ორშაბათი, აპრილი 28, 2025

გთხოვთ გავავრცელოთ-„ფეხებში არ აქვს მგრძნობელობა, კისრის მალების მრავლობითი მოტეხილობა…“ – 24 წლის ელენე მითაიშვილს დახმარება სჭირდება

24 წლის ელენე მითაიშვილს, საზოგადოების მხრიდან დახმარება სჭირდება! ელენე, 4 მარტს, სნოუბორდით სრიალისას მძიმედ დაშავდა. აღენიშნებოდა კისრის მალების მრავლობითი მოტეხილობა და ზურგის ტვინის შეშუპება.

ამის შესახებ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში ელენეს და, მარიამ მითაიშვილი ავრცელებს:

„ეს პოსტი არის ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის, ჩემი დის, 24 წლის ელენე მითაიშვილის დასახმარებლად!ელენე, 4 მარტს, სნოუბორდით სრიალისას მძიმედ დაშავდა. ჰქონდა კისრის მალების მრავლობითი მოტეხილობა და ზურგის ტვინის შეშუპება.

საქართველოში, წმინდა მიქაელის ჰოსპიტალში, ჩაუტარდა ხერხემლის გადაუდებელი ოპერაცია, რომლის დროსაც კისრის მეხუთე და მეექვსე მალები სრულად შეიცვალა ტიტანის იმპლანტით. მეოთხე, მეხუთე, მეშვიდე და გულმკერდის პირველ მალაზე გაკეთდა უკანა ფიქსაცია.

ამ ეტაპზე, ელენეს ფეხებში არ აქვს მგრძნობელობა, ხოლო ხელების მოძრაობა შეზღუდულია და სრულფასოვნად არ არის აღდგენილი.

საქართველოში, ელენეს რეაბილიტაციის შანსი არ არსებობს და ერთადერთი გამოსავალია, მისი საზღვარგარეთ გადაყვანა.

ელენეს გამოჯანმრთელებისა და ფეხზე დადგომისთვის, აუცილებელია, თურქეთის კლინიკაში სპეციალური სარეაბილიტაციო კურსის გავლა, რომელიც მოიცავს 6 თვეს და რომლის საფასურია $180,000.

თანხა უნდა შეგროვდეს უმოკლეს დროში, რათა მკურნალობის დაწყება არ დაგვიანდეს. ამ ტიპის დაზიანებისას, რეაბილიტაციის ყოველი დაგვიანებული დღე ამცირებს გამოჯანმრთელების შანსს.

არ მეგონა, რომ ამ პოსტის დაწერა დამჭირდებოდა და ისიც ვიცი, ჩემი დისთვის არ იქნება მარტივი წასაკითხი დახმარებას რომ გთხოვთ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს.

თქვენი მხარდაჭერისა და ელენეს სიყოჩაღის იმედი მაქვს, რათა მალე დაუბრუნდეს თავისი ცხოვრების ჩვეულ რიტმს, საყვარელ საქმიანობასა და ჩვენ, ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, რომლებსაც უსაზღვროდ გვენატრება,“ – წერს მარიამ მითაიშვილი.

გადარიცხვისას დანიშნულებაში ვწერთ #ელენესთვის

საქართველოს ბანკი: #GE64BG0000000607525693

თიბისი ბანკი: #GE83TB7199945061600002

PayPal: @KZhordania

მიმღები: ქეთევან ჟორდანია (დედა)

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მეუფე იაკობი – რამ გამოიწვია ეს პატიმრები? იქნებოდა პატიმრები, უაზრო ბრძოლა რომ არ დაგეწყო? მთელი იმპერიები რომ დადგნენ, ყველას გასაგონად ვამბობ, მაინც ჩვენ გავიმარჯვებთ,...

ამის შესახებ ბოდბის მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.“აქციის მონაწილეებს ორი მოთხოვნა აქვთ, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური  თუ სინდისია პატიმრები. რამ გამოიწვია ეს პატიმრები? იქნებოდა პატიმრები, უაზრო ბრძოლა რომ არ დაგეწყო? მთელი იმპერიები რომ დადგნენ, ყველას გასაგონად ვამბობ, მაინც ჩვენ გავიმარჯვებთ, ქართველები. რომ დავრბივართ, ვნების გარდა რა არის ეს, დუჟმორეულებმა ხომ არ უნდა ვირბინოთ. ხომ უნდა იყვნენ თქვენთან ისეთი ადამიანები, უცხოელების პირით რომ არ მელაპარაკებოდნენ. რა შეფასებას გაძლევენ თქვენ ისინი, პატივს გცემენ? სად ჩადიხართ, ვის ხვდებით. ვის უყვარს ის ადამიანი, ვისაც თავის სამშობლო არ უყვარს. კი მიგიღებს  უცხოელი მაგრამ არასდროს ხელს არ შეგიწყობს, გინდაც მოგიყვანოს ხელისუფლებაში მერე რაღაცას დაგავალებს. ღვთის საყვარელი ქვეყანა ვართ და რა უფლება გაქვს რომ მიშლი ცხოვრებას. დავფიქრდეთ რა, ცუდია ეს ყველაფერი, თორემ მე რომ მცოდნოდა რომ მშვიდობიანი იყო ეს აქცია და მშვიდობიანი ხალხი ეცემათ, ნამდვილად ჩავერეოდი, დავიცავდი მათ.”

სერგეი ლავროვი – ტრამპმა სიმართლე თქვა ყირიმის შესახებ, როდესაც აღნიშნა, რომ უკრაინამ ყირიმი მრავალი წლის წინ დაკარგა, ეს განხილვის საგანიც კი არ არის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სიმართლე თქვა ყირიმის შესახებ, როდესაც აღნიშნა, რომ უკრაინამ ყირიმი მრავალი წლის წინ დაკარგა, ეს განხილვის საგანიც კი არ არის – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.ლავროვის თქმით, ტრამპს ესმის, რომ რუსეთი არ აწარმოებს მოლაპარაკებებს თავისი ტერიტორიული მთლიანობის შესახებ.„აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სიმართლე თქვა. რუსეთი არ აწარმოებს მოლაპარაკებებს თავისი ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. პრეზიდენტ ტრამპს ეს ესმის. ეს გადაწყვეტილი საქმეა“, – აღნიშნა ლავროვმა.ამასთან, ლავროვის თქმით, რუსეთისა და აშშ-ის შეხვედრები მხარეებს საშუალებას აძლევს, უკეთ გაიგონ ერთმანეთის მიდგომები, ვაშინგტონს გულწრფელად სურს, გაიგოს მოსკოვის პოზიცია.„დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დაინტერესებულია ინტერესთა ბალანსის პოვნით. მათ გულწრფელად სურთ, უკეთ გაიგონ რუსეთის პოზიცია და ჩვენც უკეთ ვიგებთ ამერიკის პოზიციას მოლაპარაკებების, შეხვედრებისა და დისკუსიების საშუალებით, რომლებსაც ვატარებთ“, – განაცხადა ლავროვმა.ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო, რომ რუსული მხარე არ არის მზად რაიმე დათმობისთვის უკრაინის საკითხში.კერძოდ, ჟურნალისტის კითხვაზე, რომ რუსეთი დღეს არ არის მზად რაიმე დათმობისთვის, ლავროვმა უპასუხა: „ეს ასე არ არის“.„მოკლედ გიპასუხებთ: თქვენ არ ხართ მართალი. მე არაერთხელ გავუსვი ხაზი როგორც უკრაინის, ისე აშშ-თან სტრატეგიული ურთიერთობების მიმართ ჩვენს მზადყოფნას, ვეძებოთ ინტერესთა ბალანსი. თუ ეს არ არის ის, რასაც თქვენი ტელეკომპანია მიიჩნევს მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნად, მაშინ არ ვიცი, როგორ უნდა ვთქვა უფრო გასაგებად“, – აღნიშნა ლავროვმა.რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მოსკოვს ვაშინგტონისგან არ მიუღია სანქციების გაუქმების შესახებ წინადადებები, მაგრამ აშშ დაინტერესებულია ერთობლივი ბიზნესის წარმოებით.„ეს მათზეა დამოკიდებული“, – განმარტა სერგეი ლავროვმა.

დავეხმაროთ-37 წლის ალეკო ჯაჯანიძეს, დაუდგინდა ავთვისებიანი ანაპლაზიური მსხვილუჯრედული ლიმფომა. დიაგნოზს პარალელურად ერთვის ფილტვების ანთება, მაღალი ტემპერატურა. პაცინტი საჭიროებს მუდმივ სამედიცინო მეთვალყურეობას

დრო ძალიან მნიშვენლივანია, საჭიროა მკურნალობის დროული დაწყება. პირველ ეტაპზე ყველაზე მეტად გვჭირდება გვერდშინდგომა.---‐-----------------------------------------------------------გთხოვთ დავეხმაროთერთად გადავარჩინოთ სიცოცხლე მეგობრებო, 37 წლის ალეკო ჯაჯანიძეს, დაუდგინდა ავთვისებიანი ანაპლაზიური მსხვილუჯრედული ლიმფომა. დიაგნოზს პარალელურად ერთვის ფილტვების ანთება, მაღალი ტემპერატურა. პაცინტი საჭიროებს მუდმივ სამედიცინო მეთვალყურეობას.ამ დროისთვის ყველა საჭირო კვლევა და პროცედურა ჩატარებულია საქართველოში, დაინიშნა მკურნალობა, რომელიც დიდ თანხებს მოითხოვს. ოჯახმა უკვე ამოწურა ყველა მატერიალური რესურსი, ახლა ძალიან გვჭირდება კეთილი ადამიანების გვერდში დგომა, რათა დროულოდა დაიწყოს მკურნალობა და ალეკო ჯანმრთელი და საღსალამათი დაუბრუნდეს მის ოჯახს. ალეკოს ჰყავს მეუღლე, ორი მცირე წლოვანი შვილი და ხანში შესული მშობლები, რომელთა ძირითადი მეურვეც თავად ალეკო გახლავთ. ფოტოზე ნახავთ, დიაგნოზს და დანიშნული მედიკამენტის დასახელებას, რომლის ღირებულებაც, მხოლოდ 1 პროცედურისთვის, გახლავთ 20 000 ლარზე მეტი. პაციენტს კი ესაჭიროება 6 პროცედურა. გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და გავერთიანდეთ ალეკოსთვის.დახმარების მსურველთათვის:თიბისი ბანკი: #GE40TB7886545064300100ლიბერთი ბანკი: #GE02LB0211162272371000საქართველოს ბანკი: #GE19BG0000000607520780მიმღები: გელა ჯაჯანიძე (მამა)დახმარების მსურველი ემიგრანტებისათვის/სამედიცინო დაწესებულებისთვის:+995 597 07 22 19 ანა კაჭარავა (მეუღლე).Whatsup/Viber +995 577 61 69 59

„სიკეთით სავსე ცოლ-ქმარი…“ – ცნობილია, ავარიაში დაღუპულების ვინაობა

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავარიას ცოლ-ქმრის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილები მარინა ქათამაძე და მისი მეუღლე, თენგო ზოიძე არიან.„სიკეთით სავსე ცოლ-ქმარი...“; „თურმე, ბოლო დღე გქონდა, მარინა...“; „ჩემი ძვირფასი ადამიანები!100 წელი უნდა ყოფილიყავით ასე გაღიმებული, სითბოთი და სიყვარულით სავსე, რომ არა ეს უბედურება...“ - წერენ დაღუპულების ახლობლები.არსებული ინფორმაციით, ორი მანქანა შეეჯახა დაიღუპა ორი და დაშავდა ორი ადამიანი.

დენის შმიგალი – აშშ და უკრაინა შეთანხმდნენ, რომ უკრაინისთვის აშშ-ის მიერ უკვე გადაცემული დახმარება იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებაში არ შევა

აშშ და უკრაინა შეთანხმდნენ, რომ უკრაინისთვის შეერთებული შტატების მიერ უკვე გადაცემული დახმარება იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებაში არ შევა, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, სკოტ ბესენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.„მნიშვნელოვანი შეხვედრა გავმართე აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, სკოტ ბესენტთან. დოკუმენტზე იურიდიული გუნდები მუშაობენ. არის კარგი პროგრესი. ჩვენ ნათლად განვსაზღვრეთ ჩვენი წითელი ხაზები, ხელშეკრულება უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ ვალდებულებებს, ასევე, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს უკრაინის კონსტიტუციასა და კანონმდებლობას. ის აუცილებლად უნდა იყოს რატიფიცირებული პარლამენტის მიერ. მიღწეულია შეთანხმება, რომ დოკუმენტში არ ჩაითვლება დახმარება, რომელიც მის ხელმოწერამდე იყო გაწეული“, – აღნიშნა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.შეგახსენებთ, 23 აპრილს უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ვაშინგტონში აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, სკოტ ბესენტს შეხვდა. შეხვედრაზე სასარგებლო წიაღისეულის შესახებ ხელშეკრულება განიხილეს.

ბოლო სიახლეები