღებთ ჩვენს ამომრჩევლებთან კონსულტაციით.ჩვენზე არ მოქმედებს არც "ნაციონალური მოძრაობის" ისტერიკა, არც "ქართული ოცნების" მოწოდებები. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებთ ამომრჩევლებთან ერთად. მაშინ, როდესაც დადგება ამის დრო, ვაცნობებთ საზოგადოებას", - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლანა გალდავა მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ნაცვლად, ხელახალი საპარლამენტო არჩევნები ჩაინიშნება."ლელო - ძლიერი საქართველო" მუდმივად არის ფორმაში და მზადყოფნაში არჩევნებისთვის. აუცილებლად ჩაინიშნება ხელახალი საპარლამენტო არჩევნები.ცხადია, ხუთი თვით ადრე არ ვაპირებთ "ქართული ოცნების" თამაშში შესვლას და საუბარს თვითმმართველობის არჩევნებზე", - განაცხადა ლანა გალდავამ.

“ზოგი ფიქრობს, რომ არჩევნებზე გასვლა ამ მონაცემებით არ არის კარგი, ჯობია გარეთ იყვნენ და ლევან ხაბეიშვილის გაჰყვნენ ამ ბრძოლაში” – გია ვოლსკი თვითმმართველობის არჩევნებზე

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი ოპოზიციაში ისევ დაპირისპირების მიზეზია. საკითხთან დაკავშირებით საუბრობენ მმართველ გუნდში.პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, ქართველი ხალხი ორი არჩევანის წინაშე დგას, ერთი არის სტაბილურობა, რომელიც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ შექმნა და მეორე არის გაერთიანება, რომელიც არჩევნებში მონაწილეობით, თუ მის გარეშე, ფიქრობს რაც შეიძლება მეტი ზიანის მოუტანოს ქვეყანას."ერთ მხარეს არის ის ფაქტი, რაც უკვე შექმნა "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ, ეს არის სტაბილურობა და გადარჩენა ომის ქარ-ცეცხლისაგან.მეორე მხარეს არის ადამიანების გაერთიანება, რომლებიც ფიქრობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობით თუ მონაწილეობის გარეშე, როგორმე უფრო მეტი ზიანი მიადგეს ქვეყანას, რაც მთავარია მოემსახურონ სხვა ძალებს, რომელთაც არ აინტერესებთ საქართველოში ნგრევა იქნება, თუ შენება. ამ არჩევანის წინაშე დგას ხალხი.ზოგი ფიქრობს, რომ არჩევნებზე გასვლა ამ მონაცემებით არ არის კარგი, ჯობია გარეთ იყვნენ და ლევან ხაბეიშვილის გაჰყვნენ ამ ბრძოლაში, ფიზიკურ დაპირისპირებაში, ვიდრე კოალიციაზე ილაპარაკონ, რომელიც რეალურად არ არსებობს და თაღლითების გარდა, ამ გაერთიანებაში არავინ არ არის. თაღლითობაშიც და მავნებლობაშიც ეჯიბრებიან ერთმანეთს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს სიგნალები, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების შემდეგ ზოგიერთ ქვეყანას ენდომება, რუსებთან პირისპირ დავრჩეთ, მაგრამ ევროპა უკრაინის გვერდით იქნება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან იმ სიგნალებზე ისაუბრა, რომლებიც აშშ-ს უკრაინასა და რუსეთს შორის „სამშვიდობო“ მოლაპარაკებებიდან შესაძლო გასვლაზე მიუთითებს.ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან ცეცხლის შეწყეტაზე შეთანხმების სირთულეზე მიუთითა.„წარმოიდგინეთ, ყველას ესმის ტერიტორიების, სანქციების საკითხები – ეს რამდენად რთული იქნება. ამიტომ, არსებობს ისეთი სიგნალები, რომ, სავარაუდოდ, მას შემდეგ, რაც ისინი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდებიან, ზოგიერთ ქვეყანას ენდომება, რუსებთან პირისპირ დავრჩეთ“, – დასძინა მან.ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ევროპა უკრაინის გვერდით იქნება, „რადგან ბევრი საკითხია, რაც მათთან კავშირშია“.მიმდინარე კვირის დასაწყისში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი უარს იტყვის რუსეთსა და უკრაინას შორის „შუამავლის როლზე“, თუ მშვიდობის მიღწევის კუთხით პროგრესი არ იქნება.

3 მაისი გია ბურჯანაძის დაბადების დღეა

დღეს საქართველოს დამსახურებული არტისტის, გია ბურჯანაძის, დაბადების დღეა. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ულოცავს დაბადების დღეს გია ბურჯანაძეს და უსურვებს კიდევ მრავალ შემოქმედებით წარმატებას. გია ბურჯანაძე, წლებია, წარმატებით საქმიანობს როგორც თეატრში, ისე კინოში. იგი სხვადასხვა პერიოდში იყო კინომსახიობთა (1980-1987 წწ.), კოტე მარჯანიშვილის სახელობის (1981 წ.); ფოთის ვ. გუნიას სახელობის (1984-1985 წწ.) თეატრების მსახიობი. 1985 წლიდან იგი კვლავ კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მოღვაწეობს. მონაწილეობდა და საინტერესო სახეები შექმნა სპექტაკლებში: „ოთარაანთ ქვრივი“, „ანა კარენინა“, „შენკენ სავალი გზები“, „გრაალის მცველნი“, „მეფე ლირი“, „დიდოსტატის მარჯვენა“, „მედეა“ და სხვ.; მონაწილეობს ფილმებში: „წიგნი ფიცისა“, „თეთრი ბაირაღები“, „დუბროვსკი“”, „პრემიერა“, „ცეცხლთან თამაში“, „დიმიტრი მეორე“ და სხვა. 1991 წელს მსახიობმა კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია მიიღო.

სალომე ზურაბიშვილი – რაც მოხდა ჩემს სახლთან, ის დავწერე, დანარჩენი უნდა გაარკვიოს იმან, ვისაც უსაფრთხოება ეხება

უსაფრთხოება ვისაც ეხება, მათ უნდა გაიგონ, რა მოხდა, რატომ მოხდა და როგორ შეიძლება, რომ შუა ქალაქში ღამით ასეთი რამ ხდებოდეს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბშვილმა განაცხადა.„მოხდა ის, რაც დავწერე. მეტი არაფერი არ ვიცი, მეტი ჩემი საქმე არ არის. უსაფრთხოება ვისაც ეხება, მათ უნდა გაიგონ, რა მოხდა, რატომ მოხდა და როგორ შეიძლება, რომ შუა ქალაქში ღამით ასეთი რამ ხდებოდეს. ეს ახალგაზრდების მცირე დაპირისპირება არ იყო, მე რასაც ვუყურებდი, არც ისე ახალგაზრდები იყვნენ, იყო რაღაც სხვა კატეგორია, რომელსაც არ ვიცნობ და არ ვიცი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.მისი თქმით, მომხდარს უკავშირებს იმას, რომ ქვეყანაში არის განუკითხაობა.„ქვეყანაში უსაფრთხოების არქონას და განუკითხაობას ვუკავშირებ. ჩემს თავს ძალიან კარგად ვიცავ. ამ დილით 8-9 ტყვია იყო ყველგან მიმოფენილი. პოლიციელები არ მოსულან, მოვიდა საგამოძიებო უწყება თუ რაღაც“, – განმარტა სალომე ზურაბიშვილმა.მანამდე სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გუდიაშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე, მისი სახლის წინ დილის 04:20 საათზე „40-კაციანი ჯგუფის ერთმანეთში მუშტი-კრივი, წივილ-კივილი და ბოლოს იარაღის გამოყენება (8 ტყვია – ერთი ჩემს ეზოში) – ეს უკვე ჩემი უსაფრთხოების საკითხიც არაა, ეს ქალაქში უსაფრთხოების საკითხია“.გუდიაშვილის ბაღთან მომხდარზე შსს-ში განაცხადეს: „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 3 მაისს გუდიაშვილის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე უცნობ პირებს შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა ორი პირი, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. საქმეზე გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველების მიერ დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირი, რომლის დაკავების მიზნით საქმეზე მიმდინარეობს ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება“.

ბოლო სიახლეები