ორშაბათი, ივნისი 2, 2025

გია ვოლსკი – გახარიას თანამდებობიდან გადადგომის მიზანი შეიძლება იყო სააკაშვილის მონაწილეობით დესტაბილიზაციის პროცესის განვითარება, ჩანს, რომ ყველაფერი ამისკენ მიდიოდა

გახარიას მოთხოვნა იყო, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტი სასწრაფოდ მოგვეხსნა. ეს როცა მოხდა და მისი დაკავების აუცილებლობა იყო, გახარიამ უარი თქვა, თან იმ ფონზე ვრცელდებოდა ინტენსიური განცხადებები, რომ სააკაშვილი უნდა ჩამოვიდეს საქართველოში, ხოლო „ნაცმოძრაობის“ შტაბ-ბინა ციხე-სიმაგრედ იქცეს, საიდანაც რევოლუციური პროცესები უნდა განვითარდესო, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ასეთ ვითარებაში უმოქმედობა გამართლებული არ არის.

„პოლიციელები საათობით იდგნენ და ბრუტალურ შეტევას, დამცირებას უძლებდნენ. მაშინ სახელმწიფოს დამცირების ტოლფასი პროცესები მიმდინარეობდა. საპასუხო ზომების მიღებისას არაერთი გადაცდომა იყო დაშვებული, რასაც არანაირი გამართლება არ აქვს. კონკრეტულ საკითხებზე კითხვებია. თემებია, რომლებიც ნებისმიერ შემთხვევაში იმ დასკვნების გაკეთებას ითხოვს, რომელიც მხოლოდ შედეგებიდან გამომდინარეობს. მისი მოთხოვნა იყო, რომ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტი სასწრაფოდ მოგვეხსნა. ამას საკმაოდ მკაცრად ითხოვდა. ეს როცა მოხდა და მისი დაკავების აუცილებლობა იყო, გიორგი გახარიამ უარი თქვა, თან იმ ფონზე ვრცელდებოდა ინტენსიური განცხადებები, რომ სააკაშვილი უნდა ჩამოვიდეს საქართველოში, ხოლო „ნაცმოძრაობის“ შტაბ-ბინა ციხე-სიმაგრედ იქცეს, საიდანაც რევოლუციური პროცესები უნდა განვითარდესო. ასეთ ვითარებაში უმოქმედობა გამართლებული არ არის. მით უმეტეს, თანამდებობიდან გადადგომა, შეიძლება, ერთადერთ მიზანს ემსახურებოდეს, რომ სააკაშვილის მონაწილეობით დესტაბილიზაციის პროცესი განვითარებულიყო. ასე თუ არ მოხდა, მისი დამსახურება არ არის, პირიქით, ჩანს, რომ ყველაფერი ამისკენ მიდიოდა. ახლა უნდა შეფასდეს, ეს ყველაფერი განზრახ იყო გაკეთებული თუ ის შეცდომა იყო, რასაც შეიძლება, საკმაოდ მძიმე, შეუქცევადი პროცესები მოჰყოლოდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დუდა სანაძე საამიროების თასის მფლობელია

დუდა სანაძე კლუბ „ალ ნასერის“ შემადგენლობაში არაბეთის გაერთიანებული საამიროების თასის მფლობელია. ტურნირის ფინალში „ალ ნასერის“ მეტოქე წინ რეგიონის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „შაბაბ ალ აჰლი“ გახლდათ.გუნდის ჩემპიონობაში დიდი წვლილი მიუძღვის სანაძეს, რომელიც ტურნირის მანძილზე საშუალოდ 20 ქულას აგროვებდა. ყველაზე შედეგიანი დუდასთვის მეოთხედფინალური მატჩი გამოდგა, რომელშიც მან 34 ქულა მოაგროვა.

„57 წელი შეგისრულდა უშენოდ და უჩვენოდ“ – დღეს მამუკა ონაშვილის დაბადების დღეა

დღეს მამუკა ონაშვილის დაბადების დღეა.მომღერალს 57 წელი შეუსრულდებოდა.მამუკას დაბადების დღეს ემოციური სიტყვებით და ულოცავს.„დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო დიდო დარდო და ტკივილო. 57 წელი შეგისრულდა უშენოდ და უჩვენოდ. მიყვარხარ და უსაზღვროდ მენატრები ჩემო მამუკა, ჩემი ცხოვრება აღარასდროს გაფერადდება, შენ მიფერადებდი,“ – წერს მაიკო ონაშვილი.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი – უკრაინას აქვს უფლება, რუსულ სამხედრო ობიექტებზე განახორციელოს თავდასხმა

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ესპენ ბარტ ეიდე აცხადებს, რომ უკრაინას აქვს უფლება, რუსულ სამხედრო ობიექტებზე განახორციელოს თავდასხმა. აღნიშნული კომენტარი ბარტ ეიდემ მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინულმა მხარემ უპილოტო საფრენი აპარატებით რუსულ აეროდრომებს შეუტია.ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სწორედ რუსეთმა დაიწყო ფართომასშტაბიანი ომი 2022 წელს და „უკრაინას, რა თქმა უნდა, აქვს სრული უფლება, დაარტყას რუსეთის მთელ ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო ობიექტებს“.„აქ ისევ ვხედავთ, რომ უკრაინა იცავს საერთაშორისო სამართალს და უტევს შესაბამის სამხედრო სამიზნეებს, მაშინ, როდესაც რუსეთი ხშირად თავს ესხმის უკრაინულ ქალაქებს, აზარალებს და კლავს მშვიდობიან მოქალაქეებს“, – აღნიშნა ესპენ ბარტ ეიდემ.ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა იერიში მიიტანა რუსეთის ფედერაციის ერთდროულად ოთხ სამხედრო აეროდრომზე. როგორც ცნობილია, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 40-ზე მეტი თვითმფრინავი გაანადგურა, მათ შორის – А-50, Ту-95 და Ту-22 М3. თავდასხმების სახით, რუსულმა ავიაციამ ორ მლრდ დოლარზე მეტი ზარალი განიცადა.

თურქეთშიდღეს მეორე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ქალაქ ბინგოლში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 4,4 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 12:26 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 7 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.მედიის ცნობით, პირველი მიწისძვრის შემდეგ, ბინგოლში, კიგის რაიონში კიდევ ერთი 3,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი 11 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

ბათუმელი მეზღვაური ჩინეთში ტრაგიკულად დაიღუპა

ბათუმელი მეზღვაური ჩინეთში ტრაგიკულად დაიღუპა. „აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, შემთხვევა, დაახლოებით, ორი კვირის წინ მოხდა.ახლობლების თქმით, მეზღვაური სიმაღლიდან ვარდნის შედეგად გარდაიცვალა. სხვა გარემოებები ამ დროისთვის უცნობია.„აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში არ შემოსულა ოფიციალური განცხადება გემთმფლობელის და/ან მეზღვაურის ოჯახის წევრებისგან რაიმე სახის დახმარების გაწევის თაობაზე. ამასთან, ოჯახის წევრების თანხმობის გარეშე, სააგენტოს არ აქვს უფლება, გასცეს ინფორმაცია გარდაცვლილი მეზღვაურის შესახებ,“ – განაცხადეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.ცხედარი საქართველოში ჯერ არ ჩამოუსვენებიათ.

ბოლო სიახლეები