პარასკევი, იანვარი 3, 2025

გვაქვს ორი ეროვნული ამოცანა – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სიღარიბის სრულად აღმოფხვრა, გეგმები არის ძალიან ამბიციური, დანარჩენი გადაწყდება 26 ოქტომბერს და დარწმუნებული ვარ, ეს გადაწყვეტილება იქნება ისეთი, როგორიც წაადგება ჩვენი ქვეყნის სტაბილურ, მშვიდობიან განვითარებას – პრემიერი

გვაქვს ორი ეროვნული ამოცანა,  ესენია – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სიღარიბის სრულად აღმოფხვრა ჩვენს ქვეყანაში, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, 4 %-ს ჩამოცდება სიღარიბის მაჩვენებელი 2028 წლისთვის. მისივე განცხადებით, რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, შერიგების გარეშე გამთლიანება ვერ შედგება.

„სიღარიბის აღმოფხვრის ნაწილში, რა თქმა უნდა, უფრო მეტია უშუალოდ ჩვენზე დამოკიდებული. როგორც უკვე ითქვა, 4 %-ს ჩამოცდება სიღარიბის მაჩვენებელი 2028 წლისთვის და საშუალოვადიან პერსპექტივაში, საბოლოოდ, ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ ამ მაჩვენებლის განულებას, სიღარიბის სრულად აღმოფხვრას. რაც შეეხება მეორე ეროვნულ ამოცანას – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, აქ, რა თქმა უნდა, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული გლობალურ და რეგიონულ ტენდენციებზე, განვითარებაზე, თუმცა ვფიქრობთ, რომ ამ ეროვნული ამოცანის შესრულებაც არის აბსოლუტურად რეალური. კიდევ ერთხელ უნდა გაესვას ხაზი მშვიდობიანი პოლიტიკის, სამშვიდობო პოლიტიკისა და შერიგების მნიშვნელობას. შერიგების გარეშე გამთლიანება ვერ შედგება. ჩვენი თვითმიზანი არ არის მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, როგორც ასეთი, პირველ რიგში, ბუნებრივია, ჩვენი ამოცანა არის ურთიერთობების აღდგენა ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან და ამ მიმართულებით მომავალში ძალიან ბევრი რამ უნდა გაკეთდეს. გეგმები არის ძალიან ამბიციური, დანარჩენი გადაწყდება 26 ოქტომბერს და დარწმუნებული ვარ, ეს გადაწყვეტილება იქნება სწორედ ისეთი, როგორიც წაადგება ჩვენი ქვეყნის სტაბილურ და მშვიდობიან განვითარებას,“- განაცხადა პრემიერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ფოტო/ვიდეო: „გილოცავთ ახალ წელს“ – ნანუკა გუდავაძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

ბერა ივანიშვილის მეუღლე ნანუკა გუდავაძე სოციალურ ქსელში ოჯახურ კადრებს გვიზიარებს და ახალ წელს გვილოცავს. „გილოცავთ ახალ წელს“, – წერს ნანუკა.  

„საქართველოს გაუმარჯოს!“ – ილია თოფურია და მისი ოჯახი 2025 წელს გვილოცავენ

UFC-ის ქართველი ჩემპიონის ილია თოფურიას მეუღლე „ინსტაგრამზე“ გვიზიარებს კადრებს, თუ როგორ აღნიშნა ოჯახმა ახალი 2025 წლის მოსვლა. როგორც გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, ოჯახმა დრო ბედნიერად გაატარა.

ირაკლი ჩიქოვანმა 2025 წლის დადგომა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ახალი 2025 წლის დადგომა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ჩიქოვანი ახალ წელს სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და დასავლეთის სარდალთან, ბრიგადის გენერალ კობა გრიგოლიასთან ერთად იმყოფებოდა. მათ პირად შემადგენლობას და ბრიგადის მეთაურს, პოლკოვნიკ ირაკლი კალანდაძეს ახალი წელი მიულოცეს და სამხედროებს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს. უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას ახალი წელი ვიდეოკონფერენციის საშუალებით სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადიდან მიულოცეს. ირაკლი ჩიქოვანმა სამხედროებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მათ მშვიდობა, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა.

თიკა ალავიძე და ზაზა ფაჩულია 2025 წლის დადგომას გვილოცავენ – ფოტოები

 კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას მეუღლე თიკა ალავიძე ფაჩულია სოციალურ ქსელში საოჯახო ფოტოებს გვიზიარებს და ახალი, 2025 წლის დადგომას გვილოცავს. გამოქვეყნებულმა ფოტოებმა დიდ მოწონება, თიკამ და მისმა ოჯახმა კი უამრავი მილოცვა მიიღეს.

ნახეთ, გიორგი ძოწენიძის და მია მაჩაბლის საახალწლო ფოტოსესია

მომღერალი გიორგი ძოწენიძე მეუღლესთან, მია მაჩაბელთან და შვილებთან ერთად გადაღებულ საახალწლო კადრებს გვიზიარებს და ახალი 2025 წლის დადგომას გვილოცავს. გამოქვეყნებულმა კადრებმა უამრავი მოწონება და გულთბილი კომენტარები დაიმსახურა.

ბოლო სიახლეები