გერმანიაში საპენსიო ასაკის 70-წლამდე გაზრდა სურთ, – ამის შესახებ გერმანული გამოცემა „ბილდი“ წერს.
„ბილდის“ ცნობით, საპენსიო კომისია 23 თებერვალს გამართავს შეხვედრას, სადაც განიხილავენ გზებს, როგორ უნდა განახორციელონ რეფორმა. დისკუსია ასევე შეეხება ვადაზე ადრე პენსიაზე გასვლისთვის შენატანების ოდენობას და მუშაობის გაგრძელების წახალისების საკითხს.
ამასთან, „ბილდის“ ინფორმაციით, კომისიის რეკომენდაცია შესაძლოა, გაზაფხულზე მზად იყოს.

