ანალიტიკოსი გია აბაშიძე, 9 აპრილის მემორიალთან რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ პროვოკაციებს სოციალურ ქსელში აფასებს და წერს, რომ მათი ხელისუფლებასთან დაპირისპირების მცდელობა ჩავარდა. აბაშიძის განცხადებით, საქართველო არასდროს გახდება გარე ძალების მზაკვრული მიზნების აღსრულების პოლიგონი, რომ მორიგი სამოქალაქო დაპირისპირება მოხდეს.
“წითელარმიელთა ნაცნაშიერების ეს პროვოკაციაც ჩავარდა – სურდათ ხელისუფლებასთან დაპირისპირება 9 აპრილის მემორიალთან, თუმცა მთავრობა და მხედრობა სამებაში დაღუპულ მამულიშვილთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო. საქართველო არასდროს გახდება გარე სხვადასხვა ძალების მზაკვრული მიზნების აღსრულების პოლიგონი, რომ აქ მორიგი სამოქალაქო დაპირისპირება მოხდეს. რაც შეეხება პარლამენტთან მყოფ ნაცოკუპანტებს, ისინი ისე არიან პატრიოტები, როგორც მათი “სულიერი მამა”, სერგო ორჯონიკიძე იყო მამულიშვილი.” – წერს გია აბაშიძე.