ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025

გერმანიაში 66 წლის ქალი მე-10 შვილის დედა გახდა

გერმანიაში 66 წლის ქალი მე-10 შვილის დედა გახდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

FoxNews-ის ინფორმაციით, 66 წლის ალექსანდრა ჰილდენბრანტი, რომელიც ბერლინში ცხოვრობს, მე-10 შვილის დედა გახდა, ქალს ხელოვნური განაყოფიერებისთვის არ მიუმართავს. ალექსანდრას პირველი შვილი 45 წლისაა, მე-9 კი მხოლოდ 2 წლის. გამოცემა წერს, რომ ქალს ხელოვნური განაყოფიერებით, ან დამხმარე მედიკამენტებით არასდროს უსარგებლია.

ახალშობილი ფილიპი 3.5კგ დაიბადა და ის სრულიად ჯანმრთელია. Bild-თან ინტერვიუში ალექსანდრა აცხადებს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარია, რეგულარულად ცურავს, ვარჯიშობს, არ სვამს და არ ეწევა სიგარეტს, თავს კი ისე გრძნობს, თითქოს 35 წლისაა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მარკ რუტე აცხადებს, რომ ევროპელი სამხედროები უნდა გააქტიურდნენ, რადგან აშშ მეტ ყურადღებას უთმობს აზიის საფრთხეებს

ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე აცხადებს, რომ ევროპელი სამხედროები უნდა გააქტიურდნენ, რადგან აშშ მეტ ყურადღებას უთმობს აზიის საფრთხეებს.მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ კითხვაზე, რომ აშშ შესაძლოა, ჩინეთთან ომს გეგმავს, რუტემ აღიარა აშშ-ის შებრუნება ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისკენ, თუმცა გაიმეორა, რომ ვაშინგტონი ევროპის დატოვებას არ გეგმავს.„ამერიკელებმა არაერთხელ განაცხადეს, ნატო-ს ერთგულები არიან. მე-5 მუხლის ერთგული არიან. ეს ვალდებულება მოყვება ნათელ მოლოდინს, რომ ატლანტიკის ოკეანის ამ მხარეს და კანადის მხარეს, ჩვენ უფრო მეტს დავხარჯავთ“, – განაცხადა მარკ რუტემ.

ირაკლი ოქრუაშვილი გამოკითხვის შემდეგ – ცირკში სიარულის ასაკიდან დიდი ხანია გამოვედი – თავი საბავშვო ბაღში მეგონა

არანაირი საპარლამენტო კომისია არ არსებობს, ისევე, როგორც არ არსებობს არანაირი პარლამენტი - ცირკში სიარულის ასაკიდან დიდი ხანია გამოვედი, - ამის შესახებ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე დაკითხვის შემდეგ განაცხადა.ირაკლი ოქრუაშვილის განმარტებით, მას პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადების ვალდებულება არ ჰქონდა, რადგან არ ჩაბარებია კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის დაბარებაზე.„თავი მეგონა საბავშვო ბაღში - „რა სიტყვებით მოვიხსენიე მიხეილ ქარელი სოციალურ ქსელში“. „მეკუთვნის თუ არა კონკრეტული გვერდი სოციალურ ქსელში“, „რა პოსტები მქონდა გამოქვეყნებული ბოლო პერიოდში კომისიასთან დაკავშირებით“ და ანალოგიური არასერიოზული კითხვები იყო.არანაირი ვალდებულება ე.წ. კომისიაში მონაწილეობის არ მქონია იმიტომ, რომ არ ჩამბარებია შესაბამისი წესით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჩემს დაბარებაზე. წულუკიანის წერილი არ ნიშნავს გადაწყვეტილებას. კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო, ჩემი საქმე გადაიგზავნა პროკურატურაში ერთსულოვნად, კენჭის ყრით. ანალოგიურად უნდა დავებარებინე მეც “, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

„ჰელსინკის კომისია“ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ჰელსინკის კომისიის“ წევრები ორი პარტიიდან შეშფოთებას გამოთქვამენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებსის გამო, გადასცეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების უფლებები ჩინურ კონგლომერატს, რომელშიც შედიან აშშ-ის მიერ სანქცირებული ფირმები.ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე, სენატორი როჯერ უიკერი, თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი, სენატორი შელდონ უაითჰაუსი, კონგრესმენი სტივ კოენი, კონგრესმენი მარკ ვიზი და სენატორი ჯონ კორნინი.მათი განცხადებით, ანაკლიის პორტის განვითარება და კონტროლი შორს მიმავალ გავლენას მოახდენს როგორც ჩინეთის შესაძლებლობებზე, გააგრძელოს ეკონომიკური იძულების კამპანია შავი ზღვის რეგიონში, ასევე საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს მომავალზე. ეს გარიგება აპრილის შუა რიცხვებში უნდა დასრულდეს.„ჩვენ შეშფოთებული ვართ ცნობებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შესახებ, გადასცეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კონტროლი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ მხარდაჭერილ, აშშ-ის მიერ სანქცირებულ კონგლომერატს. ამ გარიგებაში მონაწილე დეველოპერებს, მათ შორის China Communications Construction Company-ს, აქვთ ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების გამოყენების გამოცდილება მასპინძელი ქვეყნების ექსპლუატაციისა და დესტაბილიზაციისთვის, ამ ქვეყნების ჩინეთზე დამოკიდებულების გაღრმავებისთვის.ჩინეთის მზარდი ყოფნა შავ ზღვაში, რუსეთთან თანამშრომლობით, რეგიონს ნაკლებად უსაფრთხოს ხდის და ზღუდავს თავისუფალ ვაჭრობას. „ქართული ოცნება“ ამ შეთანხმების წინსვლით კიდევ უფრო მეტად შეუქმნის საფრთხეს ქვეყნის დემოკრატიულ ტრაექტორიას და საკუთარი ეკონომიკური მომავლის განსაზღვრის უნარს. ჩვენ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, გადახედოს ამ გადაწყვეტილებას და სამართლიანად, გამჭვირვალედ შეაფასოს მისი კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების წინადადებები“, – ნათქვამია ჰელსინკის კომისიის წევრების განცხადებაში.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალი სტუდენტური პროექტი – „ქალაქი და კულტურა“, დაიწყო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალი სტუდენტური პროექტი - „ქალაქი და კულტურა“, დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მათივე ცნობით, პროექტს მხარს უჭერს სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ხოლო ახორციელებს ნოდარ ტაბიძის სტუდენტური კლუბი.პროექტის ფარგლებში ნოდარ ტაბიძის კლუბის წევრები და სტუდენტები საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას ეწვივნენ. როგორც კლუბის ხელმძღვანელი აცხადებს, პროექტის მიზანია სტუდენტებს გააცნონ თბილისის ღირსშესანიშნაობები.არჩილ გურგენიძის თქმით, კლუბი მიზნად ისახავს ცოდნის, ცნობისმოყვარეობისა და აკადემიური წარმატების ხელშეწყობას, სტუდენტისთვის წარმატებისკენ მიმავალი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზა კი ბიბლიოთეკაა – ცოდნისა და აღმოჩენების კარიბჭე.„ბიბლიოთეკა მხოლოდ წიგნების საცავი არ არის, არც წიგნების კოლექცია, ბიბლიოთეკა არის შეუცვლელი რესურსი. კლუბის წევრებისა და სტუდენტების ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვიზიტი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმ დაუფასებელი ინტელექტუალური საგანძურის შესახებ, რომელიც ბიბლიოთეკაშია დაცული. ბიბლიოთეკა აძლიერებს კრიტიკულ აზროვნებას, ავითარებს კვლევით უნარებს და ამდიდრებს აკადემიურ გამოცდილებას. ბიბლიოთეკაში მიღებული ცოდნა და უნარები გვაძლევს შესაძლებლობას, მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს და მნიშვნელოვნად შევიტანოთ წვლილი სხვადასხვა სფეროში. ჩვენ ვცდილობთ ცოდნისა და აღმოჩენების გზით, ერთად შევქმნათ ნათელი მომავალი. ცოდნა წარმატების საფუძველია, ხოლო ბიბლიოთეკა არის გასაღები, რომელიც მომავლის კარს ხსნის. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა არის ერთ-ერთი საუკეთესო წიგნსაცავი, სადაც ჩვენ ვნახეთ პირველი ნაბეჭდი ქართული წიგნი, 1629 წელს რომში დაბეჭდილი ქართულ-იტალიური ლექსიკონი, ვახტანგისეულ სტამბაში 1709 წელს დაბეჭდილი სახარება და დავითნი, ერეკლე II-ის სტამბის წიგნები. გავეცანით ცალკე დარბაზში წარმოდგენილ „ვეფხისტყაოსნის“ ქართველიშვილისეულ გამოცემას, მისი შექმნის ისტორიას. აღსანიშნავია, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკაში „ვეფხისტყაოსნის“ 50 ენაზე თარგმნილი გამოცემა ინახება. ნოდარ ტაბიძის კლუბის სახელით მადლობას ვუხდით ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაციას ამ შესაძლებლობისთვის და „წიგნის მუზეუმის“ თანამშრომელს ქალბატონ ნინო ხვედელიძეს“, - აცხადებს არჩილ გურგენიძე.სტუ-ის ინფორმაციით, ახალი საუნივერსიტეტო პროექტი ერთწლიანია.

თურქეთში ავარიას ერთი ოჯახის 5 წევრი ემსხვერპლა

თურქეთში, ქალაქ ადანაში ავარიას ერთი ოჯახის 5 წევრი ემსხვერპლა და კიდევ 8 ადამიანი დაშავდა. გარდაცვლილთაგან 3 ბავშვია. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.მედიის ცნობით, ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ, რომლებიც საპირისპირო მიმართულებით მოძრაობდნენ.საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

ბოლო სიახლეები