ოთხშაბათი, მარტი 26, 2025

გთხოვთ გავავრცელოთ- 6 წლის ნინის საზოგადოების დახმარება სჭირდება

6 წლის ნინის საზოგადოების დახმარება სჭირდება, რაც დიდ თანხებს უკავშირდება. ბავშვს დამატებითი კვლევებისთვის და მედიკამენტებისთვის თანხები სჭირდება, რომლის საშუალებაც ოჯახს არ აქვს.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შეგიძლიათ:  თიბისი ბანკი: #GE15TB7679445061100108

ლიბერთი: #GE11LB0711192526466000

საქართველოს ბანკი: #GE25BG0000000162579635  დანიშნულება: #ნინი  საკონტაქტო ნომერი: 500880528

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თეა წულუკიანი – ვვარაუდობ, რომ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს შეეშინდათ კომისიაზე მოსვლა, რათა საზოგადოებას კიდევ ერთხელ და საჯაროდ არ დაენახა მათი რეალური სახე, რომელიც ძალიან...

ვვარაუდობ, რომ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს შეეშინდათ კომისიაზე მოსვლა, რათა საზოგადოებას კიდევ ერთხელ და საჯაროდ არ დაენახა მათი რეალური სახე, რომელიც ძალიან მახინჯია, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.მისივე თქმით, სხდომაზე გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ბადრი ჯაფარიძის საქმე პროკურატურას გადაეგზავნოს, მამუკა ხაზარაძეს კი უფლება აქვს თავი ან გამოძიებას დააკითხინოს, ან მაგისტრატ მოსამართლეს.„სხდომის დასრულების შემდეგ გადაიგზავნება ბატონი ბადრის საქმეც. ჩვენ დღეს დილით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადაგვეცა საქმე, შესაბამისად, დოკუმენტების შეკრება და გადაგზავნა რამდენიმე საათს მოითხოვს. რაც შეეხება ბატონი მამუკას შემთხვევას, მისი უფლებაა, ნებავს, გამოძიების წინაშე დააკითხინებს თავს, ან მოითხოვს მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვას. ეს არ არის მთავარი. მთავარია, რომ მას მოუწევს დაკითხვაზე მისვლა და მოუწევს, გასცეს პასუხი შეკითხვას, რატომ არ გამოცხადდა კომისიის წინაშე, რადგან ამაზე უარი არის სისხლის სამართლის დანაშაული.პირიქით შევუბრუნებდი მათ შეფასებას და რიტორიკულად ვეტყოდი, თუ ის ყველაფერი მართალია, რასაც ჩვენ გვწერენ არაერთი ბიზნესმენი, მესაკუთრე, თუ მართალია, რასაც ბატონი ჯემალ ლეონიძე ჰყვება, ეს წერილები, სადაც „თიბისი ბანკი“, ბატონი მამუკა, ბატონი ბადრი ფიგურირებენ ბევრ საქმეში, მაშინ გამოდის, რომ სწორედ მათ არ ჰქონდათ ამის ლეგიტიმაცია და კანონიერი საფუძველი. ისინი ყოფილან წინა რეჟიმის ინსტრუმენტები და, რეალურად, რეკეტის განმახორციელებლები კეზერაშვილის და სხვათა ხელში.ყველა საქმეზე, სადაც ისინი ფიგურირებენ, ერთი და იგივე სქემაა. ხელისუფლება ინტერესდება საკუთრებით, შემდეგ სცენაზე შემოდის „თიბისი“. „თიბისი“ უფორმებს ბიზნესმენს მემორანდუმს და შემდეგ ხდება დაშლა საკუთრების, ქონების, ბიზნესის, რომელიც დროებით გადაეცემა „თიბისის“. შემდეგ აღმოჩნდება რომელიმე ხელისუფლის ხელში და რეალურად ხდება მონოპოლიზაცია. ამაში მონაწილე არალეგიტიმური, მაგრამ მონაწილე პირები იყვნენ. მე მხოლოდ შემიძლია ვარაუდი გამოვთქვა, რომ მათ შეეშინდათ კომისიაზე მოსვლის, რადგან შეეშინდათ საზოგადოებას კიდევ ერთხელ და საჯაროდ დაენახა მათი რეალური სახე. მათი რეალური სახე არის ძალიან მახინჯი“, – განაცხადა წულუკიანმა.

„პოლიტიკო“ – ევროკავშირში კაია კალასის მუშაობის სტილს და რუსეთის მიმართ მის პოზიციას აკრიტიკებენ

ევროკავშირში უმაღლესი წარმომადგენლის,  კაია კალასის მუშაობის სტილს და მის რუსეთის მიმართ პოზიციას აკრიტიკებენ, – ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ წერს.როგორც გამოცემა იუწყება, კაია კალასით უკმაყოფილება თანამდებობაზე დანიშვნისთანავე, 2024 წლის ბოლოს დაიწყო, როცა კიევში ვიზიტისას მან სოციალურ ქსელში დაწერა: „ევროკავშირს სურს, ამ ომში უკრაინამ გაიმარჯვოს“.ზოგიერთმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა უკმაყოფილება გამოთქვა, რადგან კაია კალასმა, რომლის ახალ თანამდებობაზე დანიშვნიდან 24 საათიც არ იყო გასული, საკუთარ თავს მისცა უფლება, გასცდენოდა დადგენილ ჩარჩოებს.„კაია კალასი კვლავ პრემიერ-მინისტრივით იქცევა“, – განაცხადა ერთ-ერთმა დიპლომატმა.ამასთან, ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ კაია კალასის პოზიცია არ ემთხვევა ევროკავშირის ზოგიერთი წევრის პოზიციას.„მისი მოსმენის შემდეგ რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ ომში ვართ რუსეთთან და ეს არ არის ევროკავშირის პოზიცია“,- აღნიშნა ანონიმურმა მაღალჩინოსანმა.სტატიაში ასევე საუბარია აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან კაია კალასის შეხვედრის ჩაშლაზე, რომელმაც ვაშინგტონში შეხვედრა ბოლო წუთს გააუქმა.

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ „რადიო თავისუფლების“ დახურვა დროებით შეაჩერა

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ „რადიო თავისუფლების“ დახურვა დროებით შეაჩერა. აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ დააკმაყოფილა „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ მოთხოვნა და აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM-ის) მიერ საგრანტო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მოქმედება დროებით შეაჩერა, ვიდრე დავის განხილვა დასრულდება. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.„რადიო თავისუფლებამ“ სარჩელი გასულ კვირას წარადგინა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული დახურვის ბრძანება „დაარღვევს კონსტიტუციასა და ფედერალურ კანონებს“. სასამართლოს განჩინების თანახმად, USAGM-ის მიერ „რადიო თავისუფლებისათვის“ საგრანტო ხელშეკრულების შეწყვეტა, სავარაუდოდ, თვითნებური და დაუსაბუთებელი იყო და, სავარაუდოდ, არღვევს აშშ-ის კონსტიტუციას.აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ, როის ლამბერტმა, რომელმაც შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო, აღნიშნა: „„რადიო თავისუფლება“ ათწლეულების განმავლობაში მოქმედებდა, როგორც ორგანიზაცია, რომელიც კონგრესის მიერ კანონით იყო განსაზღვრული. USAGM-ის ხელმძღვანელობას არ შეუძლია, ერთი წინადადებით, რომელიც პრაქტიკულად არ ხსნის არაფერს, აიძულოს „რადიო თავისუფლება“ დაიხუროს, მაშინაც კი, თუ პრეზიდენტმა მათ ასე უბრძანა“.მედიის ცნობით, გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და საქმის განხილვა გრძელდება.ცნობისთვის, 15 მარტს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია RFE/RL-ის („რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება“) ქსელისთვის დაფინანსების სრული გაუქმების შესახებ. მანამდე „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტები სამსახურიდან გაათავისუფლეს.„რადიო თავისუფლებამ“ და „ამერიკის ხმამ“ დაფინანსების აღსადგენად სარჩელი სასამართლოში შეიტანეს.

სოზარ სუბარი თამაზ ბესატევს: ასეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ სააკაშვილმა მოხაზა ის საზღვარი, სადაც უნდა დამდგარიყო საოკუპაციო ჯარი – თქვენი ადმინისტრაციის თვალთახედვით, როგორ ჩანდა სააკაშვილის...

ვიცით, რომ პირველმა პარლამენტმა ავტონომიური ოლქი გააუქმა და შესაბამისად, ის რაიონები, რაც იყო - ჯავის, ზნაურისა და ცხინვალის რაიონები, გადანაწილდა სხვადასხვანაირად. ზოგ შემთხვევაში შეიცვალა საზღვრები, ზოგი გახდა გორის ნაწილი, ზოგი - ხაშურისა და ქარელის, - განაცხადა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომის საკითხები განიხილებოდა, კომისიის მდივანმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა, რომელმაც კითხვა დაუსვა თამაზ ბესტაევს - 2008 წლის აგვისტოს ომის დროს „სამხრეთ ოსეთის“ ადმინისტრაციის ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის მინისტრს.სოზარ სუბარის თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილმა მოხაზა ის საზღვარი, სადაც უნდა დამდგარიყო რუსეთის საოკუპაციო ჯარი.„პრაქტიკულად, 2006 წელს მიხეილ სააკაშვილმა, მართალია, ყოფილი დაარქვა, მაგრამ აღადგინა ის საზღვრები, რაშიც ავტონომიური ოლქი ფუნქციონირებდა. სამი რაიონი გაყოფილი იყო და მეოთხე - ახალგორი, შედიოდა მცხეთა-მთიანეთის ადმინისტრაციაში, საიდანაც გამოიყვანა და შეუერთა აღდგენილ ოლქს. ასეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მოხაზა ის საზღვარი, სადაც უნდა დამდგარიყო საოკუპაციო ჯარი. იმას კი არ ვამბობ, რომ ასე რომ არ გაეკეთებინა და 2008 წლის ომი რომ მოხდებოდა, იმავე საზღვრებს არ მოხაზავდნენ, მაგრამ, რეალურად, მან მისცა ამ ყველაფერს ლეგიტიმაცია. თითქოს დამატებითი საბუთი მიაწოდა მათ ხელში. ასე მეჩვენება და თქვენი ადმინისტრაციის თვალთახედვით, როგორ ჩანდა სააკაშვილის ეს ნაბიჯი?“, - იკითხა სოზარ სუბარმა.

თამაზ ბესტაევი – 2008 წლის ომის დროს ევაკუაციის გეგმა არ იყო, მოსახლეობა საზარბაზნე ხორცად გაიმეტეს, გაიმეტეს ადმინისტრაციის თანამშრომლები, ადგილობრივები და რეგიონი მთლიანად

2008 წლის ომის დროს რატომ არ იყო ევაკუაციის გეგმა, რატომ არ განხორციელდა ევაკუაცია? დასკვნა მქონდა და დღესაც იგივე მაქვს, რომ გაიმეტეს მოსახლეობა საზარბაზნე ხორცად, გაიმეტეს ადმინისტრაციის თანამშრომლები, გაიმეტეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და ის რეგიონი მთლიანად, – ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, 2008 წლის ომის დროს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, თამაზ ბესტაევმა 2008 წლის აგვისტოს ომის თემაზე შექმნილი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა.მისი თქმით, ე.წ.სამხრეთ ოსეთის მაშინდელმა ე.წ. ხელმძღვანელმა, ედუარდ კოკოითმა 2008 წლის ივლისის შუა რიცხვებში ცხინვალიდან ქალების და ბავშვების ევაკუაცია დაიწყო, რაც ტელევიზიითაც გადაიცემოდა.„თანამშრომლებში შეშფოთება იყო, თუ ის ახორციელებს ევაკუაციას, რამისთვის ემზადება? ან იცის, რომ რამე უნდა მოხდეს? ინფორმაციული ვაკუუმი იყო, ამაზე ინფორმაციას ვერ მივიღებდით და ვაგრძელებდით ჩვეულ ცხოვრებას. ორშაბათიდან პარასკევამდე იქ ვიყავით, შაბათ-კვირას თბილისში ვბრუნდებოდით, თუ ადმინისტრაცია იქ იკეტებოდა. ავნევის ხეობის მიმართულებით ფრონტი უკვე მოხშირებული იყო და უკვე 7 აგვისტოს გააქტიურდა სროლები, უფრო იქით, ცხინვალი, თამარაშენისკენ. ჩვენი ადმინისტრაცია ქურთაში იყო, ეს არის ის ტერიტორია, რომელსაც ცხინვალამდე ორი კილომეტრი აშორებს. პროგრამულად, როგორც გაწერილი მქონდა, 7 აგვისტოს ჰუმანიტარული ტვირთი წამოვიღე ახალგორში, დავარიგე და უკვე გვიანი იყო, ერედვიდან გადავდიოდით შემოვლითი გზით წვერიახოს გზას. ამ დროს კომუნიკაცია მქონდა ხელმძღვანელის მოადგილესთან, ბატონი დიმიტრი სანაკოევი იქ არ ბრძანდებოდა. არ მახსოვს, ხეობა როდის დატოვა. მოადგილეს ვეკონტაქტებოდი, რა ხდება ჩვენთან, ხომ არის მშვიდობა-მეთქი, რამე ბრძანება ხომ არ არის? არაფერიო, ყველაფერი ნორმალურადააო“, – განაცხადა თამაზ ბესტაევმა.მისი თქმით, 8 აგვისტოს, დილით ტყვიავის საავადმყოფოში გაიარა, სადაც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები სამხედრო ფორმებში იყვნენ.„ამ დროს ბომბდამშენის ხმები ისმოდა, მაგრამ რატომღაც ჩვენი მეგონა, ეს ხდება 8 აგვისტოს დაახლოებით 12:00 საათზე. სამსახურში რომ ჩავედი ავის მომასწავებელი სიჩუმე იყო, მოსახლეობა გარეთ არ იყო, სახლებში იყვნენ. სამსახურში გავაგრძელეთ მუშაობა. მოადგილესთან ხშირად მქონდა შეკითხვები, რა ხდება ჩვენს ცაზე, მეგონა, რომ ჩვენები ბომბავდნენ, ტელევიზიითაც გადაიცემოდა, ინტერნეტი არ იყო.  თანამშრომლებს ვუთხარი, სამხედრო არ გყავთ ვინმე, რომ გაგვარკვიოს, ეს „სუ“ ქართულია თუ რუსული? ტელევიზიით გადაიცემა, რომ კოკოითი გაიქცა და ცხინვალში ვიღას ესვრიან-მეთქი? მერე აღმოჩნდა, რომ რუსები იყვნენ. მივხვდი, რომ ქვეყნის ოკუპაცია იყო და დიდი მსხვერპლი. ტელევიზიებით აცხადებდნენ, რომ არ იყო ჩართული რუსული ჯარები და რომ მარტო კოკოითის ე.წ. სამხედროები გვიწევდნენ წინააღმდეგობას. 4-5 საათისთვის მოადგილემ მითხრა, რომ გორში ძალოვან სტრუქტურებთან თათბირზე მივდივართ. ინფორმაციული ვაკუუმი იყო. ვფიქრობდი, თუ ევაკუაციის გეგმა არსებობს, მეც მეტყვიან, ადმინისტრაცია დაცალეო და ევაკუაცია მოახდინე. ევაკუაციას ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და თავდაცვა, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ჩააყენებდნენ საქმის კურსში და ასე შემდეგ. გორში ჩავედით, მოადგილე შებრძანდა საბჭოს სხდომაზე, მე არ შემიშვეს. გორიდან ყველაფერი იდეალურად ჩანდა: იბომბებოდა გორის ტერიტორია, ტყვიავის მიმართულებით სამხედრო ქვედანაყოფები, ფაქტია, რომ ვიყავით ძალიან ცუდ სიტუაციაში“, – განაცხადა თამაზ ბესტაევმა.მისი თქმით, იმ დროს ინტერნეტი არ იყო, მაგრამ ტელეფონი ჯერ იჭერდა.„დავრეკე ქურთის საავადმყოფოში, ხმამაღალი ტონალობით ვთქვი, რომ სასწრაფოდ დაცალეთ ხეობა, თუ რამე გაქვთ – აპარატურა, კომპიუტერი, ინსტრუმენტები, რაც შეიძლება ხელში აიღოთ და შეძლოთ გამოიტანოთ, გადმოდით გორისკენ. პირადი და სასწრაფოს მანქანები ჰყავდათ. მედპერსონალი და ექიმები ძირითადად ადგილობრივები იყვნენ. ერთი იყო მხოლოდ თბილისიდან. გავაფრთხილე ჩემი თანამშრომლები, ვინც იქ იყვნენ: ჩქარა დაცალეთ-მეთქი. ვრეკავდი ავნევის ხეობაში, გამგებელი იყო გონერი კაპანაძე, მასთან ვრეკავდი, მითხრა, თითქმის ალყაში ვართო. რუსები რომ შემოვიდნენ, დაიწყეს მაროდიორობა, ძარცვა, ხოცვა-ჟლეტა. 71 არის გარდაცვლილი, ადგილობრივი მოქალაქე. დარჩნენ მხოლოდ მოხუცები, რომლებიც არ ტოვებდნენ სახლს და ოჯახის წევრებს არ დაემორჩილნენ. ძირითადი მასა წამოვიდა. ეს მოხდა 8-ში და 9-ში. უკვე 9 აგვისტოს შევიდნენ რუსები და დარჩენილი მოხუცები დახვრიტეს. ამ დაბომბვის დროს 71 ადამიანია დაღუპული, რომელიც მერე აღვრიცხეთ. 8-ში და 9-ში ის გაფრთხილების დონე რომ არ მომხდარიყო, ვფიქრობ, მეტ მსხვერპლს მივიღებდით. რატომ არ იყო ევაკუაციის გეგმა? რატომ არ განხორციელდა ევაკუაცია? დასკვნა მქონდა და დღესაც იგივე მაქვს, რომ გაიმეტეს მოსახლეობა საზარბაზნე ხორცად, გაიმეტეს ადმინისტრაციის თანამშრომლები, გაიმეტეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და ის რეგიონი მთლიანად. ძალოვანებმა და მაშინდელმა ხელისუფლებამ იცოდნენ, რატომ არ განხორციელდა ევაკუაცია“, – განაცხადა თამაზ ბესტაევმა.

ბოლო სიახლეები