სამშაბათი, ივნისი 3, 2025

გერმანია ნამდვილად არ არის ერთი პიროვნება, მიხაელ როთის გამონათქვამები გერმანიასთან არსებულ კარგ პარტნიორულ ურთიერთობებს ვერ შეცვლის – დავით მათიკაშვილი

მიხაელ როთის გამონათქვამები გერმანიასთან არსებულ კარგ პარტნიორულ ურთიერთობებს ვერ შეცვლის, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მათიკაშვილი გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც როთმა დაწერა: „ყველა ეკლესია, რელიგია და მათი მრევლი ვალდებულები არიან, გაუძლონ კრიტიკას. ზოგიერთს ამასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ პრობლემები აქვს. ჩემს შემთხვევაში ეს ქართული მართლმადიდებლობაა, ისევე როგორც ისლამი”.

დავით მათიკაშვილის თქმით, არავინ უნდა მისცეს საკუთარ თავს უფლება, რომ ადამიანების რწმენასა და სინდისის თავისუფლებაში ხელები აფათუროს.

„ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ჩვენს კოლეგებს, ევროპელ პარტნიორებს – ყველას მიმართ ღრმა პატივისცემა გვაქვს, მაგრამ, პირველ რიგში, საკუთარ რწმენას, ეკლესიას, ქვეყნის სუვერენიტეტს ვცემთ პატივს და ნურავინ გაბედავს, ვინც არ უნდა იყოს, როგორი მაღალი თანამდებობის პირიც არ უნდა იყოს ის ჩვენს მეგობარ ქვეყნებში, რომ ამგვარი, ამ დოზით საკუთარ თავს უფლება მისცეს, იკადროს, რომ ადამიანების რწმენასა და სინდისის თავისუფლებაში ხელები აფათუროს.

ზედმეტი ნურავის მოუვა. ჩვენი პარტნიორული ურთიერთობა პირველ რიგში, ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული და თუკი ასეთ პატივისცემას ჩვენი პარტნიორებისგან ვერ ვიგრძნობთ და ისინი საკუთარ გამონათქვამებში პირდაპირ გამოხატავენ მსგავს, მდაბიო და ფსკერს ქვემოთ არსებულ მოსაზრებებს, აქ უკვე ეს პატივისცემა ირღვევა. მოდით, თავად გაგვცენ პასუხი, შემდეგ ღირსეულ პარტნიორულ ურთიერთობაზე როგორ შეიძლება იყოს საუბარი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, გერმანია ნამდვილად არ არის ერთი პიროვნება, გერმანიასთან საქართველოს ჰქონდა და მომავალშიც ექნება კარგი პარტნიორული ურთიერთობა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

აღმაშენებლის ხეივანში მანქანა ბენზინგასამართ სადგურს დაეჯახა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მანქანა ბენზინგასამართ სადგურს დაეჯახა.შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა.

მე მინდა, სოროებში მოგიკითხოთ ყველა “კვარას” კრიტიკოსი – შემძვრალი… მეძებარი ძაღლი თუ გამოგიყვანთ იქიდან აწი-ოთარ ტატიშვილი

ტელეკომპანია "იმედზე" გადაცემა "იმედის დილის" ერთ-ერთმა წამყვანმა, ოთარ ტატიშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა."ხვიჩა კვარაცხელია დღეს მსოფლიოში საუკეთესოა! ამას მე გეუბნებით - ჩემი ტყუილიც დაიჯერება უკვე, და სიმართლეც დაიჯერეთ.მე მინდა, სოროებში მოგიკითხოთ ყველა "კვარას" კრიტიკოსი - შემძვრალი... მეძებარი ძაღლი თუ გამოგიყვანთ იქიდან აწი! სულ ყველა, განსაკუთრებით ისინი, ვინც ამბობდა, ბათუმის "დინამოა" მისი მაქსიმუმიო", - განაცხადა ოთარ ტატიშვილმა გადაცემა "იმედის დილაში". შეგახსენებთ, 31 მაისს, "კვარა" პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

„ხომ სამარცხვინოა ეს ყველაფერი, მაგრამ, ხომ არავის შერცხვება? ესაა ის ევროპა, ქართველებს რომ არ გვიშენებია“ – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში შვედეთის მთავრობის განცხადებას ეხმიანება, რომელიც ერთი დღის სხვაობით საქართველოზე და საკუთარ ქვეყანაზე ურთიერთგამომრიცხავ განცხადებას ავრცელებს. საქართველოში ისინი FARA კანონს რეპრესიულს უწოდებენ, ხოლო შვედეთში მიიჩნევენ, რომ უცხოური დაფინანსება უნდა აიკრძალოს. შალვა პაპუაშვილის მათ დამოკიდებულებას სამარცხვინოს უწოდებს. „ხომ სამარცხვინოა ეს ყველაფერი, მაგრამ, ხომ არავის შერცხვება? ესაა ის ევროპა, ქართველებს რომ არ გვიშენებია,“ - წერს პაპუაშვილი.

როგორი ამინდი იქნება 3 ივნისს საქართველოში – ტემპერატურა ქალაქების მიხედვით

3 ივნისს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:გაგრა +20 - წვიმასოხუმი +21 - წვიმაზუგდიდი +21 - წვიმამესტია +16 - მოღრუბლულიფოთი +20 - წვიმაბათუმი +20 - წვიმაოზურგეთი +20 - წვიმაქუთაისი +21 - წვიმაამბროლაური +19 - წვიმაახალციხე +19 - წვიმაბორჯომი +15 - წვიმაბაკურიანი +12 - წვიმაგორი +21 - წვიმაცხინვალი +18 - წვიმასტეფანწმინდა +11 - წვიმაგუდაური +10 - წვიმათელავი +22 - წვიმარუსთავი +26 - წვიმათბილისი +24 - წვიმა

4 ორსიტყვიანი ლოცვა, რომელიც ყველა მორწმუნემ ხშირად უნდა იმეოროს

მამა გიორგი თევდორაშვილი გვასწვალის 4, ორსიტყვიან ლოცვას, რომელიც ყველა მორწმუნემ ხშირად უნდა იმეოროს მაშინ, როცა ძალიან გვეჩქარება, დაღლილები ვართ და გამოუვალი მდგომარეობაა: • ღმერთო, მაკურთხე; • უფალო, შეგვიწყალე (შეიწყალე); • ღმერთო, დამეხმარე; • მადლობა, შენდა ღმერთო; ვრცლად ↓

ბოლო სიახლეები